„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.007.151
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №148
2005 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და 92-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქცია.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №387 - სსმ III, №60, 30.04.2007 წ., მუხ.660
ინსტრუქცია
გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს გადამხდელის საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის პროცედურებს.
2. საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე და 92-ე მუხლების საფუძველზე, ამ ინსტრუქციის შესაბამისად.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება, თუ:
ა) იგი აღიარებულია უიმედო საგადასახადო დავალიანებად, ან
ბ) საგადასახადო ვალდებულებები შეწყვეტილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე მუხლის ან საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების საფუძველზე.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად:
ა) მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის ან მემკვიდრის (მემკვიდრეების) მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან, თუ გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას, საგადასახადო ვალდებულების დარჩენილი დავალიანების თანხა ითვლება უიმედო ვალად და ჩამოიწერება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით;
ბ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის, სანქციები) ითვლება უიმედო ვალად და ჩამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ მისი ქონება არასაკმარისია საგადასახადო ვალდებულების (მათ შორის, სანქციების) შესასრულებლად.
მუხლი 2. უიმედო საგადასახადო დავალიანების ცნება
უიმედო საგადასახადო დავალიანება – ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოქმნილია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით ან/და სანქციებით, თუ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ქონების მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების შედეგად დადგინდა, რომ მას არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები, ან მისი ქონება ან/და აქტივები იმდენად მცირეა, რომ ვერ ფარავს არბიტრაჟის/სასამართლოს ხარჯებს.
მუხლი 3. საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და მისი ჩამოწერის საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა
1. საგადასახადო დავალიანებათა უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების საკითხს სწავლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
2. საგადასახადო დავალიანების უიმედოდ აღიარების საკითხის განსახილველად შემოსავლების სამსახურს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) საგადასახადო ინსპექციის წერილობითი მიმართვა;
ბ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საგადასახადო ინსპექციის და/ან აუდიტის დასკვნა გადამხდელის ქონების შესახებ;
დ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ე) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან;
ვ) დოკუმენტაცია გადამხდელის მიმართ გატარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ;
ზ) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ გადამხდელს არ გააჩნია ქონება და აქტივები.
3. გარდაცვლილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო ფიზიკური პირის ვადაგადაცილებული დავალიანების ჩამოწერის მიზნით, საგადასახადო ინსპექციის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ცნობა პირის გარდაცვალების და მისი მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის შესახებ;

გ) საგადასახადო ინსპექციის და/ან აუდიტის დასკვნა ქონების შესახებ;
დ) დოკუმენტი ფიზიკური პირის ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების და მისი მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის შესახებ.
4. შემოსავლების სამსახური საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აკეთებს დასკვნას – საგადასახადო დავალიანებათა უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ, რომელიც საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
5. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხი შემოსავლების სამსახურიდან დასკვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში განიხილება ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ კომისიაზე, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას.
6. კომისიის დასკვნა წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს დავალიანებათა ჩამოწერის შესახებ.
7. საგადასახადო დავალიანება ჩამოწერილად ითვლება ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში მითითებული თარიღიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №387 - სსმ III, №60, 30.04.2007 წ., მუხ.660
მუხლი 4. საგადასახადო ვალდებულების განახლება
1. თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა უიმედო საგადასახადო დავალიანება, აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, ან/და დადგინდა, რომ მას აქვს ქონება, მაშინ ამ პირის მიმართ განახლდება ადრე ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების მოქმედება, საურავის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისია ამზადებს დასკვნას და ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს უიმედო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №387 - სსმ III, №60, 30.04.2007 წ., მუხ.660
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.007.151
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №148
2005 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და 92-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქცია.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №387 - სსმ III, №60, 30.04.2007 წ., მუხ.660
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №997 - სსმ III, №115, 15.08.2007 წ., მუხ.1269
ინსტრუქცია
გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს გადამხდელის საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის პროცედურებს.
2. საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე და 92-ე მუხლების საფუძველზე, ამ ინსტრუქციის შესაბამისად.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება, თუ:
ა) იგი აღიარებულია უიმედო საგადასახადო დავალიანებად, ან
ბ) საგადასახადო ვალდებულებები შეწყვეტილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე მუხლის ან საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების საფუძველზე.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად:
ა) მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის ან მემკვიდრის (მემკვიდრეების) მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან, თუ გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას, საგადასახადო ვალდებულების დარჩენილი დავალიანების თანხა ითვლება უიმედო ვალად და ჩამოიწერება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით;
ბ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის, სანქციები) ითვლება უიმედო ვალად და ჩამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ მისი ქონება არასაკმარისია საგადასახადო ვალდებულების (მათ შორის, სანქციების) შესასრულებლად.
მუხლი 2. უიმედო საგადასახადო დავალიანების ცნება🔗
უიმედო საგადასახადო დავალიანება – ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოქმნილია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით ან/და სანქციებით, თუ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ქონების მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების შედეგად დადგინდა, რომ მას არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები, ან მისი ქონება ან/და აქტივები იმდენად მცირეა, რომ ვერ ფარავს არბიტრაჟის/სასამართლოს ხარჯებს.
უიმედო საგადასახადო დავალიანება – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-20 ნაწილით განსაზღვრული უიმედო საგადასახადო დავალიანება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №997 - სსმ III, №115, 15.08.2007 წ., მუხ.1269
მუხლი 3. საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და მისი ჩამოწერის საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა🔗
1. საგადასახადო დავალიანებათა უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების საკითხს სწავლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
2. საგადასახადო დავალიანების უიმედოდ აღიარების საკითხის განსახილველად შემოსავლების სამსახურს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) საგადასახადო ინსპექციის წერილობითი მიმართვა;
ბ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საგადასახადო ინსპექციის და/ან აუდიტის დასკვნა გადამხდელის ქონების შესახებ;
დ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ე) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან;
ვ) დოკუმენტაცია გადამხდელის მიმართ გატარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ;
ზ) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ გადამხდელს არ გააჩნია ქონება და აქტივები.
ზ) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ გადამხდელს არ გააჩნია ქონება და აქტივები;
თ) საგადასახადო ინსპექციის დასკვნა საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ.
3. გარდაცვლილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო ფიზიკური პირის ვადაგადაცილებული დავალიანების ჩამოწერის მიზნით, საგადასახადო ინსპექციის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ცნობა პირის გარდაცვალების და მისი მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის შესახებ;
ბ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საგადასახადო ინსპექციის და/ან აუდიტის დასკვნა ქონების შესახებ;
დ) დოკუმენტი ფიზიკური პირის ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების და მისი მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის შესახებ.
დ) დოკუმენტი ფიზიკური პირის ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების და მისი მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის შესახებ;
4. შემოსავლების სამსახური საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აკეთებს დასკვნას – საგადასახადო დავალიანებათა უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ, რომელიც საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
ე) საგადასახადო ინსპექციის დასკვნა საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ.
31. გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შემთხვევაში საგადასახადო დავალიანების უიმედოდ აღიარების საკითხის განსახილველად შემოსავლების სამსახურს საგადასახადო ინსპექციის მიერ წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) საგადასახადო ინსპექციის წერილობითი მიმართვა;
ბ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სასამართლოს დადგენილება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და ლიკვიდაციის შესახებ;
დ) საგადასახადო ინსპექციის დასკვნა საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ.
4. შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭო საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აკეთებს დასკვნას – საგადასახადო დავალიანებათა უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ, რომელიც საგადასახადო ინსპექციის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად, საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
5. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხი შემოსავლების სამსახურიდან დასკვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში განიხილება ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ კომისიაზე, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას.
6. კომისიის დასკვნა წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს დავალიანებათა ჩამოწერის შესახებ.
7. საგადასახადო დავალიანება ჩამოწერილად ითვლება ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში მითითებული თარიღიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №387 - სსმ III, №60, 30.04.2007 წ., მუხ.660
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №997 - სსმ III, №115, 15.08.2007 წ., მუხ.1269
მუხლი 4. საგადასახადო ვალდებულების განახლება🔗
1. თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა უიმედო საგადასახადო დავალიანება, აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, ან/და დადგინდა, რომ მას აქვს ქონება, მაშინ ამ პირის მიმართ განახლდება ადრე ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების მოქმედება, საურავის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისია ამზადებს დასკვნას და ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს უიმედო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №387 - სსმ III, №60, 30.04.2007 წ., მუხ.660
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №148, 17.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.007.151 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59812-1/