დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (20)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (18)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №220
2005 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად დამქირავებლის ბრძანებით მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ – ქვეყნის შიგნით დაქირავებულის მივლინებისას:
ა) სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და სადღესასწაულო, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდეს მხოლოდ მგზავრობის ხარჯები;
ბ) მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის ბრძანება №51- ვებგვერდი, 08.02.2011 წ.
2. სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად დამქირავებლის ბრძანებით დაქირავებულის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას:
ა) სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვროს თანახმად დანართი №1-ისა, რომლებიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეების გამოურიცხავად;
ბ) მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ეკონომკლასის (ან მისი შესაბამისი კლასის) ბილეთის ღირებულებისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045
3. დაქირავებულის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი (30 დღეზე მეტი ვადით) სამსახურებრივი მივლინებისას პირველი 30 დღის განმავლობაში სადღეღამისო ხარჯების ნორმები განისაზღვროს დანართი №1-ის მიხედვით მოკლევადიანი (30 დღემდე ვადით) მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით, ხოლო 30 დღის შემდეგ – ამავე დანართით განსაზღვრულ საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებათა მუშაკებისათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს.
4. თუ დაქირავებულის მივლინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმღები მხარე უზრუნველყოფს მხოლოდ კვების ხარჯებით, მაშინ მისი სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს დანართ №1-ში გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის 30 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019
41. (ამოღებულია).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №956- სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1943
42. (ამოღებულია).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №956- სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1943
43. (ამოღებულია).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №956- სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1943
44. სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები განისაზღვროს „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №657-სსმIII, №101, 20.08.2010წ., მუხ.1525
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 ივლისის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 31.07.2020წ.
45. საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს დანართი 3-ის შესაბამისად.
შენიშვნა: (ამოღებულია).
46. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ნორმები განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1156- სსმIII, №147, 22.10.. 2007წ., მუხ.1651
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 აპრილის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 24.04.2012წ.47. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს №5 დანართის შესაბამისად
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №1189- სსმIII, №144, 12.12. 2005წ., მუხ.1600
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ბრძანება №177- სსმIII, №34, 16.03.2006წ., მუხ.408
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის ბრძანება №444- სსმIII, №63, 08.05.2007წ., მუხ.711
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1156- სსმIII, №147, 22.10.. 2007წ., მუხ.1651
48. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045
