"საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.11.2004 ძალადაკარგული 12.09.2011
ნომერი
№71
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.006.809
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 129, 11/11/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.809

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №71

2004 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველზე, ამავე ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული:

ა) (ძალადაკარგულია);

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის ბრძანება №291-სსმIII, №57,  26.04.2006წ., მუხ.752

ბ) (ძალადაკარგულია);

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფინანსებისა და ბუღალტერიის სამმართველოს დებულება;

დ) (ძალადაკარგულია);

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის ბრძანება №130-სსმIII, №31,09.03. 2006წ., მუხ.362

ე) (ძალადაკარგულია);

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამმართველოს დებულება;

ზ) (ძალადაკარგულია);

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

თ) (ძალადაკარგულია);

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

ი) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველოს დებულება;

კ) (ძალადაკარგულია);

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

 

ლ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველოს დებულება;

მ) (ძალადაკარგულია);

  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №278-სსმIII, №105, 06.09.2005წ., მუხ.1169

ნ) (ძალადაკარგულია);

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №259-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.645

ო) (ძალადაკარგულია);

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის ბრძანება №495-სსმIII, №89,  03.07.2006წ., მუხ.1196

2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

თ. ლებანიძე

შეტანილი ცვლილებები:

1.   საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 მარტის ბრძანება №27-სსმIII, №26, 07.03.2005წ., მუხ.245

2.   საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №278-სსმIII, №105, 06.09.2005წ., მუხ.1169

3.  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის ბრძანება №130-სსმIII, №31,09.03. 2006წ., მუხ.362

4.   საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №259-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.645

5.   საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

6.   საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის ბრძანება №291-სსმIII, №57,  26.04.2006წ., მუხ.752

7.   საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის ბრძანება №495-სსმIII, №89,  03.07.2006წ., მუხ.1196

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის ბრძანება №291-სსმIII, №57,  26.04.2006წ., მუხ.752

   

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს

დებულება

ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

   

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფინანსებისა და ბუღალტერიის სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ფინანსებისა და ბუღალტერიის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურისა, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების თანახმად.

2. სამმართველო უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის საერთო ბიუჯეტის პროექტის შედგენას, სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას და სამინისტროს სისტემის საბუღალტრო საქმიანობის მეთოდურ უზრუნველყოფას. სამმართველო სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებიდან იღებს საბუღალტრო-საფინანსო ანგარიშებს და ადგენს სამინისტროს ნაერთ ანგარიშს (ბალანსს).

3. სამმართველო ბიუჯეტის ფულადი სახსრების ხარჯვას ანხორციელებს მინისტრის, ან მინისტრის პირველი მოადგილის თანხმობით არსებული კანონ-მდებლობის ფარგლებში.

4. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, შრომის კანონთა კოდექსის, სამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებების, ინსტრუქციების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

5. სამმართველოს აქვს მრგვალი ბეჭედი სრული სახელწოდების აღნიშვნით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 მარტის ბრძანება №27-სსმIII, №26, 07.03.2005წ., მუხ.245

    მუხლი 2. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს სამინისტროს სისტემაში საფინანსო საქმიანობას, აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას; სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს საბიუჯეტო სახსრების საპროგნოზო პარამეტრებს და წარმართავს სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესს.

1​1. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს სამინისტროს აპარატის ასიგნებების ხარჯვას

2. უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ქონების, მატერიალური, ფინანსური რესურსების გამოყენებას კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ამუშავებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებების საფუძველზე ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებს, ფინანსთა სამინისტროში დადგენილ ვადებში წარდგენისათვის.

4. უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებამდე ხარჯთაღრიცხვების დროულად დაყვანას. წარადგენს ხარჯების ლიმიტების განწერას სახაზინო სამსახურში.

5. განსაზღვრავს ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაციულ, ანგარიშსწორების ფორმას და ინფორმაციის დამუშავების ტექნოლოგიას, ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

6. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამზადებს ცვლილებებს დამტკიცებულ საშტატო ნუსხებში შეტანისათვის და შესაბამისად ახდენს ხარჯთა ნუსხების კორექტირებას და მათ დაყვანას ორგანიზაციებამდე.

7. იღებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დეპარტამენტების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან პერიოდულ ანგარიშებს და ადგენს სამინისტროს ნაერთ ბალანსს.

8. ასრულებს საფინანსო-საბიუჯეტო სფეროსთან დაკავშირებულ სხვა მიმდინარე საქმიანობას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 მარტის ბრძანება №27-სსმIII, №26, 07.03.2005წ., მუხ.245

    მუხლი 3. სამმართველოს უფლებამოსილებანი

თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, საქვეუწყებო დაწესებულებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან ბიუჯეტის პროექტის შედგენისათვის, დამტკიცებული ბიუჯეტის აღსრულების უზრუნველყოფასთან და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და მასალა;

ბ) მოიწვიოს სტრუქტურულ ქვედანაყოფთა, საქვეუწყებო დაწესებულების, ტერიტორიული ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და სპეციალისტები ფინანსურ-ბუღალტრულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განმარტების მიზნით;

გ) მისცეს მითითებები საფინანსო-ბუღალტრული საქმიანობის აღრიცხვის, ანგარიშგების და კონტროლის საკითხებზე პირველადი დოკუმენტაციის გაფორმებაზე და სხვა ბუღალტრულ საკითხებზე;

დ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს ორგანიზაციათა კომპლექსურ შემოწმებებში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვის სისწორის დადგენის მიზნით;

ე) მოამზადოს წინადადებები სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობაში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრისათვის და დასვას საკითხი სამართალდამრღვევ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ.

    მუხლი 4. სამმართველოს მართვა

1. სამმართველოს სტრუქტურას და საშტატო ერთეულების ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი სამინისტროსათვის დამტკიცებული რიცხოვნობის ფარგლებში.

2. სამმართველოს თანამშრომლებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

3. სამმართველო შედგება სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის, მთავარი ბუღალტრისა და სპეციალისტისაგან.

    მუხლი 5. სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს უფროსი ვალდებულია:

ა) საერთო ხელმძღვანლობა გაუწიოს სამმართველოს მუშაობას, გაანაწილოს მუშაკთა შორის ფუნქციები და მისცეს მათ დავალებები;

ბ) გააკონტროლოს სამმართველოს ცალკეულ მუშაკთა საქმიანობა და მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის დაცვა;

გ) უზრუნველყოს სამმართველოს მუშაკთა მუშაობა წინამდებარე დებულებით განსაზღვრული სამმართველოს საქმიანობის სფეროს, ამოცანების და უფლებამოსილებების ფარგლებში;

დ) შეასრულოს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებები;

ე) პასუხი აგოს სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების მართებულად გადაწყვეტასა და სამმართველოს ფუნქციების შესრულებაზე;

ვ) უხელმძღვანელოს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, დადგენილ ვადებში წარდგენას ფინანსთა სამინისტროში; მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის პროექტის დაცვაში;

ზ) შეიტანოს თანამდებობრივი სარგოების ცვლილებების შესაბამისად სათანადო შესწორებები საშტატო ნუსხებსა და დამტკიცებულ ხარჯთანუსხებში;

თ) დაიცვას საფინანსო-ბუღალტრული საქმიანობის აღრიცხვის სისწორე, ოპერატიული ინფორმაციის, ბუღალტრული ანგარიშების დროული შედგენა და წარდგენა შესაბამის უწყებებში;

ი) უზრუნველყოს სამინისტროს აპარატის და დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გეგმური და ფაქტიური მაჩვენებლების კანონის შესაბამისად დადგენილ ვადებში მომზადება და წარდგენა;

კ) მიიღოს სახაზინო სამსახურიდან ინფორმაცია არასაგადასახადო შემოსავლების სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანის შესახებ და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს ხელმძღვანელობას;

ლ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსათვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში.

2. სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია:

ა) გაეცნოს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და სხვა მასალას, მიიღოს გადაწყვეტილება მათი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლებზე პასუხისმგებლობის დაკისრება;

ბ) მოამზადოს და გაიტანოს საკითხები სამინისტროს სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად;

გ) დასვას საკითხი სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე მუშაკთა წახალისების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე;

დ) მოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სა-ჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი ახსნა-განმარტება;

დ​1) ხელი მოაწეროს ან ვიზირება გაუკეთოს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს

ე) მონაწილეობს ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

3. სამმართველოს უფროსი პასუხისმგებელია მინისტრის ბრძანებებით, სამინისტროს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ და სხვა მიმდინარე საკითხთა შესრულებაზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 მარტის ბრძანება №27-სსმIII, №26, 07.03.2005წ., მუხ.245

    მუხლი 6. სამმართველოს უფროსის მოადგილე

1. სამმართველოს უფროსის მოადგილე ვალდებულია:

ა) შეასრულოს სამმართველოს უფროსის დავალებები;

ბ) განახორციელოს სამმართველოს მუშაკთა მეთოდური ხელმძღვანელობა;

გ) მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში, გაანალიზოს არასგადასახადო შემოსავ-ლებისა და ხარჯების საპროგნოზო და ფაქტიური მაჩვენებლები;

დ) მოამზადოს დამტკიცებული ბიუჯეტის განწერა, უზრუნველყოს მისი დროული წარდგენა სახაზინო სამსახურში;

ე) გააანალიზოს ფაქტობრივად მიღებული დაფინანსების და გაწეული ხარჯების შესაბამისობა დამტკიცებული ბიუჯეტის მიმართ;

ვ) მოამზადოს ბიუჯეტის ცვლილების პროექტი (აუცილებლობის შემთხვევაში) ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად;

ზ) აკონტროლოს კვარტალურად არასაგადასახადო შემოსავლების და სალიცენზიო მოსაკრებლების ბიუჯეტში შეტანის ოდენობა;

თ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსათვის ამ დებულებით მინიჭებულ ვლდებულებათა განხორციელებაში.

2. სამმართველოს უფროსის მოადგილე უფლებამოსილია:

ა) სამმართველოს უფროსის არყოფნის დროს შეასრულოს მისი მოვალეობები;

ბ) სამმართველოს უფროსის წინაშე დასვას საკითხი მუშაკთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ;

გ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

3. სამმართველოს უფროსის მოადგილე პასუხს აგებს სამმართველოს დებულებით და სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ დავალებათა შესრულებაზე.

    მუხლი 7. მთავარი ბუღალტერი

1. მთავარი ბუღალტერი ვალდებულია:

ა) გასწიოს საბუღალტრო აღრიცხვის მეთოდური ხელმძღვანელობა სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებისადმი;

ბ) განახორციელოს უტყუარი ბუღალტრული აღრიცხვიანობის წარმართვა თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით;

გ) შეადგინოს სამინისტროს აპარატის ანგარიში, მიიღოს სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებიდან პერიოდული საბუღალტრო ანგარიშები და შეკრას სამინისტროს ნაერთი ბალანსი;

დ) უზრუნველყოს სამინისტროს ნაერთი ანგარიშის (ბალანსის) სახაზინო სამსახურში დადგენილ ვადებში წარდგენა;

ე) პასუხი აგოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (სამმართველოები, სამსახურები) მატერიალური ფასეულობების სწორად აღრიცხვიანობაზე, მათ მოძრაობაზე ანგარიშის (ბალანსის) მიხედვით;

ვ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოს ამ დებულებით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულებაში.

