ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.02.2017 ბოლო ცვლილება 24.07.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.158.016333
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2017 წლის 20 თებერვალი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 19.09.2019 წ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


+
მუხლი 1
დამტკიცდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესი“ (დანართი 1).
+
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტუდენტებისა და სპორტსმენებისათვის ჯილდოს გაცემის წესის“  დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №3 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 17/01/2017, 010250020.35.158.016327).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
+



დანართი №1
ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესი

+
მუხლი 1. ზოგადი   დებულებები

ეს  წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის, ერუდირებული ახალგაზრდებისთვის, მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი  მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  გაცემის პირობებს.  

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ  წესში  გამოყენებულ  ტერმინებს  აქვთ  შემდეგი  მნიშვნელობა:

ა) წარჩინებული სტუდენტი – სტუდენტი, რომელიც სწავლობს სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;  (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების  81-90 ქულა);

ბ) სპორტსმენი – პირი, რომელიც მისდევს პროფესიულ სპორტს,  გამოდის შეჯიბრებებში და/ან ეწევა პროფესიულ მოღვაწეობას სპორტში;

გ) ეტალონი  მოსწავლე – ეტალონის მიმდინარე წლის ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის  ბოლნისის გამარჯვებული ერუდირებული ახალგაზრდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 12.02.2018წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 19.09.2019 წ.

მუხლი 3. წარჩინებული სტუდენტების  ყოველთვიური  ფულადი  წახალისება

1. წარჩინებული სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა)  დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის  ოდენობით (მიმდინარე სასწავლო  წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე). წარჩინებული სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((B) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა)  დაფინანსდებიან ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით  (მიმდინარე სასწავლო  წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).

1​​1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წარჩინებულ სტუდენტს ყოველთვიური ფულადი წახალისება მიეცემა წინა სემესტრული შეფასების გათვალისწინებით.

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარჩინებული სტუდენტის პირად საბანკო ანგარიშზე.

3. ამ მუხლში აღნიშნული ფულადი წახალისება გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის  დასკვნის  საფუძველზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 12.02.2018წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 მარტის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 22.03.2018 წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 19.09.2019 წ.

მუხლი 4.  ყოველთვიური წახალისების მისაღებად წარჩინებულ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ყოველთვიური წახალისების მისაღებად  ყოველი ახალი სასწავლო სემესტრის დასაწყისში სტუდენტებმა მერიაში  უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან წინა სემესტრული შეფასების შესახებ ცნობა, რითაც სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;  (B) ძალიან კარგი-შეფასების  81-90 ქულა);

გ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 12.02.2018წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 მარტის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 22.03.2018 წ.

მუხლი 5. სპორტსმენების ყოველთვიური ფულადი წახალისება

1. ყოველთვიური ფულადი წახალისება გაეწევათ სპორტსმენებს, რომლებიც გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან:

ა) სპორტის სხვადასხვა სახეობაში (დიდებში და ახალგაზრდებში) საქართველოს ჩემპიონები, პრიზიორები და საქართველოს ნაკრების წევრები – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს ჩემპიონები და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები, საქართველოს ნაკრების წევრები – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

გ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორები და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. სპორტსმენების ყოველთვიური ფულადი წახალისება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სპორტსმენთა პირად საბანკო ანგარიშზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 12.02.2018წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 ივნისის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 22.06.2018წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 19.09.2019 წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020წლის 3 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 06.02.2020 წ.

მუხლი 6. სპორტსმენთათვის ერთჯერადად ფულადი ჯილდოს გაცემა

ერთჯერადი ფულადი ჯილდო გაიცემა სპორტსმენებზე, რომლებიც:

ა) გახდებიან ოლიმპიური ჩემპიონები – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 4 000  (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) გახდებიან ოლიმპიური პრიზიორები  (II ადგილი) – 8 000   (რვა ათასი) ლარი,   (III  ადგილი) – 6 000 (ექვსი ათასი) ლარი, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 3000  (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

გ)  გახდებიან ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩემპიონები – 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე - 2 500  (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

დ) გახდებიან  ახალგაზრდული ოლიმპიადის პრიზიორები, (II ადგილი) –  3 000   (სამი ათასი) ლარი,   (III  ადგილი) – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე  – 1 500  (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

ე)  გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან   მსოფლიოს  ჩემპიონები  –  6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 3000  (სამი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

ვ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან მსოფლიო  ჩემპიონატის პრიზიორები, (II ადგილი)  –  4 000   (ოთხი  ათასი) ლარი,   (III ადგილი) – 3 000 (სამი ათასი) ლარი,    აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

ზ)გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან მსოფლიოს  ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში –  4 000  (ოთხი  ათასი) ლარი, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

თ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, (II ადგილი)  – 3  000   (სამი  ათასი) ლარი, (III ადგილი) – 2 000 (ორი ათასი) ლარი, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

ი) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპის ჩემპიონები – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე - 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

კ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები, (II ადგილი) – 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, (III ადგილი)  - 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით,  აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

ლ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

მ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში,  (II ადგილი) – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, (III ადგილი) – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით,  აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

ნ)  გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან გრან - პრის, გრან-სლემისა და მსოფლიო ღია მასტერსის  ჩემპიონები  სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 000 (ერთ ათასი) ლარის ოდენობით  (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

ო)  გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან  გრან-პრის, გრან-სლემისა და მსოფლიო მასტერსის  პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში –  (II – ადგილი) – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით,  (III – ადგილი)  – 1 000  (ერთი ათასი) ლარის ოდენობით,    აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

პ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს რეიტინგული  ჩემპიონები – 1000 (ერთი ათასი)  –  ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

ჟ)  გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს რეიტინგული ჩემპიონატის პრიზიორები – (II ადგილი)  800 (რვაასი)  ლარის ოდენობით,  აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, (III ადგილი)  – 600  (ექვსასი) ლარის ოდენობით,  აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით  (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

რ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს რეიტინგული ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 8 00 (რვაასი) – ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

ს)  გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს რეიტინგული ჩემპიონატის პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, (II ადგილი)  – 600 (ექვსასი)  ლარის ოდენობით,  აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, (III ადგილი)  – 400  (ოთხასი) ლარის ოდენობით,  აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით  (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

ტ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, პრიზიორებზე - 300 (სამასი) ლარის ოდენობით,  აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 300 (სამასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო).

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 12.02.2018წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 ივნისის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 22.06.2018წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 19.09.2019 წ.

მუხლი 7.  დახმარების მისაღებად სპორტსმენთა  და მათი მწვრთნელების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა  მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი (პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან  განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი);

გ) სპორტსმენის მიერ საპრიზო ადგილის დაკავების ან გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი, მწვრთნელის მითითებით;

დ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.

მუხლი 8.  ეტალონის გამარჯვებულისათვის სტიპენდიის გაცემა

1. ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მიმდინარე წლის „ეტალონის“ ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს მიეცემა  სტიპენდია  ყოველთვიურად 100 (ასი)  ლარის ოდენობით მიმდინარე წლის განმავლობაში.

2. სტიპენდიის მისაღებად ეტალონმა მოსწავლემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი (პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან  განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი);

გ) ჩემპიონატში გამარჯვების დამადასტურებელი  დოკუმენტი;

დ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტი.

3. სტიპენდია გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტალონი მოსწავლის  პირად საბანკო ანგარიშზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 12.02.2018წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 25.10.2019წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“, №9, 20.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016333 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3584431-7/