49. ამ ბრძანების მიზნებისათვის, საჯარო მოსამსახურეთა სამივლინებო ხარჯების ნორმები განისაზღვროს „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №956- სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1943
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 ივლისის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 31.07.2020წ.
410. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები განისაზღვროს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანების №13 დანართის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 აპრილის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 28.04.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 ივლისის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 31.07.2020წ.
411. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსების მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №245- ვებგვერდი, 04.08.2015წ.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს დაქირავებულისათვის სადღეღამისო ხარჯებისათვის და საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმები
|
|
|
სადღეღამისო ხარჯების ნორმები |
|
||
|
ქვეყნის დასახელება |
უცხოური |
მოკლევადიანი მივლინებისას |
საზღვარგარეთ საქ. დაწესებულების მოსამსახურეთათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება |
დღეღამეში ბინის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმა
|
|
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
|
|
ავსტრალია |
ავსტრალიური დოლარი |
43 |
30 |
135 |
|
|
ავსტრია |
ევრო |
49 |
35 |
89 |
|
|
ავღანეთი |
აშშ დოლარი |
30 |
21 |
75 |
|
|
აზერბაიჯანი |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
125
ბაქოში, |
|
|
ალბანეთი |
აშშ დოლარი |
48 |
34 |
120 |
|
|
ალჟირი |
აშშ დოლარი |
41 |
29 |
45 |
|
|
ამერიკის შეერთებული შტატები |
აშშ დოლარი |
60 |
43 |
235
ნიუ-
იორკში, |
|
|
ანგოლა |
აშშ დოლარი |
44 |
31 |
70 |
|
|
ანდორა |
შვეიცარული ფრანკი |
66 |
- |
109 |
|
|
ანტიგუა და ბარბუდა |
აშშ დოლარი |
34 |
- |
80 |
|
|
არაბეთის გაერთიანებული საემიროები |
აშშ დოლარი |
33 |
23 |
159 |
|
|
არგენტინა |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
115 |
|
|
ახალი ზელანდია |
აშშ დოლარი |
40 |
28 |
120 |
|
|
ბანგლადეში |
ევრო |
34 |
24 |
63 |
|
|
ბარბადოსი |
აშშ დოლარი |
31 |
- |
132 |
|
|
ბახრეინი |
აშშ დოლარი |
31 |
- |
161 |
|
|
ბაჰამის კუნძულები |
აშშ დოლარი |
32 |
- |
165 |
|
|
ბელარუსი |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
112
მინსკში, |
|
|
ბელგია |
ევრო |
38 |
27 |
165 |
|
|
ბელიზი |
აშშ დოლარი |
31 |
- |
85 |
|
|
ბენინი |
ევრო |
36 |
25 |
110 |
|
|
ბერმუდის კუნძულები |
აშშ დოლარი |
37 |
- |
112 |
|
|
ბოლივია |
აშშ დოლარი |
30 |
21 |
50 |
|
|
ბოსნია და ჰერცოგოვინა |
აშშ დოლარი |
44 |
31 |
79 |
|
|
ბოტსვანა |
აშშ დოლარი |
37 |
26 |
118 |
|
|
ბრაზილია |
შვეიცარული ფრანკი |
54 |
38 |
320 |
|
|
ბრუნეი |
აშშ დოლარი |
31 |
- |
140 |
|
|
ბულგარეთი |
აშშ დოლარი |
41 |
29 |
96 |
|
|
ბურკინა ფასო |
ევრო |
36 |
25 |
65 |
|
|
გაბონი |
ევრო |
35 |
25 |
95 |
|
|
გაიანა |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
159 |
|
|
გამბია |
ევრო |
28 |
19 |
72 |
|
|
განა |
აშშ დოლარი |
36 |
25 |
64 |
|
|
გერმანია |
ევრო |
57 |
40 |
153 |
|
|
გვატემალა |
აშშ დოლარი |
31 |
22 |
98 |
|
|
გვინეა |
აშშ დოლარი |
43 |
30 |
155 |
|
|
გვინეა ბისაუ |
აშშ დოლარი |
36 |
25 |
67 |
|
|
გიბრალტარი |
აშშ დოლარი |
32 |
- |
64 |
|
|
გრენადა |
აშშ დოლარი |
32 |
- |
148 |
|
|
დანია |
დანიური კრონა |
258 |
181 |
1070 |
|
|
დიდი ბრიტანეთი |
ინგლისური
გირვანქა |
27 |
19 |
135
ლონდონში, |
|
|
დომინიკის რესპუბლიკა |
აშშ დოლარი |
31 |
- |
40 |
|
|
ეგვიპტე |
აშშ დოლარი |
32 |
22 |
105 |
|
|
ეთიოპია |
ევრო |
43 |
31 |
51 |
|
|
ეკვადორი |
აშშ დოლარი |
26 |
18 |
155 |
|
|
ეკვატორიალური გვინეა |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
82 |
|
|
ერაყი |
აშშ დოლარი |
30 |
21 |
70 |
|
|
ესპანეთი |
ევრო |
45 |
31 |
134 |
|
|