2. მთავარი ბუღალტერი უფლებამოსილია:

ა) განიხილოს კონტროლი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სწორად წარმართვაზე;

ბ) გაანალიზოს დაქვემდებარებული ორგანიზაციების პერიოდული ანგარიშები (ბალანსი) და გადახრის შემთხვევაში დასვას საკითხი ხელმძღვანელობის წინაშე ხარვეზების გამოსწორების რეკომენდაციების მიხედვით;

გ) მისცეს რეკომენდაციები სამინისტროს სისტემის სააღრიცხვო დარგის მუშაკებს ბუღალტრული საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისათვის;

დ) მოაწესრიგოს სამინისტროს აპარატში საწვავის და კავშირგაბმულობის ხარჯების დაფინანსება კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) მონაწილეობს ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

    მუხლი 8. სპეციალისტები

1. სპეციალისტები ვალდებულნი არიან:

ა) შეასრულონ სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებით განსაზღვრული ვალდებულებები;

ბ) შეასრულონ სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის და მთავარი ბუღალტრის დავალებები;

გ) მოამზადონ სამინისტროს აპარატში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმური მაჩვენებლები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში კორექტივების შესახებ პროექტი;

დ) უზრუნველყონ სამინისტროს აპარატში განსახორციელებელი თვის, კვარტალის და წლის შესყიდვების ფაქტობრივი მაჩვენებლების წარდგენა შესყიდვების სააგენტოში;

ე) მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში;

ვ) კოორდინაცია გაუწიონ სამინისტროს სისტემაში განსახორცილებელ შესყიდვების გეგმური და ფაქტობრივი მაჩვენებლების დროულ ჩაბარებას შესყიდვების სააგენტოში;

ზ) კომპიუტერში აწარმოონ კვარტალური და წლიური ბუღალტრული ანგარიშები (ბალანსი);

თ) მოახდინონ შედარებები სახაზინო სამსახურთან არასაგადასახადო შემოსავლების ბიუჯეტში მიმართული თანხების შესახებ;

ი) აწარმოონ მოწვეულ ექსპერტ-სპეციალისტების შრომის ანაზღაურების დარიცხვა და შესაბამისად საშემოსავლო დაკავებების ანგარიში;

კ) მოამზადონ საფინანსო ორგანოებთან ანგარიშსწორების საგადახდო დავალებები სახაზინო სამსახურში წარსადგენად;

ლ) შეასრულონ საკასო ოპერაციები საკასო დებულების მოთხოვნების შესაბამისად;

მ) მიიღონ სახაზინო სამსახურიდან სამინისტროს კუთვნილი დოკუმენტაცია;

ნ) მიიღონ ბანკიდან ჩეკით ნაღდი ფული ხელფასებისა და სამივლინებო ხარჯებისათვის.

2. ბუღალტერიის სპეციალისტი ვალდებულია:

ა) შეასრულოს სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებით განსაზღვრული ვალდებულებები;

ბ) შეასრულოს სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის და მთავარი ბუღალტრის დავალებები;

გ) დადგენილ ვადებში აწარმოოს შრომის ანაზღაურების დარიცხვები, სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან მიღებული ტაბელების საფუძველზე;

დ) უზრუნველყოს შრომის ანაზღაურებიდან საშემოსავლო დაკავებებისა და დამქირავებლიდან ანარიცხების შესაბამის ფონდებში დროული მიმართვა;

ე) შეადგინოს საანგარიშო თვის 5 რიცხვისათვის შრომის ანაზღაურების ფონდის ათვისების ნაერთი უწყისი და მემორიალური ორდერი №5;

ვ) უზრუნველყოს სააღრიცხვო ბარათებში დარიცხული და გადარიცხული თანხების და ნაშთების მთავარ დავთართან შედარება;

ზ) მიიღოს ანგარიშვალდებული პირებისაგან სასაქონლო ანგარიშები ბუღალტრულად დასამუშავებლად;

თ) აწარმოოს ბრუნვათა უწყისები ანგარიშებისა და მატერიალური პასუხისმგებელი პირების მიხედვით;

ი) აწარმოოს ხარჯთაღრიცხვის დავთარი (ანგ. 200) გარდამავალი ნაშთების გამოყვანით.

