საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №219
2008 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აკრძალული საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობა გაიცემა საქართველოს მთავრობის განკარგულებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.
2. საქართველოს მთავრობის მიერ თანხმობის გაცემის მიზნით დასაბუთებულ შუამდგომლობას წარუდგენს განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდინარე შესაბამისი სამინისტრო.
3. შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
31. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ ყოველ საქმიანობას შეისწავლის რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდინარე, შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან ერთად.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №180 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1174
32. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და 31 პუნქტში აღნიშნული შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობის მოწონება, რაც ფორმდება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით, წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღნიშნული პროექტის განხორციელების საფუძველს და დამატებით არ მოითხოვს საქართველოს მთავრობის თანხმობას.

33. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობების შესახებ ინფორმაციას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №180 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1174
+

1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აკრძალული საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობა გაიცემა განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდინარე შესაბამისი მინისტრის ბრძანებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.
2. საქართველოს მთავრობის მიერ თანხმობის გაცემის მიზნით დასაბუთებულ შუამდგომლობას წარუდგენს განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდინარე შესაბამისი სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №483 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.
3. შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
11. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა გაიცემა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით.
31. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ ყოველ საქმიანობას შეისწავლის რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდინარე, შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან ერთად.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №483 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.
2. (ამოღებულია –28.12.2012, №483 ).
3. (ამოღებულია –28.12.2012, №483 ).
31. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ ყოველ საქმიანობას შეისწავლის რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდინარე, შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან ერთად.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №180 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1174
32. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და 31 პუნქტში აღნიშნული შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობის მოწონება, რაც ფორმდება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით, წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღნიშნული პროექტის განხორციელების საფუძველს და დამატებით არ მოითხოვს საქართველოს მთავრობის თანხმობას.
32. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და 31 პუნქტში აღნიშნული შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობის მოწონება, რაც ფორმდება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით, წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღნიშნული პროექტის განხორციელების საფუძველს.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №180 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1174
33. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობების შესახებ ინფორმაციას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №483 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.
33. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გამცემი მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობების შესახებ ინფორმაციას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №180 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1174
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №483 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №180 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1174
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №180 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1174
2. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №483 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ“, №219, 12.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.040.000.10.003.001.164 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5848-1/