ესტონეთი |
აშშ დოლარი |
35 |
30 |
120
ტალინში, |
|
|
ვანუატუ |
ევრო |
34 |
- |
65 |
|
|
ვენესუელა |
აშშ დოლარი |
39 |
27 |
103 |
|
|
ვიეტნამი |
აშშ დოლარი |
29 |
20 |
70 |
|
|
ზამბია |
აშშ დოლარი |
32 |
22 |
87 |
|
|
ზიმბაბვე |
აშშ დოლარი |
40 |
28 |
70 |
|
|
თურქეთი |
აშშ დოლარი |
43 |
30 |
81 |
|
|
თურქმენეთი |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
52 |
|
|
იამაიკა |
აშშ დოლარი |
34 |
24 |
125 |
|
|
იაპონია |
იაპონური იენა |
12150 |
8500 |
21500 |
|
|
იემენი |
ევრო |
42 |
29 |
38 |
|
|
ინდოეთი |
აშშ დოლარი |
30 |
21 |
124 |
|
|
ინდონეზია |
აშშ დოლარი |
31 |
22 |
52 |
|
|
იორდანია |
აშშ დოლარი |
34 |
24 |
102 |
|
|
ირანი |
აშშ დოლარი |
24 |
17 |
62 |
|
|
ირლანდია |
ევრო |
32 |
23 |
150 |
|
|
ისლანდია |
აშშ დოლარი |
39 |
27 |
185 |
|
|
ისრაელი |
აშშ დოლარი |
49 |
34 |
117 |
|
|
იტალია |
ევრო |
45 |
32 |
102 |
|
|
სერბია და ჩერნოგორია |
აშშ დოლარი |
44 |
31 |
100
ბელგრადში, |
|
|
კაბო ვერდე |
აშშ დოლარი |
34 |
24 |
50 |
|
|
კაიმანის კუნძულები |
აშშ დოლარი |
43 |
- |
85 |
|
|
კამბოჯა |
აშშ დოლარი |
31 |
22 |
65 |
|
|
კანადა |
აშშ დოლარი |
56 |
39 |
135 |
|
|
კატარი |
აშშ დოლარი |
41 |
29 |
95 |
|
|
კენია |
აშშ დოლარი |
28 |
20 |
124 |
|
|
კვიპროსის რესპუბლიკა |
ევრო |
87 |
145 |
||
|
კოლუმბია |
აშშ დოლარი |
31 |
22 |
59 |
|
|
კომორის კუნძულები |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
34 |
|
|
კონგო |
ევრო |
41 |
29 |
38 |
|
|
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
აშშ დოლარი |
44 |
31 |
38 |
|
|
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა |
აშშ დოლარი |
32 |
22 |
96 |
|
|
კოსტა- რიკა |
აშშ დოლარი |
29 |
20 |
60 |
|
|
კოტ დიუვარი |
ევრო |
42 |
29 |
98 |
|
|
კუბა |
აშშ დოლარი |
32 |
22 |
70 |
|
|
ლაოსი |
აშშ დოლარი |
33 |
23 |
75 |
|
|
ლატვია |
აშშ დოლარი |
35 |
30 |
121
რიგაში, |
|
|
ლესოტო |
აშშ დოლარი |
32 |
22 |
61 |
|
|
ლიბანი |
აშშ დოლარი |
25 |
18 |
65 |
|
|
ლიბერია |
აშშ დოლარი |
43 |
30 |
39 |
|
|
ლიბია |
აშშ დოლარი |
24 |
17 |
54 |
|
|
ლიტვა |
აშშ დოლარი |
35 |
30 |
142
ვილნიუსში, |
|
|
ლიხტენშტეინი |
შვეიცარული ფრანკი |
56 |
- |
65 |
|
|
ლუქსემბურგი |
ევრო |
38 |
27 |
102 |
|
|
მადაგასკარი |
აშშ დოლარი |
39 |
27 |
70 |
|
|
მავრიკია |
აშშ დოლარი |
30 |
- |
75 |
|
|
მავრიტანია |
აშშ დოლარი |
37 |
- |
35 |
|
|
მაკაო |
აშშ დოლარი |
28 |
- |
53 |
|
|
მაკედონია |
აშშ დოლარი |
44 |
31 |
117 |
|
|
მალავი |
აშშ დოლარი |
29 |
20 |
44 |
|
|
მალაიზია |
მალაიზიური რინგიტი |
69 |
48 |
200 |
|
|
მალდივი |
აშშ დოლარი |
23 |
16 |
25 |
|
|
მალი |
ევრო |
34 |
24 |
60 |
|
|
მალტა |
ევრო |
45 |
32 |
110 |
|
|
მაროკო |
ევრო |
36 |
25 |
50 |
|
|
მექსიკა |
აშშ დოლარი |
29 |
20 |
102 |
|
|
მიანმა |
ევრო |
32 |
22 |
45 |
|
|
მოზამბიკი |
აშშ დოლარი |
37 |
26 |
45 |
|
|
მოლდოვა |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
109
კიშინიოვში, |
|
|
მონაკო |
ევრო |
38 |
- |
121 |
|
|
მონღოლეთი |
აშშ დოლარი |
34 |
24 |
39 |
|
|
ნამიბია |
აშშ დოლარი |
41 |
29 |
43 |
|
|
ნეპალი |
აშშ დოლარი |
24 |
17 |
45 |
|
|
ნიგერი |
ევრო |
33 |
24 |
60 |
|
|
ნიგერია |
აშშ დოლარი |
44 |
31 |
92 |
|
|
ნიდერლანდები |
ევრო |
41 |
29 |
125 |
|
|
ნიკარაგუა |
აშშ დოლარი |
33 |
23 |
55 |
|
|
ნორვეგია |
ნორვეგიული კრონა |
252 |
176 |
1013 |
|
|
ომანი |
აშშ დოლარი |
39 |
27 |
85 |
|
|
პაკისტანი |
აშშ დოლარი |
34 |
24 |
50 |
|
|
პალაუს კუნძულები |
აშშ დოლარი |
29 |
- |
50 |
|
|
პანამა |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
93 |
|
|
პაპუა- ახალი გვინეა |
აშშ დოლარი |
36 |
25 |
95 |
|
|
პარაგვაი |
აშშ დოლარი |
27 |
- |
80 |
|
|
პერუ |
აშშ დოლარი |
31 |
21 |
85 |
|
|
პოლონეთი |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
115 |
|
|
პორტუგალია |
ევრო |
34 |
24 |
127 |
|
|
პუერტო- რიკო |
აშშ დოლარი |
32 |
- |
120 |
|
|
რუანდა |
აშშ დოლარი |
37 |
26 |
75 |
|
|