3. სპეციალისტები მონაწილეობენ სამინისტროს აპარატის საინვენტარიზაციო მოსამზადებელ საქმიანობაში.

4. სპეციალისტები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ თავიანთი საქმიანობა სამმართველოსათვის ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

    მუხლი 9. სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანის, სამმართველოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი

1. სამმართველოს დებულებაში და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

2. სამმართველოს რეორგანიზაცია ხდება მინისტრის მიერ, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული სამმართველოს

დებულება

ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის ბრძანება №130-სსმIII, №31,09.03. 2006წ., მუხ.362

   

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს მონიტორინგისა და სტატისტიკის სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

   

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის ბრძანება №291-სსმIII, №57,  26.04.2006წ., მუხ.752

   

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პროექტების კოორდინაციისა და მომზადების სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

   

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური რისკების სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

   

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების თანახმად.

2. სამმართველო უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის რეგულირების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი მიმართულებების შემუშავებას.

3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, შრომის კანონთა კოდექსის, სამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებების, ინსტრუქციების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

    მუხლი 2. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები

სამმართველოს საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:

ა) კოორდინირება გაუწიოს სამინისტროს ურთიერთობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივნოებთან;

ბ) კოორდინირება გაუწიოს საერთაშორისო და რეგიონული კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი პირების საქმიანობას;

გ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და რეგიონულ კონვენციებთან მიერთების პროცედურული ღონისძიებების ორგანიზებაში;

დ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ განხორციელებულ საერთაშორისო ურთიერთობებში და აწარმოოს ამ ურთიერთობების მონიტორინგი;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კოორდინირებაში;

ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობის ანალიზი;

ზ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში;

თ) განახორციელოს საქართველოს მიერ საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციაში.

    მუხლი 3. სამმართველოს უფლებამოსილებანი

თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს ინფორმაცია სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების, სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისაგან;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და/ან რეგიონული გარემოსდაცვითი სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში;

გ) მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში; წარადგინოს წინადადებები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის სფეროში ახალი ნორმატიული აქტების მიღების, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

დ) სამინისტროს მიერ დანიშნული სამინისტროს შესაბამისი საჯარო მოხელეებისგან (კონვენციათა ეროვნული კოორდინატორებისგან) პერიოდულად მოითხოვოს და მიიღოს ანგარიშები მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ და ორგანიზება გაუწიოს მათი ანგარიშების მოსმენას; შეაფასოს მათ მიერ გაწეული საქმიანობა და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ე) კოორდინირება გაუწიოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას; ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს შესაბამისი კავშირები საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო, არასამთავრობო, სამეცნიერო და სხვა ორგანიზაციებთან;

ვ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში, განახორციელოს არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებელის განხორციელების ანალიზი;

ზ) წარადგინოს წინადადება საერთაშორისო შეთანხმებასთან შეერთების/რატიფიცირების აუცილებლობის შესახებ, აღნიშნული შეთანხმებაზე მომუშავე „საკონტაქტო პირის“ მიერ მომზადებული მასალის საფუძველზე;

თ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;

ი) ადმინისტრაციული სამმართველოდან პერიოდულად მიიღოს მინისტრთან საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრების განრიგი და ჩატარებული შეხვედრების ოქმების ასლები;

კ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან და სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი უწყებებიდან დროულად მიიღოს ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი როგორც საერთაშორისო შეხვედრების, ასევე უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ.

    მუხლი 4. სამმართველოს მართვა

1. სამმართველოს სტრუქტურა და შტატები განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დამტკიცებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში.

2. სამმართველოს დებულებას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს მინისტრს.

