„საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის(მ.შ. კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.02.2005 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№84
სარეგისტრაციო კოდი
200.230.040.22.033.007.072
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 17/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.230.040.22.033.007.072

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №84

2005 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1875-სსმIII, №1, 03.01.2007წ.; მუხ.12

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3, 228-ე და 248-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ (თანდართულ დანართებთან ერთად).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1875-სსმIII, №1, 03.01.2007წ.; მუხ.12

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1875-სსმIII, №1, 03.01.2007წ.; მუხ.12

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №1121-სსმIII, №140, 09.10.2007წ.; მუხ.1552

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1193-სსმIII, №154, 01.11.2007წ.; მუხ.1717

ინსტრუქცია

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1875-სსმIII, №1, 03.01.2007წ.; მუხ.12

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი.

1. ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3, 228-ე და 248-ე მუხლების შესაბამისად და განსაზღვრავს დღგ-ის გადამხდელების მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და საგადასახადო ორგანოებში წარდგენის წესს.

2. ინსტრუქცია არ ვრცელდება სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1875-სსმIII, №1, 03.01.2007წ.; მუხ.12

    მუხლი 2. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განსაზღვრებანი

1. დღგ-ის გადამხდელი – პირი, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად.

2. მიმწოდებელი (შემდგომში – გამყიდველი) – ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის იგულისხმება დღგ-ის გადამხდელი, რომელიც აწარმოებს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას და ვალდებულია საქონლის (მომსახურების) მიმღების მოთხოვნისას გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (მათ შორის, კორექტირების).

3. მიმღები (შემდგომში – მყიდველი) – ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის იგულისხმება პირი, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისაგან მიიღებს საქონელს (მომსახურებას).

4. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი – საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის მიკუთვნებული ნომერი.

5. დღგ-ის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატი – პირის დღგ-ის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციისა და დღგ-ის რეესტრში გატარების შედეგად მასზე გაცემული სარეგისტრაციო სერტიფიკატი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1875-სსმIII, №1, 03.01.2007წ.; მუხ.12

    მუხლი 3. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესის შესახებ

1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანასთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი (დანართი №1).

2. პირს, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის უფლება არა აქვს.

3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია საქონლის (მომსახურების) მიმღების მოთხოვნის შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს მიმღებს მიუხედავად იმისა, ეს უკანასკნელი არის თუ არა გადასახადის გადამხდელი.

4. დღგ-ის იმ გადამხდელებისათვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვას ახდენენ კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით და რომელთა მიერ მომსახურების გაწევა ან ელექტრო და თბოენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად, მომხმარებელთა ფართო წრისათვის შესაძლებელია შემოღებული იქნეს კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მყიდველს წარედგინება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მიწოდებების მიხედვით.

5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში სერია და ნომერი ჩაბეჭდილია სტამბური წესით. მას აქვს დამცავი ნიშნები.

6. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში თვე ჩაიწერება სიტყვიერად.

7. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში „გამყიდველის” მონაცემების აღმნიშვნელ სტრიქონებზე ჩაიწერება საქონლის გამყიდველის (მომსახურების გამწევის) – იურიდიული პირის დასახელება, ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის სახელი და გვარი, მისამართი, საგადასახადო ინსპექციის მიერ მათთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, დღგ-ის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატის ნომერი და გაცემის თარიღი, მომსახურე ბანკის დასახელება და ანგარიშის ნომერი.

8. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში “მყიდველის” მონაცემების აღმნიშვნელ სტრიქონებზე ჩაიწერება საქონლის (მომსახურების) მიმღების – იურიდიული პირის დასახელება, ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელი და გვარი, მისამართი, აგრეთვე საგადასახადო ინსპექციის მიერ მათთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, მომსახურე ბანკის დასახელება და ანგარიშის ნომერი, ხოლო ფიზიკურ პირზე ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემთხვევაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი და მისამართი, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრის შესაბამის უჯრებში ჩაიწერება ასო “ z “.

9. მე-4 სვეტში ჩაიწერება საქონლის (მომსახურების) დასახელება.

10. მე-5 სვეტში ჩაიწერება ზომის ერთეული.

