“საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.10.2005 ძალადაკარგული 28.09.2015
ნომერი
№576
სარეგისტრაციო კოდი
270.090.000.22.022.007.808
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 122, 24/10/2005

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.22.022.007.808

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №576

2005 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საჯარო სკოლების პედაგოგთა შრომის ანაზღაურების ოდენობის და პირობების დადგენის, აგრეთვე ხელფასზე დანამატის გაანგარიშების კრიტერიუმების შექმნისა და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესრულების მიზნით, 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ჭ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ თანდართული ინსტრუქცია.

2. ბრძანების მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის პირველი ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

3. დამტკიცდეს დანართები №1, №2, №3 და №4.

4.    ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

ა. ლომაია

 

    შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

 

 

ინსტრუქცია საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ

 

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

მუხლი 1. სქემის დახასიათება

საჯარო სკოლის პედაგოგთა შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს მასწავლებლების ხელფასების და ხელფასებზე დანამატების გაანგარიშების (მინიმალური ზღვარი) პრინციპებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) პედაგოგის განათლება და კვალიფიკაცია;

ბ) საჯარო სკოლაში პედაგოგის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (სამუშაო სტაჟი);

გ) სამუშაოს სპეციფიკა:

გ.ა) სამუშაო დატვირთვა მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით,

გ.ბ) კლასკომპლექტი (ორ ან ორზე მეტ გაერთიანებულ კლასთან ერთი მასწავლებლის მუშაობა);

გ.გ) არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება;

გ.დ) კლასის დამრიგებლობა;

გ.ე) სამუშაო დატვირთვა სამუშაო საათების მიხედვით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

 

მუხლი 2. პედაგოგის განათლება და კვალიფიკაცია

1. შრომის ანაზღაურების სქემის მიხედვით განსაზღვრულია პედაგოგთა განათლების და კვა-ლიფიკაციის ხუთი საფეხური:

ა) სრული ზოგადი განათლება;

ბ) პროფესიული განათლება;

გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

დ) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 5-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი, 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება და 5-წლიანი დაუსწრებელი პედაგოგიური საგანმანათლებლო პროგრამის შედეგად გაცემული დიპლომი;

ე) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი).

2. თითოეულ საფეხურს მინიჭებული აქვს კოეფიციენტი, რომელიც საბაზო ხელფასზე („ა“) გადამრავლებით განსაზღვრავს პედაგოგის ხელფასს ქვემოთ მოყვანილი ფორმულის („ბ“) მიხედვით:

ა) საბაზო ხელფასი უტოლდება 165 ლარს.

ბ) Sal(m) = Sal(b) *Ed(c) + Sal(b) *Ed(c) *WS(c) + Sal(b) *WE(c) *WS(c)

სადაც:

Sal(m)  = გასაანგარიშებელი ერთი თვის სახელფასო განაკვეთი;

Sal(b)  = ერთი თვის საბაზო ხელფასი (165 ლარი);

Ed(c)  =        პედაგოგის განათლების შესაბამისი კოეფიციენტი;

WS(c)   = პედაგოგის სამუშაოს სპეციფიკის (სამუშაო დატვირთვა მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით) შესაბამისი კოეფიციენტი;

WE(c)   =      პედაგოგის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტი;

შენიშვნა _ კლასკომპლექტით სწავლება არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებათა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები გამოიანგარიშება ცალკე მინიჭებული კოეფიციენტების საბაზო ხელფაზე გადამრავლებით. აღნიშნული დანამატები არ არის მოცემული ზემოთ მითითებულ ფორმულაში, ვინაიდან ისინი არ არის დამოკიდებული პედაგოგთა ცენზზე და სამუშაო გამოცდილებაზე. აღნიშნული დანამატები მოცემულია წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 დანართში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

 

მუხლი 3. სამუშაო სტაჟი

1. პედაგოგთა სამუშაო სტაჟი ითვალისწინებს პედაგოგის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილებას: 5 წლამდე, 5-დან 10 წლის ჩათვლით და 10 წლის ზემოთ. თითოეულ საფეხურს მინიჭებული აქვს შესაბამისი კოეფიციენტი, რომელიც პედაგოგთა განათლებისა და სამუშოა დატვირთვის კოეფიციენტებთან ერთობლიობაში განსაზღვრავს ხელფასის განაკვეთს.

