რეგულირების საფასურის განსაზღვრის და გადახდის წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.007.829
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
დადგენილება №12
2005 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:
1. რეგულირების საფასური წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ფორმირების ძირითად წყაროს და უშუალოდ არის დაკავშირებული მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სფეროების რეგულირების ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან. რეგულირების ყოველწლიური საფასურიდან იფარება კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯები.
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან ავტორიზებული პირები.
3. რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის გაწეულ მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 1 პროცენტი.
4. მაუწყებლობის სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები.
5. რეგულირების საფასურის ოდენობაა ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 1 პროცენტი.
6. ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1 და დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
7. რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ბალანსში ასახული წლიური შემოსავლის დაზუსტების შემთხვევაში კორექტირებას ექვემდებარება რეგულირების საფასურის თანხაც.
8. რეგულირების საფასურის გადაუხდელობისათვის ან გადახდის ვადების დარღვევისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია საქმიანობის შეწყვეტიდან 30 დღის განმავლობაში კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია რეგულირების საფასურის ოდენობის თაობაზე.
10. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
დანართი №1
რეგულირების საფასურის გაანგარიშება სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებისათვის
……………………………………………..
(საანგარიშო პერიოდის დასახელება)
……………………………………………..
(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)
………………………………… …………………………
(ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება) (ტელეფონის ნომერი)
| 1. შემოსავალი |
|
| 2. რეგულირების საფასური – I სტრიქონის 1 % |
|
| 3. ფაქტიურად გადახდილია |
|
| 4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში (სტრ. II --III) |
|
დირექტორი:
მთავარი ბუღალტერი:
ბ.ა.
დანართი №2
რეგულირების საფასურის გაანგარიშება ავტორიზებული პირებისათვის
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(საანგარიშო პერიოდის დასახელება)
. . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . .
(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(ავტორიზებული პირის დასახელება) (ტელეფონის ნომერი)
| 1. მთლიანი შემოსავალი დღგ-ს გარეშე |
|
| 2 დაშვების ან/და ურთიერთჩართვის გაწეულ მომსახურებაზე. ავტორიზებული პირის მიერ აღიარებული გადასახდელები დღგ-ს გარეშე |
|
| 3. რეგულირების საფასური (სტრ.1-სტრ.2) *1% |
|
| 4. ფაქტიურად გადახდილია |
|
| 5. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში (სტრ.3-სტრ.4) |
|
დირექტორი
მთ. ბუღალტერი
ბ.ა.
1
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.007.829
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
დადგენილება №12
2005 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:
1. რეგულირების საფასური წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ფორმირების ძირითად წყაროს და უშუალოდ არის დაკავშირებული მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სფეროების რეგულირების ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან. რეგულირების ყოველწლიური საფასურიდან იფარება კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯები.
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან ავტორიზებული პირები.
3. რეგულირების საფასურის ოდენობაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.75 პროცენტი.
3. რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის გაწეულ მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 1 პროცენტი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება№6-სსმIII,№155,29.11.2010წ.,მუხ.2199
31. რეგულირების საფასურის ოდენობაა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის (მიწოდების) ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის და აქციზის გარეშე) 0.75 პროცენტი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება№6-სსმIII,№155,29.11.2010წ.,მუხ.2199
4. მაუწყებლობის სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები.
5. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.5 პროცენტი.
5. რეგულირების საფასურის ოდენობაა ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 1 პროცენტი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება№6-სსმIII,№155,29.11.2010წ.,მუხ.2199
6. ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1 და დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
7. რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ბალანსში ასახული წლიური შემოსავლის დაზუსტების შემთხვევაში კორექტირებას ექვემდებარება რეგულირების საფასურის თანხაც.
8. რეგულირების საფასურის გადაუხდელობისათვის ან გადახდის ვადების დარღვევისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია საქმიანობის შეწყვეტიდან 30 დღის განმავლობაში კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია რეგულირების საფასურის ოდენობის თაობაზე.
10. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება
№6-სსმIII,№155,29.11.2010წ.,მუხ.2199
დანართი №1
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
რეგულირების საფასურის გაანგარიშება სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებისათვის
……………………………………………..
რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის
................................................................................
(საანგარიშო პერიოდის დასახელება)
……………………………………………..
................................................................................
(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)
(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)
………………………………… …………………………
.............................................................. ........................... .............................
(ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება) (ტელეფონის ნომერი)
(ავტორიზებული პირის დასახელება) (ტელეფონის ნომერი)
| 1. შემოსავალი |
1. მთლიანი შემოსავალი დღგ-ის გარეშე
2. რეგულირების საფასური – I სტრიქონის 0.75%
2. რეგულირების საფასური – I სტრიქონის 1 %
3. ფაქტობრივად გადახდილია
3. ფაქტიურად გადახდილია
4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში
4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში (სტრ. II --III)
(სტრ.2 – სტრ. 3)
დირექტორი:
მთავარი ბუღალტერი:
მთავარი ბუღალტერი:
ბ.ა
ბ.ა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება№6-სსმIII,№155,
დანართი №2
29.11.2010წ.,მუხ.2199
რეგულირების საფასურის გაანგარიშება ავტორიზებული პირებისათვის
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დანართი №11
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას
................................................................................
(საანგარიშო პერიოდის დასახელება)
. . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . .
................................................................................
(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)
(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
.............................................................. ......................................................
(ავტორიზებული პირის დასახელება) (ტელეფონის ნომერი)
(ავტორიზებული პირის ასახელება) (ტელეფონის ნომერი)
| 1. მთლიანი შემოსავალი დღგ-ს |
გარეშე
1. მთლიანი შემოსავალი დღგ-ის და აქციზის გარეშე
2. რეგულირების საფასური – I სტრიქონის 0.75%
3. ფაქტორივად გადახდილია
2 დაშვების ან/და ურთიერთჩართვის გაწეულ მომსახურებაზე. ავტორიზებული პირის მიერ აღიარებული გადასახდელები დღგ-ს გარეშე
4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში
3. რეგულირების საფასური
(სტრ.2 – სტრ. 3)
(სტრ.1-სტრ.2) *1%
დირექტორი:
მთავარი ბუღალტერი:
ბ.ა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება№6-სსმIII,№155,
4. ფაქტიურად გადახდილია
29.11.2010წ.,მუხ.2199
დანართი №2
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებისათვის
................................................................................
(საანგარიშო პერიოდის დასახელება)
................................................................................
(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)
...................................................... ...............................................
(ლიცენზიის მფლობელის დასახელება) (ტელეფონის ნომერი)
1. მთლიანი შემოსავალი დღგ-ის გარეშე
2. რეგულირების საფასური – I სტრიქონის 0.5%
3. ფაქტორივად გადახდილია
5. გადასახდელი თანხა საანგარიშო
პერიოდში (სტრ.3-სტრ.4)
4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში
(სტრ.2 – სტრ. 3)
დირექტორი:
დირექტორი
მთავარი ბუღალტერი:
მთ. ბუღალტერი
ბ.ა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება№6-სსმIII,№155,29.11.2010წ.,მუხ.2199
ბ.ა.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „რეგულირების საფასურის განსაზღვრის და გადახდის წესის შესახებ“, №12, 28.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.007.829 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/61786-2/