სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებად მიიჩნევა:
ა) საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა;
ბ) საბრძოლო მორიგეობის შესრულება;
გ) მეთაურის ბრძანების ან მის მიერ დასახული ამოცანის შესრულება;
დ) სამხედრო სამსახურის გავლის ადგილზე ყოფნა დღის განწესით დადგენილი სამსახურებრივი დროის განმავლობაში ან სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში;
ე) მივლინებით ყოფნა;
ვ) სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ ყოფნა;
ზ) სამსახურამდე და უკან მგზავრობა;
თ) სამსახურებრივი მიმართვის საფუძველზე სამკურნალო ადგილამდე და უკან მგზავრობა;
ი) სამხედრო შეკრების, მათ შორის, საველე სწავლების, გავლა;
კ) ტყვედ ყოფნა (გარდა წინასწარ განზრახვით ტყვედ ჩაბარებისა/დანებებისა), მძევლად ან ინტერნირებულად ყოფნა;
ლ) უგზო-უკვლოდ დაკარგვა უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებამდე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე;
მ) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა;
ნ) სადღეღამისო განწესი.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №713
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებად მიიჩნევა: ა) საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა; ბ) საბრძოლო მორიგეობის შესრულება; გ) მეთაურის ბრძანების ან მის მიერ დასახული ამოცანის შესრულება; დ) სამხედრო სამსახურის გავლის ადგილზე ყოფნა დღის განწესით დადგენილი სამსახურებრივი დროის განმავლობაში ან სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში; ე) მივლინებით ყოფნა; ვ) სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ ყოფნა; ზ) სამსახურამდე და უკან მგზავრობა; თ) სამსახურებრივი მიმართვის საფუძველზე სამკურნალო ადგილამდე და უკან მგზავრობა; ი) საველესამხედრო სწავლებისშეკრების, ანმათ სამხედროშორის, შეკრებისსაველე სწავლების, გავლა; კ) ტყვედ ყოფნა (გარდა წინასწარ განზრახვით ტყვედ ჩაბარებისა/დანებებისა), მძევლად ან ინტერნირებულად ყოფნა; ლ) უგზო-უკვლოდ დაკარგვა უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებამდე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე; მ) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა.მონაწილეობა; ნ) სადღეღამისო განწესი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — DEFENCE CODE, კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 12/10/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება