ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (10)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2017 წლის 20 თებერვალი ქ. ბოლნისი |
|
ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის, ერუდირებული ახალგაზრდებისთვის, მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაცემის პირობებს.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) წარჩინებული სტუდენტი – სტუდენტი, რომელიც სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).
ბ) სპორტსმენი – პირი, რომელიც მისდევს პროფესიულ სპორტს, გამოდის შეჯიბრებებში და/ან ეწევა პროფესიულ მოღვაწეობას სპორტში.
გ) ეტალონი მოსწავლე – ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი 2017“ ბოლნისის გამარჯვებული ერუდირებული ახალგაზრდა.
1. წარჩინებული სტუდენტები დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით (2017 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).
2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარჩინებული სტუდენტის პირად საბანკო ანგარიშზე.
3. ამ მუხლში აღნიშნული ფულადი წახალისება გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ყოველთვიური წახალისების მისაღებად სტუდენტებმა გამგეობაში უნდა წარადგინონ:
ა) განცხადება;
ბ) აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელიდან ცნობა, რითაც სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).
გ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები.
1. ყოველთვიური ფულადი წახალისება გაეწევათ სპორტსმენებს, რომლებიც 2016 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან:
ა) სპორტის სხვადასხვა სახეობაში (დიდებში და ახალგაზრდებში) საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, რომლებიც ირიცხებიან საქართველოს ნაკრების წევრებად - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორები და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები – 100 (ასი) ლარის ოდენობით;
გ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორები და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
2. სპორტსმენების ყოველთვიური ფულადი წახალისება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სპორტსმენთა პირად საბანკო ანგარიშზე.
1. ერთჯერადი ფულადი ჯილდო გაიცემა სპორტსმენებზე, რომლებიც:
ა) 2016 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს (გარდა 2016 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო) – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.;
ბ) სპორტსმენებს, რომლებიც 2016 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს (გარდა 2016 წლის იმ პრიზიორი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ დამსახურებისთვის უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო)- 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
გ) სპორტსმენებს, რომლებიც 2016 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, პრიზიორებს – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო მათ უშუალო მწვრთნელებს – 300 (სამასი) ლარის ოდენობით (გარდა 2016 წლის იმ ჩემპიონი და პრიზიორი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო).
2. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე სპორტსმენის მწვრთნელი ერთი და იგივე პიროვნებაა, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მწვრთნელი დაჯილდოვდება საუკეთესო ტიტულის მქონე სპორტსმენის მაჩვენებლის შესაბამისად. ხოლო სპორტსმენის ერთდროულად რამდენიმე გამარჯვების შემთხვევაში, მწვრთნელს ერთჯერადი ჯილდო მიეცემა წარმატებული სპორტსმენის საუკეთესო მაჩვენებლის მიხედვით.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. ფულადი ჯილდო გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა გამგეობაში უნდა წარადგინონ:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი.
გ) სპორტსმენის მიერ საპრიზო ადგილის დაკავების ან გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი, მწვრთნელის მითითებით;
ე) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტი.
1. ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი 2017“-ის ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს მიეცემა სტიპენდია ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2.სტიპენდიის მისაღებად ეტალონმა მოსწავლემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი;
გ) ჩემპიონატში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტი.
3. სტიპენდია გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტალონი მოსწავლის პირად საბანკო ანგარიშზე.
+
ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 19.09.2019 წ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესი“ (დანართი 1).
+
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტუდენტებისა და სპორტსმენებისათვის ჯილდოს გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №3 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 17/01/2017, 010250020.35.158.016327).
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
+
1. ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის, ერუდირებული ახალგაზრდებისთვის, მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაცემის პირობებს.
2. წახალისება გაიცემა იმ წარჩინებულ სტუდენტებზე, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).
3. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ბოლნისის მუნიციპალიტეტი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 02.02.2024წ.
ა) წარჩინებული სტუდენტი:
ა.ა) სტუდენტი, რომელიც სწავლობს სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საბაკალავრო პროგრამაზე მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა; (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა), ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულით ((A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა; (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა),
ა.ბ) სტუდენტი, რომელიც სწავლობს სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში რეზიდენტურის პროგრამაზე;
ა.გ) სტუდენტი, რომელიც სწავლობს სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სადოქტორო პროგრამაზე.
ბ) სპორტსმენი – პირი, რომელიც მისდევს პროფესიულ სპორტს, გამოდის შეჯიბრებებში და/ან ეწევა პროფესიულ მოღვაწეობას სპორტში;
გ) ეტალონი მოსწავლე – ეტალონის მიმდინარე წლის ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის ბოლნისის გამარჯვებული ერუდირებული ახალგაზრდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 12.02.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 19.09.2019 წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 23.03.2022 წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 02.02.2024წ.
მუხლი 3. წარჩინებული სტუდენტების ფულადი წახალისება🔗
1. წარჩინებული სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით საბაკალავრო პროგრამაზე ((A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა) დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით (მიმდინარე სასწავლო წლის 1ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე) წარჩინებული სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((B) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა) დაფინანსდებიან ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (მიმდინარე სასწავლო წლის 1ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე), სამაგისტრო პროგრამაზე მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა-150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (მიმდინარე სასწავლო წლის 1ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე), (B)ფრიადი – შეფასების 81-90 ქულა-100 (ასი) ლარის ოდენობით, (მიმდინარე სასწავლო წლის 1ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე).
2. სტუდენტები რომლებიც სწავლობენ რეზიდენტურის პროგრამაზე დაფინანსდებიან სასწავლო სემესტრის დასრულების შემდგომ 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ორი წლის განმავლობაში.
3. სტუდენტები რომლებიც სწავლობენ სადოქტორო პროგრამაზე დაფინანსდებიან სასწავლო სემესტრის დასრულების შემდგომ 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სამი წლის განმავლობაში.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წარჩინებულ სტუდენტს ყოველთვიური ფულადი წახალისება მიეცემა წინა სემესტრული შეფასების გათვალისწინებით.
5. სტუდენტებს, რომლებიც შემოდგომის სემესტრში ისარგებლებენ სოციალური დახმარებით არ მოეთხოვებათ ქვეპროგრამის მოქმედების ფარგლებში საგაზაფხულო სემესტრის დახმარების მისაღებად განცხადების ხელმეორედ წარდგენა, გარდა სტუდენტის სტატუსის შესახებ და უმაღლესი სასწავლებლიდან წინა სემესტრული შეფასების შესახებ ცნობებისა.
6. დაფინანსების გაცემა განხორციელდება განცხადების შემოტანის თარიღის გათვალისწინებით.
7. დაფინანსება არ მოიცავს აგვისტოს თვიდან შემოდგომის სემესტრში სწავლის დაწყებამდე პერიოდს.
8. ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია დაფინანსების მსურველთა სია (მონაცემები) ყოველთვიურად გადაამოწმოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“.
9. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარჩინებული სტუდენტის პირად საბანკო ანგარიშზე.
10. ამ მუხლში აღნიშნული ფულადი წახალისება გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 12.02.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 მარტის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 22.03.2018 წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 19.09.2019 წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 23.03.2022 წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 02.02.2024წ.
მუხლი 4. წახალისების მისაღებად წარჩინებულ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია🔗
1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყოველთვიური წახალისების მისაღებად ყოველი ახალი სასწავლო სემესტრის დასაწყისში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგარემების სტუდენტებმა მერიაში უნდა წარადგინონ:
ბ) სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან წინა სემესტრული შეფასების შესახებ ცნობა, რითაც სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა; (B) ძალიან კარგი-შეფასების 81-90 ქულა);
გ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“-ს საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით).
2. ამ წესის მე-3 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებით გათვალისწინებული სასწავლო სემესტრის დასრულების შემდგომი წახალისების მისაღებად ყოველი სასწავლო სემესტრის დასრულების შემდგომ რეზიდენტურის/სადოქტორო პროგრამების სტუდენტებმა მერიაში უნდა წარადგინონ:
ა) განცხადება;
ბ) ცნობა სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან სასწავლო სემესტრის დასრულების შესახებ;
გ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“-ს საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით).
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 12.02.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 მარტის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 22.03.2018 წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 23.03.2022 წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 02.02.2024წ.
მუხლი 5. სპორტსმენების ყოველთვიური ფულადი წახალისება🔗
1. ყოველთვიური ფულადი წახალისება გაეწევათ სპორტსმენებს, რომლებიც გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან:
ა) სპორტის სხვადასხვა სახეობაში (დიდებში და ახალგაზრდებში) საქართველოს ჩემპიონები, პრიზიორები და საქართველოს ნაკრების წევრები – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს ჩემპიონები და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები, საქართველოს ნაკრების წევრები – 100 (ასი) ლარის ოდენობით;
გ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორები და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. სპორტსმენების ყოველთვიური ფულადი წახალისება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 12.02.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 ივნისის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 22.06.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 19.09.2019 წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020წლის 3 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 06.02.2020 წ.
მუხლი 6. სპორტსმენთათვის ერთჯერადად ფულადი ჯილდოს გაცემა🔗
ერთჯერადი ფულადი ჯილდო გაიცემა სპორტსმენებზე, რომლებიც:
ა) გახდებიან ოლიმპიური ჩემპიონები – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) გახდებიან ოლიმპიური პრიზიორები (II ადგილი) – 8 000 (რვა ათასი) ლარი, (III ადგილი) – 6 000 (ექვსი ათასი) ლარი, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
გ) გახდებიან ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩემპიონები – 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე - 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
დ) გახდებიან ახალგაზრდული ოლიმპიადის პრიზიორები, (II ადგილი) – 3 000 (სამი ათასი) ლარი, (III ადგილი) – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
ე) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან მსოფლიოს ჩემპიონები – 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);
ვ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები, (II ადგილი) – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი, (III ადგილი) – 3 000 (სამი ათასი) ლარი, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);
ზ)გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან მსოფლიოს ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);
თ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, (II ადგილი) – 3 000 (სამი ათასი) ლარი, (III ადგილი) – 2 000 (ორი ათასი) ლარი, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);
ი) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპის ჩემპიონები – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე - 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);
კ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები, (II ადგილი) – 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, (III ადგილი) - 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);
ლ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);
მ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, (II ადგილი) – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, (III ადგილი) – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);
ნ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან გრან - პრის, გრან-სლემისა და მსოფლიო ღია მასტერსის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 000 (ერთ ათასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);
ო) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან გრან-პრის, გრან-სლემისა და მსოფლიო მასტერსის პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – (II – ადგილი) – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, (III – ადგილი) – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);
პ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს რეიტინგული ჩემპიონები – 1000 (ერთი ათასი) – ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);
ჟ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს რეიტინგული ჩემპიონატის პრიზიორები – (II ადგილი) 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, (III ადგილი) – 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);
რ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს რეიტინგული ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 8 00 (რვაასი) – ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);
ს) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს რეიტინგული ჩემპიონატის პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, (II ადგილი) – 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, (III ადგილი) – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);
ტ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, პრიზიორებზე - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 300 (სამასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო).
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 12.02.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 ივნისის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 22.06.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 19.09.2019 წ.
მუხლი 7. დახმარების მისაღებად სპორტსმენთა და მათი მწვრთნელების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია🔗
ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ:
ბ) პირადობის მოწმობის ასლი (პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი);
გ) სპორტსმენის მიერ საპრიზო ადგილის დაკავების ან გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი, მწვრთნელის მითითებით;
დ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.
მუხლი 8. ეტალონის გამარჯვებულისათვის სტიპენდიის გაცემა🔗
1. ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მიმდინარე წლის „ეტალონის“ ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს მიეცემა სტიპენდია ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით მიმდინარე წლის განმავლობაში.
2. სტიპენდიის მისაღებად ეტალონმა მოსწავლემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი (პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი);
3. სტიპენდია გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტალონი მოსწავლის პირად საბანკო ანგარიშზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 12.02.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 25.10.2019წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.07.2024.
- როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.02.2017. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.158.016333.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 10 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.07.2024.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“, №9, 20.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016333 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3584431/