„ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.08.2005 ძალადაკარგული 15.08.2014
ნომერი
№792
სარეგისტრაციო კოდი
020.080.160.22.034.007.598
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 92, 05/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.034.007.598

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №792

2005 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე, 240-ე, 241-ე, 242-ე და 249-ე მუხლების, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-11 პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ოქმის შინაარსის გამო ახსნა-განმარტებისა და შენიშვნების და ცნობის თანდართული ფორმები;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

ბ) ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის თანდართული წესი.”

2. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 14 აგვისტოდან.

ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1238-სსმIII, №145, 24.10.2006წ.; მუხ.2007

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №1012-სსმIII, №104, 23.07.2007წ.; მუხ.1147


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

1. ეს წესი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტების და შენიშვნების და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის სამართლებრივ მექანიზმებს.

2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებას და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებას, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

    მუხლი 2.

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვისა და ამ წესით დადგენილი ცნობის ფორმები ივსება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომელთა ფუნქციაში შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმებში მოცემული ,,სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები“ უფლებამოსილი პირის მიერ ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დადგინდა, რომ მძღოლი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

თავი II

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების შევსების წესი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენა

    მუხლი 3.

1. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას, სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს სახდელს, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.

2. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №1) იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;

ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.

3. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

    მუხლი 4.

1. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მათი შევსება, ხოლო მეორე – გადაეცემა დამრღვევს.

2. დამრღვევის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება საქმის განმხილველი ორგანოს დადგენილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

    მუხლი 5.

1. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი მოსამსახურე გარდა მე-9 პუნქტისა.

2. საჯარიმო ქვითრის I ნაწილის:

ა) მე-4 პუნქტის ,,ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მონაცემები შეიტანება დამრღვევის სახელი და გვარი, მისამართი და მართვის მოწმობის სერია და ნომერი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი ან პირადი ნომერი);

ბ) მე-5 პუნქტში სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად მიეთითება კონკრეტული რაიონი (ქუჩა), სადაც მოხდა სამართალდარღვევა;

გ) მე-5 პუნქტში სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები ივსება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს იმის საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია, დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს ან თუ იგი შემოწმებულ იქნა ადგილზე სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით და შემოწმების შედეგებმა დაადასტურეს მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი;

დ) მე-6 პუნქტში მონაცემები სატრანსპორტო საშუალებათა რეკვიზიტების თაობაზე სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი;

ე) მე-7 და მე-8 პუნქტები ივსება იმ შემთხვევაში, თუ მოწმე და დაზარალებული დადგენილია და იმყოფებიან სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის;

ვ) მე-10 პუნქტში მიეთითება მონაცემები იმ დოკუმენტების თაობაზე, რომელიც თან ერთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, ხოლო თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი საფუძვლებით და წესით, დამრღვევს სურს საჯარიმო ქვითრის I ნაწილს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, ამ პუნქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი, ამასთან, ახსნა-განმარტება და შენიშვნები ივსება სპეციალური ფორმის მიხედვით (დანართი №4).

3. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1238-სსმIII, №145, 24.10.2006წ.; მუხ.2007

    მუხლი 6.

სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმა (დანართი №2) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის სახით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევა.

    მუხლი 7.

1. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმა ივსება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმთან ერთად და იგი გადაეცემა დამრღვევს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმის განხილვამდე.

2. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმის II ნაწილის მე-3 პუნქტში გადაიხაზება ის კატეგორია, რომელიც დამრღვევს არა აქვს მინიჭებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

    მუხლი 8.

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაიცემა დადგენილი ნიმუშის ცნობა (დანართი №5).

2. ცნობა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი დაერთვება სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო მეორე – გადაეცემა დამრღვევს.

3. ცნობა ძალაშია მისი გაცემიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

    მუხლი 9.

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №3) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, გარდა ამ წესის მე-3 მუხლით და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმაზე ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ზოგადი წესები.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა ივსება ერთ ეგზემპლარად, რომელიც განსახილველად ეგზავნება უფლებამოსილ პირს.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება – მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი და მამის სახელი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი და სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისგმებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება და საქმეს გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

5. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას და სამართალდარღევევა საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი №3). დამრღვევს მის მიმართ გამოყენებული სახდელის შესახებ ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისას გამოიყენება საჯარიმო ქვითრის I ნაწილის შევსებისათვის დადგენილი წესები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

    მუხლი 10.

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმები დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

2. საბანკო დაწესებულება სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო ბანკისათვის სამართალდამრღვევის მიერ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას.

    მუხლი 10​1.

1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი საჯარიმო ქვითარი (დანართი №6) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას.

2. საამისოდ უფლებამოსილი პირი განიხილავს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს შეუფარდებს ადმინისტრაციულ ჯარიმას.

3. საჯარიმო ქვითრის ფორმა იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;

ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.

4. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №1012-სსმIII, №104, 23.07.2007წ.; მუხ.1147

    მუხლი 10​2.

1. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მათი შევსება, ხოლო მეორე – რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გადაეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი შესაბამისი ოდენობით.

3. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №1012-სსმIII, №104, 23.07.2007წ.; მუხ.1147

    მუხლი 10​3.

1. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი მოსამსახურე გარდა მე-6 პუნქტისა.

2. საჯარიმო ქვითრის I ნაწილის:

ა) მე-3 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში მონაცემები შეიტანება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (იურიდიული პირის) სახელი და გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) და მისამართი;

ბ) მე-4 პუნქტში სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად მიეთითება კონკრეტული რაიონი (ქუჩა), სადაც მოხდა სამართალდარღვევა;

გ) მე-5 პუნქტში მონაცემები სატრანსპორტო საშუალებათა რეკვიზიტების თაობაზე.

3. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №1012-სსმIII, №104, 23.07.2007წ.; მუხ.1147

თავი III

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 11.

ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილით. წესი

 

 

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედა ენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).

მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10- დღიანი ვადის შესახებ.

საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღის ვადაში, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი), პირს ამ ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით და ჯარიმა შეიცვლება მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით (თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა არ აღემატება 100 ლარს), ან 500 ლარის ოდენობით და ჯარიმა შეიცვლება მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით (თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა აღემატება 100 ლარს). ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1238-სსმIII, №145, 24.10.2006წ.; მუხ.2007

 

 


 

დანართი №2

 

 

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედა ენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება)

მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10- დღიანი ვადის შესახებ.

საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი), პირს ამ ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით და ჯარიმა შეიცვლება მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით (თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა არ აღემატება 100 ლარს), ან 500 ლარის ოდენობით და ჯარიმა შეიცვლება მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით (თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა აღემატება 100 ლარს). ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1238-სსმIII, №145, 24.10.2006წ.; მუხ.2007

 

 

 

 

 

დანართი №3

 


ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1238-სსმIII, №145, 24.10.2006წ.; მუხ.2007

დანართი №4

 

ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო

1. დამრღვევის:

ა) სახელი და გვარი _________________________________________________________________

ბ) პირადობის დამადასტ. დოკ. სერია, № ან პირადი № __________________________________

გ) მისამართი: _______________________________________________________________________

დ) დაბადებისთარიღი: _______________________________________________________________

ე)სამუშაოადგილი: __________________________________________________________________

ვ) ადმ. სამართალდარღვევათა ოქმის სერია და ნომერი: ______________________

ზ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი და სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები: _____________________________________________________________________________

თ)ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: _________________________________

____________________________________________________________________________________

2. ახსნა-განმარტების ან/და შენიშვნის შინაარსი: ________________________________________

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

ხელმოწერა: __________________ თარიღი: _____________________

 რიცხვი, თვე, წელი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

დანართი №5

საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

ც ნ ო ბ ა №000000

       მიეცა მოქ. მასზედ, რომ 200 წლის        __________ თვე მის მიმართ შედგა საჯარიმო ქვითარი №           ______            __________    , ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის II ნაწილით და მიეცა ქვითრის შედგენიდან 5 სამუშაო დღის ვადა, რათა მან გაატაროს რეგისტრაციაში ა/მანქანა

____        ________                                                                                                                                                                                               

                                                                          მარკა. ტრ. ნომერი და საიდენტიფიკაციო კოდი

პატრულ-ინსპექტორი

  სახელი, გვარი

“___ ” 200 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №736-სსმIII, №77, 08.06.2006წ.; მუხ.1009

დანართი №6

ნაწილი I

საჯარიმო ქვითარი გა № 000000

ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

1. ____________________________________ 2. ________________________________________________

 შედგენის თარიღი(რიცხვი,თვე,წელი) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი                            

3. ა) მესაკუთრის ______________________________________ ბ) ________________________________

 სახელი და გვარი / სახელწოდება დაბ./ რეგისტრაციის თარიღი

გ) სახელი _____________________________ დ) ______________________________________________

 პირადი № / საიდენტ. კოდი მისამართი

4.1. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი:

_____________________________________________________________

_____________________________________________________________

_____________________________________________________________

4.2. ასკ-ის მუხლი _________________ ნაწილი ________________ ქვეპუნქტი____________________

4.3.აჯარიმის ოდენობა _________________________________ ლარი

  სიტყვიერად

4.4. სატრანსპორტო საშუალების: _______________

 სახელმწიფო № ტექ.პასპორტის №, გაცემისთარიღი

6. მიმღები მოლარე ___________________________ _________________________

 ხელმოწერა და თარიღი საბანკო კოდი

 

  ნაწილი II.

საჯარიმო ქვითრის ყუა

№ გ ა 000000

ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში

1.___________________________________________

 გადამხდელის სხელი და გვარი

2. __________________________________________

 გადამხდელის მისამართი

3.__________________________________________

 საჯარიმო თნხის ოდენობა სიტყვიერად, ციფრებში

4. ასკ-ის ___________________________________

 მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი

5. __________________________________________

სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი

6. საბანკო კოდი _____________________________

7. სახაზინო კოდი ___________________________

8. მიმღები მოლარე __________________________

 ხელმოწერა

9. შემომტანი _______________________________

 ხელმოწერა

  ბ.ა.

თარიღი ___________________________________

 რიცხვი,თვე,წელი

საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბაბკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ

წარმდგენი ____________________________

 

 გვარი, სახელი

_______________________________________

 წარმდგენის ხელმოწერა _______________________________________

 ოქმის შემდგენის ხელმოწერა

  ხელმოწერა

ჩაიბარა პირადად ____________________________

 გვარი, სახელი

_____________________________________________

მიმღების ხელმოწერა ან ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება) მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით (თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა არ აღემატება 100 ლარს) ან 500 ლარის ოდენობით (თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა აღემატება 100 ლარს). საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №1012-სსმIII, №104, 23.07.2007წ.; მუხ.1147

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ", №792, 04.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.034.007.598 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/61042-3/