3. სამმართველოს თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი და სამმართველოს უფროსის მოადგილე, მათთვის ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

    მუხლი 5. სამმართველოს სტრუქტურა

სამმართველოს შემადგენლობაში შედიან: სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალისტები.

    მუხლი 6. სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს უფროსი ვალდებულია:

ა) წარმართოს და საერთო ხელმძღვანელობა გაუწიოს სამმართველოს საქმიანობას, უზრუნველყოს სამმართველოს მუშაკთა ფუნქციური დატვირთვა და მათ შორის დავალებების განაწილება;

ბ) გააკონტროლოს სამმართველოს ცალკეულ მუშაკთა საქმიანობა და მათ მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვა;

გ) გაანაწილოს დავალებები სამმართველოს უფროსის მოადგილესა და ცალკეულ მუშაკთა შორის;

დ) უზრუნველყოს სამმართველოს მუშაკთა მუშაობა, გამომდინარე ამ დებულებით განსაზღვრულ სამმართველოს საქმიანობის სფეროს, ამოცანებისა და უფლებამოსილებებიდან;

ე) განახორციელოს სამმართველოსა და სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებს, სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებს, სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებსა და კონვენციათა ეროვნულ კოორდინატორებს შორის საქმიანობის კოორდინაცია;

ვ) შეასრულოს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებები;

ზ) გააკონტროლოს სამმართველოში საქმის წარმოების განხორციელება;

თ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში.

2. სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია:

ა) გაეცნოს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციასა და სხვა მასალებს;

ბ) გაიტანოს საკითხები მინისტრის სათათბირო ორგანოს სხდომაზე განსახილველად;

გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დასვას საკითხი სამმართველოს მუშაკთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე;

დ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დასვას საკითხი სამმართველოს მუშაკთა საზღვარგარეთ და/ან ქვეყნის ფარგლებში მივლინების შესახებ;

ე) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

3. სამმართველოს უფროსი პასუხს აგებს მინისტრის ბრძანებებით, სამინისტროსა და სამმართველოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებულ და მიმდინარე საკითხთა შესრულებაზე.

    მუხლი 7. სამმართველოს უფროსის მოადგილე

1. სამმართველოს უფროსის მოადგილე ვალდებულია:

ა) შეასრულოს სამმართველოს უფროსის დავალებები;

ბ) ხელი შეუწყოს სამმართველოს უფროსს მისი მოვალეობების განხორციელებაში;

გ) განახორციელოს სამმართველოს მუშაკთა მეთოდური ხელმძღვანელობა და ხელი შეუწყოს სამინისტროს მუშაკთა მუშაობის კოორდინაციას;

დ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში;

ე) განახორციელოს სამმართველოს მუშაკთა მიერ მომზადებული წერილებისა და დოკუმენტების ხარისხის კონტროლი.

2. სამმართველოს უფროსის მოადგილე უფლებამოსილია:

ა) სამმართველოს უფროსის არყოფნის დროს შეასრულოს სამმართველოს უფროსის მოვალეობები;

ბ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

    მუხლი 8. სამმართველოს სპეციალისტები

1. სამმართველოს სპეციალისტები ვალდებულნი არინ:

ა) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შეასრულონ ამ დებულებით განსაზღვრული ვალდებულებები;

ბ) შეასრულონ სამმართველოს უფროსის და უფროსის მოადგილის დავალებები;

სამმართველოს უფროსის და უფროსის მოადგილის მითითებების საფუძველზე მოამზადონ პასუხები სამმართველოში შემოსულ წერილებზე;

გ) მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებთან სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაციაში; ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებთან სამინისტროს ურთიერთობების კოორდინირებაში;

დ) მოამზადონ და პერიოდულად განაახლონ სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო გარემოსდაცვით კონვენციებთან ურთიერთობების ამსახველი სრული მონაცემთა ბაზა;

ე) განახორციელონ თავისი საქმიანობა ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

ვ) მოამზადონ მინისტრის ბრძანების და წერილების პროექტები საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით;

ზ) სამმართველოს უფროსის ან უფროსის მოადგილის წინაშე დააყენონ წინადადებება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობების დამყარების და გაფართოების თაობაზე.

