დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.04.2005 ბოლო ცვლილება 25.06.2025
ნომერი
№220
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.007.224
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 08/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (20)

შემდგომი ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (12)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 2

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.007.224

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №220

2005 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

      საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის ბრძანება №51- ვებგვერდი, 08.02.2011 წ.

1. სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად დამქირავებლის ბრძანებით მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ – ქვეყნის შიგნით დაქირავებულის მივლინებისას:

ა) სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და სადღესასწაულო, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდეს მხოლოდ მგზავრობის ხარჯები;

ბ) მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019

      საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის ბრძანება №51- ვებგვერდი, 08.02.2011 წ.

2. სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად დამქირავებლის ბრძანებით დაქირავებულის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას:

ა) სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვროს თანახმად დანართი №1-ისა, რომლებიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეების გამოურიცხავად;

ბ) მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ეკონომკლასის (ან მისი შესაბამისი კლასის) ბილეთის ღირებულებისა.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27  ივნისის ბრძანება №560- სსმIII,  №94  02.07.2007წ., მუხ.1045

3. დაქირავებულის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი (30 დღეზე მეტი ვადით) სამსახურებრივი მივლინებისას პირველი 30 დღის განმავლობაში სადღეღამისო ხარჯების ნორმები განისაზღვროს დანართი №1-ის მიხედვით მოკლევადიანი (30 დღემდე ვადით) მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით, ხოლო 30 დღის შემდეგ – ამავე დანართით განსაზღვრულ საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებათა მუშაკებისათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს.

4. თუ დაქირავებულის მივლინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმღები მხარე უზრუნველყოფს მხოლოდ კვების ხარჯებით, მაშინ მისი სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს დანართ №1-ში გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის 30 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019

41 . (ამოღებულია).

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29  დეკემბრის  ბრძანება №956- სსმIII,  №186,   30.12.2008წ., მუხ.1943

42 . (ამოღებულია).

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29  დეკემბრის  ბრძანება №956- სსმIII,  №186,   30.12.2008წ., მუხ.1943

43 . (ამოღებულია).

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27  ივნისის ბრძანება №560- სსმIII,  №94  02.07.2007წ., მუხ.1045

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29  დეკემბრის  ბრძანება №956- სსმIII,  №186,   30.12.2008წ., მუხ.1943

4​4 . სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები განისაზღვროს „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 აგვისტოს №635 ბრძანებულების შესაბამისად.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27  ივნისის ბრძანება №560- სსმIII,  №94  02.07.2007წ., მუხ.1045

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №657-სსმIII, №101, 20.08.2010წ., მუხ.1525

45 . საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას  სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს დანართი 3-ის შესაბამისად.

შენიშვნა: (ამოღებულია).

4​6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს №4 დანართის შესაბამისად.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1156- სსმIII,  №147,  22.10.. 2007წ., მუხ.1651

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27  ივნისის ბრძანება №560- სსმIII,  №94  02.07.2007წ., მუხ.1045

4​7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს №5 დანართის შესაბამისად

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №1189- სსმIII,  №144, 12.12. 2005წ., მუხ.1600

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ბრძანება №177- სსმIII,   №34,  16.03.2006წ., მუხ.408

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის ბრძანება №444- სსმIII,  №63,  08.05.2007წ., მუხ.711

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1156- სსმIII,  №147,  22.10.. 2007წ., მუხ.1651

48 . საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27  ივნისის ბრძანება №560- სსმIII,  №94  02.07.2007წ., მუხ.1045

49 . ამ ბრძანების მიზნებისათვის, ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 28 იანვრის №35 ბრძანებულების ამოქმედებიდან, საჯარო მოსამსახურეთა სამივლინებო ხარჯების ნორმები განისაზღვროს ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების შესაბამისად.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29  დეკემბრის  ბრძანება №956- სსმIII,  №186,   30.12.2008წ., მუხ.1943

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019

2.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №1189- სსმIII,  №144, 12.12. 2005წ., მუხ.1600

3.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ბრძანება №177- სსმIII,  №34,  16.03.2006წ., მუხ.408

4.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის  ბრძანება №595- სსმIII,  №81,  15. 06. 2006წ., მუხ.1065

5.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის ბრძანება №444- სსმIII,  №63,  08.05.2007წ., მუხ.711

6.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №1074- სსმIII,  №135,  27.09. 2007წ., მუხ.1473

7.   საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1156- სსმIII,  №147,  22.10.. 2007წ., მუხ.1651

8.    საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27  ივნისის ბრძანება №560- სსმIII,  №94  02.07.2007წ., მუხ.1045

9.   საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29  დეკემბრის  ბრძანება №956- სსმIII,  №186,   30.12.2008წ., მუხ.1943

