საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული მარშრუტების შესაბამისად, ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარულ სამგაზვრო გადაყვანას ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს „საგარეჯო“ ს/ნ 438112276.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ალექსი გილაშვილი
დანართი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები
მარშრუტის №
ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები
მარშრუტის უკუმიმართულება
ავტობუსების ყოველდღიური რაოდენობა
ინტერვალი
№1
ქ. საგარეჯო – სოფ. იორმუღანლო
სოფ. იორმუღანლო – ქ. საგარეჯო
1
დღეში 2-ჯერ
№2
ქ. საგარეჯო – სოფ. პატარა ჩაილური – სოფ. კაკაბეთი – სოფ. ვერხვიანი – სოფ. ყანდაურა – სოფ. მზისგული – სოფ. შიბლიანი
სოფ. შიბლიანი – სოფ. მზისგული – სოფ. ყანდაურა – სოფ. ვერხვიანი – სოფ. კაკაბეთი – სოფ. პატარა ჩაილური – ქ. საგარეჯო
1
დღეში 2-ჯერ
№3
სოფ. გომბორი – სოფ. კოჭბაანი – სოფ. ხაშმი – სოფ. პატარძეული – ქ. საგარეჯო
ქ. საგარეჯო – სოფ. პატარძეული – სოფ. ხაშმი – სოფ. კოჭბაანი – სოფ. გომბორი
1
დღეში 2-ჯერ
№4
ქ. საგარეჯო (ჯაფარიძის ქუჩა – დავით აღმაშენებლის ქუჩა – ერეკლე II-ის ქუჩა – რუსთაველის ქუჩა – ქვემო სამგორის დასახლება)
ქ. საგარეჯო (ქვემო სამგორის დასახლება – რუსთაველის ქუჩა – ერეკლე II – ის ქუჩა – დავით აღმაშენებლის ქუჩა – ჯაფარიძის ქუჩა)
1
60 წთ.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია