საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებულ განყოფილებებსა და სამოქალაქო რეგისტრაციის, არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.007.042
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №163
2005 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ
,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. 2005 წლის 15 აპრილამდე ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები, სპეციალიზებული განყოფილებები და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივები.
2. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ირაკლი ფორჩხიძე – სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
მარიკა კვანტრიშვილი – საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
მალხაზ ხულორდავა – ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;
ნატო გაგნიძე – სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრი;
თეიმურაზ მთივლიშვილი – სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის მრჩეველი, კომისიის წევრი.
3. დაევალოს სალიკვიდაციო კომისიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების ლიკვიდაციის მიზნით, 2005 წლის 10 აპრილამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს კ. ვარძელაშვილს.
5. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
+

1. ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1, №2, №3, №4 და №5 ორგანოების, ქ. თბილისის გარდაცვლილთა სარაიონთაშორისო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების, ამბროლაურის რ-ნის, ახალქალაქის რ-ნის, ბოლნისის რ-ნის, თელავის რ-ნის, მარნეულის რ-ნის, მცხეთის რ-ნის, ნინოწმინდის რ-ნის, ოზურგეთის რ-ნის, ახალციხის რ-ნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, ქ. გორის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 და №2 ორგანოების, ქ. ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, ქ. ქუთაისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 და №2 ორგანოების, ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, ქ. ზუგდიდის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 და №2 ორგანოების ლიკვიდაციის დღედ ჩაითვალოს 2005 წლის 5 სექტემბერი, ხოლო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დანარჩენი ორგანოების ლიკვიდაციის დღედ ჩაითვალოს 2005 წლის 12 სექტემბერი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალიზებული განყოფილებები (გარდა ქ. თბილისის გარდაცვლილთა სარაიონთაშორისო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებისა) და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივები ლიკვიდირებულ იქნეს 2006 წლის 1 მარტამდე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის ბრძანება №660-სსმIII, №45, 18.04.2005წ.;მუხ.474
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ბრძანება №1148-სსმIII, №78, 30.06.2005წ.;მუხ.833
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №1540-სსმIII, №103, 01.09.2005წ.;მუხ.1148
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1894-სსმIII, №120, 19.10.2005წ.;მუხ.1342
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №2378-სსმIII, №153, 30.12.2005წ.;მუხ.1711
,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. 2005 წლის 15 აპრილამდე ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები, სპეციალიზებული განყოფილებები და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივები.
2. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ირაკლი ფორჩხიძე – სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ლაშა მოისწრაფიშვილი – საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
ირაკლი ფორჩხიძე – სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
მარიკა კვანტრიშვილი – საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
მალხაზ ხულორდავა – ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;
ნატო გაგნიძე – სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;
ნატო გაგნიძე – სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრი;
თეიმურაზ მთივლიშვილი – სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის მრჩეველი, კომისიის წევრი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1894-სსმIII, №120, 19.10.2005წ.;მუხ.1342
3. დაევალოს სალიკვიდაციო კომისიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალიზებული განყოფილებებისა (გარდა ქ. თბილისის გარდაცვლილთა სარაიონთაშორისო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებისა) და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების ლიკვიდაციის მიზნით, 2006 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის ბრძანება №660-სსმIII, №45, 18.04.2005წ.;მუხ.474
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ბრძანება №1148-სსმIII, №78, 30.06.2005წ.;მუხ.833
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №1540-სსმIII, №103, 01.09.2005წ.;მუხ.1148
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1894-სსმIII, №120, 19.10.2005წ.;მუხ.1342
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №2378-სსმIII, №153, 30.12.2005წ.;მუხ.1711
3. დაევალოს სალიკვიდაციო კომისიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების ლიკვიდაციის მიზნით, 2005 წლის 10 აპრილამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს კ. ვარძელაშვილს.
5. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის ბრძანება №660-სსმIII, №45, 18.04.2005წ.;მუხ.474
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ბრძანება №1148-სსმIII, №78, 30.06.2005წ.;მუხ.833
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №1540-სსმIII, №103, 01.09.2005წ.;მუხ.1148
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1894-სსმIII, №120, 19.10.2005წ.;მუხ.1342
5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №2378-სსმIII, №153, 30.12.2005წ.;მუხ.1711
გ. პაპუაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებულ განყოფილებებსა და სამოქალაქო რეგისტრაციის, არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებულ განყოფილებებსა და სამოქალაქო რეგისტრაციის, არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.01.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებულ განყოფილებებსა და სამოქალაქო რეგისტრაციის, არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“?
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებულ განყოფილებებსა და სამოქალაქო რეგისტრაციის, არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 27.01.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №163. სარეგისტრაციო კოდი — 040.200.010.22.027.007.042.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებულ განყოფილებებსა და სამოქალაქო რეგისტრაციის, არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 6 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.01.2006.
- სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებულ განყოფილებებსა და სამოქალაქო რეგისტრაციის, არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.01.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებულ განყოფილებებსა და სამოქალაქო რეგისტრაციის, არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“, №163, 27.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.007.042 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59428/