"საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.11.2004 ძალადაკარგული 12.09.2011
ნომერი
№71
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.006.809
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 129, 11/11/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.809

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №71

2004 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველზე, ამავე ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამმართველოს დებულება;

ბ) (ძალადაკარგულია);

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფინანსებისა და ბუღალტერიის სამმართველოს დებულება;

დ) (ძალადაკარგულია);

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის ბრძანება №130-სსმIII, №31,09.03. 2006წ., მუხ.362

ე) (ძალადაკარგულია);

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამმართველოს დებულება;

ზ) (ძალადაკარგულია);

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

თ) (ძალადაკარგულია);

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

ი) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველოს დებულება;

კ) (ძალადაკარგულია);

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

 

ლ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველოს დებულება;

მ) (ძალადაკარგულია);

  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №278-სსმIII, №105, 06.09.2005წ., მუხ.1169

ნ) (ძალადაკარგულია);

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №259-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.645

ო) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის დებულება.

2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

თ. ლებანიძე

შეტანილი ცვლილებები:

1.   საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 მარტის ბრძანება №27-სსმIII, №26, 07.03.2005წ., მუხ.245

2.   საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №278-სსმIII, №105, 06.09.2005წ., მუხ.1169

3.  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის ბრძანება №130-სსმIII, №31,09.03. 2006წ., მუხ.362

4.   საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №259-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.645

5.   საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) შექმნილია „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისი №50 დადგენილების თანახმად.

2. სამმართველო წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის ძირითად საქმიანობაში ხელმძღვანელობს წყლის სფეროში საერთაშორისო კონვენციებით და ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით „გარემოს დაცვის შესახებ” და „წყლის შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, მინისტრის ბრძანებებით, ინსტრუქციებით, სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით.

3. სამმართველოს აქვს მრგვალი ბეჭედი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლოგოთი და საკუთარი დასახელებით.  

    მუხლი 2. საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. სამმართველოს ამოცანებია:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზედაპირული წყლის რესურსების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა და წყალსარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა;

ბ) წყალდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, ამ მიზნით განსახორციელებელ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია;

გ) წყლის რესურსების დაცვისა და სარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში ნორმატიულ-მეთოდური ბაზის შექმნაში მონაწილეობა;

დ) წყლის სფეროში მიღებული საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებით გათვალისწინებული ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა;

ე) საერთაშორისო საზღვაო სამართლის (გაეროს 1982 წლის კონვენცია), საერთაშორისო კონვენცია „მარპოლ-73/78” და ქ. ბუქარესტის 1992 წლის „შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კონვენციის” დებულებათა პრაქტიკული რეალიზაციის ხელშეწყობა.

2. სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ზედაპირული და ზღვის წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში საკანონმდებლო აქტების პროექტების და ნორმატიულ-მეთოდური დოკუმენტების შემუშავება;

ბ) წყალსარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის განხორციელება;

გ) წყალსარგებლობის სტატისტიკური ანგარიშგების მონაცემების ანალიზი და განზოგადება;

დ) წყლის სახელმწიფო კადასტრის და წყალსამეურნეო ბალანსების შესადგენ სამუშაოთა ორგანიზება;

ე) წყლის კომპლექსური გამოყენებისა და დაცვის გენერალური სქემების შემუშავების ორგანიზება;

ვ) წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმატივების დამტკიცება;

ზ) წყლის ობიექტების მდგომარეობაზე მოქმედი ჩამდინარე წყლების ჩაშვების ლიმიტების დამტკიცება ცალკეული საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის;

თ) წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შეთანხმება;

ი) წყალსარგებლობის რეგულირების და წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების სფეროში მეთოდური მითითებების, ინსტრუქციების, რეკომენდაციების მომზადება;

კ) წყლის გამოყენების და დაცვის სფეროში სტანდარტების განხილვა და სათანადო დასკვნების გაცემა;

ლ) განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის წყლის ობიექტების გამოყენების ნაწილობრივად ან მთლიანად აკრძალვისათვის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზირების სამსახურისათვის;

მ) საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების გეგმებისა და პროგრამების მომზადებაში მონაწილეობა.

    მუხლი 3. სამმართველოს უფლებამოსილება

1. სამმართველოს უფლება აქვს:

ა) აწარმოოს წყალსარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა;

ბ) სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) დადგენილი წესით მოითხოვოს მონაცემები, საცნობარო და ინფორმაციული მასალები, რომლებიც აუცილებელია წყლის რესურსების მართვის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შესადგენად;

გ) სამინისტროს ხელმძღვანელობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს შემუშავებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტები;

დ) შეიმუშაოს წყალსარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვისა და რეგულირების, აგრეთვე წყალდაცვითი ღონისძიებების შესრულების სფეროში სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, განსაზღვროს მათი წარმოების წესი და წარდგინების პერიოდულობა;

ე) უსასყიდლოდ მოითხოვოს საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისაგან (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) წყლის რესურსების გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის და დაცვის სფეროში სტატისტიკური ანგარიშები.

    მუხლი 4. სამმართველოს მართვა

1. სამმართველოს მუშაკთა ოდენობა განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის ფარგლებში.

2. სამმართველოს საქმიანობის მართვა წარმოებს სამმართველოს უფროსის მიერ, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

    მუხლი 5. სამმართველოს სტრუქტურა

წყლის რესურსების მართვის სამმართველო შედგება წყალსარგებლობის მართვისა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური განყოფილებებისაგან.

    მუხლი 6. სამმართველოს თანამშრომელთა თანამდებობრივი მოვალეობანი

1. სამმართველოს უფროსი:

ა) აწარმოებს სამმართველოს და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პერსონალურად აგებს პასუხს სამმართველოს სამუშაო გეგმის შესრულებაზე;

გ) ორგანიზაციას უკეთებს წყლის რესურსების დაცვის დარგში პერსპექტიულ გეგმათა დამუშავებას;

დ) ხელმძღვანელობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, პროგრამების, მეთოდიკებისა და ინსტრუქციების პროექტების შემუშავებას;

ე) უზრუნველყოფს სხვა ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებას;

ვ) სამმართველოს მუშაკთა შორის უშუალოდ ანაწილებს ფუნქციებს;

ზ) აკონტროლებს და ანალიზს უკეთებს სამმართველოს საქმიანობას;

თ) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას მართვის თანამედროვე მეთოდების გამოყენების საფუძველზე;

ი) პერსონალურად პასუხისმგებელია ხელმძღვანელობისა და ზემდგომი ორგანოების დადგენილებების, ბრძანებების და განკარგულებების შესრულებაზე;

კ) დადგენილ ვადებში წარადგენს სამინისტროს სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს;

ლ) სამინისტროს საერთაშორისო ურიერთობებისა და კონვენციების სამმართველოს კოორდინაციით და მასთან შეთანხმებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უშუალო კავშირს და მიმოწერას სახელმწიფო, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციებთან;

მ) პირადად აგებს პასუხს დავალებების მითითებულ ვადებში შესრულებისათვის მკაცრი კონტროლის დაწესებაზე და საქმისწარმოების სათანადო ორგანიზაციაზე.

2. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ახორციელებს სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის კოორდინაციას და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

ბ) ორგანიზებას უკეთებს სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოსათვის სამმართველოს საქმიანობის გეგმების წარდგენას;

გ) ასრულებს კომპლექსური ხასიათის სამუშაოებს, რომლებიც მიეკუთვნება წყლის რესურსების დაცვის სფეროს;

დ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მისი შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში.

3. სამმართველოს განყოფილების უფროსი:

ა) ადგენს განყოფილების მიმდინარე სამუშაო გეგმას და პერსონალურად აგებს პასუხს მის შესრულებაზე;

ბ) ადგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოზე;

გ) განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე სამინისტროს პროექტების კოორდინაციისა და მომზადების სამმართველოსთან კოორდინაციით შეიმუშავებს პროგრამების პროექტებს; შეიმუშავებს ინსტრუქციების, ნორმატივების პროექტებს;

დ) აწარმოებს განყოფილების მუშაკთა შორის ფუნქციების განაწილებას;

ე) ახორციელებს განყოფილების თანამშრომლების მუშაობის კოორდინაციას და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

ვ) ასრულებს ანალიტიკურ სამუშაოებს;

ზ) აყალიბებს დასკვნებს გამომდინარე სტატისტიკური და სხვა მასალების ანალიზიდან.

4. სამმართველოს სპეციალისტი:

ა) ასრულებს სამუშაოებს სამმართველოს შესაბამისი განყოფილების ერთ-ერთი მიმართულებით;

ბ) დამოუკიდებლად აგროვებს და ამუშავებს სათანადო ინფორმაციას და პირველად დოკუმენტაციას;

გ) ახორციელებს მონაცემების ანალიზს და განზოგადებას;

დ) ამზადებს წინადადებებს განყოფილების უფროსის საერთო მითითებების საფუძველზე;

ე) სამუშაოს ასრულებს დამტკიცებული მეთოდიკის გამოყენებით უშუალოდ განყოფილების უფროსის კონტროლის ქვეშ.

    მუხლი 7. დებულებაში ცვლილებების შეტანა, სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. დებულებაში ცვლილებების შეტანა წარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

2. სამმართველოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს

დებულება

ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

   

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფინანსებისა და ბუღალტერიის სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ფინანსებისა და ბუღალტერიის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურისა, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების თანახმად.

2. სამმართველო უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის საერთო ბიუჯეტის პროექტის შედგენას, სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას და სამინისტროს სისტემის საბუღალტრო საქმიანობის მეთოდურ უზრუნველყოფას. სამმართველო სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებიდან იღებს საბუღალტრო-საფინანსო ანგარიშებს და ადგენს სამინისტროს ნაერთ ანგარიშს (ბალანსს).

3. სამმართველო ბიუჯეტის ფულადი სახსრების ხარჯვას ანხორციელებს მინისტრის, ან მინისტრის პირველი მოადგილის თანხმობით არსებული კანონ-მდებლობის ფარგლებში.

4. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, შრომის კანონთა კოდექსის, სამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებების, ინსტრუქციების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

5. სამმართველოს აქვს მრგვალი ბეჭედი სრული სახელწოდების აღნიშვნით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 მარტის ბრძანება №27-სსმIII, №26, 07.03.2005წ., მუხ.245

    მუხლი 2. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს სამინისტროს სისტემაში საფინანსო საქმიანობას, აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას; სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს საბიუჯეტო სახსრების საპროგნოზო პარამეტრებს და წარმართავს სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესს.

1​1. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს სამინისტროს აპარატის ასიგნებების ხარჯვას

2. უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ქონების, მატერიალური, ფინანსური რესურსების გამოყენებას კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ამუშავებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებების საფუძველზე ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებს, ფინანსთა სამინისტროში დადგენილ ვადებში წარდგენისათვის.

4. უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებამდე ხარჯთაღრიცხვების დროულად დაყვანას. წარადგენს ხარჯების ლიმიტების განწერას სახაზინო სამსახურში.

5. განსაზღვრავს ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაციულ, ანგარიშსწორების ფორმას და ინფორმაციის დამუშავების ტექნოლოგიას, ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

6. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამზადებს ცვლილებებს დამტკიცებულ საშტატო ნუსხებში შეტანისათვის და შესაბამისად ახდენს ხარჯთა ნუსხების კორექტირებას და მათ დაყვანას ორგანიზაციებამდე.

7. იღებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დეპარტამენტების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან პერიოდულ ანგარიშებს და ადგენს სამინისტროს ნაერთ ბალანსს.

8. ასრულებს საფინანსო-საბიუჯეტო სფეროსთან დაკავშირებულ სხვა მიმდინარე საქმიანობას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 მარტის ბრძანება №27-სსმIII, №26, 07.03.2005წ., მუხ.245

    მუხლი 3. სამმართველოს უფლებამოსილებანი

თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, საქვეუწყებო დაწესებულებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან ბიუჯეტის პროექტის შედგენისათვის, დამტკიცებული ბიუჯეტის აღსრულების უზრუნველყოფასთან და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და მასალა;

ბ) მოიწვიოს სტრუქტურულ ქვედანაყოფთა, საქვეუწყებო დაწესებულების, ტერიტორიული ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და სპეციალისტები ფინანსურ-ბუღალტრულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განმარტების მიზნით;

გ) მისცეს მითითებები საფინანსო-ბუღალტრული საქმიანობის აღრიცხვის, ანგარიშგების და კონტროლის საკითხებზე პირველადი დოკუმენტაციის გაფორმებაზე და სხვა ბუღალტრულ საკითხებზე;

დ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს ორგანიზაციათა კომპლექსურ შემოწმებებში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვის სისწორის დადგენის მიზნით;

ე) მოამზადოს წინადადებები სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობაში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრისათვის და დასვას საკითხი სამართალდამრღვევ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ.

    მუხლი 4. სამმართველოს მართვა

1. სამმართველოს სტრუქტურას და საშტატო ერთეულების ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი სამინისტროსათვის დამტკიცებული რიცხოვნობის ფარგლებში.

2. სამმართველოს თანამშრომლებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

3. სამმართველო შედგება სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის, მთავარი ბუღალტრისა და სპეციალისტისაგან.

    მუხლი 5. სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს უფროსი ვალდებულია:

ა) საერთო ხელმძღვანლობა გაუწიოს სამმართველოს მუშაობას, გაანაწილოს მუშაკთა შორის ფუნქციები და მისცეს მათ დავალებები;

ბ) გააკონტროლოს სამმართველოს ცალკეულ მუშაკთა საქმიანობა და მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის დაცვა;

გ) უზრუნველყოს სამმართველოს მუშაკთა მუშაობა წინამდებარე დებულებით განსაზღვრული სამმართველოს საქმიანობის სფეროს, ამოცანების და უფლებამოსილებების ფარგლებში;

დ) შეასრულოს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებები;

ე) პასუხი აგოს სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების მართებულად გადაწყვეტასა და სამმართველოს ფუნქციების შესრულებაზე;

ვ) უხელმძღვანელოს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, დადგენილ ვადებში წარდგენას ფინანსთა სამინისტროში; მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის პროექტის დაცვაში;

ზ) შეიტანოს თანამდებობრივი სარგოების ცვლილებების შესაბამისად სათანადო შესწორებები საშტატო ნუსხებსა და დამტკიცებულ ხარჯთანუსხებში;

თ) დაიცვას საფინანსო-ბუღალტრული საქმიანობის აღრიცხვის სისწორე, ოპერატიული ინფორმაციის, ბუღალტრული ანგარიშების დროული შედგენა და წარდგენა შესაბამის უწყებებში;

ი) უზრუნველყოს სამინისტროს აპარატის და დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გეგმური და ფაქტიური მაჩვენებლების კანონის შესაბამისად დადგენილ ვადებში მომზადება და წარდგენა;

კ) მიიღოს სახაზინო სამსახურიდან ინფორმაცია არასაგადასახადო შემოსავლების სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანის შესახებ და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს ხელმძღვანელობას;

ლ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსათვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში.

2. სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია:

ა) გაეცნოს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და სხვა მასალას, მიიღოს გადაწყვეტილება მათი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლებზე პასუხისმგებლობის დაკისრება;

ბ) მოამზადოს და გაიტანოს საკითხები სამინისტროს სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად;

გ) დასვას საკითხი სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე მუშაკთა წახალისების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე;

დ) მოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სა-ჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი ახსნა-განმარტება;

დ​1) ხელი მოაწეროს ან ვიზირება გაუკეთოს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს

ე) მონაწილეობს ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

3. სამმართველოს უფროსი პასუხისმგებელია მინისტრის ბრძანებებით, სამინისტროს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ და სხვა მიმდინარე საკითხთა შესრულებაზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 მარტის ბრძანება №27-სსმIII, №26, 07.03.2005წ., მუხ.245

    მუხლი 6. სამმართველოს უფროსის მოადგილე

1. სამმართველოს უფროსის მოადგილე ვალდებულია:

ა) შეასრულოს სამმართველოს უფროსის დავალებები;

ბ) განახორციელოს სამმართველოს მუშაკთა მეთოდური ხელმძღვანელობა;

გ) მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში, გაანალიზოს არასგადასახადო შემოსავ-ლებისა და ხარჯების საპროგნოზო და ფაქტიური მაჩვენებლები;

დ) მოამზადოს დამტკიცებული ბიუჯეტის განწერა, უზრუნველყოს მისი დროული წარდგენა სახაზინო სამსახურში;

ე) გააანალიზოს ფაქტობრივად მიღებული დაფინანსების და გაწეული ხარჯების შესაბამისობა დამტკიცებული ბიუჯეტის მიმართ;

ვ) მოამზადოს ბიუჯეტის ცვლილების პროექტი (აუცილებლობის შემთხვევაში) ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად;

ზ) აკონტროლოს კვარტალურად არასაგადასახადო შემოსავლების და სალიცენზიო მოსაკრებლების ბიუჯეტში შეტანის ოდენობა;

თ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსათვის ამ დებულებით მინიჭებულ ვლდებულებათა განხორციელებაში.

