1. პრიორიტეტის ნიშნებს იყენებენ გზაჯვარედინის, ცალკეული სავალი ნაწილების გადაკვეთების, აგრეთვე გზების ვიწრო უბნების გავლის რიგითობის მისათითებლად.

2. ნიშანი 2.1 „მთავარი გზა“ იდგმება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობის მქონე გზის მონაკვეთის დასაწყისში. დასახლებულ პუნქტებში ნიშანი იდგმება ყოველი გზაჯვარედინის წინ, მთავარ გზაზე. არარეგულირებული გზაჯვარედინების წინ, სადაც მთავარი გზა გადის პირდაპირი მიმართულებით, ხოლო გადამკვეთ გზას აქვს არაუმეტეს ოთხი ზოლი, დასაშვებია 350X350 მმ. ზომის ნიშნის დადგმა. დასაშვებია დასახლებულ პუნქტებში ნიშანი არ დაიდგას მეორეხარისხოვანი გზის მთავარ გზასთან მიერთების საპირისპირო მხარეს მიერთების წინ. ნიშანი 2.1, 8.13 დაფით იდგმება გზაჯვარედინების წინ, რომელზეც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, აგრეთვე რთული კონფიგურაციის გზაჯვარედინის წინ. დასახლებულ პუნქტებში ნიშანი 2.1, 8.13 დაფით იდგმება გზაჯვარედინების წინ, ხოლო დაუსახლებელ პუნქტებში წინასწარ გზაჯვარედინამდე 150-300 მ. მანძილზე და გზაჯვარედინის წინ (დანართი №3, სურათი გ.4 - ა). რამდენიმე სავალნაწილიანი გზების გადაკვეთაზე ნიშანს დგამენ სავალი ნაწილების გადაკვეთის წინ, რომელზეც შესაძლებელია არაერთმნიშვნელოვანი გზებიდან მთავარი გზის განსაზღვრა.

3. ნიშანი 2.2 „მთავარი გზის დასასრული“ იდგმება გზის მონაკვეთის ბოლოს, სადაც ის კარგავს მთავარი გზის სტატუსს. თუ 2.1 ნიშნით აღნიშნული გზა მთავრდება იმ გზის გადაკვეთის წინ, რომელზეც დაწესებულია მოცემული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა, მაშინ 2.2 ნიშანი დაუსახლებელ პუნქტებში იდგმება 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად, ერთ საყრდენზე, რომელიც დადგმულია წინასწარ 8.1.1 ან 8.1.2 დაფით. ნიშანი იდგმება დასახლებულ პუნქტებში - გზაჯვარედინიდან 25 მ. დაშორებით ან/და 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად. დაუსახლებელ პუნქტებში დასაშვებია 2.2 ნიშანი დაიდგას განმეორებით 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად, ხოლო დასახლებულ პუნქტებში - წინასწარ 8.1.1 დაფით 50-100 მ-ის დაშორებით ძირითად ნიშნამდე (დანართი №3, სურათი გ.4 - ბ).

4. ნიშანს 2.3 „დაუთმე გზა“ გამოიყენებენ იმის მისათითებლად, რომ მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც მოძრაობენ გადამკვეთ გზაზე, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. ნიშანს განათავსებენ უშუალოდ გზაზე გასასვლელში, მრუდის შეერთების წინ, რომელზეც 2.1 ან 1.7.1-1.7.7 ნიშნებით მინიჭებული აქვთ გავლის უპირატესობა მოცემულ გზაჯვარედინზე და ავტომაგისტრალზე გასასვლელის წინ. რთული დაგეგმარების გზაჯვარედინებსა და იმ გზაჯვარედინების წინ, რომელზედაც მთავარი გზა მიმართულებას იცვლის, ნიშანი იდგმება 8.13 დაფასთან ერთად. ნიშანს განათავსებენ ხრეშოვანი გზის მკვრივსაფარიან გზაზე, გასასვლელის წინ, აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიებიდან გზაზე გასვლის ადგილებში, თუ გზასთან მიერთებების არსებული მდგომარეობა, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მხრიდან, რომლებიც გადიან მთავარ გზაზე, ერთმნიშვნელოვნად გასარჩევი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში. ნიშანი 2.3 დაფით 8.1.1 წინასწარ იდგმება გზებზე, დაუსახლებელ პუნქტებში, გრუნტსაფარიანი გზების გარდა, 150-300 მ. მანძილის დაშორებით გზაჯვარედინამდე, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია ნიშანი 2.3, ან 8.1.2 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.4 ნიშანი. გზაჯვარედინის გავლის უპირატესობის მქონე გზის მიერთებასთან აჩქარების ზოლის არსებობის შემთხვევაში ნიშანი იდგმება აღნიშნული ზოლის დასაწყისში.