11. მე-6 სვეტში ჩაიწერება მიწოდებული საქონლის რაოდენობა.

12. მე-7 სვეტში ჩაიწერება ერთეულის ფასი დღგ-ის და აქციზის გარეშე.

13. მე-8 სვეტში ჩაიწერება ღირებულება დღგ-ის და აქციზის გარეშე.

14. მე-9 და მე-10 სვეტებში ჩაიწერება აქციზის განაკვეთი და თანხა.

15. მე-11 და მე-12 სვეტებში ჩაიწერება დღგ-ის განაკვეთი და თანხა.

16. მე-13 სვეტში ჩაიწერება საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის ჩათვლით.

17. მე-8, მე-10, მე-12 და მე-13 სვეტებში ჩაწერილი მონაცემების ჯამები აისახება სტრიქონზე “სულ”.

18. საქონლის მიწოდების შემთხვევაში, მე-14 და მე-15 სტრიქონებზე ჩაიწერება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით გამოწერილი სასაქონლო ზედნადების ნომერი და გამოწერის თარიღი.

19. მე-16 სტრიქონზე კეთდება მყიდველის ხელმოწერა, მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი ეგზემპლარების უშუალოდ გადაცემის შემთხვევაში.

20. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ფაქტი დასტურდება ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდის დასმით (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში).

21. საქონლის ასორტიმენტის მრავალსახეობის დროს, როდესაც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში საკმარისი არ არის სტრიქონების რაოდენობა, გამოიყენება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი №2, რომელშიც ხელით ჩაიწერება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. მათი შევსების თარიღი ერთი და იგივეა. №2 დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში. დანართის მე-5, მე-7, მე-9 და მე-10 სვეტების ჯამები ჩაიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში შესაბამისად მე-8, მე-10, მე-12 და მე-13 სვეტებში, ხოლო საქონლის დასახელების ამსახველ მე-4 სვეტში კეთდება ჩანაწერი “ამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიეწოდა . . . დასახელების საქონელი (მომსახურება) დანართის მიხედვით”. №2 დანართში ჩანაწერები დასტურდება ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში).

22. დღგ-ის გადამხდელი, რომელიც ახდენს აქციზური საქონლის დღგ-ით დასაბეგრ მიწოდებას ისე, რომ საგადასახადო კოდექსის მიხედვით თვითონ არ წარმოადგენს აქციზის გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის აქციზის სვეტში აქციზის თანხას ცალკე არ გამოყოფს და აკეთებს “X” ჩანაწერს.

23. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება ოთხ ეგზემპლარად, რომლის პირველი და მესამე ეგზემპლარები წარედგინება მყიდველს, ხოლო მეორე და მეოთხე – რჩება გამყიდველს. ანგარიშ-ფაქტურის მეოთხე ეგზემპლარს გამყიდველი წარუდგენს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრ ოპერაციაზე საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად, ხოლო მე-3 ეგზემპლარს მყიდველი წარუდგენს საგადასახადო ორგანოს თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით დღგ-ის ჩათვლის მისაღებად. მათი წარდგენა ხდება დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად ყოველთვიურად. ამასთან, ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირებაზე გადასული გადამხდელების მიერ მათ ხელთ არსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მესამე და მეოთხე ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით, წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

24. ამოღებულია.

25. დაუშვებელია საგადასახადო ინსპექციის მიერ დღგ-ის გადამხდელზე გაცემული ანგარიშ-ფაქტურის სხვა პირისათვის გადაცემა.

26. დაუშვებელია საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ასლის წარდგენა დღგ-ის ჩათვლის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გადამხდელისაგან ამოღებულ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დღგ-ის ჩათვლის მოთხოვნის მიზნით გადამხდელს უფლება ეძლევა დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ამოღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები და ამ ორგანოების სათანადო პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ცნობა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ამოღების შესახებ. ამასთან, საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ ამოღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაბრუნების შემდეგ ისინი გადამხდელის მიერ დაუყოვნებლივ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში. აღნიშნული ვალდებულების შესრულება იმ გადამხდელებს, რომლებიც გადასული არიან ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირებაზე, ეკისრებათ მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში.

27. დაუშვებელია საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლის მიერ არასწორად შევსებული ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა მყიდველისათვის. ასეთი ანგარიშ-ფაქტურის ოთხივე ეგზემპლარი შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციასთან (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარდგენილი) ერთად წარედგინება საგადასახადო ორგანოს მისი გაუქმების მიზნით.

28. შეუვსებელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაკარგვის შემთხვევაში გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს ამ ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით.

29. შევსებული (გამოწერილი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მე-4 ეგზემპლარის დაკარგვის შემთხვევაში გადამხდელი საგადასახადო ორგანოში წარადგენს ამ ანგარიშ-ფაქტურის მე-2 ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, ხოლო მე-2 და მე-4 ეგზემპლარების დაკარგვის შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, ან იგივე დასაბეგრ ოპერაციაზე იმავე თარიღით გამოწერს ახალ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, რომელზედაც შენიშვნის სახით აღინიშნება დაკარგული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი. ამასთან, ახალი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემთხვევაში, შევსებული (გამოწერილი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაკარგვის შესახებ გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს ამ ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1875-სსმIII, №1, 03.01.2007წ.; მუხ.12

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №1121-სსმIII, №140, 09.10.2007წ.; მუხ.1552

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1193-სსმIII, №154, 01.11.2007წ.; მუხ.1717

    მუხლი 4. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესი

1. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება (დანართი №3).

2. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ საქონელზე (გაწეულ მომსახურებაზე) გამყიდველმა გამოწერა და დადგენილი წესით მყიდველს ჩააბარა ანგარიშ-ფაქტურა და:

ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად ხელახალი რეგისტრაციისას წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;

გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს; ლიზინგის საგანი უბრუნდება ლიზინგის გამცემს, თუ გათვალისწინებული იყო მისი გამოსყიდვა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი პირობის დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ გადამხდელის მიერ:

ა) საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ან მისი მონაცემები დეკლარირებულია ელექტრონული ფორმით, რომელშიც დღგ-ის თანხა აღნიშნულია არასწორად;

ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის აღნიშნული დღგ-ის თანხა.

4. დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ მიწოდებულ საქონელზე (მომსახურებაზე) გამყიდველმა გამოწერა და დადგენილი წესით მყიდველს ჩააბარა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

5. დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში, როცა გადასახდელი დღგ-ის თანხა აღემატება გადამხდელის მიერ ფაქტობრივად ნაჩვენებ თანხას, ნამეტი თანხა განიხილება როგორც იმ საანგარიშო პერიოდში გადასახდელი დღგ, რომელშიც მოხდა მე-2 ნაწილში აღწერილი შემთხვევები და ეს თანხა ემატება საანგარიშო პერიოდში გადასახდელი დღგ-ის თანხას.

6. დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევაში, როცა ანგარიშ-ფაქტურაში ან დეკლარაციაში ნაჩვენები თანხა აღემატება გადასახდელ დღგ-ს, ნამეტი თანხით მცირდება იმ საანგარიშო პერიოდში გადასახდელი დღგ, რომელშიც მოხდა მე-2 ნაწილში აღწერილი შემთხვევები და ეს თანხა აკლდება საანგარიშო პერიოდში გადასახდელი დღგ-ის თანხას.

7. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში სერია და ნომერი ჩაბეჭდილია სტამბური წესით. მას აქვს დამცავი ნიშნები.

8. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში აისახება:

ა) გამოწერის თარიღი (თვე ჩაიწერება სიტყვიერად);

ბ) იმ ანგარიშ-ფაქტურის ნომერი, სერია, თარიღი (თვე ჩაიწერება სიტყვიერად), რომელშიც ხდება კორექტირება;

გ) შესაბამისი უჯრის შემოხაზვით ფიქსირდება კორექტირების შემდეგი სახეობები:

გ.ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად ხელახალი რეგისტრაციისას წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

გ.ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;

გ.გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა;

გ.დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს; ლიზინგის საგანი უბრუნდება ლიზინგის გამცემს, თუ გათვალისწინებული იყო მისი გამოსყიდვა;

დ) პირველ სვეტში ჩაიწერება საქონლის (მომსახურების) დასახელება და მათი ტექნიკური მაჩვენებლები, რომლის მიმართ წარმოებს კორექტირება;

ე) მე-2 სვეტში ჩაიწერება ზომის ერთეული;

ვ) მე-3 სვეტში ჩაიწერება კორექტირებას დაქვემდებარებული საქონლის რაოდენობა;

ზ) მე- 4 სვეტში ჩაიწერება ერთეულის ფასი დღგ-ის და აქციზის გარეშე;

თ) მე-5 სვეტში ჩაიწერება კორექტირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის გარეშე;

ი) მე-6 და მე-7 სვეტებში ჩაიწერება აქციზის განაკვეთი და თანხა;

კ) მე-8 და მე-9 სვეტებში ჩაიწერება დღგ-ის განაკვეთი და თანხა;

ლ) მე-10 სვეტში ჩაიწერება კორექტირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის ჩათვლით;

მ) მე-5, მე-7, მე-9 და მე-10 სვეტებში ჩაწერილი მონაცემების ჯამები აისახება სტრიქონზე “დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების ჯამი”;

ნ) 3-10 სვეტებში ჩანაწერი კეთდება 2 სტრიქონად: I – კორექტირებამდე, სადაც ჩაიწერება შესაბამისი მონაცემები კორექტირებამდე მიწოდებული საქონლის (მომსახურების) შესახებ და II – კორექტირების შემდეგ, სადაც ჩაიწერება მონაცემები კორექტირების შემდეგ მყიდველთან დარჩენილი საქონლის (მომსახურების) შესახებ. ამასთან, დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების ჯამის მე-9 სვეტში ჩაიწერება დღგ-ის თანხა, რომლითაც ხდება პირვანდელი დღგ-ის თანხის კორექტირება. იმ შემთხვევაში, როდესაც მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების კორექტირებისას ადგილი აქვს გამყიდველთან დასაბეგრი ბრუნვის ზრდას, დასაბეგრ ბრუნვაზე დღგ-ის კორექტირების ჯამს გამყიდველი ასახავს დღგ-ის დეკლარაციის მე-2 განაყოფში დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების ნაწილში, ხოლო მყიდველი – ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლების ნაწილში. დადებითი სხვაობა წარმოადგენს გამყიდველთან დღგ-ის თანხის შემცირების, ხოლო მყიდველთან დღგ-ის გაზრდის საფუძველს და პირიქით;

ო) კორექტირების ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ფაქტი დასტურდება ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში).

9. საქონლის ასორტიმენტის მრავალსახეობის დროს, როდესაც კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში საკმარისი არ არის სტრიქონების რაოდენობა, გამოიყენება კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი №4, რომელშიც ხელით ჩაიწერება იმ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. მათი შევსების თარიღი ერთი და იგივეა. №4 დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში. დანართის მე-5, მე-7, მე-9 და მე-10 სვეტების ჯამები ჩაიწერება კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში და საქონლის დასახელების ამსახველ პირველ სვეტში კეთდება ჩანაწერი “ამ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიეწოდა . . . დასახელების საქონელი დანართის მიხედვით”.

10. კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება ოთხ ეგზემპლარად, რომლის პირველი და მესამე ეგზემპლარები წარედგინება მყიდველს, ხოლო მეორე და მეოთხე რჩება გამყიდველს. გამყიდველი და მყიდველი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარადგენენ ამ ანგარიშ-ფაქტურის მეოთხე და მესამე ეგზემპლარს დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით და დღგ-ის ჩათვლის მისაღებად. ამასთან, ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირებაზე გადასული გადამხდელების მიერ მათ ხელთ არსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მესამე და მეოთხე ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს, კონტროლის მიზნით, წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

11. დაუშვებელია საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლის მიერ რეკვიზიტების შეცდომით, არასწორად შევსებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა მყიდველისათვის. ასეთი ანგარიშ-ფაქტურის ოთხივე ეგზემპლარი შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციასთან (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარდგენილი) ერთად წარედგინება საგადასახადო ორგანოს მისი გაუქმების მიზნით.

13. დაუშვებელია საგადასახადო ინსპექციის მიერ დღგ-ის გადამხდელზე გაცემული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სხვა პირისათვის გადაცემა.

14. დაუშვებელია საგადასახადო ორგანოში კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ასლის წარდგენა დღგ-ის ჩათვლის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გადამხდელისაგან ამოღებულ იქნა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დღგ-ის ჩათვლის მოთხოვნის მიზნით გადამხდელს უფლება ეძლევა დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ამოღებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები და ამ ორგანოების სათანადო პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ცნობა შესაბამისი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ამოღების შესახებ. ამასთან, საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ ამოღებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაბრუნების შემდეგ ისინი გადამხდელის მიერ დაუყოვნებლივ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში. აღნიშნული ვალდებულების შესრულება იმ გადამხდელებს, რომლებიც გადასული არიან ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირებაზე, ეკისრებათ მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში.

15. შეუვსებელი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაკარგვის შემთხვევაში გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ამ ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით.

16. შევსებული (გამოწერილი) კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მე-4 ეგზემპლარის დაკარგვის შემთხვევაში გადამხდელი საგადასახადო ორგანოში წარადგენს ამ ანგარიშ-ფაქტურის მე-2 ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, ხოლო მე-2 და მე-4 ეგზემპლარების დაკარგვის შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, ან იგივე დასაბეგრ ოპერაციაზე იმავე თარიღით გამოწერს ახალ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, რომელზედაც შენიშვნის სახით აღინიშნება დაკარგული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი. ამასთან, ახალი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემთხვევაში, შევსებული (გამოწერილი) კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაკარგვის შესახებ გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს ამ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1875-სსმIII, №1, 03.01.2007წ.; მუხ.12

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №1121-სსმIII, №140, 09.10.2007წ.;მუხ.1552

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1193-სსმIII, №154, 01.11.2007წ.; მუხ.1717

 


დანართი №1

 
 


1

ეგზე

მ

პ

ლარი

 
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №

სერია

(გამოწერის თვე სიტყვიერად)

 

თვე

 

რიცხვი

 
                                                                                                                                    წ.

2.

 

3.

 
 


  გამყიდველი                             მყიდველი

 

 

 

3.1

 

2.1

 

 

 
              

(საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

(საიდენტიფიკაციო ნომერი)

 
 


3.2

 

2.2.2

 
  

დასახელება (სახელი, გვარი)

 
                        

 


2.3

 

3.3

 
 

 

 


3.4

 

მომსახურე ბანკის დასახელება და ანგარიშის ნომერი

 

 

 

 
                         

2.4

 
                  

 

 

 

 


საქონლის (მომსახურების) დასახელება

ზომის ერთეული

მიწოდებული საქონლის რაოდენობა

ერთეულის ფასი დღგ-ის და აქციზის გარეშე

ღირებულება დღგ-ის და აქციზის გარეშე

აქციზი

დღგ

საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის ჩათვლით

განაკვეთი

თანხა

განაკვეთი

თანხა

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

 

 

14

 
                        

ხელმძღვანელი                                                        ზედნადების №

15

 
                               

ან სხვა უფლებამოსილი პირი                                            თარიღი

16

 

მყიდველს ჩაბარდა ხელზე             (ხელმოწერა)

 

 
 


(ხელმოწერა)              ბ.ა                   

შენიშვნა: პირველი და მესამე ეგზემპლარი გადაეცემა მყიდველს, მეორე და მეოთხე ეგზემპლარი – გამყიდველს. გამყიდველი მეოთხე ეგზემპლარს, ხოლო მყიდველი მესამე ეგზემპლარს წარადგენენ შესაბამის საგადასახადო ინსპექციებში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №1121-სსმIII, №140, 09.10.2007წ.;მუხ.1552


დანართი №2

დამტკიცებულია

საქართველოს ფინანსთა  მინისტრის

2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებით

 
 

 

 


სერია --------- № ---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი

 

“--------" “--------------------" “-------------"

                                 რიცხვი    თვე (სიტყვიერად)      წელი

 

 

საქონლის (მომსახურების) დასახელება

ზომის ერთეული

მიწოდებული საქონლის რაოდენობა

ერთეულის ფასი დღგ-ის და აქციზის გარეშე

ღირებულება დღგ-ის და აქციზის გარეშე

აქციზი

დღგ

საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით

განაკვეთი

თანხა

განაკვეთი

თანხა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

 

 

            

ხელმძღვანელი,    

                                                                                                 

ან სხვა უფლებამოსილი პირი                              

         

       (ხელმოწერა)                            ბ.ა


                                                                                                                                                          

დანართი №3

კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №

საქართველოს ფინანსთა

სამინისტრო

 

დამტკიცებულია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №1121 ბრძანებით                                    

სერია კ

        ––––      ––––––––––  200 -- წ.