2. სამმართველოს უფროსის მოადგილე უფლებამოსილია:

ა) სამმართველოს უფროსის არყოფნის დროს შეასრულოს მისი მოვალეობები;

ბ) სამმართველოს უფროსის წინაშე დასვას საკითხი მუშაკთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ;

გ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

3. სამმართველოს უფროსის მოადგილე პასუხს აგებს სამმართველოს დებულებით და სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ დავალებათა შესრულებაზე.

    მუხლი 7. მთავარი ბუღალტერი

1. მთავარი ბუღალტერი ვალდებულია:

ა) გასწიოს საბუღალტრო აღრიცხვის მეთოდური ხელმძღვანელობა სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებისადმი;

ბ) განახორციელოს უტყუარი ბუღალტრული აღრიცხვიანობის წარმართვა თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით;

გ) შეადგინოს სამინისტროს აპარატის ანგარიში, მიიღოს სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებიდან პერიოდული საბუღალტრო ანგარიშები და შეკრას სამინისტროს ნაერთი ბალანსი;

დ) უზრუნველყოს სამინისტროს ნაერთი ანგარიშის (ბალანსის) სახაზინო სამსახურში დადგენილ ვადებში წარდგენა;

ე) პასუხი აგოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (სამმართველოები, სამსახურები) მატერიალური ფასეულობების სწორად აღრიცხვიანობაზე, მათ მოძრაობაზე ანგარიშის (ბალანსის) მიხედვით;

ვ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოს ამ დებულებით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულებაში.

2. მთავარი ბუღალტერი უფლებამოსილია:

ა) განიხილოს კონტროლი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სწორად წარმართვაზე;

ბ) გაანალიზოს დაქვემდებარებული ორგანიზაციების პერიოდული ანგარიშები (ბალანსი) და გადახრის შემთხვევაში დასვას საკითხი ხელმძღვანელობის წინაშე ხარვეზების გამოსწორების რეკომენდაციების მიხედვით;

გ) მისცეს რეკომენდაციები სამინისტროს სისტემის სააღრიცხვო დარგის მუშაკებს ბუღალტრული საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისათვის;

დ) მოაწესრიგოს სამინისტროს აპარატში საწვავის და კავშირგაბმულობის ხარჯების დაფინანსება კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) მონაწილეობს ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

    მუხლი 8. სპეციალისტები

1. სპეციალისტები ვალდებულნი არიან:

ა) შეასრულონ სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებით განსაზღვრული ვალდებულებები;

ბ) შეასრულონ სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის და მთავარი ბუღალტრის დავალებები;

გ) მოამზადონ სამინისტროს აპარატში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმური მაჩვენებლები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში კორექტივების შესახებ პროექტი;

დ) უზრუნველყონ სამინისტროს აპარატში განსახორციელებელი თვის, კვარტალის და წლის შესყიდვების ფაქტობრივი მაჩვენებლების წარდგენა შესყიდვების სააგენტოში;

ე) მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში;

ვ) კოორდინაცია გაუწიონ სამინისტროს სისტემაში განსახორცილებელ შესყიდვების გეგმური და ფაქტობრივი მაჩვენებლების დროულ ჩაბარებას შესყიდვების სააგენტოში;

ზ) კომპიუტერში აწარმოონ კვარტალური და წლიური ბუღალტრული ანგარიშები (ბალანსი);

თ) მოახდინონ შედარებები სახაზინო სამსახურთან არასაგადასახადო შემოსავლების ბიუჯეტში მიმართული თანხების შესახებ;

ი) აწარმოონ მოწვეულ ექსპერტ-სპეციალისტების შრომის ანაზღაურების დარიცხვა და შესაბამისად საშემოსავლო დაკავებების ანგარიში;

კ) მოამზადონ საფინანსო ორგანოებთან ანგარიშსწორების საგადახდო დავალებები სახაზინო სამსახურში წარსადგენად;

ლ) შეასრულონ საკასო ოპერაციები საკასო დებულების მოთხოვნების შესაბამისად;

მ) მიიღონ სახაზინო სამსახურიდან სამინისტროს კუთვნილი დოკუმენტაცია;

ნ) მიიღონ ბანკიდან ჩეკით ნაღდი ფული ხელფასებისა და სამივლინებო ხარჯებისათვის.

2. ბუღალტერიის სპეციალისტი ვალდებულია:

ა) შეასრულოს სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებით განსაზღვრული ვალდებულებები;

ბ) შეასრულოს სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის და მთავარი ბუღალტრის დავალებები;

გ) დადგენილ ვადებში აწარმოოს შრომის ანაზღაურების დარიცხვები, სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან მიღებული ტაბელების საფუძველზე;

დ) უზრუნველყოს შრომის ანაზღაურებიდან საშემოსავლო დაკავებებისა და დამქირავებლიდან ანარიცხების შესაბამის ფონდებში დროული მიმართვა;

ე) შეადგინოს საანგარიშო თვის 5 რიცხვისათვის შრომის ანაზღაურების ფონდის ათვისების ნაერთი უწყისი და მემორიალური ორდერი №5;

ვ) უზრუნველყოს სააღრიცხვო ბარათებში დარიცხული და გადარიცხული თანხების და ნაშთების მთავარ დავთართან შედარება;

ზ) მიიღოს ანგარიშვალდებული პირებისაგან სასაქონლო ანგარიშები ბუღალტრულად დასამუშავებლად;

თ) აწარმოოს ბრუნვათა უწყისები ანგარიშებისა და მატერიალური პასუხისმგებელი პირების მიხედვით;

ი) აწარმოოს ხარჯთაღრიცხვის დავთარი (ანგ. 200) გარდამავალი ნაშთების გამოყვანით.

3. სპეციალისტები მონაწილეობენ სამინისტროს აპარატის საინვენტარიზაციო მოსამზადებელ საქმიანობაში.

4. სპეციალისტები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ თავიანთი საქმიანობა სამმართველოსათვის ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

    მუხლი 9. სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანის, სამმართველოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი

1. სამმართველოს დებულებაში და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

2. სამმართველოს რეორგანიზაცია ხდება მინისტრის მიერ, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული სამმართველოს

დებულება

ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის ბრძანება №130-სსმIII, №31,09.03. 2006წ., მუხ.362

   

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს მონიტორინგისა და სტატისტიკის სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

   

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” თანახმად.

2. სამმართველო წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც მონაწილეობს ნარჩენების (გარდა რადიაქტიურისა) და ქიმიური ნივთიერებების (მათ შორის, პესტიციდები და მინერალური სასუქები) მართვაში, სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებაში.

3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონებით: „გარემოს დაცვის შესახებ”, „ნიადაგის დაცვის შესახებ”, „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ”, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით, საერთაშორისო კონვენციებით, ხელშეკრულებებით, გარემოს დაცვის სფეროში სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, სამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებების და ამ დებულების შესაბამისად.

    მუხლი 2. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. სამმართველოს ამოცანებია:

ა) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების რეგულირების სახელმწიფო მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი გატარება საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) თავისი საქმიანობის სფეროში გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია;

გ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების (მათ შორის, პესტიციდები და მინერალური სასუქები) რეგულირების სფეროში სახელმწიფო მმართველობის მექანიზმის, საკანონმდებლო, ნორმატიულ-მეთოდური, ეკონომიკური ბაზის შექმნაში მონაწილეობის მიღება.

2. სამმართველოს ფუნქციებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო და ნორმატიულ-მეთოდური დოკუმენტების პროექტების შემუშავება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების კოორდინაცია;

გ) ნარჩენების სახელმწიფო კადასტრის შედგენის სამუშაოთა ორგანიზება;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ე) ნარჩენებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საქმიანობების შესახებ მასალების განხილვა და სათანადო პროექტების მომზადება სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზირების სამსახურისათვის;

ვ) ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სფეროში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულება.

3. სამმართველო მონაწილეობას იღებს:

ა) საწარმოო ძალთა განვითარებისა და განაწილების, ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო კონცეფციების, ინდიკატური გეგმებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში;

ბ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, სტანდარტების, ნორმების, წესების და სხვა მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავებაში;

გ) ნარჩენების და საშიში ქიმიური ნივთიერებების და მათგან დაბინძურებული ტერიტორიების აღრიცხვაში;

დ) საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგების შედგენაში;

ე) პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერებების რეესტრის შედგენაში;

ვ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებაში.

4. სამმართველო სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზირების სამსახურთან კოორდინაციითა და დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებების და ზრდის რეგულატორების) სახელმწიფო კატალოგის შეთანხმებას;

ბ) ნარჩენების, მცენარეთა დაცვის საშუალებების (პესტიციდების) და სხვა გარემოზე მავნე ზემოქმედების ნივთიერებათა იმპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტის, გამოყენების, უტილიზაციის, დასაწყობების, გაუვნებელყოფის და განთავსების შეთანხმებას;

გ) „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების, გამოყენებისა და ექსპორტ-იმპორტის აკრძალვას ან მკაცრად შეზღუდულ გამოყენებას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების ნუსხის დადგენასა და გამოქვეყნებამდე მათ შეთანხმებას.

5. სამმართველო გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზირების სამსახურთან კოორდინაციითა და დადგენილი წესით განიხილავს სამრეწველო და საშიში ნარჩენების წარმოქმნის და განთავსების ლიმიტებს.

    მუხლი 3. სამმართველოს კომპეტენცია

სამმართველო უფლებამოსილია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების რეგულირება, სახელმწიფო აღრიცხვა და ამ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის შეთანხმება;

ბ) მოითხოვოს დადგენილი წესით სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) მონაცემები, საცნობარო და ინფორმაციული მასალები, რომლებიც აუცილებელია ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შესამუშავებლად;

გ) წარუდგინოს სამინისტროს ხელმძღვანელობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები;

დ) დადგენილი წესით მოითხოვოს საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისაგან (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების შესახებ სახელმწიფო აღრიცხვის სტატისტიკური ანგარიშები.

    მუხლი 4. სამმართველოს მართვა

1. სამმართველოს საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

2. სამმართველოს საქმიანობის მართვა წარმოებს სამმართველოს უფროსის მიერ, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

3. სამმართველოს უფროსი აწარმოებს სამმართველოს მუშაობის საერთო ხელმძღვანელობას.

    მუხლი 5. სამმართველოს სტრუქტურა

სამმართველო შედგება სამმართველოს უფროსის, მისი მოადგილისა და სპეციალისტებისაგან.

    მუხლი 6. სამმართველოს თანამშრომელთა თანამდებობრივი მოვალეობანი

1. სამმართველოს უფროსი

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია სამინისტროს სამუშაო გეგმების, ხელმძღვანელობისა და ზემდგომი ორგანოების ბრძანებების, განკარგულებების და დავალებების შესრულებაზე;

გ) ორგანიზებას უწევს ნორმატიული ბაზის, გეგმების, პროგრამების შემუშავებას ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სფეროში;

დ) წარუდგენს სამინისტროს სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს დადგენილ ვადებში;

ე) უზრუნველყოფს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს ნორმატიული დოკუმენტაციით და მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს მათ მუშაობას;

ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით წარმოადგენს სამინისტროს სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში, საწარმოებსა და ორგანიზაციებში მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განსახილველად;

ზ) მონაწილეობს ნარჩენების მართვის ერთიანი სისტემის, პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავებაში;

თ) კოორდნაციას უწევს ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას;

ი) ზედამხედველობას უწევს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვას;

კ) მონაწილეობს ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სამთავრობათაშორისო მაკოორდინირებელი კომისიის მუშაობაში;

ლ) მონაწილეობს აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეგისტრაციო სამუშაოებში და ქიმიური ნივთიერებების ერთიანი რეესტრის შედგენაში;

მ) მონაწილეობს ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ეროვნული სტანდარტების და გარემოსდაცვითი ნორმების შემუშავებაში;

ნ) ორგანიზებას უწევს სახიფათო ნარჩენების სეპარაციის, შეგროვების, გამოყენების, ტრანსპორტირების, განთავსების და გაუვნებელყოფის სამუშაოებს;

ო) ორგანიზებას უკეთებს ნარჩენებითა და ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიების ინვენტარიზაციას, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებას და მის განხორციელებას;

პ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველოსთან კოორდინაციით უზრუნველყოფს ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებაზე საერთო ზედამხედველობას, პასუხისმგებელია თითოეული ამ ხელშეკრულებებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობაზე.

2. სამმართველოს უფროსის მოადგილე

ა) პასუხისმგებელია სამინისტროს ხელმძღვანელობის და სამმართველოს უფროსის განკარგულებების და დავალებების შესრულებაზე;

ბ) მონაწილეობს სამინისტროს სამუშაო გეგმების, ხელმძღვანელობისა და ზემდგომი ორგანოების ბრძანებების, განკარგულებების და დავალებების შესრულებაში;

გ) ხელმძღვანელობს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებების, მეთოდიკების, ინსტრუქციების შემუშავებას;

დ) ხელმძღვანელობს ნარჩენების აღრიცხვის და მონიტორინგის სისტემის შემუშავებას;

ე) ორგანიზებას უწევს სახიფათო ნარჩენების დაგეგმვის, აღრიცხვის რეგულირების, ეკონომიკური და სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებას;

ვ) ორგანიზებას უკეთებს სახიფათო ნარჩენების წარმოქმნის ლიმიტების პროექტების შემუშავებას, განხილვას და დამტკიცებას;

ზ) მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებაში ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სფეროში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია შესაბამისი ხელშეკრულებებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობაზე;

თ) ხელმძღვანელობს საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ინვენტარიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე და ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას;

ი) ადგენს სამმართველოს ანგარიშებს შესრულებულ სამუშაოებზე;

კ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის პერიოდში.

3. სპეციალისტები:

ა) მონაწილეობენ სამმართველოს სამუშაო გეგმის შემუშავებაში;

ბ) ასრულებენ სამინისტროს სამოქმედო გეგმურ საკითხებს ნარჩენების მართვის სფეროში;

გ) ახორციელებენ პროგრამების, ინსტრუქციების და მეთოდების შემუშავებას ნარჩენების მართვის სფეროში;

დ) ამზადებენ დოკუმენტების, ბრძანებებისა და განკარგულებების პროექტებს, განიხილავენ შემოსულ კანონპროექტებსა და კანონქვემდებარე აქტებს და ამაზადებენ შესაბამის შენიშვნებსა და წინადადებებს;

ე) მეთოდურ დახმარებას უწევენ ტერიტორიულ ორგანოთა შესაბამის სპეციალისტებს;

ვ) განიხილავენ რეგიონებიდან შემოსულ ანგარიშებს და შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს;

ზ) მონაწილეობენ ყველა სახის ნარჩენის აღრიცხვაში და კადასტრის შედგენაში, ნარჩენების აღრიცხვასა და დაგეგმვაში, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო სამუშაოებში, აგროვებენ ყველა სახის ინფორმაციას ნარჩენების შესახებ და ახდენენ მის კომპიუტერულ დამუშავებას, აწარმოებენ ნარჩენებით დაბინძურებით სტაციონალური ობიექტების აღრიცხვას და ადგენენ მათ ნუსხას;

თ) განიხილავენ სახიფათო ნარჩენების ლიმიტების პროექტებს და ამზადებენ შესამაბის დასკვნებს;

ი) მონაწილეობენ სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების შემუშავებაში;

კ) განიხილავენ ნარჩენების ტრანზიტის და იმპორტის პროექტებს და გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზირების სამსახურისათვის ამზადებენ გადაწყვეტილებების პროექტებს;

ლ) მონაწილეობენ სამინისტროს სამოქმედო გეგმური საკითხების დროულ შესრულებაში;

მ) განიხილავენ ნარჩენების მართვის სფეროში კონვენციების სამდივნოებიდან შემოსულ მასალებს და ამზადებენ სათანადო დოკუმენტებს.

