„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.06.2005 ძალადაკარგული 28.03.2013
ნომერი
№195
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.22.026.007.496
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 76, 27/06/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.007.496

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №195

2005 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 18-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის” თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის №316 ბრძანება ,,თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

ი. ოქრუაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 6 მარტის ბრძანება №69-სსმIII, №33, 14.03.2006წ.; მუხ.387

2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №78-სსმIII, №23, 20.02.2007წ.; მუხ.273

3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №647-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1733

4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №675-სსმIII, №160, 06.11.2008წ.; მუხ.1613

5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 17 მარტის ბრძანება №199-სსმIII, №34, 20.03.2009წ.; მუხ.406

6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის ბრძანება №279-სსმIII, №48, 21.04.2009წ.; მუხ.541

7. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №42-სსმIII, №9, 27.01.10წ.; მუხ.90

8. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №718 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

1. თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და მინისტრის მოადგილის სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.

2. დეპარტამენტის დანიშნულებაა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ ღონისძიებათა შემუშავება და ანალიზი, რომელიც აუცილებელია საქართველოს შეირაღებული ძალების წინაშე მდგარი ამოცანების და ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინისტრის შესაბამისი მოადგილის წინაშე და თავის ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ხელმძღვანელობით;

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №647-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1733

4. დეპარტამენს აქვს ტიტულოვანი ბლანკი.

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

5. დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტებისა და სამხედრო დოქტრინის შემუშავებაში და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, სამხედრო სტრატეგიის და სამხედრო დოქტრინის მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამისი თავდაცვის პოლიტიკის და შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციის და განვითარების ალტერნატიული პროგრამების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის განსახილველად მათი წარდგენა;

გ) თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების რეფორმირების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების შემუშავების უზრუნველყოფა;

დ) თავდაცვის ბიუჯეტის პერსპექტიული დაგეგმვა და ანალიზი;

ე) შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციისა და NATO-სთან თავსებადობის მიღწევისათვის ზოგადი პრინციპებისა და მეთოდების შემუშავება;

ვ) შეიარაღებული ძალების განვითარების გეგმების ანალიზი ;

ზ) საქართველოს სტრატეგიული და უსაფრთხოების გარემოს შეფასება. საფრთხეთა შეფასების დოკუმენტის პერიოდულ განახლებაში მონაწილეობა;

 თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შეფასება;

 ი) თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში;

 კ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება. შეიარაღებული ძალების მზადყოფნის, მობილიზაციის დაგეგმვის, შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებების და შესაძლებლობების შეფასებაში მონაწილეობა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №647-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1733

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №718 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.

6. დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;

ბ) თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესის ანალიზი;

გ) თავდაცვის გრძელვადიანი დაგეგმვის პროცესის უზრუნველყოფა;

დ) თავდაცვის მინისტრის ყოველწლიური სახელმძღვანელო დირექტივების შემუშავება;

ე) თავდაცვის რესურსების მართვისა და დაგეგმვის სისტემების მეშვეობით თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებული ინფორმაციის თავმოყრა ანალიტიკური და სტატისტიკური თვალსაზრისით;

ვ) თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) (ამოღებულია );

თ) პრიორიტეტების მიხედვით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიზი და შეიარაღებული ძალების ამოცანების განსაზღვრა და ჩამოყალიბება მიზნების მისაღწევად კომპეტენციის ფარგლებში;

ი) შეიარაღებული ძალების სტრატეგიული განვითარების მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი, საშუალოვადიანი, მოკლევადიანი რეკომენდაციების და სამოქმედო გეგმების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

კ) სამოქმედო გეგმების შექმნა სამოქალაქო ინსტიტუტებთან თანამშრომლობისათვის და ნატოს სტანდარტებთან თავსებადი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დოქტრინების განვითარება;

ლ) ქვეყნის გარეთ მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების ანალიზი, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რეკომენდაციების მიწოდება შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისათვის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 6 მარტის ბრძანება №69-სსმIII, №33, 14.03.2006წ.; მუხ.387

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №647-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1733

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №718 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.

6​1. დეპარტამენტი ახორციელებს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებსა და ფუნქციებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №647-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1733

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ფუნქცია-მოვალეობანი:

7. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ექვემ დებარება თავდაცვის მინისტრს და თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება თავდაცვის მინისტრის მიერ.

7 ​1 . დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის, კურატორ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებული წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №647-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1733

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის ბრძანება №279-სსმIII, №48, 21.04.2009წ.; მუხ.541

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №42-სსმIII, №9, 27.01.10წ.; მუხ.90

7 ​2 . დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №647-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1733

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის ბრძანება №279-სსმIII, №48, 21.04.2009წ.; მუხ.541

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №42-სსმIII, №9, 27.01.10წ.; მუხ.90

8. დეპარტამენტის უფროსი:

ა) წარმოადგენს სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტს;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;

გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებულია დაქვემდებარებული დეპარტამენტის მუშაობის წარმართვისათვის;

ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

თ) ასრულებს თავდაცვის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან მისი დავალებით მინისტრის მოადგილეების მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.

