1. სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის) წევრობა, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება ან/და მათში მონაწილეობა და სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადია:
ა) სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით განხორციელებული სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო საქმიანობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, სახელმწიფო საწარმოში ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა;
ბ) სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით (მათ შორის, მის შერჩევაში სამინისტროს მონაწილეობით) საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №713
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. სამხედრო მოსამსახურისთვისმოსამსახურის აკრძალულისტატუსთან თავსებადი საქმიანობა 1. სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის) წევრობა, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება ან/და მათში მონაწილეობა და სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადია: ა) სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით განხორციელებული სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო საქმიანობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, სახელმწიფო საწარმოში ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა; ბ) სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით (მათ შორის, მის შერჩევაში სამინისტროს მონაწილეობით) საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — DEFENCE CODE, კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 12/10/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება