„საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის(მ.შ. კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.02.2005 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№84
სარეგისტრაციო კოდი
200.230.040.22.033.007.072
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 17/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.230.040.22.033.007.072

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №84

2005 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1875-სსმIII, №1, 03.01.2007წ.; მუხ.12

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3, 228-ე და 248-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ (თანდართულ დანართებთან ერთად).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1875-სსმIII, №1, 03.01.2007წ.; მუხ.12

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1875-სსმIII, №1, 03.01.2007წ.; მუხ.12

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №1121-სსმIII, №140, 09.10.2007წ.; მუხ.1552

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1193-სსმIII, №154, 01.11.2007წ.; მუხ.1717

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №980-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.2009

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 5 თებერვლის ბრძანება №64-სსმIII, №15, 10.02.2009წ.; მუხ.178

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის ბრძანება №481-სსმIII, №93, 28.07.2009წ.; მუხ.985

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №671-სსმIII, №127, 20.10.2009წ.; მუხ.1474

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №556-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1217

9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის  ბრძანება №758-სსმIII, №127, 04.10.2010წ.; მუხ.1859

 

 

ინსტრუქცია

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1875-სსმIII, №1, 03.01.2007წ.; მუხ.12

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი.

1. ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3, 228-ე და 248-ე მუხლების შესაბამისად და განსაზღვრავს დღგ-ის გადამხდელების მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და საგადასახადო ორგანოებში წარდგენის წესს.

2. ინსტრუქცია არ ვრცელდება „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებით გათვალისწინებულ სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1875-სსმIII, №1, 03.01.2007წ.; მუხ.12

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №556-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1217

    მუხლი 2. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განსაზღვრებანი

1. დღგ-ის გადამხდელი – პირი, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად.

2. მიმწოდებელი (შემდგომში – გამყიდველი) – ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის იგულისხმება დღგ-ის გადამხდელი, რომელიც აწარმოებს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას და ვალდებულია საქონლის (მომსახურების) მიმღების მოთხოვნისას გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (მათ შორის, კორექტირების).

3. მიმღები (შემდგომში – მყიდველი) – ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის იგულისხმება პირი, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისაგან მიიღებს საქონელს (მომსახურებას).

4. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი – საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის მიკუთვნებული ნომერი.

5. დღგ-ის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატი – პირის დღგ-ის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციისა და დღგ-ის რეესტრში გატარების შედეგად მასზე გაცემული სარეგისტრაციო სერტიფიკატი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1875-სსმIII, №1, 03.01.2007წ.; მუხ.12

    მუხლი 3. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესის შესახებ

1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანასთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი (დანართი №1).

2. პირს, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის უფლება არა აქვს.

3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი მიმღებს მიუხედავად იმისა, ეს უკანასკნელი არის თუ არა გადასახადის გადამხდელი. ამასთანავე, თუ საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდება ან მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად, ამ შეთხვევებში, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვამდე საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას, პირი ვალდებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და წარუდგინოს მიმღებს არა უგვიანეს აღნიშნული თარიღისა. დასაშვებია კალენდარულ თვეში სასაქონლო ზედნადებებით მიწოდებული საქონლის ჯამური მონაცემების ერთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახვა ამ მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად.

4. დღგ-ის იმ გადამხდელების მიმართ, რომლებიც თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვას ახდენენ კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით, შესაძლებელია შემოღებულ იქნეს კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მყიდველს წარედგინება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მიწოდებების მიხედვით.

5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში სერია და ნომერი ჩაბეჭდილია სტამბური წესით. მას აქვს დამცავი ნიშნები.

6. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში თვე ჩაიწერება სიტყვიერად.

7. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში „გამყიდველის“ მონაცემების აღმნიშვნელ სტრიქონებზე ჩაიწერება საქონლის გამყიდველის (მომსახურების გამწევის) – იურიდიული პირის დასახელება, ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის სახელი და გვარი, მისამართი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, დღგ-ის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატის ნომერი და გაცემის თარიღი, მომსახურე ბანკის დასახელება და ანგარიშის ნომერი.

8. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში „მყიდველის“ მონაცემების აღმნიშვნელ სტრიქონებზე ჩაიწერება საქონლის (მომსახურების) მიმღების – იურიდიული პირის დასახელება, ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელი და გვარი, მისამართი, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, მომსახურე ბანკის დასახელება და ანგარიშის ნომერი, ხოლო ფიზიკურ პირზე ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემთხვევაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი და მისამართი, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრის შესაბამის უჯრებში ჩაიწერება პირადი ნომერი.

8​1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში “გამყიდველის” და “მყიდველის” მონაცემების აღმნიშვნელ სტრიქონებზე მისამართის (ქუჩა, №, ქალაქი, მუნიციპალიტეტი,) ტელეფონის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის. სავალდებულო არ არის ასევე მომსახურე ბანკის დასახელების და ანგარიშის ნომრის მითითება.

9. მე-4 სვეტში ჩაიწერება საქონლის (მომსახურების) დასახელება.

10. მე-5 სვეტში ჩაიწერება ზომის ერთეული.

11. მე-6 სვეტში ჩაიწერება მიწოდებული საქონლის რაოდენობა.

12. მე-7 სვეტში ჩაიწერება ერთეულის ფასი დღგ-ის და აქციზის გარეშე.

13. მე-8 სვეტში ჩაიწერება ღირებულება დღგ-ის და აქციზის გარეშე.

14. მე-9 და მე-10 სვეტებში ჩაიწერება აქციზის განაკვეთი და თანხა.

15. მე-11 და მე-12 სვეტებში ჩაიწერება დღგ-ის განაკვეთი და თანხა.

16. მე-13 სვეტში ჩაიწერება საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის ჩათვლით.

17. მე-8, მე-10, მე-12 და მე-13 სვეტებში ჩაწერილი მონაცემების ჯამები აისახება სტრიქონზე “სულ”.

18. საქონლის მიწოდების შემთხვევაში, მე-14 და მე-15 სტრიქონებზე ჩაიწერება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით გამოწერილი სასაქონლო ზედნადების ნომერი და გამოწერის თარიღი. კალენდარული თვის განმავლობაში ერთზე მეტი სასაქონლო ზედნადებით საქონლის მიწოდებისას, თუ ამ საქონლის მიმღებზე უნდა გაიცეს მიწოდებების ჯამური მონაცემების ამსახველი ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მასში მე-14 და მე-15 სტრიქონები არ შეივსება. მომსახურების გაწევის შეთხვევაში, მე-14 სტრიქონზე დაისმევა “–“ (ტირე), ხოლო მე-15 სტრიქონზე მიეთითება მომსახურების გაწევის (ოპერაციის განხორციელების) თარიღი (თვე სიტყვიერად). საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) ან მომსახურების რეგულარული ან უწყვეტი მიწოდების შემთხვევაში, მე-14 სტრიქონზე დაისმევა “–“ (ტირე), ხოლო მე-15 სტრიქონზე მიეთითება ოპერაციის განხორციელების საანგარიშო თვე.

19. მე-16 სტრიქონზე კეთდება მყიდველის ხელმოწერა, მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი ეგზემპლარების უშუალოდ გადაცემის შემთხვევაში.

20. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ფაქტი დასტურდება ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდის დასმით (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში).

21. საქონლის ასორტიმენტის მრავალსახეობის დროს, როდესაც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში საკმარისი არ არის სტრიქონების რაოდენობა, ან ერთი და იგივე მყიდველისათვის კალენდარული თვის განმავლობაში ერთზე მეტად მიწოდებული საქონლის ჯამურ მონაცემებზე თუ გამოიწერება ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ამ შემთხვევებში გამოიყენება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი №2, რომელშიც ჩაიწერება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. მათი შევსების თარიღი ერთი და იგივეა. დანართი №2-ში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში. დანართის მე-5, მე-7, მე-9 და მე-10 სვეტების ჯამები ჩაიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში შესაბამისად მე-8, მე-10, მე-12 და მე-13 სვეტებში, ხოლო დანართი №2-ის მე-11 და მე-12 სვეტებში ჩაიწერება კალენდარული თვის განმავლობაში მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ნომერი და გამოწერის თარიღი. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში საქონლის ამსახველ მე-4 სვეტში კეთდება ჩანაწერი “საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერა . . . ცალი ზედნადებით მიწოდებულ . . . დასახელების საქონელზე დანართის მიხედვით“. დანართი №2-ში ჩანაწერები დასტურდება ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში). პირს უფლება აქვს არ შეავსოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი №2, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას თან ერთვის შესაბამის ოპერაციებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები.

22. დღგ-ის გადამხდელი, რომელიც ახდენს აქციზური საქონლის დღგ-ით დასაბეგრ მიწოდებას ისე, რომ საგადასახადო კოდექსის მიხედვით თვითონ არ წარმოადგენს აქციზის გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის აქციზის სვეტში აქციზის თანხას ცალკე არ გამოყოფს და აკეთებს “X” ჩანაწერს.

23. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება ოთხ ეგზემპლარად. ოთხივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და თითოეული მათგანი წარმოადგენს დედანს. პირველი და მე-3 ეგზემპლარები წარედგინება მყიდველს, ხოლო მე-2 და მე-4 – რჩება გამყიდველს. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემებს მყიდველი და გამყიდველი შეიტანენ საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში, რომლის საფუძველზეც მყიდველი იღებს ჩათვლას. ამასთან, გადამხდელებთან არსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

24. ამოღებულია.

25. დაუშვებელია საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ის გადამხდელზე გაცემული ანგარიშ-ფაქტურის სხვა პირისათვის გადაცემა.

26. იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გადამხდელისაგან ამოღებულ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, გადამხდელებს უფლება აქვთ საგადასახადო ორგანოში წარადგინონ ამოღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები და ამ ორგანოების სათანადო პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ცნობა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ამოღების შესახებ, ხოლო დაბრუნების შემთხვევაში – მათი დედნები.

27. დაუშვებელია საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ არასწორად შევსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა. ასეთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას გაუქმების მიზნით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შემდგომი გატანისას, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა. თუ შესაძლებელია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში არასწორად შეტანილი რეკვიზიტების გასწორება, გარდა შეცდომით (არასწორად) შეტანილი გადასახადის თანხისა, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით მის წარდგენამდე, შეცდომით შევსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ყველა ეგზემპლარში არასწორი მონაცემები გადაიხაზება და მათ თავზე ჩაიწერება დაზუსტებული მონაცემები. გადასწორების ფაქტი ყველა ეგზემპლარში დამოწმებულ უნდა იქნეს მიმწოდებლის ან მისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ელექტრონული ფორმით წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმება და გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საგადასახადო ორგანოში წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ასევე ელექტრონული ფორმით.

28. შეუვსებელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაკარგვის შემთხვევაში გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს ამ ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით.

29. შევსებული (გამოწერილი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაკარგვის შემთხვევაში იგივე დასაბეგრ ოპერაციაზე იმავე თარიღით გამოიწერება ახალი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელზედაც შენიშვნის სახით აღინიშნება დაკარგული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი. ამასთან, ახალი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემთხვევაში, შევსებული (გამოწერილი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაკარგვის შესახებ გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს ამ ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით. იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის და მყიდველისათვის გადაცემის შემდეგ გამყიდველი დაკარგავს ამ ანგარიშ-ფაქტურის მასთან დარჩენილ ეგზემპლარს, მას უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დაკარგული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის პირველი ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ხოლო თუ მყიდველმა დაკარგა ანგარიშ-ფაქტურის მისი ეგზემპლარი, მას შეუძლია წარადგინოს გამყიდველთან არსებული ანგარიშ-ფაქტურის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1875-სსმIII, №1, 03.01.2007წ.; მუხ.12

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №1121-სსმIII, №140, 09.10.2007წ.; მუხ.1552

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1193-სსმIII, №154, 01.11.2007წ.; მუხ.1717

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №980-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.2009

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 5 თებერვლის ბრძანება №64-სსმIII, №15, 10.02.2009წ.; მუხ.178

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის ბრძანება №481-სსმIII, №93, 28.07.2009წ.; მუხ.985

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №671-სსმIII, №127, 20.10.2009წ.; მუხ.1474

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №556-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1217

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის  ბრძანება №758-სსმIII, №127, 04.10.2010წ.; მუხ.1859

    მუხლი 4. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესი

1. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება (დანართი №3).

2. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ საქონელზე (გაწეულ მომსახურებაზე) გამყიდველმა გამოწერა და დადგენილი წესით მყიდველს ჩააბარა ანგარიშ-ფაქტურა და:

ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად ხელახალი რეგისტრაციისას წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;

გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი პირობის დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ გადამხდელის მიერ:

ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია დღგ-ის ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა აღნიშნულია არასწორად;

ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის აღნიშნული დღგ-ის თანხა.

4. დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ მიწოდებულ საქონელზე (მომსახურებაზე) გამყიდველმა გამოწერა და დადგენილი წესით მყიდველს ჩააბარა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

5. დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში, როცა გადასახდელი დღგ-ის თანხა აღემატება გადამხდელის მიერ ფაქტობრივად ნაჩვენებ თანხას, ნამეტი თანხა განიხილება როგორც იმ საანგარიშო პერიოდში გადასახდელი დღგ, რომელშიც მოხდა მე-2 ნაწილში აღწერილი შემთხვევები და ეს თანხა ემატება საანგარიშო პერიოდში გადასახდელი დღგ-ის თანხას.

6. დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევაში, როცა ანგარიშ-ფაქტურაში ან დეკლარაციაში ნაჩვენები თანხა აღემატება გადასახდელ დღგ-ს, ნამეტი თანხით მცირდება იმ საანგარიშო პერიოდში გადასახდელი დღგ, რომელშიც მოხდა მე-2 ნაწილში აღწერილი შემთხვევები და ეს თანხა აკლდება საანგარიშო პერიოდში გადასახდელი დღგ-ის თანხას.

7. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში სერია და ნომერი ჩაბეჭდილია სტამბური წესით. მას აქვს დამცავი ნიშნები.

8. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში აისახება:

ა) გამოწერის თარიღი (თვე ჩაიწერება სიტყვიერად);

ბ) იმ ანგარიშ-ფაქტურის ნომერი, სერია, თარიღი (თვე ჩაიწერება სიტყვიერად), რომელშიც ხდება კორექტირება;

გ) შესაბამისი უჯრის შემოხაზვით ფიქსირდება კორექტირების შემდეგი სახეობები:

გ.ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად ხელახალი რეგისტრაციისას წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

გ.ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;

გ.გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა;

გ.დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს;

დ) პირველ სვეტში ჩაიწერება საქონლის (მომსახურების) დასახელება და მათი ტექნიკური მაჩვენებლები, რომლის მიმართ წარმოებს კორექტირება;

ე) მე-2 სვეტში ჩაიწერება ზომის ერთეული;

ვ) მე-3 სვეტში ჩაიწერება კორექტირებას დაქვემდებარებული საქონლის რაოდენობა;

ზ) მე- 4 სვეტში ჩაიწერება ერთეულის ფასი დღგ-ის და აქციზის გარეშე;

თ) მე-5 სვეტში ჩაიწერება კორექტირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის გარეშე;

ი) მე-6 და მე-7 სვეტებში ჩაიწერება აქციზის განაკვეთი და თანხა;

კ) მე-8 და მე-9 სვეტებში ჩაიწერება დღგ-ის განაკვეთი და თანხა;

ლ) მე-10 სვეტში ჩაიწერება კორექტირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის ჩათვლით;

მ) მე-5, მე-7, მე-9 და მე-10 სვეტებში ჩაწერილი მონაცემების ჯამები აისახება სტრიქონზე “დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების ჯამი”;

ნ) 3-10 სვეტებში ჩანაწერი კეთდება 2 სტრიქონად: I – კორექტირებამდე, სადაც ჩაიწერება შესაბამისი მონაცემები კორექტირებამდე მიწოდებული საქონლის (მომსახურების) შესახებ და II – კორექტირების შემდეგ, სადაც ჩაიწერება მონაცემები კორექტირების შემდეგ მყიდველთან დარჩენილი საქონლის (მომსახურების) შესახებ. ამასთან, დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების ჯამის მე-9 სვეტში ჩაიწერება დღგ-ის თანხა, რომლითაც ხდება პირვანდელი დღგ-ის თანხის კორექტირება. იმ შემთხვევაში, როდესაც მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების კორექტირებისას ადგილი აქვს გამყიდველთან დასაბეგრი ბრუნვის ზრდას, დასაბეგრ ბრუნვაზე დღგ-ის კორექტირების ჯამს გამყიდველი ასახავს დღგ-ის დეკლარაციის მე-2 განაყოფში დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების ნაწილში, ხოლო მყიდველი – ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლების ნაწილში. დადებითი სხვაობა წარმოადგენს გამყიდველთან დღგ-ის თანხის შემცირების, ხოლო მყიდველთან დღგ-ის გაზრდის საფუძველს და პირიქით;

ო) კორექტირების ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ფაქტი დასტურდება ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში).

8​1. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში “გამყიდველის” და “მყიდველის” მონაცემების აღმნიშვნელ სტრიქონებზე მისამართის (ქუჩა, №, ქალაქი, მუნიციპალიტეტი) და ტელეფონის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის.

9. საქონლის ასორტიმენტის მრავალსახეობის დროს, როდესაც კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში საკმარისი არ არის სტრიქონების რაოდენობა, გამოიყენება კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი №4, რომელშიც ხელით ჩაიწერება იმ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. მათი შევსების თარიღი ერთი და იგივეა. №4 დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში. დანართის მე-5, მე-7, მე-9 და მე-10 სვეტების ჯამები ჩაიწერება კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში და საქონლის დასახელების ამსახველ პირველ სვეტში კეთდება ჩანაწერი “ამ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიეწოდა . . . დასახელების საქონელი დანართის მიხედვით”.

10. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება ოთხ ეგზემპლარად. ოთხივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და თითოეული მათგანი წარმოადგენს დედანს. პირველი და მე-3 ეგზემპლარები წარედგინება მყიდველს, ხოლო მე-2 და მე-4 – რჩება გამყიდველს. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემებს მყიდველი და გამყიდველი შეიტანენ საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში. ამასთან, გადამხდელებთან არსებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

11. დაუშვებელია საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლის მიერ რეკვიზიტების შეცდომით, არასწორად შევსებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა მყიდველისათვის. ასეთი ანგარიშ-ფაქტურის ოთხივე ეგზემპლარი შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციასთან (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარდგენილი) ერთად წარედგინება საგადასახადო ორგანოს მისი გაუქმების მიზნით.