4. ფუნქციებს სპეციალისტებს შორის ანაწილებს სამმართველოს უფროსი.

    მუხლი 7. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებების შეტანა წარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით, კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პროექტების კოორდინაციისა და მომზადების სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

   

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური რისკების სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

   

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების თანახმად.

2. სამმართველო უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის რეგულირების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი მიმართულებების შემუშავებას.

3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, შრომის კანონთა კოდექსის, სამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებების, ინსტრუქციების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

    მუხლი 2. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები

სამმართველოს საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:

ა) კოორდინირება გაუწიოს სამინისტროს ურთიერთობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივნოებთან;

ბ) კოორდინირება გაუწიოს საერთაშორისო და რეგიონული კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი პირების საქმიანობას;

გ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და რეგიონულ კონვენციებთან მიერთების პროცედურული ღონისძიებების ორგანიზებაში;

დ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ განხორციელებულ საერთაშორისო ურთიერთობებში და აწარმოოს ამ ურთიერთობების მონიტორინგი;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კოორდინირებაში;

ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობის ანალიზი;

ზ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში;

თ) განახორციელოს საქართველოს მიერ საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციაში.

    მუხლი 3. სამმართველოს უფლებამოსილებანი

თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს ინფორმაცია სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების, სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისაგან;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და/ან რეგიონული გარემოსდაცვითი სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში;

გ) მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში; წარადგინოს წინადადებები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის სფეროში ახალი ნორმატიული აქტების მიღების, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

დ) სამინისტროს მიერ დანიშნული სამინისტროს შესაბამისი საჯარო მოხელეებისგან (კონვენციათა ეროვნული კოორდინატორებისგან) პერიოდულად მოითხოვოს და მიიღოს ანგარიშები მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ და ორგანიზება გაუწიოს მათი ანგარიშების მოსმენას; შეაფასოს მათ მიერ გაწეული საქმიანობა და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ე) კოორდინირება გაუწიოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას; ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს შესაბამისი კავშირები საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო, არასამთავრობო, სამეცნიერო და სხვა ორგანიზაციებთან;

ვ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში, განახორციელოს არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებელის განხორციელების ანალიზი;

ზ) წარადგინოს წინადადება საერთაშორისო შეთანხმებასთან შეერთების/რატიფიცირების აუცილებლობის შესახებ, აღნიშნული შეთანხმებაზე მომუშავე „საკონტაქტო პირის“ მიერ მომზადებული მასალის საფუძველზე;

თ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;

ი) ადმინისტრაციული სამმართველოდან პერიოდულად მიიღოს მინისტრთან საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრების განრიგი და ჩატარებული შეხვედრების ოქმების ასლები;

კ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან და სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი უწყებებიდან დროულად მიიღოს ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი როგორც საერთაშორისო შეხვედრების, ასევე უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ.

    მუხლი 4. სამმართველოს მართვა

1. სამმართველოს სტრუქტურა და შტატები განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დამტკიცებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში.

2. სამმართველოს დებულებას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს მინისტრს.

3. სამმართველოს თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი და სამმართველოს უფროსის მოადგილე, მათთვის ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

    მუხლი 5. სამმართველოს სტრუქტურა

სამმართველოს შემადგენლობაში შედიან: სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალისტები.

    მუხლი 6. სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს უფროსი ვალდებულია:

ა) წარმართოს და საერთო ხელმძღვანელობა გაუწიოს სამმართველოს საქმიანობას, უზრუნველყოს სამმართველოს მუშაკთა ფუნქციური დატვირთვა და მათ შორის დავალებების განაწილება;

ბ) გააკონტროლოს სამმართველოს ცალკეულ მუშაკთა საქმიანობა და მათ მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვა;

გ) გაანაწილოს დავალებები სამმართველოს უფროსის მოადგილესა და ცალკეულ მუშაკთა შორის;

დ) უზრუნველყოს სამმართველოს მუშაკთა მუშაობა, გამომდინარე ამ დებულებით განსაზღვრულ სამმართველოს საქმიანობის სფეროს, ამოცანებისა და უფლებამოსილებებიდან;

ე) განახორციელოს სამმართველოსა და სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებს, სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებს, სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებსა და კონვენციათა ეროვნულ კოორდინატორებს შორის საქმიანობის კოორდინაცია;

ვ) შეასრულოს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებები;

ზ) გააკონტროლოს სამმართველოში საქმის წარმოების განხორციელება;

თ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში.

2. სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია:

ა) გაეცნოს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციასა და სხვა მასალებს;

ბ) გაიტანოს საკითხები მინისტრის სათათბირო ორგანოს სხდომაზე განსახილველად;

გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დასვას საკითხი სამმართველოს მუშაკთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე;

დ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დასვას საკითხი სამმართველოს მუშაკთა საზღვარგარეთ და/ან ქვეყნის ფარგლებში მივლინების შესახებ;

ე) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

3. სამმართველოს უფროსი პასუხს აგებს მინისტრის ბრძანებებით, სამინისტროსა და სამმართველოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებულ და მიმდინარე საკითხთა შესრულებაზე.

    მუხლი 7. სამმართველოს უფროსის მოადგილე

1. სამმართველოს უფროსის მოადგილე ვალდებულია:

ა) შეასრულოს სამმართველოს უფროსის დავალებები;

ბ) ხელი შეუწყოს სამმართველოს უფროსს მისი მოვალეობების განხორციელებაში;

გ) განახორციელოს სამმართველოს მუშაკთა მეთოდური ხელმძღვანელობა და ხელი შეუწყოს სამინისტროს მუშაკთა მუშაობის კოორდინაციას;

დ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში;

ე) განახორციელოს სამმართველოს მუშაკთა მიერ მომზადებული წერილებისა და დოკუმენტების ხარისხის კონტროლი.

2. სამმართველოს უფროსის მოადგილე უფლებამოსილია:

ა) სამმართველოს უფროსის არყოფნის დროს შეასრულოს სამმართველოს უფროსის მოვალეობები;

ბ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

    მუხლი 8. სამმართველოს სპეციალისტები

1. სამმართველოს სპეციალისტები ვალდებულნი არინ:

ა) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შეასრულონ ამ დებულებით განსაზღვრული ვალდებულებები;

ბ) შეასრულონ სამმართველოს უფროსის და უფროსის მოადგილის დავალებები;

სამმართველოს უფროსის და უფროსის მოადგილის მითითებების საფუძველზე მოამზადონ პასუხები სამმართველოში შემოსულ წერილებზე;

გ) მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებთან სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაციაში; ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებთან სამინისტროს ურთიერთობების კოორდინირებაში;

დ) მოამზადონ და პერიოდულად განაახლონ სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო გარემოსდაცვით კონვენციებთან ურთიერთობების ამსახველი სრული მონაცემთა ბაზა;

ე) განახორციელონ თავისი საქმიანობა ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

ვ) მოამზადონ მინისტრის ბრძანების და წერილების პროექტები საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით;

ზ) სამმართველოს უფროსის ან უფროსის მოადგილის წინაშე დააყენონ წინადადებება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობების დამყარების და გაფართოების თაობაზე.

    მუხლი 9. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

   

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის № 50 დადგენილების საფუძველზე.

2. სამმართველო წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, გარემოსდაცვით სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, საერთაშორისო კონვენციებით, ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მინისტრის ბრძანებებით, სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით.

    მუხლი 2. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. სამმართველოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

2. სამმართველოს ფუნქციონირება დამყარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციასა და ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიასა და მოქმედებათა გეგმაზე, რაც თავის მხრივ მოიცავს:

ა) არამერქნული მცენარეული რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს დაცვასა და მდგარდი გამოყენების პრინციპებზე დამყარებულ მართვას;

ბ) რეკომენდაციების შემუშავებას ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში არსებულ კანონმდებლობის სრულყოფისთვის;

გ) წინადადებების მომზადებას ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში საკანონმდებლო აქტების შემუშავებისთვის;

დ) ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზების შესაქმნელად მოსამზადებელ სამუშაოებს, მონაცემთა შეგროვებას და ანალიზს;

ე) გადაშენების პირას მყოფი სახეობების წითელი ნუსხის წარმოებას;

ვ) ბიოუსაფრთხოების სფეროს რეგულირებას სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად;

ზ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;

თ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კოორდინირებას;

ი) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში არსებული კონვენციებისა და შეთანხმებების რატიფიცირების მიზანშეწონილობის განსაზღვრასა და შეერთებისთვის მომზადებას;

კ) რეკომენდაციების მომზადებას ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის;

ლ) ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობას;

მ) მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო ბიოლოგიური რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების სფეროში წინადადებათა მომზადებას და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობას;

ნ) საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა ჩარჩო-პირობების შექმნისა და ეხ სიტუ და ინ სიტუ ღონისძიებების ხელშეწყობის საშუალებით.

