„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.04.2005 ძალადაკარგული 27.07.2012
ნომერი
№417
სარეგისტრაციო კოდი
010.320.020.22.034.007.336
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 52, 28/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)

წინა ცვლილებები (11)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.007.336

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №417

2005 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის ,,კ” და ,,ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 3 მაისიდან.

ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 მაისი ს ბრძანება №523 - სსმ III, №64, 27.05.2005წ., მუხ.682

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 თებერვლი ს ბრძანება №157 - სსმ III, №19, 10.02.2006წ., მუხ.231

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლი ს ბრძანება №215 - სსმ III, №24, 23.02.2006წ., მუხ.285

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მაისი ს ბრძანება №568 - სსმ III, №63, 08.05.2006წ., მუხ.817

5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 4 სექტემბრი ს ბრძანება №1060 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1637

6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრი ს ბრძანება №147 - სსმ III, №14, 01.02.2007წ., მუხ.150

7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება №1430 - სსმ III, №155, 05.11.2007წ., მუხ.1725

8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 მარტი ს ბრძანება №406 - სსმ III, №39, 30.03.2009წ., მუხ.444

9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანება №110 - სსმ III, №12, 01.02.2010წ., მუხ.139

10. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №697 - სსმ III, №93, 30.07.2010წ., მუხ.1385

11.  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №407 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ადმინისტრაციის სტატუსი და ანგარიშვალდებულება

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) (შემდგომში – ადმინისტრაცია) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.

2. ადმინისტრაცია უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

    მუხლი 2. ადმინისტრაციის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები

თავისი საქმიანობის პროცესში ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარ-გულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.

თავი II

ადმინისტრაციის ამოცანები და კომპეტენცია

    მუხლი 3. ადმინისტრაციის ამოცანები

ადმინისტრაციის ამოცანებია:

ა) საქმისწარმოების ორგანიზება და საერთო კოორდინაცია;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და დიპლომატიურ მისიებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების უზრუნველყოფა;

დ) ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან საქმიანობის წარმართვა და სამინისტროს თანამშრომელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება;

ვ) სამინისტროს და მისი საქვეუწყებო დანაყოფების უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა;

ზ) (ამოღებულია);

თ) მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა;

ი) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

კ) (ამოღებულია);

ლ) ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და თანამდებობის პირების დაშიფრული სატელეგრაფო დოკუმენტალური კავშირით უზრუნველყოფას.

მ) (ამოღებულია).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის ბრძანება №215 - სსმ III, №24, 23.02.2006წ., მუხ.285

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მაისის ბრძანება №568 - სსმ III, №63, 08.05.2006წ., მუხ.817

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №147 - სსმ III, №14, 01.02.2007წ., მუხ.150

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 მარტის ბრძანება №406 - სსმ III, №39, 30.03.2009წ., მუხ.444

    მუხლი 4. ადმინისტრაციის კომპეტენცია

ადმინისტრაციის კომპეტენციაა:

ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) სამინისტროში საქმისწარმოების (მათ შორის საიდუმლო საქმისწარმოების) ორგანიზაცია, კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა, ამ მიზნით ადმინისტრაციის უფროსის ნებართვით სამინისტროს ქვედანაყოფებში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების გეგმური და არაგეგმური შემოწმება, იმ ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება სამინისტროს საქმისწარმოებისათვის;

გ) კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი და ანალიზი (ვადების მიხედვით);

დ) სამინისტროს კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციის დანაყოფების მიერ მომზადებული დოკუმენტების რეგისტრაცია და ადრესატამდე დაგზავნა;

ე) დადგენილი წესით, მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება, აღრიცხვა, მათი სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის და შესაბამისი დანაყოფებისათვის დაგზავნა, აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კონტროლი და ანალიზი (ვადების შესაბამისად);

ვ) (ამოღებულია);

ზ) (ამოღებულია);

ზ1) საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, წინასწარი გამოძიების მიზნით დსთ-ის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში;

ზ2) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო და საფინანსო-სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა.

