საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებულ განყოფილებებსა და სამოქალაქო რეგისტრაციის, არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.01.2005 ბოლო ცვლილება 30.01.2006
ნომერი
№163
სარეგისტრაციო კოდი
040.200.010.22.027.007.042
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 28/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.007.042

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №163

2005 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ

 ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1, №2, №3, №4 და №5 ორგანოების, ქ. თბილისის გარდაცვლილთა სარაიონთაშორისო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების, ამბროლაურის რ-ნის, ახალქალაქის რ-ნის, ბოლნისის რ-ნის, თელავის რ-ნის, მარნეულის რ-ნის, მცხეთის რ-ნის, ნინოწმინდის რ-ნის, ოზურგეთის რ-ნის, ახალციხის რ-ნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, ქ. გორის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 და №2 ორგანოების, ქ. ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, ქ. ქუთაისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 და №2 ორგანოების, ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, ქ. ზუგდიდის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 და №2 ორგანოების ლიკვიდაციის დღედ ჩაითვალოს 2005 წლის 5 სექტემბერი, ხოლო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დანარჩენი ორგანოების ლიკვიდაციის დღედ ჩაითვალოს 2005 წლის 12 სექტემბერი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალიზებული განყოფილებები (გარდა ქ. თბილისის გარდაცვლილთა სარაიონთაშორისო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებისა) და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივები ლიკვიდირებულ იქნეს 2006 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის ბრძანება №660-სსმIII, №45, 18.04.2005წ.;მუხ.474

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ბრძანება №1148-სსმIII, №78, 30.06.2005წ.;მუხ.833

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №1540-სსმIII, №103, 01.09.2005წ.;მუხ.1148

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1894-სსმIII, №120, 19.10.2005წ.;მუხ.1342

2. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კონსტანტინე ვარძელაშვილი – იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ირაკლი ფორჩხიძე – სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ლაშა მოისწრაფიშვილი – საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

მალხაზ ხულორდავა – ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

ნატო გაგნიძე – სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

თეიმურაზ მთივლიშვილი – სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის მრჩეველი, კომისიის წევრი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1894-სსმIII, №120, 19.10.2005წ.;მუხ.1342

3. დაევალოს სალიკვიდაციო კომისიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალიზებული განყოფილებებისა (გარდა ქ. თბილისის გარდაცვლილთა სარაიონთაშორისო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებისა) და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების ლიკვიდაციის მიზნით, 2006 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის ბრძანება №660-სსმIII, №45, 18.04.2005წ.;მუხ.474

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ბრძანება №1148-სსმIII, №78, 30.06.2005წ.;მუხ.833

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №1540-სსმIII, №103, 01.09.2005წ.;მუხ.1148

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1894-სსმIII, №120, 19.10.2005წ.;მუხ.1342

4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს კ. ვარძელაშვილს.

5. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის ბრძანება №660-სსმIII, №45, 18.04.2005წ.;მუხ.474

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ბრძანება №1148-სსმIII, №78, 30.06.2005წ.;მუხ.833

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №1540-სსმIII, №103, 01.09.2005წ.;მუხ.1148

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1894-სსმIII, №120, 19.10.2005წ.;მუხ.1342

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებულ განყოფილებებსა და სამოქალაქო რეგისტრაციის, არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“, №163, 27.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.007.042 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.10.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59428-4/