    მუხლი 9. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №258-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.644

   

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის № 50 დადგენილების საფუძველზე.

2. სამმართველო წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, გარემოსდაცვით სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, საერთაშორისო კონვენციებით, ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მინისტრის ბრძანებებით, სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით.

    მუხლი 2. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. სამმართველოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

2. სამმართველოს ფუნქციონირება დამყარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციასა და ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიასა და მოქმედებათა გეგმაზე, რაც თავის მხრივ მოიცავს:

ა) არამერქნული მცენარეული რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს დაცვასა და მდგარდი გამოყენების პრინციპებზე დამყარებულ მართვას;

ბ) რეკომენდაციების შემუშავებას ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში არსებულ კანონმდებლობის სრულყოფისთვის;

გ) წინადადებების მომზადებას ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში საკანონმდებლო აქტების შემუშავებისთვის;

დ) ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზების შესაქმნელად მოსამზადებელ სამუშაოებს, მონაცემთა შეგროვებას და ანალიზს;

ე) გადაშენების პირას მყოფი სახეობების წითელი ნუსხის წარმოებას;

ვ) ბიოუსაფრთხოების სფეროს რეგულირებას სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად;

ზ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;

თ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კოორდინირებას;

ი) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში არსებული კონვენციებისა და შეთანხმებების რატიფიცირების მიზანშეწონილობის განსაზღვრასა და შეერთებისთვის მომზადებას;

კ) რეკომენდაციების მომზადებას ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის;

ლ) ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობას;

მ) მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო ბიოლოგიური რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების სფეროში წინადადებათა მომზადებას და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობას;

ნ) საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა ჩარჩო-პირობების შექმნისა და ეხ სიტუ და ინ სიტუ ღონისძიებების ხელშეწყობის საშუალებით.

    მუხლი 3. სამმართველოს უფლება-მოვალეობები

1. დადგენილი წესით მოითხოვოს სამთავრობო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა იურიდიული პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სათანადო ინფორმაციები და სტატისტიკური ანგარიშები გარემოს მდგომარეობის, ცოცხალი ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და აღწარმოების, გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების შესახებ.

2. გადაშენების პირას მყოფი ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ „CITES” კონვენციაში შეტანილი სახეობების იმპორტზე, ექსპორტზე და რეექსპორტზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურისთვის „CITES“ კონვენციის სერთიფიკატების და ნებართვების გასაცემად კონვენციით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.

3. გარეული ცხოველების რესურსების გამოყენებაზე, მათი დერივატების ექსპორტზე, იმპორტზე და რეექსპორტზე ნებართვების გასაცემად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა.

4. არამერქნული მცენარეების რესურსების გამოყენებაზე, ექსპორტზე, იმპორტზე და რეექსპორტზე ნებართვების გასაცემად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა.

5. ბიოუსაფრთხოების სფეროს საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების და საზოგადოებრივი კონტროლის შემუშავება, ინსტიტუციური უზრუნველყოფა და განხორციელება.

6. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის შექმნაში მონაწილეობა და ამ მიზნით სამინისტროს გარემოს მონიტორინგისა და სტატისტიკის სამმართველოსათვის ინფორმაციის მიწოდება.

    მუხლი 4. სამმართველოს მართვა

1. სამმართველოს სტრუქტურა და შტატები განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დამტკიცებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში.

2. სამმართველოს დებულებას ამტკიცებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

3. სამმართველოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი დადგენილი წესით.

    მუხლი 5. სამმართველოს სტრუქტურა

1. სამმართველოს ჰყავს უფროსი, მისი მოადგილე და სპეციალისტები.

