საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.11.2023 ბოლო ცვლილება 10.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3622-XIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.021096
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
9 +
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 46​1 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 46​7−46​11 მუხლები:

„მუხლი 46​7. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ შეუტყობინებლობა ან შესაბამისი ანგარიშგებისა და მართვის სხვა წესების დარღვევა

1. შესაბამისი პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ კომპეტენტური უწყებისთვის შეუტყობინებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3. შესაბამისი პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ ანგარიშგებისა და მართვის სხვა წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 46 ​8. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტის შეუდგენლობა ან შესაბამისი ჩანაწერის წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობა ან იმავე კანონებით გათვალისწინებული მიკვლევადობის სხვა წესების დარღვევა

1. სათანადო პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტის შეუდგენლობა ან შესაბამისი ჩანაწერის წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

3. სათანადო პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული მიკვლევადობის სხვა წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 46 ​9. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადამიანის ორგანოს დახასიათების, ადამიანის ორგანოს დონორის დახასიათების, ადამიანის ორგანოს დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესების დარღვევა

1. სათანადო პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადამიანის ორგანოს დახასიათების, ადამიანის ორგანოს დონორის დახასიათების, ადამიანის ორგანოს დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 46 ​10. ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების (გარდა რეპროდუქციული ქსოვილებისა და უჯრედებისა) ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათანადო წესების, სტანდარტებისა და მოთხოვნების დარღვევა

1. ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების (გარდა რეპროდუქციული ქსოვილებისა და უჯრედებისა) ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათანადო წესების, სტანდარტებისა და მოთხოვნების დარღვევა (გარდა სალიცენზიო/სანებართვო პირობის დარღვევისა ან ამ კოდექსის 46​7−46​9 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სხვა, შესაბამისი შემთხვევისა) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

მუხლი 46 ​11. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის, ადამიანის ორგანოს დონაციის, აგრეთვე ადამიანის ორგანოს გადანერგვის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისა და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის რეკლამა მასობრივი ინფორმაციის ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით)

1. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის, ადამიანის ორგანოს დონაციის, აგრეთვე ადამიანის ორგანოს გადანერგვის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისა და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის (გარდა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებებისა) რეკლამა მასობრივი ინფორმაციის ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.

3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43​​​​​1−44​​​​​3, 44​​​​​5, 44​​​​​7−44​​​​​11, 45-ე−46-ე, 46​​​2−46​​​​​4, 46​​​7−46​​​​​​​11, 48-ე, 49-ე, 50​​​​​​1, 51-ე−55​​​​​​1, 55​​​​​​3, 55​​​​​4, 56-ე, 57-ე−59-ე, 59​​​​​​​3−მე-60, 60​​​​​​3−61​​​​​​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​​​​​​4, 69​​​6​​​, 71-ე, 71​​​1, 72​​​​​​1−77-ე, 78-ე და 79​​​1−79​​​3 მუხლებით, 79​​​​​​​4 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 79​​​​​​​4 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 79​​​​​​​5−მე-80, 82​​​​​​1−82​​​​​​​5, 84-ე−86-ე, 87​​​​​​​1−89​​​​​​3, 91​​​​2, 91​​​​​​3, 94-ე, 95-ე, 99-ე, 100​​​1, 100​​​​​​2, 103​​​​​​1, 104-ე და 105​​​​​​1 მუხლებით, 115​2 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 116​​​​​​4 მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​5 მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​​​​6  მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​​​​7  მუხლის მე-2 ნაწილით, 127​​​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 128​​​​​​1−128​​​​​​6, 143-ე, 144-ე, 144​​​​​​10, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 153​​​1 მუხლებით, 153​​​​​​3 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 153​​​​​​5  მუხლით, 153​​​6  მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−154​​​​​2, 155​​​​​1 და 155​​​​​2  მუხლებით, 155​​​​​3  მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155​​​​​6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 155​​​​7−156-ე და 157​​​​​​​1−158​​​​1 მუხლებით, 158​​5 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 159​​​​​​4−159​​​​​​10, 163-ე, 164-ე, 164​4, 165​​​​​​​1−165​​​​​​​3, 166-ე და 166​​​1 მუხლებით, 166​​​2 მუხლის მე-2 ნაწილით, 170​​​​​​1 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171​​​2−171​​​4 მუხლებით, 171​​​5 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 172​​​4−172​​​6, 173-ე, 173​​​4−173​7, 173​​​9 და 173​​​14−173​​​16 მუხლებით, 174​​​​1 მუხლის მე-3, მე-4, მე-6 და მე-8−მე-10 ნაწილებით, 174​​​15 მუხლის მე-4 ნაწილით, 175​​​1 და 175​​​​​​2  მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177​​​​​​8, 177​​​​​​​9, 177​​​​​​11 და 177​​​12 მუხლებით, 177​​​13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4​1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179​​​​​1−179​​​​​3, 181​​​​​​6, 183-ე, 187-ე, 187​​​​​​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​​​​​​3, 196​​​​​​​6 და 197​​​​​​1 მუხლებით, 197​​​​​​3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 199​​​1 მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 208​​​1 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.“

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4308 – ვებგვერდი, 09.07.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4421 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №278 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №995 – ვებგვერდი, 16.10.2025წ.

4. 239-ე მუხლის:

ა) 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. ამ კოდექსის 44​2, 44​3, 44​5, 44​7−44​11, 46​2−46​4 და 46​7−46​11 მუხლებით, 155​7 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებითა და 155​11 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.“;

ბ) 42-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №130 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 ნოემბერი 2023 წ.

N3622-XIIIმს-Xმპ

Annotate

რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3622-XIIIმს-Xმპ, 01.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.021096 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5952648-5/