ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტების და სერთიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (13)
შემდგომი ცვლილებები (12)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.007.459
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №269
2005 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ
,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ჰ” ქვეპუნქტისა და ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-8 მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების ფორმები (დანართი №1, დანართი №2).
2. დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატების ნიმუშები (დანართი №3, დანართი №4, დანართი №5).
3. სახელმწიფო დოკუმენტების (სერტიფიკატების) ფორმები წარმოადგენს მეორე კატეგორიის დაცულ ფორმას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დანართი №6-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
4. ამ ბრძანების 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრასა და პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით მათ ტირაჟირებას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ამ ბრძანების 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გამოყენების კონტროლს.
6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის ბრძანება №476-სსმIII, №71, 29.05.2006წ.;მუხ.898
დანართი 1 1№1
დანართი №2
დანართი №3
დანართი №4
დანართი №5
დანართი 6
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – ზოგადი საბაზო განათლების ატესტატი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი, ექსტერნატის ფორმით მიღებული სრული ზოგადი განათლების სერტიფიკატის – მიმართ წაყენებული მოთხოვნები
1. უნდა დამზადდეს – 4 ფორმატის წყლისნიშნიან ქაღალდზე.
2. ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადებიის სამი სახის ერთდროული გამოყენებით.
3. ულტრაიისფერი სხივების ქვეშ სერიისა და ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.
4. ყველა ხაზი უნდა იყოს შესრულებული მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით.
5. სახელმწიფო ატრიბუტიკის ნიშნები შესრულებული უნდა იყოს კონგრევის მეთოდით.
6. დოკუმენტის სახიან მხარეზე უნდა იყოს დატანილი ნიშანი (ლოგო), რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას;
7. დოკუმენტის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და ინდივი-დუალური ნომერი არანაკლებ 6-ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს“.
8. საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ატესტატზე მარჯვენა ზედა კუთხეში კეთდება ჩანაწერი ,,ექსტერნატი“ იმ შემთხვევაში, თუ პირმა საბაზო საფეხურის დამამთავრებელი კლასის საგანმანათლებლო პროგრამები დაძლია ექსტერნატის ფორმით.
სრული ზოგადი განათლების ატესტატი და ექსტერნატის ფორმით მიღებული სრული ზოგადი განათლების სერტიფიკატი იბეჭდება წითელ ფერში;
ჩ-0; -100; -100; -0 ჩარჩო
ჩ-0; -12; -12; -0 ფონი
საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ატესტატი იბეჭდება აგურისფერში
ჩ-0; -43; -57; -7 ჩარჩო
ჩ-0; -9; -13; -2 ფონი
ტექსტი იბეჭდება შავ ფერში.
პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატების – დამატებითი პროფესიული განათლების მოწმობა, დაწყებითი პროფესიული სასწავლო დაწესებულების დიპლომი, საშუალო პროფესიული სასწავლო დაწესებულების დიპლომის მიმართ წაყენებული მოთხოვნები
1. სახელმწიფო ატრიბუტიკას (წარწერა ,,საქართველო“, გერბი, სამინისტროს ლოგო), რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას;
2. დიპლომი უნდა დამზადდეს წყლისნიშნიან ქაღალდზე.
3. დიპლომის ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი ბადით.
4. ყველა ხაზი დიპლომში უნდა შესრულდეს მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით.
5. სახელმწიფო ატრიბუტიკის ნიშნები შესრულებული უნდა იყოს კონგრევის მეთოდით.
6. დიპლომის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და ინდივი-დუალური ნომერი არანაკლებ 6-ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს“.
შენიშვნა: 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება დამატებითი პროფესიული განათლების მოწმობაზე.
დიპლომი (დაწყებითი პროფესიული) იბეჭდება ლურჯ ფერში.
ჩ-23; -9; -0; -41 ჩარჩო
ჩ-10; -3; -0; -5 ფონი
დიპლომი (საშუალო პროფესიული) იბეჭდება მწვანე ფერში.
ჩ-15; -0; -11; -34 ჩარჩო
ჩ-8; -0; -3; -7 ფონი
მოწმობა (დამატებითი პროფესიული) იბეჭდება იისფერში.
ჩ-11; -18; -0; -29 ჩარჩო
ჩ-5; -9; -0; -3 ფონი
ტექსტი ყველა დიპლომზე იბეჭდება შავ ფერში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის ბრძანება №476-სსმIII, №71, 29.05.2006წ.;მუხ.898
დანართი 7 7
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტების და სერთიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“, №269, 02.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.007.459 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60586-1/