„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.007.151
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №148
2005 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და 92-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქცია.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
ინსტრუქცია
გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს გადამხდელის საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის პროცედურებს.
2. საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე და 92-ე მუხლების საფუძველზე, ამ ინსტრუქციის შესაბამისად.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება, თუ:
ა) იგი აღიარებულია უიმედო საგადასახადო დავალიანებად, ან
ბ) საგადასახადო ვალდებულებები შეწყვეტილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე მუხლის ან საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების საფუძველზე.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად:
ა) მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის ან მემკვიდრის (მემკვიდრეების) მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან, თუ გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას, საგადასახადო ვალდებულების დარჩენილი დავალიანების თანხა ითვლება უიმედო ვალად და ჩამოიწერება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით;
ბ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის, სანქციები) ითვლება უიმედო ვალად და ჩამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ მისი ქონება არასაკმარისია საგადასახადო ვალდებულების (მათ შორის, სანქციების) შესასრულებლად.
მუხლი 2. უიმედო საგადასახადო დავალიანების ცნება
უიმედო საგადასახადო დავალიანება – ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოქმნილია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით ან/და სანქციებით, თუ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ქონების მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების შედეგად დადგინდა, რომ მას არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები, ან მისი ქონება ან/და აქტივები იმდენად მცირეა, რომ ვერ ფარავს არბიტრაჟის/სასამართლოს ხარჯებს.
მუხლი 3. საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და მისი ჩამოწერის საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა
1. საგადასახადო დავალიანებათა უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების საკითხს სწავლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
2. საგადასახადო დავალიანების უიმედოდ აღიარების საკითხის განსახილველად საგადასახადო დეპარტამენტს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) საგადასახადო ინსპექციის წერილობითი მიმართვა;
ბ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საგადასახადო ინსპექციის და/ან აუდიტის დასკვნა გადამხდელის ქონების შესახებ;
დ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ე) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან;
ვ) დოკუმენტაცია გადამხდელის მიმართ გატარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ;
ზ) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ გადამხდელს არ გააჩნია ქონება და აქტივები.
3. გარდაცვლილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო ფიზიკური პირის ვადაგადაცილებული დავალიანების ჩამოწერის მიზნით, საგადასახადო ინსპექციის მიერ საგადასახადო დეპარტამენტში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ცნობა პირის გარდაცვალების და მისი მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის შესახებ;
ბ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საგადასახადო ინსპექციის და/ან აუდიტის დასკვნა ქონების შესახებ;
დ) დოკუმენტი ფიზიკური პირის ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების და მისი მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის შესახებ.
4. საგადასახადო დეპარტამენტი საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აკეთებს დასკვნას – საგადასახადო დავალიანებათა უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ, რომელიც საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
5. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხი საგადასახადო დეპარტამენტიდან დასკვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში განიხილება ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ კომისიაზე, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას.
6. კომისიის დასკვნა წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს დავალიანებათა ჩამოწერის შესახებ.
7. საგადასახადო დავალიანება ჩამოწერილად ითვლება ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში მითითებული თარიღიდან.
მუხლი 4. საგადასახადო ვალდებულების განახლება
1. თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა უიმედო საგადასახადო დავალიანება, აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, ან/და დადგინდა, რომ მას აქვს ქონება, მაშინ ამ პირის მიმართ განახლდება ადრე ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების მოქმედება, საურავის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისია ამზადებს დასკვნას და ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტს, უიმედო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.007.151
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №148
2005 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №933 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ., მუხ.1870
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, 92-ე მუხლის და 281-ე მუხლის 22-ე და 221 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №933 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ., მუხ.1870
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №195 - სსმ III, №30, 19.03.2010 წ., მუხ.434
1. დამტკიცდეს ,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ინსტრუქცია“.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №933 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ., მუხ.1870
,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და 92-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქცია.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №387 - სსმ III, №60, 30.04.2007 წ., მუხ.660
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №997 - სსმ III, №115, 15.08.2007 წ., მუხ.1269
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №933 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ., მუხ.1870
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 1 ივნისის ბრძანება №326 - სსმ III, №68, 03.06.2009 წ., მუხ.751
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №619 - სსმ III, №117, 28.09.2009 წ., მუხ.1341
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №195 - სსმ III, №30, 19.03.2010 წ., მუხ.434
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის ბრძანება №500 - სსმ III, №74, 23.06.2010 წ., მუხ.1078
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №929-სსმ III, №165,17.12.2010 წ.,მუხ.2350
ინსტრუქცია
გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №933 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ., მუხ.1870
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების (მათ შორის, უიმედო საგადასახადო დავალიანების) ჩამოწერის პროცედურებს.
2. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება, თუ:
ა) იგი აღიარებულია უიმედო საგადასახადო დავალიანებად;
ბ) საგადასახადო ვალდებულებები შეწყვეტილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, კერძოდ:
ბ.ა) მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის ან მემკვიდრის (მემკვიდრეების) მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან თუ გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას, საგადასახადო ვალდებულების დარჩენილი დავალიანების თანხა ითვლება უიმედო ვალად;
ბ.ბ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის, სანქციები) იმ შემთხვევაში, თუ მისი ქონება არასაკმარისია საგადასახადო ვალდებულების (მათ შორის, სანქციების) შესასრულებლად;
გ) საგადასახადო ვალდებულებები შეწყვეტილია საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების საფუძველზე;
დ) არსებობს ერთ-ერთი შემდეგი წინაპირობა:
დ.ა) საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის სამართლებრივ ფორმას, ამასთანავე, ამ გადასახადის გადამხდელს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება (დეკლარაციების ან/და გაანგარიშებების წარდგენა) და საგადასახადო ვალდებულების შესრულება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში;
დ.ბ) გადასახადის გადამხდელი არის ლიკვიდირებული საბიუჯეტო ორგანიზაცია;
დ.გ) იურიდიული პირის ლიკვიდაცია განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და იგი ამოიშალა სამეწარმეო რეესტრიდან;
ე) არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი შემთხვევა, როდესაც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის სამეურვეო ქონების ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად.
3. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ხორციელდება:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის შესაბამისად;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №933 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ., მუხ.1870
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №195 - სსმ III, №30, 19.03.2010 წ., მუხ.434
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის ბრძანება №500 - სსმ III, №74, 23.06.2010 წ., მუხ.1078
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 24-ე ნაწილით განსაზღვრული საგადასახადო დავალიანება, რომელიც არ არის გადახდილი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;
ბ) უიმედო საგადასახადო დავალიანება – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-20 ნაწილით განსაზღვრული უიმედო საგადასახადო დავალიანება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №997 - სსმ III, №115, 15.08.2007 წ., მუხ.1269
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №933 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ., მუხ.1870
მუხლი 3. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა🔗
1. თუ საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის სამართლებრივ ფორმას, ამასთანავე ამ გადასახადის გადამხდელს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება (დეკლარაციების ან/და გაანგარიშებების წარდგენა) და საგადასახადო ვალდებულებების შესრულება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის განსახილველად მომზადების მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურს წერილობით წარედგინება ინფორმაცია:
ა) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ბ) გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი ფორმის, სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ;
გ) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშგებისა (დეკლარაციებისა ან/და გაანგარიშებების წარდგენა) და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში განუხორციელებლობის თაობაზე.
2. თუ გადასახადის გადამხდელი არის ლიკვიდირებული საბიუჯეტო ორგანიზაცია, შემოსავლების სამსახურს საგადასახადო ორგანოს მიერ წარედგინება:
ა) ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ბ) ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ;
გ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი).
3. თუ იურიდიული პირის ლიკვიდაცია განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და იგი ამოიშალა სამეწარმეო რეესტრიდან, შემოსავლების სამსახურს საგადასახადო ორგანოს მიერ წარედგინება:
ა) ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ;
გ) ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის შესახებ.
31. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს საგადასახადო ორგანოს მიერ წარედგინება:
ა) ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ბ) გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი ფორმის, სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ;
გ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტები.