13. დაუშვებელია საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ის გადამხდელზე გაცემული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სხვა პირისათვის გადაცემა.

14. იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გადამხდელისაგან ამოღებულ იქნა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, გადამხდელებს უფლება აქვთ საგადასახადო ორგანოში წარადგინონ ამოღებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები და ამ ორგანოების სათანადო პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ცნობა შესაბამისი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ამოღების შესახებ, ხოლო დაბრუნების შემთხვევაში – მათი დედნები.

15. შეუვსებელი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაკარგვის შემთხვევაში გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ამ ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით.

16. შევსებული (გამოწერილი) კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაკარგვის შემთხვევაში იგივე დასაბეგრ ოპერაციაზე იმავე თარიღით გამოიწერება ახალი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელზედაც შენიშვნის სახით აღინიშნება დაკარგული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი. ამასთან, ახალი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემთხვევაში, შევსებული (გამოწერილი) კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაკარგვის შესახებ გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს ამ ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით. იმ შემთხვევაში, როდესაც კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის და მყიდვე-ლისათვის გადაცემის შემდეგ გამყიდველი დაკარგავს ამ ანგარიშ-ფაქტურის მასთან დარჩენილ ეგზემპლარს, მას უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დაკარგული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის პირველი ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ხოლო თუ მყიდველმა დაკარგა კორექტირების ანგარიშ-ფაქტურის მისი ეგზემპლარი, მას შეუძლია წარადგინოს გამყიდველთან არსებული ანგარიშ-ფაქტურის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1875-სსმIII, №1, 03.01.2007წ.; მუხ.12

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №1121-სსმIII, №140, 09.10.2007წ.;მუხ.1552

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1193-სსმIII, №154, 01.11.2007წ.; მუხ.1717

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №980-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.2009

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 5 თებერვლის ბრძანება №64-სსმIII, №15, 10.02.2009წ.; მუხ.178

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №556-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1217

    მუხლი 5. ბრძანების დანართი №5-ით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და წარდგენა

1. ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისი ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი. აღნიშნული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში სერია და ნომერი ჩაბეჭდილია სტამბური წესით. მას აქვს დამცავი ნიშნები.

2. ამ ბრძანების დანართი №5 ივსება ორ ეგზემპლარად (ორივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და თითოეული მათგანი წარმოადგენს დედანს). საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემებს მყიდველი და გამყიდველი შეიტანენ საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში, რომლის საფუძველზეც მყიდველი იღებს ჩათვლას. ამასთან, გადამხდელებთან არსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

3. პირველ სტრიქონში ჩაიწერება ანგარიშ-ფაქტურის ნომერი.

4. მე-2 სტრიქონში ჩაიწერება ოპერაციის განხორციელების პერიოდი (თვე სიტყვიერად, წელი).

5. მე-3 სტრიქონში ჩაიწერება გამოწერის თარიღი (რიცხვი, თვე სიტყვიერად, წელი).

6. მე-4 სტრიქონში ჩაიწერება საქონლის გამყიდველის (მომსახურების გამწევის) – დასახელება ან სახელი და გვარი, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი.

7. მე-5 სტრიქონში ჩაიწერება საქონლის მყიდველის (მომსახურების მიმღების) – დასახელება, ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის სახელი და გვარი, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი.

8. ცხრილის პირველ სვეტში ჩაიწერება საქონლის (მომსახურების) დასახელება.

9. ცხრილის მე-2 სვეტში ჩაიწერება ზომის ერთეული.

10. ცხრილის მე-3 სვეტში ჩაიწერება მიწოდებული საქონლის რაოდენობა.

11. ცხრილის მე-4 სვეტში ჩაიწერება საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის ჩათვლით.

12. ცხრილის მე-5 და მე-6 სვეტებში ჩაიწერება დღგ-ის და აქციზის თანხები.

13. მე-6 და მე-7 სტრიქონებში ჩაიწერება სასაქონლო ზედნადების ნომერი და თარიღი.

14. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის 21-ე პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში, დანართ №5-თან ერთად გამოიყენება დანართი №7.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №556-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1217

    მუხლი 6. სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კომპიუტერული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერა და წარდგენა

1. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდებასთან ერთად ხორციელდება მისი ტრანსპორტირება (გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა), შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ ინსტრუქციის დანართი №6-ის შესაბამისი ფორმის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. აღნიშნული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში სერია და ნომერი ჩაბეჭდილია სტამბური წესით. მას აქვს დამცავი ნიშნები.

2. სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა ივსება ორ ეგზემპლარად (ორივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და თითოეული მათგანი წარმოადგენს დედანს). სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის მონაცემებს მყიდველი და გამყიდველი შეიტანენ საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში, რომლის საფუძველზეც მყიდველი იღებს ჩათვლას. ამასთან, გადამხდელებთან არსებული სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

3. სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის, გარდა მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 სტრიქონებისა, შევსება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით.

4. მე-6 და მე-7 სტრიქონებში ჩაიწერება ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილების მისამართები.

5. მე-8 და მე-9 სტრიქონებში ჩაიწერება სატრანსპორტო საშუალების მარკა, ნომერი და მძღოლის პირადი ნომერი.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის.

 7. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის 21-ე პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში, დანართ №6-თან ერთად გამოიყენება დანართი №7.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №556-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1217

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის  ბრძანება №758-სსმIII, №127, 04.10.2010წ.; მუხ.1859

    მუხლი 7. ბრძანების დანართი №8-ით გათვალისწინებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და წარდგენა

1. ამ ბრძანების დანართი №8-ის შესაბამისი ფორმის კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა) წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება. კორექტირების ანგარიშ-ფაქტურაში სერია და ნომერი ჩაბეჭდილია სტამბური წესით. მას აქვს დამცავი ნიშნები.

2. კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა გამოიყენება მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა ივსება ორ ეგზემპლარად (ორივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და თითოეული მათგანი წარმოადგენს დედანს), შევსებული ეგზემპლარებიდან პირველი წარედგინება მყიდველს, მეორე რჩება გამყიდველს. მათ მონაცემებს მყიდველი და გამყიდველი შეიტანენ საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო გადამხდელებთან არსებული ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

4. კორექტირების ანგარიშ-ფაქტურაში აისახება:

ა) გამოწერის თარიღი (თვე ჩაიწერება სიტყვიერად);

ბ) იმ ანგარიშ-ფაქტურის ნომერი, სერია, თარიღი (თვე ჩაიწერება სიტყვიერად), რომელშიც ხდება კორექტირება;

გ) შესაბამისი უჯრის შემოხაზვით ფიქსირდება კორექტირების შემდეგი სახეობები:

გ.ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად ხელახალი რეგისტრაციისას, წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილულ საქონლის არსებულ ნაშთზე;

გ.ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;

გ.გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა;

გ.დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს;

დ) ცხრილის პირველ სვეტში ჩაიწერება იმ საქონლის (მომსახურების) დასახელება, რომლის მიმართ წარმოებს კორექტირება;

ე) ცხრილის მე-2 სვეტში ჩაიწერება ზომის ერთეული;

ვ) ცხრილის მე-3 სვეტში ჩაიწერება კორექტირებას დაქვემდებარებული საქონლის რაოდენობა;

ზ) ცხრილის მე-4 სვეტში ჩაიწერება კორექტირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის ჩათვლით;

თ) ცხრილის მე-5 და მე-6 სვეტებში ჩაიწერება კორექტირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების დღგ-ის და აქციზის თანხა;

ი) ცხრილის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში ჩაწერილი მონაცემების ჯამები აისახება სტრიქონზე „დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების შედეგი“;

კ) ცხრილის მე-3-მე-6 სვეტებში ჩანაწერი კეთდება 2 სტრიქონად: I – კორექტირებამდე, სადაც ჩაიწერება შესაბამისი მონაცემები კორექტირებამდე მიწოდებული საქონლის (მომსახურების) შესახებ და II – კორექტირების შემდეგ, სადაც ჩაიწერება მონაცემები კორექტირების შემდეგ მყიდველთან დარჩენილი საქონლის (მომსახურების) შესახებ. ამასთან, დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების შედეგის მე-5 სვეტში ჩაიწერება დღგ-ის თანხა, რომლითაც ხდება პირვანდელი დღგ-ის თანხის კორექტირება. იმ შემთხვევაში, როდესაც მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების კორექტირებისას ადგილი აქვს გამყიდველთან დასაბეგრი ბრუნვის ზრდას, დასაბეგრ ბრუნვაზე დღგ-ის კორექტირების ჯამს გამყიდველი ასახავს დღგ-ის დეკლარაციის მე-2 განაყოფში დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების ნაწილში, ხოლო მყიდველი – ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლების ნაწილში. დადებითი სხვაობა წარმოადგენს გამყიდველთან დღგ-ის თანხის შემცირების, ხოლო მყიდველთან დღგ-ის გაზრდის საფუძველს და პირიქით;

ლ) კორექტირების ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ფაქტი დასტურდება ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში).

5. საქონლის ასორტიმენტის მრავალსახეობის დროს, როდესაც კორექტირების ანგარიშ-ფაქტურაში საკმარისი არ არის სტრიქონების რაოდენობა, გამოიყენება კორექტირების ანგარიშ-ფაქტურის დანართი (დანართი №9), რომელშიც ხელით ჩაიწერება იმ კორექტირების ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. მათი შევსების თარიღი ერთი და იგივეა.  დანართ №9-ში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია კორექტირების ანგარიშ-ფაქტურაში. დანართის მე-4 მე-5 და მე-6 სვეტების ჯამები ჩაიწერება კორექტირების ანგარიშ-ფაქტურაში და საქონლის დასახელების ამსახველ პირველ სვეტში კეთდება ჩანაწერი „ამ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიეწოდა . . . დასახელების საქონელი დანართის მიხედვით“.

6. იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გადამხდელისაგან ამოღებულ იქნა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, გადამხდელებს უფლება აქვთ საგადასახადო ორგანოში წარადგინონ ამოღებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები და ამ ორგანოების სათანადო პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ცნობა შესაბამისი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ამოღების შესახებ, ხოლო დაბრუნების შემთხვევაში – მათი დედნები.

7. შეუვსებელი კორექტირების ანგარიშ-ფაქტურის დაკარგვის შემთხვევაში გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ამ ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით.

8. კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა ასევე გამოიყენება დანართი №6-ით გათვალისწინებული სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით დადასტურებული დასაბეგრი ოპერაციის კორექტირებისას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №556-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1217

    მუხლი 8. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ელექტრონულად წარდგენა

1. იმ გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვას ახდენენ კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით, უფლება აქვთ გამოიყენონ ამ ბრძანების დანართი №5-ის, №6-ის, №7-ის, №8-ის და №9-ის შესაბამისი ფორმის კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მათი წარდგენა განახორციელონ ელექტრონული ფორმით – შემოსავლების სამსახურის ინტერნეტ-მომსახურების პორტალის გამოყენებით.

2. ელექტრონული წესით წარდგენილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №556-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1217

 

 


დანართი №1

 
 


1

ეგზე

მ

პ

ლარი

 
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №

სერია

(გამოწერის თვე სიტყვიერად)

 

თვე

 

რიცხვი

 
                                                                                                                                    წ.

2.

 

3.

 
 


  გამყიდველი                             მყიდველი

 

 

 

3.1

 

2.1

 

 

 
              

(საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

(საიდენტიფიკაციო ნომერი)

 
 


3.2

 

2.2.2

 
  

დასახელება (სახელი, გვარი)

 
                        

 


2.3

 

3.3

 
 

 

 


3.4

 

მომსახურე ბანკის დასახელება და ანგარიშის ნომერი

 

 

 

 
                         

2.4

 
                  

 

 

 

 


საქონლის (მომსახურების) დასახელება

ზომის ერთეული

მიწოდებული საქონლის რაოდენობა

ერთეულის ფასი დღგ-ის და აქციზის გარეშე

ღირებულება დღგ-ის და აქციზის გარეშე

აქციზი

დღგ

საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის ჩათვლით

განაკვეთი

თანხა

განაკვეთი

თანხა

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

 

 

14

 
                        

ხელმძღვანელი                                                        ზედნადების №

15

 
                               

ან სხვა უფლებამოსილი პირი                                            თარიღი

16

 

მყიდველს ჩაბარდა ხელზე             (ხელმოწერა)

 

 
 


(ხელმოწერა)              ბ.ა                   

შენიშვნა: პირველი და მესამე ეგზემპლარი გადაეცემა მყიდველს, მეორე და მეოთხე ეგზემპლარი – გამყიდველს. გამყიდველი მეოთხე ეგზემპლარს, ხოლო მყიდველი მესამე ეგზემპლარს წარადგენენ შესაბამის საგადასახადო ინსპექციებში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №1121-სსმIII, №140, 09.10.2007წ.;მუხ.1552


დანართი №2

 

სერია --------- № ---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი

 

“-----------" “----------------------" “-------------"

რიცხვი   თვე (სიტყვიერად)    წელი

 

საქონლის (მომსახურების) დასახელება

ზომის

ერთეუ

ლი

მიწოდებული საქონ

ლის რაოდე

ნობა

ერთეუ

ლის ფასი

დღგ-ის და აქციზის გარეშე

ღირებუ

ლება დღგ-ის და აქციზის გარეშე

აქციზი

დღგ

საქონლის (მომსახურების) ღირებულება

დღგ-ის და

აქციზის

ჩათვლით

სასაქონლო ზედნადების

 

 

 

 

 

 

განაკვეთი

თანხა

განაკვეთი

თანხა

 

№

თარიღი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმძღვანელი,

 

ან სხვა უფლებამოსილი პირი            

 

                                                       (ხელმოწერა)                  ბ.ა

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №671-სსმIII, №127, 20.10.2009წ.; მუხ.1474


                                                                                                                                                         

დანართი №3

კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №

საქართველოს ფინანსთა

სამინისტრო

 

დამტკიცებულია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №1121 ბრძანებით                                    

სერია კ

        ––––      ––––––––––  200 -- წ.

