1. პირს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი აქვს:
ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში − სამინისტროს სისტემაში ჩარიცხვის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე;
ბ) პროფესიულ სამხედრო სამსახურში ან აქტიურ რეზერვში თანამდებობაზე დანიშვნის ან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე;
გ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვებიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე;
დ) სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამხედრო თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე;
ე) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლის დროს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს.
3. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხდება:
ა) სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან/სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება;
ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული წვევამდელის სამინისტროს სისტემაში ჩარიცხვა ან/და თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან/სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება.
4. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, მობილიზაციის დროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
5. სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება.
6. ტყვედ მყოფ სამხედრო მოსამსახურეს (თუ ტყვეობა ნებაყოფლობითი არ იყო და ტყვეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ ჩაუდენია), მძევლად აყვანილ, ნეიტრალურ სახელმწიფოში ინტერნირებულ სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №713
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 30. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი 1. პირს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი აქვს: ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ანგაწვევის სამობილიზაციოშემთხვევაში სარეზერვო− სამხედროსამინისტროს სამსახურშისისტემაში გაწვევისჩარიცხვის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; ბ) პროფესიულ სამხედრო სამსახურში ან აქტიურ რეზერვში თანამდებობაზე დანიშვნის ან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; გ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვებიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; დ) სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამხედრო თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; ე) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლის დროს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. 3. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხდება: ა) სამხედრო მოსამსახურემოსამსახურის თანამდებობაზე ინიშნებადანიშვნა და თანამდებობიდან/სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდებაგათავისუფლება; მინისტრისბ) ინდივიდუალურიწვევამდელთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივიეროვნულ აქტით.სამხედრო სამსახურში გაწვეული წვევამდელის სამინისტროს სისტემაში ჩარიცხვა ან/და თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან/სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება. 4. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, მობილიზაციის დროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5. სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება. 6. ტყვედ მყოფ სამხედრო მოსამსახურეს (თუ ტყვეობა ნებაყოფლობითი არ იყო და ტყვეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ ჩაუდენია), მძევლად აყვანილ, ნეიტრალურ სახელმწიფოში ინტერნირებულ სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — DEFENCE CODE, კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 12/10/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება