საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2024 წლის 23 თებერვალი ქ. საგარეჯო |
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი
1. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი“ (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე (ბაკალავრი) ფულადი ჯილდოს გაცემის პირობებსა და წესს.
2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება ფულადი ჯილდოს გაცემის გზით.
3. დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (კოდი 05.03) ფარგლებში.
4. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ბ) სტუდენტი – საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (ბაკალავრი), რომელიც სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში;
გ) წარჩინებული სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91-100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);
დ) ჯილდო – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (კოდი 05.03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ წარმატებული სტუდენტისათვის გაცემული ფულადი თანხა;
ე) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.
ჯილდოს გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური (შემდგომში – სამსახური), სტუდენტის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ამ წესით დადგენილი პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
1.ფულადი ჯილდო შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში;
გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო (კერძო) სკოლაში გავლილი აქვს ზოგადი განათლების სრული კურსი;
დ) არის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი (ბაკალავრი);
ე) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91-100 ქულა;
ვ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
2. ფულადი ჯილდოს მისაღებად სტუდენტმა სემესტრის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საბანკო რეკვიზიტები;
გ) ცნობა საჯარო (კერძო) სკოლიდან;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
ე) საინფორმაციო ბარათი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ.
3. ფულადი ჯილდოს ოდენობა ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 770 ლარს.
1. წარმატებულ სტუდენტს ფულადი ჯილდო გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.
2. ფულადი ჯილდო გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით.
1. სამსახური ფულადი ჯილდოს გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის/მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
აღნიშნულ წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
+
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 14 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 15.03.2024წ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 14 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 15.03.2024წ.
+
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდია და დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 14 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 15.03.2024წ.
+
დამტკიცდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილი
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი
+
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 14 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 15.03.2024წ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის გაცემის წესი
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე (ბაკალავრი) სტიპენდიის გაცემის პირობებსა და წესს.
2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით.
3. დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (კოდი 05.03) ფარგლებში.
ა) საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
გ) წარჩინებული სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91-100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);
დ) სტიპენდია – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (კოდი 05.03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ წარმატებული სტუდენტისათვის გაცემული ფულადი თანხა;
მუხლი 2. სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირება🔗
სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური), სტუდენტის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ამ წესით დადგენილი პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 3. წარჩინებული სტუდენტებისათვის სტიპენდიის გასაცემად აუცილებელი კრიტერიუმები და პირობები🔗
1. სტიპენდია შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმს:
გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო (კერძო) სკოლაში გავლილი აქვს ზოგადი განათლების სრული კურსი;
2. სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა სემესტრის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
3. სტიპენდიის ოდენობა ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 770 ლარს.
მუხლი 4. სტიპენდიის გაცემა🔗
1. წარმატებულ სტუდენტს სტიპენდია გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
2. სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით.
1. სამსახური სტიპენდიის გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. სტიპენდიის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის/მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
აღნიშნულ წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.04.2025.
- როდის იქნა მიღებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.02.2024. მიმღები ორგანო — საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.165.016475.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.04.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.04.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №6, 23.02.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016475 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6114843/