რიცხვი    თვე სიტყვიერად

 

 
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე №

სერია

––––      ––––––––––––   ––––––

რიცხვი      თვე  სიტყვიერად      წელი

კორექტირების სახე (შემოხაზეთ შესაბამისი უჯრა)

 

ა

გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია

ბ

შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე

 

 

გ

ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა

დ

საქონელი (მომსახურება) სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება გამყიდველს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  გამყიდველი _____________________________________     

​                         ​კორექტირების ​მომხდენის ​დასახელება (​სახელი, ​გვარი)                                                                                                               (​საიდენტიფიკაციო ​ნომერი)

 

 

 

 

 

 

 

 

 მისამართი  _____________________________________                                          ტელეფონი

​                                          (​ქუჩა​, ​№​, ​ქალაქი​, ​რაიონი​)

 

 

 

 

 

  

 

 
 სარეგისტრაციო სერტიფიკატის №                                                 გაცემის თარიღი ...........................................

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
 მყიდველი _____________________________________

​                             ​დასახელება​ (​სახელი​, ​გვარი​)                                                                                          (​საიდენტიფიკაციო​ ​ნომერი​)

 

 

 

 

 

 

 

 
 მისამართი _____________________________________                                                    ტელეფონი

​                             (​ქუჩა, ​№, ​ქალაქი, ​რაიონი)

საქონლის (მომსახურების) დასახელება და ტექნიკური მაჩვენებლები, რომლის კორექტირებაც ხდება

ზომის ერთეული

კორექტირებას დაქვემდებარებული საქონლის რაოდენობა

ერთეულის ფასი

დღგ-ის და აქციზის გარეშე

კორექტირებას დაქვემდებარებული

საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის გარეშე

აქციზი

დღგ

კორექტირებას დაქვემდებარებული

საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის ჩათვლით

განაკვეთი

თანხა

%

თანხა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების ჯამი

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმძღვანელი  

ან სხვა უფლებამოსილი პირი                        

შენიშვნა: პირველი და მესამე ეგზემპლარი გადაეცემა მყიდველს, მეორე და მეოთხე ეგზემპლარი – გამყიდველს. გამყიდველი მეოთხე ეგზემპლარს, ხოლო მყიდველი მესამე ეგზემპლარს წარადგენენ შესაბამის

საგადასახადო ინსპექციებში. პირველიდან მე-10 სვეტის ჩათვლით ჩანაწერი კეთდება ორ სტრიქონად:

I –კორექტირებამდე, II –კორექტირების შემდეგ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №1121-სსმIII, №140, 09.10.2007წ.;მუხ.1552

დანართი №4

 

დამტკიცებულია საქართველოს

ფინანსთა მინისტრის 2005 წლის                                                                14 თებერვლის №84 ბრძანებით

სერია --------- № -----------  კორექტირების საგადასახადო ანგარიშ – ფაქტურის დანართი

                       ,,------------“       ,,------------------------“     ,,---------------“

                        რიცხვი                თვე (სიტყვიერად)                 წელი

საქონლის (მომსახურების) დასახელება და მათი ტექნიკური მაჩვენებლები, რომლის მიმართ წარმოებს კორექტირება

ზომის ერთეული

კორექტირებას დაქვემდებარებული საქონლის რაოდენობა

ერთეულის ფასი დღგ-ს და აქციზის გარეშე

კორექტირებას დაქვემდებარებული

საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის გარეშე

აქციზი

დღგ

კორექტირებას დაქვემდებარებული

საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის ჩათვლით

განაკვეთი

თანხა

%

თანხა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების ჯამი

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                

ხელმძღვანელი    

                                                                                              

ან სხვა უფლებამოსილი პირი                          

(ხელმოწერა)                            ბ.ა                         

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №556-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1217

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №556-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1217

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის  ბრძანება №758-სსმIII, №127, 04.10.2010წ.; მუხ.1859

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №556-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1217

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №556-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1217

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №556-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1217

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის(მ.შ. კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №84, 14.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 200.230.040.22.033.007.072 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59554-9/