    მუხლი 3. სამმართველოს უფლება-მოვალეობები

1. დადგენილი წესით მოითხოვოს სამთავრობო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა იურიდიული პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სათანადო ინფორმაციები და სტატისტიკური ანგარიშები გარემოს მდგომარეობის, ცოცხალი ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და აღწარმოების, გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების შესახებ.

2. გადაშენების პირას მყოფი ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ „CITES” კონვენციაში შეტანილი სახეობების იმპორტზე, ექსპორტზე და რეექსპორტზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურისთვის „CITES“ კონვენციის სერთიფიკატების და ნებართვების გასაცემად კონვენციით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.

3. გარეული ცხოველების რესურსების გამოყენებაზე, მათი დერივატების ექსპორტზე, იმპორტზე და რეექსპორტზე ნებართვების გასაცემად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა.

4. არამერქნული მცენარეების რესურსების გამოყენებაზე, ექსპორტზე, იმპორტზე და რეექსპორტზე ნებართვების გასაცემად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა.

5. ბიოუსაფრთხოების სფეროს საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების და საზოგადოებრივი კონტროლის შემუშავება, ინსტიტუციური უზრუნველყოფა და განხორციელება.

6. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის შექმნაში მონაწილეობა და ამ მიზნით სამინისტროს გარემოს მონიტორინგისა და სტატისტიკის სამმართველოსათვის ინფორმაციის მიწოდება.

    მუხლი 4. სამმართველოს მართვა

1. სამმართველოს სტრუქტურა და შტატები განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დამტკიცებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში.

2. სამმართველოს დებულებას ამტკიცებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

3. სამმართველოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი დადგენილი წესით.

    მუხლი 5. სამმართველოს სტრუქტურა

1. სამმართველოს ჰყავს უფროსი, მისი მოადგილე და სპეციალისტები.

2. სამმართველოს უფროსის მოადგილე და სპეციალისტები უშუალოდ ასრულებენ სამმართველოს უფროსის დავალებებს.

3. სამმართველოს სტრუქტურულ შემადგენლობაში შედის კონვენციური სამსახურის განყოფილება.

4. კონვენციური სამსახურის განყოფილებას ჰყავს განყოფილების უფროსი და ორი სპეციალისტი.

5. კონვენცური სამსახურის განყოფილების უფროსი და სპეციალისტები უშუალოდ ასრულებენ სამმართველოს უფროსის დავალებებს.

    მუხლი 6. სამმართველოს უფროსი

სამმართველოს უფროსი:

ა) ახორციელებს სამმართველოს საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხისმგებელია მინისტრის ბრძანებების, დავალებებისა და პერსპექტიული სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხთა შესრულებაზე;

გ) ახორციელებს სამუშაოთა დაგეგმვასა და კოორდინაციას;

დ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის;

ე) სამმართველოს უფროსის მოადგილესთან ერთად საზღვრავს დარგში არსებულ პრობლემათა პრიორიტეტულობას და სახავს მათი გადაჭრის გზებს.

    მუხლი 7. სამმართველოს უფროსის მოადგილე

სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია სამმართველოს უფროსის დავალებების შესრულებაზე;

ბ) ასრულებს კომპლექსური ხასიათის სამუშაოებს;

გ) ახორციელებს სამმართველოს თანამშრომელთა და სამმართველოს შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის (კონვენციური განყოფილების) მეთოდურ ხელმძღვენელობასა და მათი საქმიანობის კოორდინაციას;

დ) ადგენს ანგარიშებს გაწეულ მუშაობაზე;

ე) სამმართველოს უფროსის არყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობას.

    მუხლი 8. კონვენციური განყოფილების უფროსი

კონვენციური განყოფილების უფროსი:

ა) პასუხისმგებელია განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოთა შესრულებაზე;

ბ) პასუხისმგებელია სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის მითითებების და რეზოლუციების შესრულებაზე;

გ) ახორციელებს განყოფილებაში მიმდინარე სამუშაოთა საერთო ხელმძღვანელობას;

დ) ასრულებს ანალიტიკურ სამუშაოებს;

ე) ამზადებს ბრძანებების პროექტებს;

ვ) კონვენციებით განსაზღვრული პერიოდულობით ახორციელებს ეროვნული ამოცანებისა და მოქმედებათა გეგმების შემუშავებას;

ზ) ამზადებს ეროვნულ მოხსენებებსა და ანგარიშებს შესაბამისი კონვენციების სამდივნოებისთვის წარსადგენად;

თ) ამზადებს წინადადებებსა და შენიშვნებს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით როგორც გეგმური საკითხებისთვის, ისე მხარეთა შეხვედრებისთვის;

ი) პასუხისმგებელია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურისთვის სერტიფი-კატების და ნებართვების გასაცემად კონვენციით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაზე.

    მუხლი 9. სპეციალისტები

1. სპეციალისტების მოვალეობაში შედის:

ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და არამერქნული რესურსების კონსერვაციასა და მდგრად გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები;

ბ) გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული საკითხები; ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და მონაცემთა ბაზის მენეჯმენტის საკითხები;

გ) ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში მოქმედ კონვენციებთან დაკავშირებული საკითხები.

2. სპეციალისტები ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, მისი მოადგილის დავალებების და მითითების შესრულებაზე.

    მუხლი 10. სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს

დებულება

ძალადაკარგულია- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №278-სსმIII, №105, 06.09.2005წ., მუხ.1169

   

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ძალადაკარგულია- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №259-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.645

          

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური (შემდეგომში – სამსახური) შექმნილია „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებისა და „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.

2. სამსახური წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდეგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც საქმიანობას წარმართავს „გარემოს დაცვის შესახებ”, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონების, საქართველოს სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის აქტების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის აქტების, მითითებების, ინსტრუქციებისა და ამ დებულების საფუძველზე.

    მუხლი 2. სამსახურის კომპეტენცია

1. სამსახური შექმნილია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო მართვის ერთიანი სისტემის ორგანიზებისა და წარმართვის მიზნით.

2. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კონტროლი მათ შესრულებაზე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს მეთოდური, ინფორმაციული, ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება;

გ) საქართველოს ინტერესების წარმოდგენა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში, მონათესავე პროფილის სხვა საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციებში;

დ) სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა, ზედამხედველობა და კონტროლი მათ განხორციელებაზე;

ე) რადიაციული უსაფრთხოების პრობლემებზე სამეცნიერო კვლევის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებისათვის საჭიროა დოკუმენტაციის მომზადება საუწყებათაშორისო საბჭოზე განსახილველად;

ზ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, განთავსების, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციაში გაშვების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება და კომპეტენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მომზადებაში მონაწილეობა;

თ) ბირთვული ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე კონტროლი;

ი) რადიაქტიურად დაბინძურებულ ტერიტორიებზე სასიცოცხლოდ აუცილებელი საქმიანობის განსაზღვრისა და საგანგებო საცხოვრებელი რეჟიმის პირობების განხორციელების კოორდინაცია და კონტროლი;

კ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების ექსპლუატაციის შეჩერების, შეწყვეტისა და კონსერვაციის საკითხებზე შესაბამისი დასკვნების მომზადება და სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზირების სამსახურისათვის მიწოდება;

ლ) რადიაციულ დაბინძურებაზე დაკვირვების ერთიანი მეთოდიკის წარმოებისა და დაკვირვების მონაცემთა ურთიერთთავსებადობის კონტროლი.

    მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის სფერო და ამოცანები

სამსახურის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს განეკუთვნება:

ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, რეგულირებასა და კონტროლის განხორციელების ორგანიზება;

ბ) ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშარისო ვალდებულებათა შესრულება;

გ) სხვადასხვა პირების მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის გაწევა;

დ) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ეგიდით წარმოებულ, ან მის მიერ რეკომინდებულ, ტრანსსასაზღვრო, რეგიონულ და ლოკალურ პროექტებში მონაწილეობა;

ე) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გარემოს რადიაციულ მდგომარეობის ერთიანი უნიფიცირებული სისტემით მონიტორინგის წარმოებაზე კონტროლი;

ვ) ბირთვული უსაფრთხოების და გარემოს რადიაქტიური დაბინძურების ლიკვიდაციის სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათ რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

ზ) რადიაქტიურად საშიში კერების მოძიების ორგანიზირება, გამოვლენა და მათი დროულად გაუვნებელყოფის ორგანიზაცია; რადიაქტიური გამოსხივების წყაროების ტრანსპორტირებისა და კონსერვაციის ორგანიზება;

თ) ბირთვული ავარიის მასშტაბების შეფასება და მისი მიზეზების გამოკვლევა, პრეზიდენტისათვის წარსადგენი ბირთვულ ავარიაზე რეაგირების საგნგებო მოქმედებათა გეგმების შემუშავება;

ი) საქართველოში საბაჟო კანონმდებლობით გან-საზღვრული რეჟიმით შემოტანილი და სახელმწიფო საზღვრიდან გადაადგილებადი (ტრანსპორტირებადი) საქონლის რადიაქტიური კონტროლის ორგანიზაცია და მეთოდური უზრუნველყოფა; კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ტრანსპორტირებაზე;

კ) საინფორმაციო ბანკის შექმნა, რადიაქტიური ნივთიერებებისა და გამოსხივების წყაროების აღრიცხ-ვაკადასტრირება, მათი მოხმარების წესების დაცვის, შენახვის ვადებისა და პირობების განსაზღვრა-ინსპექტირება;

ლ) ბირთვული და რადიაქტიური ობიექტების შიდა-საწარმოო კონტროლის მდგომარეობაზე, რადიომეტრული ხელსაწყოებისა და რესურსების გამოყენებაზე, გაცემული ლიცენზიის მოთხოვნებთან ექსპლუატაციის პირობების შესაბამისობაზე, ზედამხედველობისა და კონტროლის გაწევა (მათ შორის, ობიექტის რადიაციული დაცვის საშუალებების მდგომარეობაზე ინტეგრირებული კონტროლის წარმოება);

მ) რადიაქტიული ნარჩენების მართვა (ზედამხედველობა და კონტროლი ნარჩენის მიღებაზე, შეგროვებაზე, ტრანსპორტირებაზე, აღრიცხვაზე, გადამუშავებისა და შესაბამის საცავებში განთავსებაზე), რადიაქტიური ნარჩენების რეესტრის წარმოება;

ნ) რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონირებელი გამოსხივების სხვა წყაროების მომხმარებელი ამა თუ იმ დანადგარისა და ტექნოლოგიისათვის საჭირო ტერიტორიის გამოყოფაზე ნებართვის მისაცემად სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზირების სამსახურისათვის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს კოორდინაციით და მასთან შეთანხმებით რადიაქტიური ნარჩენების საცავებისათვის ტერიტორიების გამოყოფის საკითხის შეთანხმება და რადიაციული კონტროლის განხორციელება ამ საცავების ფუნქციონირებაზე;

ო) მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის რადიაციული დაბინძურებით გამოწვეული შესაძლო ეკოლოგიური კატასტროფების შედეგების პროგნოზირება-მოდელირებისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;

პ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სემინარებისა და კონფერენციების ჩატარება.

    მუხლი 4. სამსახურის ზედამხედველობითი ფუნქციები

სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს კოორდინაციით და მასთან შეთანხმებით ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სფეროში ზედამხედველობის განსახორციელებლად სამსახური უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ტექნიკური და ნორმატიული პირობების ინსპექტირება და კონტროლი, შეამოწმოს ნებისმიერი ტექნიკური დოკუმენტაცია, ჩაატაროს ზედამხედველობისათვის აუცილებელი გაზომვები;

ბ) ნებისმიერი პირისგან მოითხოვოს აუცილებელი დოკუმენტაციისა და ანგარიშის წარდგენა დადგენილი ფორმით და განსაზღვრულ ვადებში.

    მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურა

სამმართველოს სტრუქტურა და შტატები განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დამტკიცებული რიცხოვნებისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში. სამსახურის შემადგენლობაში შედის:

ა) მაიონებელი გამოსხივების წყაროების და მათი შემცველი მასალებისა და ობიექტების აღრიცხვის და ზედამხედველობის განყოფილება;

ბ) ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასების და რეაგირების განყოფილება;

გ) ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასების და რეაგირების განყოფილების საექსპერტიზო ლაბორატორია.

    მუხლი 6. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი მოვალეობები

1. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) ორგანიზაციას უწევს პერსპექტიული სამოქმედო გეგმების პროექტების შემუშავებას;

გ) ხელმძღვანელობს პროგრამების, მეთოდიკების, მიმდინარე გეგმებისა და საჭირო კანონქვემდებარე აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების შემუშავებას;

დ) აკონტროლებს და აანალიზებს სამსახურში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მუშაობას;

ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის უფროსის მოადგილეებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის;

ვ) პერსონალურად პასუხისმგებელია მინისტრის ბრძანებებით, მითითებებით და პერსპექტეული სამუშაო გეგმებით გათვალისწინებულ საკითხთა შესრულებაზე;

ზ) პასუხისმგებელია გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;

თ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალსიწინებულ ვალდებულებათა შესრულებას და საერთაშორისო ორგანი-ზაციების ეგიდით მიმდინარე პროექტების შესრულების საერთო ზედამხედველობას;

ი) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილი ორგანოების წარდგინების საფუძველზე, ან დამოუკიდებლად მიმართავს მინისტრს შეაჩეროს ბირთვული ობიექტზე გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის მოქმედება დარღვევათა სრულ აღმოფხვრამდე, ხოლო მათი აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში მიმარათვს მინისტრს გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის მოქმედების შეჩერების, პირობების შეცვლის ან გაუქმების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელებისას წარმოიშვება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ გადაუდებელმა რეაგირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილი ბირთვული ავარია, ან ადამიანთა ჯანმრთელობაზე და გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის მოქმედების საკითხის გადაწყვეტამდე სამსახურის უფროსი უფლებამოსილია სამინისტროს შესაბამის სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

2. სამსახურის უფროსის მოადგილე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ დარგში:

ა) პასუხიხმგებელია სამსახურის უფროსის განკარგულებებისა და დავალებების შესრულებაზე;

ბ) სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურისათვის ამზადებს მასალებს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაზე ლიცენზიების გაცემის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ წინადადებების მოსამზადებლად;

გ) ორგანიზაციას უწევს გეგმების, პროგრამების, მეთოდიკების და ინსტრუქციების შემუშავებას;

დ) ახორციელებს სამსახურის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მეთოდურ ხელმძღვანელობას;

ე) ადგენს ანგარიშებს შესრულებულ სამუშაოზე;

ვ) უწევს მეთოდურ დახმარებას სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოთა შესაბამის სპეციალისტებს;

ზ) აწარმოებს გამოყოფილი სახსრების მიზანმიმართულ გამოყენებას;

თ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

3. სამსახურის უფროსის მოადგილე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობის დარგში:

ა) პასუხიხმგებელია სამსახურის უფროსის განკარგულებებისა და დავალებების შესრულებაზე;

ბ) ასრულებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან საკონტაქტო თანამდებობის პირის ფუნქციებს;

გ) ორგანიზებას უწევს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო პროგრამების, მეთოდიკებისა და ინსტრუქციების შესრულებას;

დ) ახორციელებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ საწვრთნელ-სასწავლო კურსებზე, სამუშაო შეხვედრებზე და სამეცნიერო ვიზიტებზე მისავლინებლად პირების შერჩევას და სამსახურის უფროსთან შეთანხმების შემდეგ უზრუ-ველყოფს მინისტრთან მათი კანდიდატურების წარდგენას;

ე) აწარმოებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ საერთაშორისო კონვენციით საქართველოს მხრიდან აღებული ვალდებულებების დაცვის კონტროლს;

ვ) სამსახურის უფროსისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ დარგში მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას;

ზ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და კონვენციების სამმართველოსთან ახდენს პერიოდულ კოორდინირებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ვალდებუ-ლებების შესრულების მიმდინარეობის საკითხში.