2. სამმართველოს უფროსის მოადგილე და სპეციალისტები უშუალოდ ასრულებენ სამმართველოს უფროსის დავალებებს.

3. სამმართველოს სტრუქტურულ შემადგენლობაში შედის კონვენციური სამსახურის განყოფილება.

4. კონვენციური სამსახურის განყოფილებას ჰყავს განყოფილების უფროსი და ორი სპეციალისტი.

5. კონვენცური სამსახურის განყოფილების უფროსი და სპეციალისტები უშუალოდ ასრულებენ სამმართველოს უფროსის დავალებებს.

    მუხლი 6. სამმართველოს უფროსი

სამმართველოს უფროსი:

ა) ახორციელებს სამმართველოს საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხისმგებელია მინისტრის ბრძანებების, დავალებებისა და პერსპექტიული სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხთა შესრულებაზე;

გ) ახორციელებს სამუშაოთა დაგეგმვასა და კოორდინაციას;

დ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის;

ე) სამმართველოს უფროსის მოადგილესთან ერთად საზღვრავს დარგში არსებულ პრობლემათა პრიორიტეტულობას და სახავს მათი გადაჭრის გზებს.

    მუხლი 7. სამმართველოს უფროსის მოადგილე

სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია სამმართველოს უფროსის დავალებების შესრულებაზე;

ბ) ასრულებს კომპლექსური ხასიათის სამუშაოებს;

გ) ახორციელებს სამმართველოს თანამშრომელთა და სამმართველოს შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის (კონვენციური განყოფილების) მეთოდურ ხელმძღვენელობასა და მათი საქმიანობის კოორდინაციას;

დ) ადგენს ანგარიშებს გაწეულ მუშაობაზე;

ე) სამმართველოს უფროსის არყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობას.

    მუხლი 8. კონვენციური განყოფილების უფროსი

კონვენციური განყოფილების უფროსი:

ა) პასუხისმგებელია განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოთა შესრულებაზე;

ბ) პასუხისმგებელია სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის მითითებების და რეზოლუციების შესრულებაზე;

გ) ახორციელებს განყოფილებაში მიმდინარე სამუშაოთა საერთო ხელმძღვანელობას;

დ) ასრულებს ანალიტიკურ სამუშაოებს;

ე) ამზადებს ბრძანებების პროექტებს;

ვ) კონვენციებით განსაზღვრული პერიოდულობით ახორციელებს ეროვნული ამოცანებისა და მოქმედებათა გეგმების შემუშავებას;

ზ) ამზადებს ეროვნულ მოხსენებებსა და ანგარიშებს შესაბამისი კონვენციების სამდივნოებისთვის წარსადგენად;

თ) ამზადებს წინადადებებსა და შენიშვნებს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით როგორც გეგმური საკითხებისთვის, ისე მხარეთა შეხვედრებისთვის;

ი) პასუხისმგებელია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურისთვის სერტიფი-კატების და ნებართვების გასაცემად კონვენციით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაზე.

    მუხლი 9. სპეციალისტები

1. სპეციალისტების მოვალეობაში შედის:

ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და არამერქნული რესურსების კონსერვაციასა და მდგრად გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები;

ბ) გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული საკითხები; ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და მონაცემთა ბაზის მენეჯმენტის საკითხები;

გ) ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში მოქმედ კონვენციებთან დაკავშირებული საკითხები.

2. სპეციალისტები ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, მისი მოადგილის დავალებების და მითითების შესრულებაზე.

    მუხლი 10. სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს

დებულება

ძალადაკარგულია- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №278-სსმIII, №105, 06.09.2005წ., მუხ.1169

   

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ძალადაკარგულია- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ბრძანება №259-სსმIII, №52,  14.04.2006წ., მუხ.645

          

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის ბრძანება №495-სსმIII, №89,  03.07.2006წ., მუხ.1196

     

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება "საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ", №71, 02.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.809 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58888-7/