4. საგადასახადო ორგანოდან წარმოდგენილ მასალებს, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტი ერთი თვის ვადაში განსახილველად წარუდგენს შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს, გარდა ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ბ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭო წარმოდგენილი მასალების ამ მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას დავალიანების ჩამოწერის ან ჩამოწერაზე უარის შესახებ.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა და დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალები უბრუნდება საგადასახადო ორგანოს და ეძლევა გონივრული ვადა (არა უმეტეს ერთი თვე) აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ერიცხება იმ გადასახადის მიხედვით, რომლის დაბეგვრის ობიექტს (წარმოშობის საფუძველს) ქონებრივი უფლებები წარმოადგენს, მაშინ შემოსავლების სამსახურს შეუძლია საგადასახადო ორგანოს დამატებით მოსთხოვოს პირის საკუთრებაში ქონების არარსებობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.
6. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ბ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე.
7. საგადასახადო დავალიანება ჩამოწერილად ითვლება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (ბრძანებაში) მითითებული თარიღიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №387 - სსმ III, №60, 30.04.2007 წ., მუხ.660
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №997 - სსმ III, №115, 15.08.2007 წ., მუხ.1269
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №933 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ., მუხ.1870
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 1 ივნისის ბრძანება №326 - სსმ III, №68, 03.06.2009 წ., მუხ.751
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №619 - სსმ III, №117, 28.09.2009 წ., მუხ.1341
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №195 - სსმ III, №30, 19.03.2010 წ., მუხ.434
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის ბრძანება №500 - სსმ III, №74, 23.06.2010 წ., მუხ.1078
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №929-სსმ III, №165,17.12.2010 წ.,მუხ.2350
მუხლი 4. საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და მისი ჩამოწერის საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა🔗
1. საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების საკითხს სწავლობს შემოსავლების სამსახური საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
2. საგადასახადო დავალიანების უიმედოდ აღიარების საკითხის განსახილველად შემოსავლების სამსახურს საგადასახადო ორგანოს მიერ წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვა;
ბ) საგადასახადო დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საგადასახადო ორგანოს და/ან აუდიტის დასკვნა გადამხდელის ქონების შესახებ;
გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს გადამხდელის საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის პროცედურებს.
2. საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე და 92-ე მუხლების საფუძველზე, ამ ინსტრუქციის შესაბამისად.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება, თუ:
ა) იგი აღიარებულია უიმედო საგადასახადო დავალიანებად, ან
ბ) საგადასახადო ვალდებულებები შეწყვეტილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე მუხლის ან საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების საფუძველზე.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად:
ა) მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის ან მემკვიდრის (მემკვიდრეების) მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან, თუ გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას, საგადასახადო ვალდებულების დარჩენილი დავალიანების თანხა ითვლება უიმედო ვალად და ჩამოიწერება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით;
ბ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის, სანქციები) ითვლება უიმედო ვალად და ჩამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ მისი ქონება არასაკმარისია საგადასახადო ვალდებულების (მათ შორის, სანქციების) შესასრულებლად.
მუხლი 2. უიმედო საგადასახადო დავალიანების ცნება
უიმედო საგადასახადო დავალიანება – ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოქმნილია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით ან/და სანქციებით, თუ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ქონების მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების შედეგად დადგინდა, რომ მას არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები, ან მისი ქონება ან/და აქტივები იმდენად მცირეა, რომ ვერ ფარავს არბიტრაჟის/სასამართლოს ხარჯებს.
მუხლი 3. საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და მისი ჩამოწერის საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა
1. საგადასახადო დავალიანებათა უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების საკითხს სწავლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
2. საგადასახადო დავალიანების უიმედოდ აღიარების საკითხის განსახილველად საგადასახადო დეპარტამენტს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) საგადასახადო ინსპექციის წერილობითი მიმართვა;
ბ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საგადასახადო ინსპექციის და/ან აუდიტის დასკვნა გადამხდელის ქონების შესახებ;
დ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ე) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან;
ვ) დოკუმენტაცია გადამხდელის მიმართ გატარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ;
ზ) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ გადამხდელს არ გააჩნია ქონება და აქტივები;
თ) საგადასახადო ორგანოს დასკვნა საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების მიზანშეწონილობის შესახებ.
3. გარდაცვლილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო ფიზიკური პირის ვადაგადაცილებული დავალიანების ჩამოწერის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვა;
ბ) ცნობა პირის გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ;
გ) ცნობა გარდაცვლილი პირის მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის შესახებ;
დ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საგადასახადო ორგანოს და/ან აუდიტის დასკვნა ქონების შესახებ;
ვ) საგადასახადო ორგანოს დასკვნა საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების მიზანშეწონილობის შესახებ.
4. (ამოღებულია).
5. შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭო საგადასახადო ორგანოდან წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აკეთებს დასკვნას – საგადასახადო დავალიანებათა უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ, რომელიც საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად, საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
6. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ კომისიაზე (შემდგომში – კომისია), რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას.
7. კომისიის დასკვნა წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) დავალიანებათა ჩამოწერის შესახებ.
8. საგადასახადო დავალიანება ჩამოწერილად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (ბრძანებაში) მითითებული თარიღიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №387 - სსმ III, №60, 30.04.2007 წ., მუხ.660
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №933 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ., მუხ.1870
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 1 ივნისის ბრძანება №326 - სსმ III, №68, 03.06.2009 წ., მუხ.751
მუხლი 5. საგადასახადო ვალდებულების განახლება🔗
1. თუ გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად ჩამოეწერა ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მაშინ მის მიმართ განახლდება ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების მოქმედება, საურავის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის (მათ შორის საგადასახადო ორგანოს მომართვის) საფუძველზე შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების აღდგენის საფუძვლების თაობაზე და წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფროსს, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) ბათილად ცნობისა და ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულებების განახლების თაობაზე.
3. თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა უიმედო საგადასახადო დავალიანება, აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას ან/და დადგინდა, რომ მას აქვს ქონება, მაშინ ამ პირის მიმართ განახლდება ადრე ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების მოქმედება, საურავის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისია ამზადებს დასკვნას და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს უიმედო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №933 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ., მუხ.1870
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №619 - სსმ III, №117, 28.09.2009 წ., მუხ.1341
ზ) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ გადამხდელს არ გააჩნია ქონება და აქტივები.
3. გარდაცვლილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო ფიზიკური პირის ვადაგადაცილებული დავალიანების ჩამოწერის მიზნით, საგადასახადო ინსპექციის მიერ საგადასახადო დეპარტამენტში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ცნობა პირის გარდაცვალების და მისი მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის შესახებ;
ბ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საგადასახადო ინსპექციის და/ან აუდიტის დასკვნა ქონების შესახებ;
დ) დოკუმენტი ფიზიკური პირის ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების და მისი მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის შესახებ.
4. საგადასახადო დეპარტამენტი საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აკეთებს დასკვნას – საგადასახადო დავალიანებათა უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ, რომელიც საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
5. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხი საგადასახადო დეპარტამენტიდან დასკვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში განიხილება ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ კომისიაზე, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას.
6. კომისიის დასკვნა წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს დავალიანებათა ჩამოწერის შესახებ.
7. საგადასახადო დავალიანება ჩამოწერილად ითვლება ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში მითითებული თარიღიდან.
მუხლი 4. საგადასახადო ვალდებულების განახლება
1. თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა უიმედო საგადასახადო დავალიანება, აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, ან/და დადგინდა, რომ მას აქვს ქონება, მაშინ ამ პირის მიმართ განახლდება ადრე ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების მოქმედება, საურავის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისია ამზადებს დასკვნას და ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტს, უიმედო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.12.2010.
- როდის იქნა მიღებული „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე?
- „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მიღებულია 17.03.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №148. სარეგისტრაციო კოდი — 200.010.000.22.033.007.151.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე-ში?
- დოკუმენტში სულ 9 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2010.
- სად არის „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №148, 17.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.007.151 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59812/