4. მაიონებელი გამოსხივების წყაროების და მათი შემცველი მასალებისა და ობიექტების აღრიცხვის და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი:

ა) ადგენს განყოფილების სამუშაო გეგმას და შესრულებული სამუშაოს ანგარიშს;

ბ) ახორციელებს განყოფილების მიმდინარე სამუშაოთა საერთო ხელმძღვანელობას;

გ) ხელმძღვანელობს სამმართველოში მიმდინარე ნორმატიულ-მეთოდურ და ინფორმაციულ სამუშაოებს;

დ) პასუხიხმგებელია სამსახურის უფროსისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ დარგში მისი მოადგილის განკარგულებების, სამსახურის სამოქმედო გეგმების, რადიაქტიურ წყაროთა რეესტრის შედგენასა და ობიექტებზე რადიაქტიულ წყაროთა გამოყენების კონტროლზე;

ე) ლიცენზიის პირობების უხეში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზირების სამსახურისათვის ამზადებს წინადადებებს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ, სამსახურის უფროსის დაუყოვნებ-ლივი შეტყობინების პირობით;

ვ) პერსონალურად პასუხისმგებელია განყოფილების მუშაობის ეფექტურობაზე.

5. მაიონებელი გამოსხივების წყაროების და მათი შემცველი მასალებისა და ობიექტების აღრიცხვის და ზედამხედველობის განყოფილების აღრიცხვის ჯგუფის სპეციალისტი:

ა) პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის, მისი მოადგილის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ დარგში და მაიონებელი გამოსხივების წყაროების და მათი შემცველი მასალების და ობიექტების აღრიცხვის და ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებაზე;

ბ) მონაწილეობს ნორმატიურლ-ინფორმაციულ და მეთოდურ მუშაობაში;

გ) ამზადებს ბირთვული მასალების აღრიცხვისათვის და ბირთვული საქმიანობით დაკავებული ორგანიზაციების ლიცენზირებისათვის საჭირო დოკუმენტაციებს;

დ) ასრულებს განყოფილების მიერ შესრულებული მუშაობის ანალიზს;

ე) პასუხისმგებელია განყოფილების დოკუმენტალური არქივის წარმოებაზე;

ვ) ბირთვული ავარიის შემთხვევაში ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს მათ ლიკვიდაციაში.

6. მაიონებელი გამოსხივების წყაროების და მათი შემცველი მასალებისა და ობიექტების აღრიცხვის და ზედამხედველობის განყოფილების ზედამხედველო-ბის ჯგუფის სპეციალისტი:

ა) პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის, მისი მოადგილის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ დარგში და მაიონებელი გამოსხივების წყაროების და მათი შემცველი მასალების და ობიექტების აღრიცხვის და ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებაზე;

ბ) პასუხისმგებელია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის პროფილის მქონე ლიცენზირებული ორგანიზაციებში რადიაციული უსაფრთხოების ნორ-მების დაცვის ზედამხედველობაზე;

გ) ვალდებულია აღრიცხვის ჯგუფს მიაწოდოს დროული და ზუსტი ინფორმაცია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის პროფილის მქონე ობიექტებში რადიაციული უსაფრთხოების ნორმების მდგომარეობის და მათ მფლობელობაში მყოფი რადიაციული წყაროებისა და მაიონებელი გამოსხივების მქონე დანადგარების ფიზიკური კონდიციის შესახებ;

დ) დიდმასშტაბოვანი რადიოლოგიური ინციდენტის ან ბირთვული ავარიის შემთხვევაში ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა მათ ლიკვიდაციაში სამსა-ხურის უფროსის მიერ მითითებული კომპეტენციის ფარგლებში.

7. ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასების და რეაგირების განყოფილების უფროსი:

ა) პასუხისმგებელია განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოთა შესრულებაზე;

ბ) პასუხიხმგებელია სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებაზე;

გ) შეიმუშავებს ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასებისა და რეაგირების გეგმებსა და მეთოდებს;

დ) ახორციელებს საინჟინრო სამუშაოთა ხელმძღვანელობას;

ე) პასუხისმგებელია საექსპერტიზო ლაბორატორიის გამართულ მუშაობაზე;

ვ) პასუხისმგებელია ინფორმაციულ-ანალიტიკური ჯგუფის გამართულ მუშაობაზე;

ზ) სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის დავალებით მონაწილეობას იღებს ატომური ენერგიის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩასატარებელ სწავლება-სემინარებში.

8. ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასების და რეაგირების განყოფილების საინფორმაციო-ანალიტიკური ჯგუფის სპეციალისტი:

ა) პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის, მისი მოადგილის ადმინისტრაციულტექნიკურ დარგში და ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასების და რეაგირებების განყოფილების უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებაზე;

ბ) აწარმოებს საგანგებო სიტუაციების და მათი გაუვნებელყოფის ოპერაციების სტატისტიკის მონაცემთა ბაზაში შეყვანას;

გ) არსებულ მონაცემთა ბაზის საფუძველზე ახორციელებს ანალიზს და შესაბამის პროგნოზირებას მოსალოდნელი რადიოლოგიური ინციდენტებისა და მათი წინასწარ თავიდან აცილებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა ჩატარების შესახებ;

დ) აწარმოებს გაუვნებელყოფის ჩასატარებელი ოპერაციებისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის შედგენისა და ამ ხარჯთაღრიცხვის ეკონომიკურ დასაბუ-თებას.

9. ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასების და რეაგირების განყოფილების ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფის სპეციალისტი:

ა) პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის, მისი მოადგილის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ დარგში და ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასების და რეაგირებების განყოფილების უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებაზე;

ბ) ვალდებულია იმონაწილეოს უკონტროლო რადიაქტიური წყაროების საძიებო სამუშაოებში და მოახდინოს მათი პოვნის შემთხვევაში მათი გაუვნებელყოფა;

გ) მონაწილეობს რადიაქტიური ნივთიერებებით ნიადაგის დაბინძურების შემთხვევაში მიწის რადიო-ნუკლიდებისაგან გასუფთავების სამუშაოებში;

დ) საქართველოს კანონმდებლობით სამინისტროსათვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს რადიაქტიურ ნივთიერებათა ტრანსპორ-ტირებაში;

ე) რადიოლოგიური ინციდენტისა ან ბირთვული ავარიის შემთხვევაში მონაწილეობს სიტუაციის შეფა-სებაში და სამაშველო-სალიკვიდაციო ოპერაციების დაგეგმვაში;

ვ) დიდი მასშტაბის რადიოლოგიური ინციდენტის ან ბირთვული ავარიის შემთხვევაში მონაწილეობენ მათ სალიკვიდაციო სამუშაოებში მთელ პერსონალთან ერთად სამსახურის უფროსის მითითებული კომპეტენციის ფარგლებში.

10. ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასების და რეაგირების განყოფილების საექსპერტიზო ლაბორატორიის სპეციალისტი:

ა) პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის, მისი მოადგილის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ დარგში და ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასების და რეაგირებების განყოფილების უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებაზე;

ბ) პასუხისმგებელია მოძიებული უკონტროლო რადიაქტიური წყაროების იდენტიფიკაციაზე და მათი ფიზიკური პარამეტრების განსაზღვარზე;

გ) პასუხისმგებელია ნიადაგის, საშენ მასალების, წიაღისეული მადანის, სასმელი წყლის, საკვები პროდუქტების, ჯართისა და სხვა საექსპერტო, ან საიმპორ-ტო მასალების ნუკლიდური შემადგენლობის სერტიფიცირებაზე;

დ) პასუხისმგებელია სამსახურის თანამშრომელთა მიერ რადიაქტიურ ნივთიერებებთან მოპყრობის დროს დაგროვებული დოზების განსაზღვრაზე;

ე) დიდი მასშტაბის რადიოლოგიური ინციდენტის ან ბირთვული ავარიის შემთხვევაში ვალდებულია მიიღოს მათ სალიკვიდაციო სამუშაოებში სამსახურის უფროსის მიერ მითითებული კომპეტენციის ფარგლებში.

    მუხლი 7. დებულებაში ცვლილებების შეტანის სამსახურის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი

1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.

2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება "საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ", №71, 02.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.809 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58888-5/