თ) (ამოღებულია);

ი) (ამოღებულია);

კ) სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფა;

კ ​1 ) სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ უცხო ქვეყანაში გასამგზავრებელი ვიზების მისაღებად საჭირო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;

ლ) ადმინისტრაციის უფროსის დავალებით, შესაბამისი კორესპონდენციისა და სამართლებრივი დოკუმენტების თარგმნის უზრუნველყოფა;

მ) სამინისტროში შეხვედრების ზეპირსიტყვიერი თარგმნის უზრუნველყოფა;

ნ) (ამოღებულია);

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ინტერესების წარმოდგენა საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებში და დიპლომატიურ მისიებში;

პ) მინისტრისა და მისი მოადგილეების თანაშემწეების საქმიანობის კოორდინაცია;

ჟ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ორგანიზება, პრეს-რელიზების და სხვა საცნობარო მასალის გამოქვეყნება, სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის, ფოტო და ვიდეო არქივის შექმნა და განახლება;

რ) სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის ცალკეული გადაწყვეტილებების მოთხოვნათა დაცვის მონიტორინგი. სამინისტროს თანამშრომელთა უფლებებისა და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; დროებითი მოთავსების იზოლატორებში კანონმდებლობის შესაბამისად დაკავებულთა დროებითი განთავსების უზრუნველყოფა;

ს) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის რეჟიმის ორგანიზება;

ტ) (ამოღებულია);

უ) სამინისტროს საქვეუწყებო დანაყოფებიდან ინფორმაციის დროულად მიღების და მასზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა;

ფ) რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა;

ქ) საგანგებო შემთხვევათა დროს მობილიზაციის მიზნით სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ინფორმირება;

ღ) (ამოღებულია);

ყ) (ამოღებულია);

შ) ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და დაინტერესებულ პირთათვის მათი მიწოდება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჩ) (ამოღებულია);

ც) სამინისტროში გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების დამზადების, გამოყენებისა და შენახვის კონტროლი;

ძ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ან მინისტრის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

წ) საინფორმაციო ბიულეტენის გამოცემა;

ჭ) (ამოღებულია);

ხ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, მათთან არსებული სამართალდამცავი სტრუქტურების მოკავშირე ოფიცრებთან თანამშრომლობა;

ჯ) (ამოღებულია);

ჰ) (ამოღებულია);

ჰ1(ამოღებულია);

ჰ2) (ამოღებულია);

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 მაისის ბრძანება №523 - სსმ III, №64, 27.05.2005წ., მუხ.682

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის ბრძანება №215 - სსმ III, №24, 23.02.2006წ., მუხ.285

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მაისის ბრძანება №568 - სსმ III, №63, 08.05.2006წ., მუხ.817

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №147 - სსმ III, №14, 01.02.2007წ., მუხ.150

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1430 - სსმ III, №155, 05.11.2007წ., მუხ.1725

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 მარტის ბრძანება №406 - სსმ III, №39, 30.03.2009წ., მუხ.444

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანება №110 - სსმ III, №12, 01.02.2010წ., მუხ.139

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №697 - სსმ III, №93, 30.07.2010წ., მუხ.1385

თავი III

ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა

    მუხლი 5. ადმინისტრაციის უფროსი

1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ადმინისტრაციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას და აწესრიგებს ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) მინისტრს წარუდგენს წინადადებს ადმინისტრაციის სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და საქმიანობის ორგანიზაციის შესახებ;

გ) პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც ადმინისტრაციის კომპეტენციას განეკუთვნება;

დ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და დასანიშნად წარუდგენს მინისტრს ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესაბამის კანდიდატურებს;

ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის სამუშაო გეგმებს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის წინაშე აყენებს ადმინისტრაციის თანამშრომელთა პრემიების, წახალისების ან მათი დისციპლინული პასუხისმგებლობის საკითხებს;

ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ1) კოორდინაციას უწევს საზღვარგარეთ სამინისტროს წარმომადგენელთა საქმიანობას, ახორციელებს კონტროლს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და დიპლომატიურ მისიებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე;

თ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს ადმინისტრაციის დანაყოფებსა და ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აუცილებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის ნებისმიერი დანაყოფიდან ამოიღებს საქმეს და ავალებს მის წარმოებას ადმინისტრაციის სხვა დანაყოფს ან ცალკეულ თანამშრომლებს;

ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ადმინისტრაციის ამოცანების შესასრულებლად;

კ) მინისტრის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან;

ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებს საკითხებზე, რომლებიც ადმინისტრაციის კომპეტენციას განეკუთვნება;

მ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს ანგარიშს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ნ) მინისტრის ბრძანების შესაბამისად კოორდინირებას და კონტროლს უწევს სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მიერ მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებას;

ო) საქართველოს კანონმდებლობისა და მინისტრის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 მარტის ბრძანება №406 - სსმ III, №39, 30.03.2009წ., მუხ.444

    მუხლი 6. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

1. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას უფროსის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

3. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მინისტრის გადაწყვეტილებით იმავდროულად შეიძლება იყოს ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის უფროსი ან სამინისტროს სრულუფლებიანი წარმომადგენელი საზღვარგარეთის ქვეყნებში.

4. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე:

ა) კოორდინაციას და კონტროლს უწევს სამინისტროს ქვედანაყოფებში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას;

ბ) ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და დიპლომატიურ მისიებთან ოფიციალური მიმოწერის წარმოებას და პასუხისმგებელია პრესრელიზების და სხვა საცნობარო მასალის გამოქვეყნებაზე, სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის, ფოტო და ვიდეო არქივის შექმნასა და განახლებაზე;

გ) ახორციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, წინასწარი გამოძიების მიზნით დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობას საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს ინტერესებს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და დიპლომატიურ მისიებში;

ე) ახორციელებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ან მინისტრის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილებებს.

5. (ამოღებულია).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 მარტის ბრძანება №406 - სსმ III, №39, 30.03.2009წ., მუხ.444

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №407 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.

თავი IV

ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფები. მათი ამოცანები და კომპეტენცია

    მუხლი 7. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფები

1. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველო;

ბ) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო;

გ) საპროტოკოლო სამმართველო;

დ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიურო (განყოფილება);

ე) ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

ვ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

ზ) სამდივნო.

2. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფები იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 თებერვლის ბრძანება №157 - სსმ III, №19, 10.02.2006წ., მუხ.231

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის ბრძანება №215 - სსმ III, №24, 23.02.2006წ., მუხ.285

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მაისის ბრძანება №568 - სსმ III, №63, 08.05.2006წ., მუხ.817

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №1060 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1637

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №147 - სსმ III, №14, 01.02.2007წ., მუხ.150

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1430 - სსმ III, №155, 05.11.2007წ., მუხ.1725

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 მარტის ბრძანება №406 - სსმ III, №39, 30.03.2009წ., მუხ.444

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №697 - სსმ III, №93, 30.07.2010წ., მუხ.1385

    მუხლი 8. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები და კომპეტენცია

1. ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით და მე-4 მუხლის ,,რ” და ,,ძ” ქვეპუნქტებით.

2. საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის “ა” ქვეპუნქტით და მე-4 მუხლის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ”, ,,დ”, ,,ე” ,,ც” და ,,ძ” ქვეპუნქტებით.

3. საპროტოკოლო სამმართველოს ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 მუხლის „კ“, „კ ​1 “, „ლ“, „მ“, „ძ“, და „ხ“ ქვეპუნქტებით.

4. ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით და მე-4 მუხლის ,,ჟ”, ,,ძ” და ,,წ” ქვეპუნქტებით.

5. სამდივნოს (განყოფილების) ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტით და მე-4 მუხლის ,,ძ” ქვეპუნქტით.

6. (ამოღებულია).

7. (ამოღებულია).

8. (ამოღებულია).

9. საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტით და მე-4 მუხლის ,,შ” და ,,ძ” ქვეპუნქტებით.

10. (ამოღებულია).

11. ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფი – დროებითი მოთავსების იზოლატორი (დროებითი დაკავების იზოლატორი) კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დაკავებულთა დროებით განთავსებას.

12. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის ,,ე“, ,,ვ“, ,,ლ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 მუხლის ,,ზ2“, ,,ს“, ,,ფ“, ,,ქ“ და ,,ძ“ ქვეპუნქტებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 მაისის ბრძანება №523 - სსმ III, №64, 27.05.2005წ., მუხ.682

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 თებერვლის ბრძანება №157 - სსმ III, №19, 10.02.2006წ., მუხ.231

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის ბრძანება №215 - სსმ III, №24, 23.02.2006წ., მუხ.285

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მაისის ბრძანება №568 - სსმ III, №63, 08.05.2006წ., მუხ.817

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №1060 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1637

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №147 - სსმ III, №14, 01.02.2007წ., მუხ.150

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1430 - სსმ III, №155, 05.11.2007წ., მუხ.1725

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 მარტის ბრძანება №406 - სსმ III, №39, 30.03.2009წ., მუხ.444

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანება №110 - სსმ III, №12, 01.02.2010წ., მუხ.139

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №697 - სსმ III, №93, 30.07.2010წ., მუხ.1385

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“, №417, 27.04.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.007.336 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60244-11/