10.   საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 24  ივლისის   ბრძანება №480- სსმIII,  №93,   28.07.2009წ., მუხ.979

11.   საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №657-სსმIII, №101, 20.08.2010წ., მუხ.1525

12. საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის ბრძანება №51- ვებგვერდი, 08.02.2011 წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

დანართი

 

 

სადღეღამისო

ქვეყნის

უცხოური

მოკლევადიანი

საზღვარგარეთ

დღეღამეში

ავსტრალია

ავსტრალიური

ავსტრია

ევრო

ავღანეთი

აშშ დოლარი

აზერბაიჯანი

აშშ

ალბანეთი

აშშ

ალჟირი

აშშ

ამერიკის

აშშ

ანგოლა

აშშ

ანდორა

შვეიცარული

ანტიგუა

აშშ

არაბეთის

აშშ

არგენტინა

აშშ

ახალი

აშშ

ბანგლადეში

ევრო

ბარბადოსი

აშშ

ბახრეინი

აშშ

ბაჰამის

აშშ

ბელარუსი

აშშ

ბელგია

ევრო

ბელიზი

აშშ

ბენინი

ევრო

ბერმუდის კუნძულები

აშშ

ბოლივია

აშშ

ბოსნია

აშშ

ბოტსვანა

აშშ

ბრაზილია

შვეიცარული

ბრუნეი

აშშ

ბულგარეთი

აშშ

ბურკინა

ევრო

გაბონი

ევრო

გაიანა

აშშ

გამბია

ევრო

განა

აშშ

გერმანია

ევრო

გვატემალა

აშშ

გვინეა

აშშ

გვინეა

აშშ

გიბრალტარი

აშშ დოლარი

გრენადა

აშშ

დანია

დანიური

დიდი

ინგლისური

დომინიკის

აშშ

ეგვიპტე

აშშ

ეთიოპია

ევრო

ეკვადორი

აშშ

ეკვატორიალური

აშშ

ერაყი

აშშ

ესპანეთი

ევრო

ესტონეთი

აშშ

ვანუატუ

ევრო

ვენესუელა

აშშ

ვიეტნამი

აშშ

ზამბია

აშშ

ზიმბაბვე

აშშ

თურქეთი

აშშ

თურქმენეთი

აშშ

იამაიკა

აშშ

იაპონია

იაპონური

იემენი

ევრო

ინდოეთი

აშშ

ინდონეზია

აშშ

იორდანია

აშშ

ირანი

აშშ

ირლანდია

ევრო

ისლანდია

აშშ

ისრაელი

აშშ

იტალია

ევრო

სერბია

აშშ დოლარი

კაბო

აშშ

კაიმანის

აშშ

კამბოჯა

აშშ

კანადა

აშშ

კატარი

აშშ

კენია

აშშ

კვიპროსი

კვიპროსული

კოლუმბია

აშშ

კომორის

აშშ

კონგო

ევრო

კონგოს

აშშ

კორეის

აშშ

კოსტა

აშშ

კოტ

ევრო

კუბა

აშშ

ლაოსი

აშშ

ლატვია

აშშ

ლესოტო

აშშ

ლიბანი

აშშ

ლიბერია

აშშ

ლიბია

აშშ

ლიტვა

აშშ

ლიხტენშტეინი

შვეიცარული

ლუქსემბურგი

ევრო

მადაგასკარი

აშშ

მავრიკია

აშშ

მავრიტანია

აშშ

მაკაო

აშშ

მაკედონია

აშშ

მალავი

აშშ

მალაიზია

მალაიზიური

მალდივი

აშშ

მალი

ევრო

მალტა

ევრო

მაროკო

ევრო

მექსიკა

აშშ

მიანმა

ევრო

მოზამბიკი

აშშ

მოლდოვა

აშშ

მონაკო

ევრო

მონღოლეთი

აშშ

ნამიბია

აშშ

ნეპალი

აშშ

ნიგერი

ევრო

ნიგერია

აშშ

ნიდერლანდები

ევრო

ნიკარაგუა

აშშ

ნორვეგია

ნორვეგიული

ომანი

აშშ

პაკისტანი

აშშ

პალაუს

აშშ

პანამა

აშშ

პაპუა

აშშ

პარაგვაი

აშშ

პერუ

აშშ

პოლონეთი

აშშ

პორტუგალია

ევრო

პუერტო

აშშ

რუანდა

აშშ

რუმინეთი

აშშ

რუსეთის

აშშ

საბერძნეთი

ევრო

სალვადორი

აშშ

სამოა

აშშ

სამხრეთ

აშშ

სამხრეთ

აშშ

სან

ევრო

სან

აშშ

საუდის

აშშ

საფრანგეთი

ევრო

საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია

ევრო

სეიშელის

ევრო

სენეგალი

ევრო

სენტ

აშშ

სვაზილენდი

აშშ

სიერა

აშშ

სინგაპური

სინგაპურული

სირია

აშშ

სლოვაკეთი

აშშ

სლოვენია

აშშ

სომალი

აშშ

სომხეთი

აშშ

სუდანი

შვეიცარული

სურინამი

აშშ

ტაივანი

აშშ

ტაილანდი

შვეიცარული

ტანზანია

აშშ

ტაჯიკეთი

აშშ

ტოგო

ევრო

ტონგა

აშშ

ტრინიდადი

აშშ

ტუნისი

ინგლისური

უგანდა

აშშ

უზბეკეთი

აშშ

უკრაინა

აშშ

უნგრეთი

აშშ

ურუგვაი

აშშ

ფილიპინები

აშშ

ფინეთი

ევრო

ფიჯი

აშშ

ქუვეითი

ქუვეითური

ყაზახეთი

აშშ

ყირგიზეთი

აშშ

შვეიცარია

შვეიცარული

შვედეთი

შვედური

შრი

შვეიცარული

ჩადი

ევრო

ჩეხეთი

აშშ

ჩილე

აშშ

ჩინეთი

აშშ

ცენტრალური

ევრო

ხორვატია

აშშ

ჰაიტი

აშშ

ჰონდურასი

აშშ

 

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27  ივნისის ბრძანება №560- სსმIII,  №94  02.07.2007წ., მუხ.1045

დანართი საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27  ივნისის ბრძანება №560- სსმIII,  №94  02.07.2007წ., მუხ.1045

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29  დეკემბრის  ბრძანება №956- სსმIII,  №186,   30.12.2008წ., მუხ.1943

დანართი №3

საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი

№

მოსამსახურეთა თანამდებობრივი დასახელება

სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტობით

1

პარლამენტის თავმჯდომარე

100

2

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

90

3

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

80

4

პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები

 

50

5

საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე

50

6

პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერთა მოადგილეები და მდივნები, საპარლამენტო ფრაქციის მდივანი, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა მოადგილეები და მდივნები, პარლამენტის წევრი, პარლამენტის აპარატის უფროსი

 

 

 