რუმინეთი |
აშშ დოლარი |
37 |
26 |
118 |
|
|
რუსეთის ფედერაცია |
აშშ დოლარი |
50 მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, 35 დანარჩენ ტერიტორიაზე |
35 მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, 25 დანარჩენ ტერიტორიაზე |
233 მოსკოვსა და სანქტ-
|
|
|
საბერძნეთი |
ევრო |
39 |
28 |
98 |
|
|
სალვადორი |
აშშ დოლარი |
28 |
- |
46 |
|
|
სამოა |
აშშ დოლარი |
27 |
- |
52 |
|
|
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
აშშ დოლარი |
41 |
29 |
79 |
|
|
სამხრეთ კორეა |
აშშ დოლარი |
54 |
38 |
137 |
|
|
სან- მარინო |
ევრო |
24 |
- |
81 |
|
|
სან- ტომე და პრინსიპი |
აშშ დოლარი |
34 |
24 |
50 |
|
|
საუდის არაბეთი |
აშშ დოლარი |
51 |
35 |
75 |
|
|
საფრანგეთი |
ევრო |
56 |
40 |
134
პარიზში, |
|
|
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია |
ევრო |
38 |
- |
84 |
|
|
სეიშელის კუნძულები |
ევრო |
47 |
33 |
128 |
|
|
სენეგალი |
ევრო |
38 |
27 |
65 |
|
|
სენტ- ლუსია |
აშშ დოლარი |
32 |
22 |
133 |
|
|
სვაზილენდი |
აშშ დოლარი |
27 |
- |
83 |
|
|
სიერა- ლეონე |
აშშ დოლარი |
33 |
23 |
31 |
|
|
სინგაპური |
სინგაპურული დოლარი |
64 |
45 |
288 |
|
|
სირია |
აშშ დოლარი |
34 |
24 |
61 |
|
|
სლოვაკეთი |
აშშ დოლარი |
24 |
17 |
89 |
|
|
სლოვენია |
აშშ დოლარი |
44 |
31 |
80 |
|
|
სომალი |
აშშ დოლარი |
39 |
27 |
25 |
|
|
სომხეთი |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
105
ერევანში, |
|
|
სუდანი |
შვეიცარული ფრანკი |
60 |
42 |
125 |
|
|
სურინამი |
აშშ დოლარი |
51 |
36 |
90 |
|
|
ტაივანი |
აშშ დოლარი |
28 |
20 |
120 |
|
|
ტაილანდი |
შვეიცარული ფრანკი |
61 |
43 |
115 |
|
|
ტანზანია |
აშშ დოლარი |
39 |
27 |
75 |
|
|
ტაჯიკეთი |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
67
დუშანბეში, |
|
|
ტოგო |
ევრო |
36 |
25 |
34 |
|
|
ტონგა |
აშშ დოლარი |
27 |
- |
78 |
|
|
ტრინიდადი და ტაბაგო |
აშშ დოლარი |
34 |
- |
135 |
|
|
ტუნისი |
ინგლისური
გირვანქა |
24 |
17 |
35 |
|
|
უგანდა |
აშშ დოლარი |
36 |
25 |
75 |
|
|
უზბეკეთი |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
100
ტაშკენტში, |
|
|
უკრაინა |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
185
კიევში, |
|
|
უნგრეთი |
აშშ დოლარი |
27 |
19 |
165 |
|
|
ურუგვაი |
აშშ დოლარი |
27 |
19 |
44 |
|
|
ფილიპინები |
აშშ დოლარი |
28 |
20 |
105 |
|
|
ფინეთი |
ევრო |
39 |
27 |
110 |
|
|
ფიჯი |
აშშ დოლარი |
27 |
- |
58 |
|
|
ქუვეითი |
ქუვეითური დინარი |
8 |
6 |
45 |
|
|
ყაზახეთი |
აშშ დოლარი |
40 |
28 |
160 ალმა-ათასა და ასტანაში, |
|
|
ყირგიზეთი |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
189
ბიშკეკში, |
|
|
შვეიცარია |
შვეიცარული ფრანკი |
80 |
56 |
191 |
|
|
შვედეთი |
შვედური კრონა |
310 |
220 |
750 |
|
|
შრი- ლანკა |
შვეიცარული ფრანკი |
49 |
34 |
95 |
|
|
ჩადი |
ევრო |
40 |
13 |
65 |
|
|
ჩეხეთი |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
165 |
|
|
ჩილე |
აშშ დოლარი |
28 |
20 |
91 |
|
|
ჩინეთი |
აშშ დოლარი |
30 |
20 |
131 |
|
|
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა |
ევრო |
44 |
31 |
70 |
|
|
ხორვატია |
აშშ დოლარი |
44 |
31 |
154
ზაგრებში, |
|
|
ჰაიტი |
აშშ დოლარი |
34 |
- |
60 |
|
|
ჰონდურასი |
აშშ დოლარი |
31 |
- |
57 |
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 23 აპრილის ბრძანება №122 - ვებგვერდი, 23.04.2014წ.
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №956- სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1943
საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი
|
№ |
მოსამსახურეთა თანამდებობრივი დასახელება |
სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტობით |
|
1 |
პარლამენტის თავმჯდომარე |
100 |
|
2 |
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე |
90 |
|
3 |
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე |
80 |
|
4 |
პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები |
50 |
|
5 |
საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე |
50 |
|
6 |
პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერთა მოადგილეები და მდივნები, საპარლამენტო ფრაქციის მდივანი, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა მოადგილეები და მდივნები, პარლამენტის წევრი, პარლამენტის აპარატის უფროსი |
45 |
|
7 |
პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, საბიუჯეტო ოფისის უფროსი, მანდატურთუხუცესი |
40 |
|
8 |
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე, კომიტეტის აპარატის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე, მთავარი ბუღალტერი, სასწავლო ცენტრის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის სამდივნოთა უფროსები, პარლამენტის აპარატის უფროსის სამდივნოს უფროსი, განყოფილების უფროსი |
35 |
შენიშვნები:
1. საპარლამენტო დელეგაცია არის ის დელეგაცია, რომელსაც მიენიჭა საქართველოს პარლამენტის სახელით გამოსვლის უფლება.
2. საქართველოს პარლამენტის წევრს და პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეს (ერთზე მეტი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში) უფლება აქვთ მიიღონ დანართი №3-ით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის მხოლოდ ერთი, უფრო მაღალი დანამატი.
3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მივლინების პირველ სამ დღეზე (თითოეულ ქვეყანაში) სადღეღამისო ნორმის დანამატი (თითოეულ დღეზე) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) საქართველო ს პარლამენტის თავმჯდომარისათვის – 230 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისათვის – 200 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში.
4. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს, კომიტეტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარესა და საპარლამენტო დელეგაციის წევრს სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.
5. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საპარლამენტო დელეგაციების წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.
6. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ბრძანება №177- სსმIII, №34, 16.03.2006წ., მუხ.408
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის ბრძანება №595- სსმIII, №81, 15. 06. 2006წ., მუხ.1065
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №956- სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1943
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №564 - ვებგვერდი, 09.11.2011წ.
(ამოღებულია - 18.04.12 №119)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №1074- სსმIII, №135, 27.09. 2007წ., მუხ.1473
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 აპრილის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 24.04.2012წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი:
|
№ |
მოსამსახურეთა თანამდებობრივი დასახელება |
სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტებით |
|
1 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე |
100 |
|
2 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე |
85
|
|
3 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი |
80 |
შენიშვნა:
1. თუ მივლინების ხანგრძლივობა 3 დღეზე ნაკლებია ან 3 დღეა:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 280 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და წევრების სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 130 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობისა და სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აუნაზღაურდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1156- სსმIII, №147, 22.10.. 2007წ., მუხ.1651
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის ბრძანება №480- სსმIII, №93, 28.07.2009წ., მუხ.979
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“, №220, 05.04.2005, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.224 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60034-18/