5. ნიშანი 2.4 „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“ გამოიყენება მძღოლების მისათითებლად გაჩერდნენ და დაუთმონ გზა გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, ხოლო 8.13 დაფის არსებობის შემთხვევაში - მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. ნიშანი 2.4 იდგმება 2.3 ნიშნის მაგივრად, თუ არ არის უზრუნველყოფილი გადამკვეთ გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა ხილვადობა. ნიშანს განათავსებენ რკინიგზის გადასასვლელების წინ, რომლებიც არ არიან აღჭურვილი შუქნიშნებით და არ ხდება მორიგეობა უახლოესი რელსიდან 10 მ. მანძილზე, იმ შემთხვევაში თუ უახლოესი რელსიდან 50 მ. დაცილებით მატარებლის ხილვადობის მანძილი ნაკლებია №5 ცხრილში მითითებულ მნიშვნელობებზე. სარკინიგზო გადასასვლელზე სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას დასაშვებია 2.4 დროებითი ნიშნის გადასასვლელის წინ განთავსება. სარკინიგზო გადასასვლელის წინ 2.4 ნიშნის დაყენების შემთხვევაში, წინასწარი 2.3 ნიშანი 8.1.2 დაფით არ გამოიყენება.

6. ნიშნები 1.7.1-1.7.7, 2.3, 2.4 დასაშვებია გამოყენებული იქნეს ცალკეული გზაჯვარედინების აღსანიშნად, სადაც აუცილებელია დაწესდეს თანაბარმნიშვნელოვანი გზების გზაჯვარედინის გავლის თანმიმდევრობისაგან განსხვავებული გავლის თანმიმდევრობა. გზაჯვარედინზე, მთავარი გზის მიმართულების შეცვლის შემთხვევაში, მთავარ გზაზე, გზაჯვარედინის წინ დგამენ 2.1 ნიშანს 8.13 დაფით, ხოლო გზაჯვარედინის შემდეგ 2.2 ნიშანს.

7. რეგულირებად გზაჯვარედინზე ნიშნები 2.1, 2.3, 2.4 უნდა განთავსდეს ძირითადი შუქნიშნის სიახლოვეს, რეკომენდებულია შუქნიშნის საყრდენებზე.

8. ნიშნები 2.5 „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა“ და 2.6 „უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან“ გამოიყენება მოძრაობის ორგანიზების ადგილებში, სადაც შეუძლებელია ან საშიშია შემხვედრი სატრანსპორტო საშუალებების აქცევა (გზის ვიწრო მონაკვეთები, ხიდური ნაგებობები, გვირაბები და ა.შ.), ასევე ინტენსიური მოძრაობისას, რაც უზრუნველყოფს შემხვედრი აქცევის თვითრეგულირებას და გზის ვიწრო უბნის მთელი მონაკვეთის ყოველი დაბოლოებიდან შესასვლელის ხილვადობას. ნიშნებს განათავსებენ ორმხრივმოძრაობიანი ხიდური ნაგებობების წინ, როცა სავალი ნაწილის სიგანე 6 მ-ზე ნაკლებია. დახრილი გზის მონაკვეთებზე უპირატესობა ეძლევა აღმართზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. ნიშნები იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ, მისი საპირისპირო ბოლოებიდან. ამასთან, 2.5 ნიშანს 8.1.1 დაფით განათავსებენ წინასწარ ერთ-ერთი 1.21.1-1.21.3 ნიშნის დგარზე.

სატრანსპორტო საშუალებიდან მატარებლის ხილვადობის მინიმალური მანძილი

რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის უსაფრთხოებას

ცხრილი №5

მატარებლის მოძრაობის

სიჩქარე კმ/სთ

121-140

81-120

41-80

25 და ნაკლები

ხილვადობის მანძილი (მ.)

(არანაკლებ)

შენიშვნა:

1. მოძრაობის სიჩქარედ იღებენ სარკინიგზო გადასასვლელის მისასვლელებზე მატარებლის დადგენილ მაქსიმალურ სიჩქარეს.

2. სარკინიგზო გადასასვლელებზე ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო გზების პროექტირებისას, ავტომობილის მძღოლი, რომელიც გადასასვლელის წინ იმყოფება №3 ცხრილში მითითებულზე არანაკლებ მანძილზე, უნდა იყოს უზრუნველყოფილი სარკინიგზო გადასასვლელთან 400 მ. მანძილზე მოახლოებული მატარებლის ხილვადობი