45

7

პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, საბიუჯეტო ოფისის უფროსი, მანდატურთუხუცესი

40

8

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე, კომიტეტის აპარატის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე, მთავარი ბუღალტერი, სასწავლო ცენტრის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის სამდივნოთა უფროსები, პარლამენტის აპარატის უფროსის სამდივნოს უფროსი, განყოფილების უფროსი

35

შენიშვნები:

1. საპარლამენტო დელეგაცია არის ის დელეგაცია, რომელსაც მიენიჭა საქართველოს პარლამენტის სახელით გამოსვლის უფლება.

2. საქართველოს პარლამენტის წევრს და პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეს (ერთზე მეტი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში) უფლება აქვთ მიიღონ დანართი №3-ით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის მხოლოდ ერთი, უფრო მაღალი დანამატი.

3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მივლინების პირველ სამ დღეზე სადღეღამისო ნორმის დანამატი (თითოეულ დღეზე) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის _ 230 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის _ 200 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში.

4. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს, კომიტეტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარესა და საპარლამენტო დელეგაციის წევრს სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.

5. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საპარლამენტო დელეგაციების წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.

6. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ბრძანება №177- სსმIII,   №34,  16.03.2006წ., მუხ.408

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის  ბრძანება №595- სსმIII,  №81,  15. 06. 2006წ., მუხ.1065

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29  დეკემბრის  ბრძანება №956- სსმIII,  №186,   30.12.2008წ., მუხ.1943

დანართი №4

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი:

 

№

მოსამსახურეთა თანამდებობრივი დასახელება

სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტებით

1

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

100

2

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

90

 

 

3

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

85

 

4

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი

80

შენიშვნა:

1. თუ მივლინების ხანგრძლივობა 3 დღეზე ნაკლებია ან 3 დღეა:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 280 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით;

ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და წევრების სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 130 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით.

 2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობისა და სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №1074- სსმIII,  №135,  27.09. 2007წ., მუხ.1473

დანართი №5

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი:

 

№

მოსამსახურეთა თანამდებობრივი დასახელება

სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა

პროცენტებით

1

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

100

2

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

85

 

3

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი

80

 შენიშვნა:

 1. თუ მივლინების ხანგრძლივობა 3  დღეზე ნაკლებია ან 3 დღეა:

 ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 280 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით;

 ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და წევრების სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 130 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით.

 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობისა და სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აუნაზღაურდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1156- სსმIII,  №147,  22.10.. 2007წ., მუხ.1651

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 24  ივლისის   ბრძანება №480- სსმIII,  №93,   28.07.2009წ., მუხ.979

 

 

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“, №220, 05.04.2005, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.224 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60034-12/