ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.02.2024 ბოლო ცვლილება 29.01.2025
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.132.016620
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2024 წლის 26 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 03 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი“-ს მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
ქალაქ ბათუმში, გარკვეულ ტერიტორიებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა.
+
მუხლი 2
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროს საპროექტო მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: 05.32.17.401; 05.32.17.400; 05.32.17.402) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროექტის მიხედვით გადამეტებული) კ 1/2 მაჩვენებლის 10%-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართობით ან იგივე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით.
+
მუხლი 2​1
განემარტოს განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების ინიციატორს, რომ იგი ვალდებულია არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე წარმოადგინოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას’’ თანხმობა დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №46 - ვებგვერდი, 12.08.2024წ.

+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“, №5, 26.02.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016620 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.08.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6115213-2/