საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.11.2008 ბოლო ცვლილება 18.01.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№219
სარეგისტრაციო კოდი
010.040.000.10.003.001.164
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 163, 14/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №219

2008 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აკრძალული საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობა გაიცემა განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდინარე შესაბამისი მინისტრის ბრძანებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №483 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.

1​1. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა გაიცემა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №483 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.

საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 27 იანვრის დადგენილება № 108 – ვებგვერდი, 28.01. 201 4 წ.

2. (ამოღებულია –28.12.2012, №483 ).

3. (ამოღებულია –28.12.2012, №483 ).

3​1. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ ყოველ საქმიანობას შეისწავლის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდინარე, შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან ერთად.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №180 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1174

საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 27 იანვრის დადგენილება № 108 – ვებგვერდი, 28.01. 201 4 წ.

3​2. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და 3​1 პუნქტში აღნიშნული შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობის მოწონება, რაც ფორმდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით, წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღნიშნული პროექტის განხორციელების საფუძველს.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №180 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1174

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №483 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.

საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 27 იანვრის დადგენილება № 108 – ვებგვერდი, 28.01. 201 4 წ.

3​3. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გამცემი მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობების შესახებ ინფორმაციას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №180 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1174

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №483 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.

საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 27 იანვრის დადგენილება № 108 – ვებგვერდი, 28.01. 201 4 წ.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №180 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1174

2. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება № 483 - ვებგვერდი, 31 .12.2012წ.

3. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილება №108 – ვებგვერდი, 28.01.2014წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ“, №219, 12.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.040.000.10.003.001.164 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5848-3/