„ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.08.2005 ძალადაკარგული 15.08.2014
ნომერი
№792
სარეგისტრაციო კოდი
020.080.160.22.034.007.598
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 92, 05/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.034.007.598

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №792

2005 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე, 240-ე, 241-ე, 242-ე და 249-ე მუხლების, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-11 პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ოქმის შინაარსის გამო ახსნა-განმარტებისა და შენიშვნების და ცნობის თანდართული ფორმები;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

ბ) ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის თანდართული წესი.”

2. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 14 აგვისტოდან.

ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

1. ეს წესი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტების და შენიშვნების და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის სამართლებრივ მექანიზმებს.

2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებას და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებას, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

    მუხლი 2.

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვისა და ამ წესით დადგენილი ცნობის ფორმები ივსება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომელთა ფუნქციაში შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმებში მოცემული ,,სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები“ უფლებამოსილი პირის მიერ ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დადგინდა, რომ მძღოლი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

თავი II

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების შევსების წესი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენა

    მუხლი 3.

1. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას, სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს სახდელს, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.

2. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №1) იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;

ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.

3. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

    მუხლი 4.

1. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მათი შევსება, ხოლო მეორე – გადაეცემა დამრღვევს.

2. დამრღვევის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება საქმის განმხილველი ორგანოს დადგენილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

    მუხლი 5.

1. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი მოსამსახურე გარდა მე-11 პუნქტისა.

2. საჯარიმო ქვითრის I ნაწილის:

ა) მე-4 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში მონაცემები შეიტანება დამრღვევის პირადობის მოწმობის (ბინადრობის მოწმობის) ან პასპორტის მიხედვით;

ბ) მე-5 პუნქტში სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად მიეთითება კონკრეტული რაიონი, სადაც მოხდა სამართალდარღვევა;

გ) მე-5 პუნქტში სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები ივსება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს იმის საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია, დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს ან თუ იგი შემოწმებულ იქნა ადგილზე სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით და შემოწმების შედეგებმა დაადასტურეს მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი;

დ) მე-7 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში მონაცემები სატრანსპორტო საშუალებათა რეკვიზიტების თაობაზე ივსება სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, ხოლო მძღოლს, რომელსაც თან არ აქვს სარეგისტრაციო მოწმობა, მონაცემები შეიტანება ასეთი რეკვიზიტების ვიზუალური დათვალიერების მიხედვით;

ე) მე-8 და მე-9 პუნქტები ივსება იმ შემთხვევაში, თუ მოწმე და დაზარალებული დადგენილია და იმყოფებიან სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის;

ვ) მე-12 პუნქტში მიეთითება მონაცემები იმ დოკუმენტების თაობაზე, რომელიც თან ერთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, ხოლო თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი საფუძვლებით და წესით, დამრღვევს სურს საჯარიმო ქვითრის I ნაწილს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, ამ პუნქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი, ამასთან, ახსნა-განმარტება და შენიშვნები ივსება სპეციალური ფორმის მიხედვით (დანართი №4).

3. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

    მუხლი 6.

სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმა (დანართი №2) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის სახით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევა.

    მუხლი 7.

1. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმა ივსება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმთან ერთად და იგი გადაეცემა დამრღვევს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმის განხილვამდე.

2. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმის II ნაწილის მე-3 პუნქტში გადაიხაზება ის კატეგორია, რომელიც დამრღვევს არა აქვს მინიჭებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

    მუხლი 8.

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაიცემა დადგენილი ნიმუშის ცნობა (დანართი №5).

2. ცნობა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი დაერთვება სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო მეორე – გადაეცემა დამრღვევს.

3. ცნობა ძალაშია მისი გაცემიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

    მუხლი 9.

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №3) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, გარდა ამ წესის მე-3 მუხლით და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმაზე ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ზოგადი წესები.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა ივსება ერთ ეგზემპლარად, რომელიც განსახილველად ეგზავნება უფლებამოსილ პირს.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება – მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი და მამის სახელი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი და სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისგმებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება და საქმეს გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

5. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას და სამართალდარღევევა საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი №3). დამრღვევს მის მიმართ გამოყენებული სახდელის შესახებ ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისას გამოიყენება საჯარიმო ქვითრის I ნაწილის შევსებისათვის დადგენილი წესები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

    მუხლი 10.

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმები დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

2. საბანკო დაწესებულება სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში

უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო

ბანკისათვის სამართალდამრღვევის მიერ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შესახებ

სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას.

თავი III

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 11.

ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით

დადგენილით წესი

დანართი 1

ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი

  ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე აა № 000000

1. _________________________________________ 2. __________________________________________

 შედგენის თრიღი(რიცხვი,თვე,წელი) შედგენის ადგილი       

3.________________________________________________________________________________________

ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი, სამკერდე №

4. დამრღ.: ა) პირად.დამ.დოკ.სერია № ან პირადი №_____________ ბ) გვარი ____________________

გ) სახელი ___________________ დ) დაბ.თარ. ________________ ე) სამუშაო ადგ. ________________

_________________________ ვ) მისამ: __________________

5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _____

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

6. ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის: მუხლი _____________ ნაწილი __________

ქვეპუნქტი_________________ 7. სატრანსპორტო საშუალების: ა) ______________ ბ) ______________

 მარკა მანქანის ტიპი

 გ) ____________________ დ) ________________ ე) ________________ ვ) __________________

 ძრავის ნომერი ძარის ნომერი შასის ნომერი ტექ.პასპორტის №

ზ) _______________ თ) ____________ ი) ________________ 8. მართვის მოწმ. № ________________

 გამოშვების წელი სახ. ნომერი კუთვნილება

9. მოწმის გვარი და მისამართი __________________________________________________________

10. დაზარალებულის გვარი და მისამართი: _________________________________________________

11. საჯარიმო თნხის ოდენობა _________________________________

 სიტყვიერად, ციფრებში

12. მიმღები მოლარე ____________ _________________________

 ხელმოწერა თარიღი (რიცხვი,თვე,წელი)

13. ოქმს თან ერთვის __________________________________

მოწმე (თუ არის): __________________________ დაზარალებული (თუ არის) ___________________

 ხელმოწერა ხელმოწერა

ოქმის შემდგენი: _______________ სამართლდამრღვევი: _____________________________________

 ხელმოწერა ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა

  ნ ნ აწილი II.

საჯარიმო ქვითრის ყუა

აა № 000000

1.________________________________________

 გადამხდელის სხელი, გვარი

2. _________________________________________

 მისამართი

3.._______________________________________

 საჯარიმო თნხის ოდენობა სიტყვიერად, ციფრებში

4.ადმ.სამართლდარღვევათა კოდექსის:

ა) მუხლი(მუხლები)_____________

ბ) ნაწილი(ნაწილები)___________

გ) ქვეპუნქტი (ქვეპუნქტები) ______

5. ოქმის შემდგენის: ა) _______________________

 სახელი, გვარი

ბ) _________________________________________

 თნამდებობა

გ) _________________________________________

 ხელმოწერა და თარიღი

საბანკო კოდი:№ ____________________________

მიმღები მოლარე ___________________________

 ხელმოწერა

შემომტანი _________________________________

 ხელმოწერა

თარიღი ___________________________________

 რიცხვი,თვე,წელი

  ბ.ა.

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება

ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გადაუხდელობა ისჯება საურავით. საურავის მინისმალური ოდენობა შეადგენს 150 ლარს, ხოლო მაქსიმალური – 500 ლარს (ჯარიმის ოდენობის შესაბამისად). საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევას 1 ან 2 წლის ვადით (საურავის ოდენობის შესაბამისად).

და ნართი 2

 ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე

აა № 000000

1. _________________________________________ 2. __________________________________________

 შედგენის თრიღი(რიცხვი,თვე,წელი) შედგენის ადგილი       

3.________________________________________________________________________________________

ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი, სამკერდე №

4. დამრღ.: ა) პირად.დამ.დოკ.სერია № ან პირადი №_____________ ბ) გვარი ____________________

გ) სახელი ___________________ დ) დაბ.თარ.

 ე) სამუშაო ადგ. ________________

_________________________ ვ) მისამ: __________________

5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი:

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

6. ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის: მუხლი _____________ ნაწილი __________

ქვეპუნქტი_________________ 7. სატრანსპორტო საშუალების: ა) ______________ ბ) ______________

 მარკა მანქანის ტიპი

 გ) ____________________ დ) ________________ ე) ________________ ვ) __________________

 ძრავის ნომერი ძარის ნომერი შასის ნომერი ტექ.პასპორტის №

ზ) _______________ თ) ____________ ი) ________________

8. მართვის მოწმ. № ________________

 გამოშვების წელი სახ. ნომერი კუთვნილება

9. მოწმის გვარი და მისამართი ______________________________________________________

10. დაზარალებულის გვარი და მისამართი: _________________________________________________

11. საჯარიმო თნხის ოდენობა _________________________________

 სიტყვიერად, ციფრებში

12. მიმღები მოლარე ____________ _________________________

 ხელმოწერა თარიღი (რიცხვი,თვე,წელი)