8 ​1 . დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციაში და ორგანიზაციაში.;

ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;

გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №647-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1733

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურა

9. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) თავდაცვის პოლიტიკის სამმართველო;

ბ) თავდაცვის დაგეგმვის სამმართველო;

გ) ამოღებულია;

დ) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სამმართველო;

ე) სამხედრო დაგეგმვის სამმართველო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №78-სსმIII, №23, 20.02.2007წ.; მუხ.273

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №647-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1733

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №675-სსმIII, №160, 06.11.2008წ.; მუხ.1613

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 17 მარტის ბრძანება №199-სსმIII, №34, 20.03.2009წ.; მუხ.406

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №718 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.

9 ​1 . ამოღებულია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 6 მარტის ბრძანება №69-სსმIII, №33, 14.03.2006წ.; მუხ.387

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №78-სსმIII, №23, 20.02.2007წ.; მუხ.273

10. თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის, უსაფრთხოების გარემოსა და სტრატეგიული ვითარების ანალიზი და წინადადებების შემუშავება საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ფორმირებისათვის;

ბ) ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტების შემუშავება და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

გ) NATO-ს და სხვა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის ორგანიზაციების სტრატეგიული დოკუმენტებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებების ანალიზი;

დ) სხვა ქვეყნების სტრატეგიული დოკუმენტებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებების ანალიზი, თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია;

ე) თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი;

ვ) ამოღებულია;

ზ) ამოღებულია;

თ) ამოღებულია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №647-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1733

11. თავდაცვის დაგეგმვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის განხორციელება და დაგეგმვის პროცესის მართვა;

ბ) დაგეგმვის პროცესის და პროცედურების ანალიზი და სათანადო წინადადებების მომზადება;

გ) წარმართოს და კოორდინირება გაუწიოს საქართველოს მონაწილეობას NATO-ს თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში;

დ) (ამოღებულია - 15.09.2011, №718 );

ე) (ამოღებულია - 15.09.2011, №718 );

ვ) (ამოღებულია - 15.09.2011, №718 );

ზ) თავდაცვის ძალების ან სხვა სამთავრობო უწყებების საერთაშორისო სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებში მონაწილეობის კოორდინირება;

თ) შეიარაღებული ძალების სტრატეგიული განვითარების მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი, საშუალოვადიანი, მოკლევადიანი რეკომენდაციების და სამოქმედო გეგმების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №718 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.

11 ​1 . (ამოღებულია).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 6 მარტის ბრძანება №69-სსმIII, №33, 14.03.2006წ.; მუხ.387

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №78-სსმIII, №23, 20.02.2007წ.; მუხ.273

11​2. დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა, პროცესის კოორდინაცია და წარმართვა;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების ანალიზი, შეიარაღებული ძალებისთვის ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული, თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული აუცილებელი სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნების, გაუმჯობესებისა ან ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების განვითარების პროგრამების განხორციელების მონიტორინგი, პერიოდული შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება პროცესის შემდგომი სრულყოფისთვის;

დ)   დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განვითარების, ერთიანი ინტეგრირებული პროგრამის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, პერიოდული შეფასება, განხორციელების მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №675-სსმIII, №160, 06.11.2008წ.; მუხ.1613

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 17 მარტის ბრძანება №199-სსმIII, №34, 20.03.2009წ.; მუხ.406

11​3. სამხედრო დაგეგმვის სამმართველოს ფუნქციებია:

,ა) სამხედრო-პოლიტიკური საფრთხეების კლასიფიკაციას რისკის დონეების მიხედვით, და სცენარების შემუშავება მათი შესაძლო განვითარების ვერსიებზე ;       

ბ) სამხედრო-სტრატეგიული დონის დოქტრინებისა და კონცეფციების განვითარების პროგრამების მომზადება ;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეიარაღებული ძალების შესაძლებლობათა შეფასების და სამომავლო სტრუქტურების განვითარების პრ ო ცესში მონაწილეობა ;

 დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება. შეიარაღებული ძალების მზადყოფნის, მობილიზაციის დაგეგმვის, შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებების და შესაძლებლობების შეფასებაში მონაწილეობა ;

 ე) სამოქმედო გეგმების შექმნა სამოქალაქო ინსტიტუტებთან თანამშრომლობისათვის და ნატოს სტანდარტებთან თავსებადი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დოქტრინების განვითარება;

 ვ) ქვეყნის გარეთ მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების ანალიზი, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რეკომენდაციების მიწოდება შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისათვის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №718 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.

12. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 6 მარტის ბრძანება №69-სსმIII, №33, 14.03.2006წ.; მუხ.387

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №647-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1733

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №675-სსმIII, №160, 06.11.2008წ.; მუხ.1613

12​1. სამმართველოების უფროსებს ჰყავთ მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №78-სსმIII, №23, 20.02.2007წ.; მუხ.273

12​2. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №78-სსმIII, №23, 20.02.2007წ.; მუხ.273

 

თავი V

დასკვნითი დებულებები

13. წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ", №195, 22.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.007.496 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60664-8/