რეგულირების საფასურის განსაზღვრის და გადახდის წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.10.2005 ბოლო ცვლილება 26.10.2017
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
320.110.000.17.010.007.829
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 127, 31/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.007.829

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №12

2005 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

რეგულირების  საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:

1. რეგულირების საფასური წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ფორმირების ძირითად წყაროს და უშუალოდ არის დაკავშირებული მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სფეროების რეგულირების ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან. რეგულირების ყოველწლიური საფასურიდან იფარება კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯები.

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან ავტორიზებული პირები.

3. რეგულირების საფასურის ოდენობაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული  პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ი ღირებულებ ის (დღგ-ის  გარეშე)  0.75 პროცენტი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება№6-სსმIII,№155,

29.11.2010წ.,მუხ.2199

3​1. რეგულირების საფასურის ოდენობაა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის (მიწოდების) ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ი ღირებულებ ის (დღგ-ის და აქციზის გარეშე)  0.75 პროცენტი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება№6-სსმIII,№155,

29.11.2010წ.,მუხ.2199

4. მაუწყებლობის სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები.

5. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.5 პროცენტი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება№6-სსმIII,№155,

29.11.2010წ.,მუხ.2199

6. ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1 და დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

7. რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ბალანსში ასახული წლიური შემოსავლის დაზუსტების შემთხვევაში კორექტირებას ექვემდებარება რეგულირების საფასურის თანხაც.

8. რეგულირების საფასურის გადაუხდელობისათვის ან გადახდის ვადების დარღვევისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9. რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია საქმიანობის შეწყვეტიდან 30 დღის განმავლობაში კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია რეგულირების საფასურის ოდენობის თაობაზე.

10. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება

№6-სსმIII,№155,29.11.2010წ.,მუხ.2199

დანართი №1

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

 

რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის

 

................................................................................

(საანგარიშო პერიოდის დასახელება)

 

................................................................................

  (პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)

..............................................................                                         ........................... .............................

 (ავტორიზებული პირის დასახელება)                                                (ტელეფონის ნომერი)

 

1. მთლიანი შემოსავალი დღგ-ის გარეშე

 

2. რეგულირების საფასური – I  სტრიქონის 0.75%

 

3. ფაქტობრივად გადახდილია

 

4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში

                              (სტრ.2 – სტრ. 3)

 

 

დირექ ტ ორი:

მთავარი ბუღალტერი:                                                                                                    

              ბ.ა                   

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება№6-სსმIII,№155,

29.11.2010წ.,მუხ.2199

 

 

 

 

დანართი №1​1

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

 

რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას

 

 

................................................................................

(საანგარიშო პერიოდის დასახელება)

 

................................................................................

  (პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)

..............................................................                                         ......................................................

(ავტორიზებული პირის ასახელება)                                                     (ტელეფონის ნომერი)

 

1. მთლიანი შემოსავალი დღგ-ის და აქციზის  გარეშე

 

2. რეგულირების საფასური – I  სტრიქონის 0.75%

 

3. ფაქტორივად გადახდილია

 

4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში

                              (სტრ.2 – სტრ. 3)

 

 

დირექ ტ ორი:

მთავარი ბუღალტერი:                                                                                               

            ბ.ა 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება№6-სსმIII,№155,

29.11.2010წ.,მუხ.2199

 

        

                                                                                                                         

      

 

 

 

 

 

 

 

 

   დანართი №2

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

 

რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებისათვის

 

................................................................................

(საანგარიშო პერიოდის დასახელება)

 

................................................................................

  (პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)

......................................................                                                              ...............................................

(ლიცენზიის მფლობელის დასახელება)                                                                                 (ტელეფონის ნომერი)

 

1. მთლიანი შემოსავალი დღგ-ის გარეშე

 

2. რეგულირების საფასური – I  სტრიქონის 0.5%

 

3. ფაქტორივად გადახდილია

 

4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში

                              (სტრ.2 – სტრ. 3)

 

 

დირექ ტ ორი:

მთავარი ბუღალტერი:                                                                                                     

                 ბ.ა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება№6-სსმIII,№155,

29.11.2010წ.,მუხ.2199

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „რეგულირების საფასურის განსაზღვრის და გადახდის წესის შესახებ“, №12, 28.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.007.829 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/61786-1/