13. ოქმს თან ერთვის __________________________________

მოწმე (თუ არის): __________________________ დაზარალებული (თუ არის) ___________________

 ხელმოწერა ხელმოწერა

ოქმის შემდგენი: _______________ სამართლდამრღვევი: _____________________________________

 ხელმოწერა ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა

  სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი

ნებართვა

მიეცა მართვის მოწმობის სანაცვლოდ ასკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე

1.___________________________________________

 მართვის მოწმობის სერია და ნომერი

2. __________________________________________

 დამრღვევის სახელი და გვარი

A

B

C

D

E

3. კატეგორია:

4. ადმ.სამართლდარღვევათა კოდექსის:

_____________________________________________

 მუხლი,ნაწილი, ქვეპუნქტი

5. ოქმის შემდგენის: ა) ________________________

 სახელი, გვარი

____________________________________________

 თანამდებობა

_______________________ _________________

 რიცხვი, თვე, წელი ხელმოწერა

 6.ძალაშია: 200 წლის ___ _______________ დან

 200 წლის _______ ___________________ მდე

7.მოქმედების ვადა გაგრძელებულია:

ა) 200 წლის _______ _________________ მდე

თანამდებობის პირი ___________________

 ხელმოწერა

ბ) 200 წლის _______ _________________ მდე

თანამდებობის პირი ______________________

 ხელმოწერა

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გადაუხდელობა ისჯება საურავით. საურავის მინიმალური ოდენობა შეადგენს 150 ლარს, ხოლო მაქსიმალური – 500 ლარს (ჯარიმის ოდენობის შესაბამისად). საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევას 1 ან 2 წლის ვადით (საურავის ოდენობის შესაბამისად).

 დანართი № 3

ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთაობაზე

აა № 000000

1. ___________________________________ 2. _______________________________________________________________________________

 შედგენის თრიღი(რიცხვი,თვე,წელი) შედგენის ადგილი

3._______________________________________________________________________________________________________________________

ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი, სამკერდე №

4. დამრღ.:ა) პირად.დამ.დოკ.სერია № ან პირადი №___________________________ ბ) გვარი _______________________________________

გ) სახელი _________________________ დ) დაბ.თარ. ________________________ ე) სამუშაო ადგ. ვ) მისამ: ________________________

 რიცხვი,თვე,წელი

5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _____________________________________________________________________

___________________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________________

6. ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის: მუხლი _______________ ნაწილი ________________ ქვეპუნქტი_____________

7. მოწმის გვარი და მისამართი თუ რის: ___________________________________________________________________________________

 ___________________________________________________________________________________________

8. დაზარალებულის გვარი და მისამართი თუ არის: _________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________________

9. ოქმს თან ერთვის ___________________________________________________________________________________________

მოწმე (თუ არის): ___________________________________ დაზარალებული (თუ არის) ___________________________________

 ხელმოწერა ხელმოწერა

ოქმის შემდგენი: ___________________________________ სამართლდამრღვევი: _________________ ________________________

 ხელმოწერა ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

დანართი №4

ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო

1. დამრღვევის:

ა) სახელი და გვარი

______________________________________________________________

ბ) პირადობის დამადასტ. დოკ. სერია, № ან პირადი №

__________________________________

გ) მისამართი:

______________________________________________________________

დ) დაბადებისთარიღი:

_______________________________________________________________

ე)სამუშაოადგილი: __________________________________________________________________

ვ) ადმ. სამართალდარღვევათა ოქმის სერია და ნომერი: _____________

ზ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი და სიმთვრალეზე შემოწმების

შედეგები: ______________________________________________________________

თ)ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის:

_______________________________________________________________________

2. ახსნა-განმარტების ან/და შენიშვნის შინაარსი:

__________________________________________________________________________________

ხელმოწერა: __________________ თარიღი: _____________________

 რიცხვი, თვე, წელი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

დანართი №5

საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

ც ნ ო ბ ა №000000

       მიეცა მოქ. მასზედ, რომ 200 წლის

       __________ თვე მის მიმართ შედგა საჯარიმო ქვითარი №            ______            __________    , ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის II ნაწილით და მიეცა

ქვითრის შედგენიდან 5 სამუშაო დღის ვადა, რათა მან გაატაროს რეგისტრაციაში ა/მანქანა

____  ________                                                                                                                                                                                               

                                          მარკა. ტრ. ნომერი და საიდენტიფიკაციო კოდი

პატრულ-ინსპექტორი

                                                                 სახელი, გვარი

“___ ” 200 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ", №792, 04.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.034.007.598 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/61042-1/