ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
+
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2024 წლის 26 თებერვალი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 03 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი“-ს მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
ქალაქ ბათუმში, გარკვეულ ტერიტორიებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა.
+
მუხლი 2
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროს საპროექტო მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: 05.32.17.401; 05.32.17.400; 05.32.17.402) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროექტის მიხედვით გადამეტებული) კ 1/2 მაჩვენებლის 10%-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართობით ან იგივე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით.
+
მუხლი 21 განემარტოს განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების ინიციატორს, რომ იგი ვალდებულია არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე წარმოადგინოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას’’ თანხმობა დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით.🔗
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №46 - ვებგვერდი, 12.08.2024წ.
+
მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“, №5, 26.02.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016620 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6115213-1/