რიცხვი    თვე სიტყვიერად

 

 
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე №

სერია

––––      ––––––––––––   ––––––

რიცხვი      თვე  სიტყვიერად      წელი

კორექტირების სახე (შემოხაზეთ შესაბამისი უჯრა)

 

ა

გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია

ბ

შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე

 

 

გ

ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა

დ

საქონელი (მომსახურება) სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება გამყიდველს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  გამყიდველი _____________________________________     

​                         ​კორექტირების ​მომხდენის ​დასახელება (​სახელი, ​გვარი)                                                                                                               (​საიდენტიფიკაციო ​ნომერი)

 

 

 

 

 

 

 

 

 მისამართი  _____________________________________                                          ტელეფონი

​                                          (​ქუჩა​, ​№​, ​ქალაქი​, ​რაიონი​)

 

 

 

 

 

  

 

 
 სარეგისტრაციო სერტიფიკატის №                                                 გაცემის თარიღი ...........................................

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
 მყიდველი _____________________________________

​                             ​დასახელება​ (​სახელი​, ​გვარი​)                                                                                          (​საიდენტიფიკაციო​ ​ნომერი​)

 

 

 

 

 

 

 

 
 მისამართი _____________________________________                                                    ტელეფონი

​                             (​ქუჩა, ​№, ​ქალაქი, ​რაიონი)

საქონლის (მომსახურების) დასახელება და ტექნიკური მაჩვენებლები, რომლის კორექტირებაც ხდება

ზომის ერთეული

კორექტირებას დაქვემდებარებული საქონლის რაოდენობა

ერთეულის ფასი

დღგ-ის და აქციზის გარეშე

კორექტირებას დაქვემდებარებული

საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის გარეშე

აქციზი

დღგ

კორექტირებას დაქვემდებარებული

საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის ჩათვლით

განაკვეთი

თანხა

%

თანხა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების ჯამი

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმძღვანელი  

ან სხვა უფლებამოსილი პირი                        

შენიშვნა: პირველი და მესამე ეგზემპლარი გადაეცემა მყიდველს, მეორე და მეოთხე ეგზემპლარი – გამყიდველს. გამყიდველი მეოთხე ეგზემპლარს, ხოლო მყიდველი მესამე ეგზემპლარს წარადგენენ შესაბამის

საგადასახადო ინსპექციებში. პირველიდან მე-10 სვეტის ჩათვლით ჩანაწერი კეთდება ორ სტრიქონად:

I –კორექტირებამდე, II –კორექტირების შემდეგ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №1121-სსმIII, №140, 09.10.2007წ.;მუხ.1552

დანართი №4

 

დამტკიცებულია საქართველოს

ფინანსთა მინისტრის 2005 წლის                                                                14 თებერვლის №84 ბრძანებით

სერია --------- № -----------  კორექტირების საგადასახადო ანგარიშ – ფაქტურის დანართი

                       ,,------------“       ,,------------------------“     ,,---------------“

                        რიცხვი                თვე (სიტყვიერად)                 წელი

საქონლის (მომსახურების) დასახელება და მათი ტექნიკური მაჩვენებლები, რომლის მიმართ წარმოებს კორექტირება

ზომის ერთეული

კორექტირებას დაქვემდებარებული საქონლის რაოდენობა

ერთეულის ფასი დღგ-ს და აქციზის გარეშე

კორექტირებას დაქვემდებარებული

საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის გარეშე

აქციზი

დღგ

კორექტირებას დაქვემდებარებული

საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის ჩათვლით

განაკვეთი

თანხა

%

თანხა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების ჯამი

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                 

ხელმძღვანელი    

                                                                                              

ან სხვა უფლებამოსილი პირი                          

(ხელმოწერა)                            ბ.ა                         

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის(მ.შ. კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №84, 14.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 200.230.040.22.033.007.072 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59554-3/