საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.11.2023 ბოლო ცვლილება 10.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3622-XIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.021096
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 461 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 467−4611 მუხლები:

„მუხლი 467. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ შეუტყობინებლობა ან შესაბამისი ანგარიშგებისა და მართვის სხვა წესების დარღვევა

1. შესაბამისი პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ კომპეტენტური უწყებისთვის შეუტყობინებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3. შესაბამისი პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ ანგარიშგებისა და მართვის სხვა წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 46 8. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტის შეუდგენლობა ან შესაბამისი ჩანაწერის წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობა ან იმავე კანონებით გათვალისწინებული მიკვლევადობის სხვა წესების დარღვევა

1. სათანადო პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტის შეუდგენლობა ან შესაბამისი ჩანაწერის წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

3. სათანადო პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული მიკვლევადობის სხვა წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 46 9. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადამიანის ორგანოს დახასიათების, ადამიანის ორგანოს დონორის დახასიათების, ადამიანის ორგანოს დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესების დარღვევა

1. სათანადო პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადამიანის ორგანოს დახასიათების, ადამიანის ორგანოს დონორის დახასიათების, ადამიანის ორგანოს დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 46 10. ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების (გარდა რეპროდუქციული ქსოვილებისა და უჯრედებისა) ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათანადო წესების, სტანდარტებისა და მოთხოვნების დარღვევა

1. ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების (გარდა რეპროდუქციული ქსოვილებისა და უჯრედებისა) ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათანადო წესების, სტანდარტებისა და მოთხოვნების დარღვევა (გარდა სალიცენზიო/სანებართვო პირობის დარღვევისა ან ამ კოდექსის 467−469 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სხვა, შესაბამისი შემთხვევისა) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

მუხლი 46 11. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის, ადამიანის ორგანოს დონაციის, აგრეთვე ადამიანის ორგანოს გადანერგვის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისა და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის რეკლამა მასობრივი ინფორმაციის ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით)

1. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის, ადამიანის ორგანოს დონაციის, აგრეთვე ადამიანის ორგანოს გადანერგვის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისა და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის (გარდა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებებისა) რეკლამა მასობრივი ინფორმაციის ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.

3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43​​​​​1−44​​​​​3, 44​​​​​5, 44​​​​​7−44​​​​​11, 45-ე−46-ე, 46​​​2−46​​​​​4, 46​​​7−4611, 48-ე, 49-ე, 50​​​​​​1, 51-ე−55​​​​​​1, 55​​​​​​3, 55​​​​​4, 56-ე, 57-ე−59-ე, 59​​​​​​​3−მე-60, 60​​​​​​3−61​​​​​​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​​​​​​4, 69​​​6​​, 71-ე, 71​​1, 72​​​​​1−77-ე, 78-ე და 79​​​1−79​​3 მუხლებით, 79​​​​​​​4 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 79​​​​​​​4 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 79​​​​​​​5−მე-80, 82​​​​​​1−82​​​​​​​5, 84-ე−86-ე, 87​​​​​​​1−89​​​​​​3, 91​​​​2, 91​​​​​​3, 94-ე, 95-ე, 99-ე, 100​​​1, 100​​​​​​2, 103​​​​​​1, 104-ე და 105​​​​​​1 მუხლებით, 115​2 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 116​4 მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​5 მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​​​​6 მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​​​​7 მუხლის მე-2 ნაწილით, 127​​​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 128​​​​​​1−128​​​​​6, 143-ე, 144-ე, 144​​​​​​10, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 153​​​1 მუხლებით, 153​​​​​​3 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 153​​​​​​5 მუხლით, 153​​​6 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 155​1 და 155​2 მუხლებით, 155​3 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 155​7−156-ე და 157​1−158​​​​1 მუხლებით, 158​​5 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 159​​​​​​4−159​​​​​​10, 163-ე, 164-ე, 164​4, 165​​​​​​​1−165​​​​​​​3, 166-ე და 166​​​1 მუხლებით, 166​​​2 მუხლის მე-2 ნაწილით, 170​​​1 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171​​​2−171​​​4 მუხლებით, 171​​​5  მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 172​​​4−172​​​6, 173-ე, 173​​​4−173​7, 173​​​9 და 173​​​14−173​​​16 მუხლებით, 174​​​​1 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8−მე-10 ნაწილებით, 174​15 მუხლის მე-4 ნაწილით, 175​1 და 175​​2 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177​​8, 177​9, 177​11 და 177​12 მუხლებით, 177​13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4​1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179​​​1−1793, 181​​​​​​6, 183-ე, 187-ე, 187​​​​​​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​​​​​3, 196​​​​​​6 და 197​1 მუხლებით, 197​​​​​​3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 199​​​1 მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 208​​​1 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.“.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4308 – ვებგვერდი, 09.07.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4421 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №278 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №995 – ვებგვერდი, 16.10.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1206 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.

4. 239-ე მუხლის:

ა) 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. ამ კოდექსის 442, 443, 445, 447−4411, 462−464 და 467−4611 მუხლებით, 1557 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებითა და 15511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.“;

ბ) 42-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №130 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 ნოემბერი 2023 წ.

N3622-XIIIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2025.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 01.11.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3622-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.021096.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 6 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2025.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3622-XIIIმს-Xმპ, 01.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.021096 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5952648/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2025. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება