ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.02.2017 ბოლო ცვლილება 24.07.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.158.016333
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2017 წლის 20 თებერვალი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესი

 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესი“ (დანართი 1).
+
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტუდენტებისა და სპორტსმენებისათვის ჯილდოს გაცემის წესის“  დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №3 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 17/01/2017, 010250020.35.158.016327).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
+



დანართი №1
ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესი

+
მუხლი 1. ზოგადი   დებულებები

ეს  წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის, ერუდირებული ახალგაზრდებისთვის, მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი  მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  გაცემის პირობებს.  

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ  წესში  გამოყენებულ  ტერმინებს  აქვთ  შემდეგი  მნიშვნელობა:

ა) წარჩინებული სტუდენტი – სტუდენტი, რომელიც სწავლობს სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;  (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების  81-90 ქულა);

ბ) სპორტსმენი – პირი, რომელიც მისდევს პროფესიულ სპორტს,  გამოდის შეჯიბრებებში და/ან ეწევა პროფესიულ მოღვაწეობას სპორტში;

გ) ეტალონი  მოსწავლე – ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი 2018“ ბოლნისის გამარჯვებული ერუდირებული ახალგაზრდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 12.02.2018წ.

მუხლი 3. წარჩინებული სტუდენტების  ყოველთვიური  ფულადი  წახალისება

1. წარჩინებული სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა)  დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის  ოდენობით  (2018  წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).  წარჩინებული სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((B)ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა)  დაფინანსდებიან ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით  (2018  წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).

1​​1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წარჩინებულ სტუდენტს ყოველთვიური ფულადი წახალისება მიეცემა წინა სემესტრული შეფასების გათვალისწინებით.

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარჩინებული სტუდენტის პირად საბანკო ანგარიშზე.

3. ამ მუხლში აღნიშნული ფულადი წახალისება გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის  დასკვნის  საფუძველზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 12.02.2018წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 მარტის დადგენილება № 23 - ვებგვერდი, 22.03.2018 წ.

მუხლი 4.  ყოველთვიური წახალისების მისაღებად წარჩინებულ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ყოველთვიური წახალისების მისაღებად  ყოველი ახალი სასწავლო სემესტრის დასაწყისში სტუდენტებმა მერიაში  უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან წინა სემესტრული შეფასების შესახებ ცნობა, რითაც სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;  (B) ძალიან კარგი-შეფასების  81-90 ქულა);

გ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 12.02.2018წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 მარტის დადგენილება № 23 - ვებგვერდი, 22.03.2018 წ.

მუხლი 5. სპორტსმენების   ყოველთვიური    ფულადი    წახალისება    

1. ყოველთვიური  ფულადი  წახალისება   გაეწევათ სპორტსმენებს, რომლებიც  2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან:

ა) სპორტის სხვადასხვა სახეობაში (დიდებში და ახალგაზრდებში) საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, რომლებიც ირიცხებიან საქართველოს ნაკრების წევრებად – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორები და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები  – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

გ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორები და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. სპორტსმენების ყოველთვიური ფულადი წახალისება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის  მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სპორტსმენთა პირად საბანკო ანგარიშზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 12.02.2018წ.

მუხლი 6.  სპორტსმენთათვის ერთჯერადად ფულადი  ჯილდოს  გაცემა

 1.  ერთჯერადი ფულადი ჯილდო გაიცემა სპორტსმენებზე, რომლებიც:

ა) 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის  2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო)  – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.;

ბ) სპორტსმენებს, რომლებიც 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს (გარდა 2017 წლის იმ პრიზიორი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ დამსახურებისთვის უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო) – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) სპორტსმენებს, რომლებიც 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში  – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, პრიზიორებს – 200 (ორასი) ლარის ოდენობით,  ხოლო მათ უშუალო მწვრთნელებს – 300 (სამასი) ლარის ოდენობით (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი და პრიზიორი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო).

2. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე სპორტსმენის მწვრთნელი ერთი და იგივე პიროვნებაა, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მწვრთნელი დაჯილდოვდება საუკეთესო ტიტულის მქონე სპორტსმენის მაჩვენებლის შესაბამისად. ხოლო სპორტსმენის ერთდროულად რამდენიმე გამარჯვების შემთხვევაში, მწვრთნელს ერთჯერადი ჯილდო მიეცემა წარმატებული სპორტსმენის საუკეთესო მაჩვენებლის მიხედვით.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ფულადი ჯილდო გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 12.02.2018წ.

მუხლი 7.  დახმარების მისაღებად სპორტსმენთა  და მათი მწვრთნელების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა  მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი (პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან  განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი);

გ) სპორტსმენის მიერ საპრიზო ადგილის დაკავების ან გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი, მწვრთნელის მითითებით;

დ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.

მუხლი 8.  ეტალონის გამარჯვებულისათვის სტიპენდიის გაცემა

1. ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი 2018“-ის ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს მიეცემა  სტიპენდია  ყოველთვიურად 100 (ასი)  ლარის ოდენობით 2018 წლის განმავლობაში.

2. სტიპენდიის მისაღებად ეტალონმა მოსწავლემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი (პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან  განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი);

გ) ჩემპიონატში გამარჯვების დამადასტურებელი  დოკუმენტი;

დ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტი.

3. სტიპენდია გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტალონი მოსწავლის  პირად საბანკო ანგარიშზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 12.02.2018წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“, №9, 20.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016333 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3584431-3/