2. 5 წლამდე მუშაობის გამოცდილების მქონე პედაგოგთა ხელფასები განსაზღვრულია წინამდებარე ინსტრუქციის 1-ლ დანართში, 5-დან 10 წლამდე _ მე-2 დანართში, ხოლო 10 წლის ზევით _ მე-3 დანართში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

 

მუხლი 4. სამუშაოს სპეციფიკა

1. პედაგოგთა ხელფასზე დანამატი მოსწავლეების რაოდენობრივი დატვირთვის მიხედვით განისაზღვრება შესაბამისი კოეფიციენტებით და ინტეგრირებული არის 1-ლ, მე-2 და მე-3 დანართებში მოყვანილ ცხრილებში.

2. დანამატები, რომლებიც განსაზღვრულია კლასკომპლექტით სწავლებისათვის, არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებისათვის და კლასის დამრიგებლობისათვის ასევე განისაზღვრება კოეფიციენტებით. დანამატი კლასის დამრიგებლობისათვის განსხვავდება მოსწავლეთა რაოდენობრივი დატვირთვით, კერძოდ: 15 მოსწავლემდე, 15-დან 25 მოსწავლის ჩათვლით და 25 მოსწავლის ზემოთ.

3. კლასკომპლექტით, არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები არ არის დამოკიდებული პედაგოგთა ცენზზე და სამუშაო გამოცდილებაზე. აღნიშნული დანამატები მოცემულია წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 დანართში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

 

მუხლი 5. ხელფასის გამოთვლა სამუშაო დატვირთვის მიხედვით

1. მასწავლებლის ხელფასი გამოითვლება მისი დატვირთვის საფუძველზე. არსებობს 3 ტიპის დატვირთვა: ნაწილობრივი, სრული და სრულზე მეტი.

2. 1-ლ, მე-2 და მე-3 დანართებში მოცემულია სრული დატვირთვის მქონე მასწავლებლის ხელფასი. სრული დატვირთვა ნიშნავს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18–19-20 საგაკვეთილო საათი კვირაში.

3. ნაწილობრივი დატვირთვის მქონე მასწავლებელი კვირაში მუშაობს 36-ზე ნაკლებ სამუშაო საათს, რომელთა შორის საგაკვეთილო საათები 18-ზე ნაკლებია. ნაწილობრივი დატვირთვის დროს მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება ხელფასი, დანამატები, გარდა სადამრიგებლო დანამატისა (მე-4 დანართის მიხედვით) და საერთო სამუშაო საათების ოდენობა. მაგალითად: თუ მასწავლებელი ატარებს 10 საგაკვეთილო საათს, მაშინ მისი ხელფასი=სრული დატვირთვის ხელფასი (დანამატების ჩათვლით), შეფარდებული18*10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა), ხოლო მისი სამუშაო საათების საერთო რაოდენობა=10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა)*2-ზე.

4. სრულზე მეტი დატვირთვა აქვს მასწავლებელს, რომელიც სკოლაში მუშაობს 40 სამუშაო საათს და მათ შორის ატარებს კვირაში 21 ან მეტ საგაკვეთილო საათს. 20-ზე მეტი ნებისმიერი საგაკვეთილო საათის ჩატარებისას (21,22,23 ...) მასწავლებელს ეძლევა სრული განაკვეთის ხელფასზე დანამატი 20 ლარის ოდენობით.

5. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასი მასწავლებელს ეძლევა არა მხოლოდ საგაკვეთილო საათების ჩატარებისთვის (სრული დატვირთვის მასწავლებელს 36 საათიანი სამუშაო კვირისთვის), ეს არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი სამუშაო საათებში (საგაკვეთილო საათების გარდა) აუცილებლად იმყოფებოდეს სკოლაში. მასწავლებელს უფლება აქვს საერთო სამუშაო (პედაგოგის განათლების დონის ამაღლება, მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა, სასწავლო მასალის მომზადება და სხვა) შეასრულოს სახლში. თუ სკოლის ადმინისტრაცია თვლის, რომ მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს სწავლებისას, დირექცია უფლებამოსილია მასწავლებელს მოსთხოვოს არასაგაკვეთილო საათების პერიოდში სკოლაში მუშაობა სწავლების შედეგების გაუმჯობესებამდე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

მუხლი 6. პედაგოგის ხელფასის გაანგარიშების მაგალითი

1. გამოვითვალოთ სრული დატვირთვის მქონე პედაგოგის ხელფასი, რომელსაც გააჩნია:

ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;

ბ) 10-წლიანი სამუშაო სტაჟი;

გ) საშუალოდ 25-მოსწავლიანი სამუშაო დატვირთვა (პედაგოგი ასწავლის 4 კლასს 100 მოსწავლის საერთო რაოდენობით).

2. ამავდროულად იგი ასწავლის საქართველოს ისტორიას არაქართულ სკოლაში და დამრიგებლობს 35 მოსწავლეს.

3. მითითებული პედაგოგის ხელფასის გაანგარიშების უმარტივესი გზაა:

ა) განვიხილოთ დანართი 2, სადაც მოცემულია 5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგების ხელფასები (ჩვენს შემთხვევაში პედაგოგის ხელფასი შეადგენს 210,38 ლარს);

ბ) განვიხილოთ დანართი 4, სადაც მოცემულია სწავლება კლასკომპლექტით არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 16.50+19.80=36.30 ლარს);

გ) შევკრიბოთ 1-ლ და მე-2 პუნქტებში მიღებული თანხები (210.38+36.3=246.68 ლარი), ანუ პედაგოგის ერთი თვის ხელფასი შეადგენს 246.68 ლარს.

4. აღნიშნული პედაგოგის ხელფასის გამოთვლა ასევე შეიძლება ზემოთ მოყვანილი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში უნდა დავეყრდნოთ შესაბამის დანართებში მოცემულ კოეფიციენტებს და შევასრულოთ მარტივი არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაში:

ა) 165*1,1+165*1,1*0,125+165*0,3*0,125=210.38 ლარი (დანართი №2);

ბ) 165*0,1+165*0,12=36.30 ლარი (დანართი №4);

გ) შევკრიბოთ 1-ელ და მე-2 პუნქტებში მიღებული თანხები 210.38+36.30=246.68 ლარი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

 

დანართი №1

5 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია &
სამუშაო გამოცდილება

კოეფიციენტები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი

 

 

კლასში მოსწავლეთა საშ. რაოდენობა

 

15>

25<

კოეფიციენტები

 

0.15

0.125

0.1

განათლება და კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

154.28

150.56

146.85

2

პროფესიული განათლება

0.9

173.25

169.13

165.00

3

ბაკალავრიატი

1

192.23

187.69

183.15

4

მაგისტრატურა

1.1

211.20

206.25

201.30

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი

1.2

230.18

224.81

219.45

სამუშაო გამოცდილება

 

 

6

0.1

-

-

-

 

 

 

 

 

 

 

საბაზო ხელფასი = ბაკალავრიატი
= 1 თვე

 

GEL 165.00

 

 

 

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

 

დანართი №2

5-დან 10 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია &
სამუშაო გამოცდილება

კოეფიციენტები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი

 

 

კლასში მოსწავლეთა საშ. რაოდენობა

 

 

15>

25<

კოეფიციენტები

 

0.15

0.125

0.1

განათლება და კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

159.23

154.69

150.15

2

პროფესიული განათლება

0.9

178.20

173.25

168.30

3

ბაკალავრიატი

1

197.18

191.81

186.45

4

მაგისტრატურა

1.1

216.15

210.38

204.60

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი

1.2

235.13

228.94

222.75

სამუშაო გამოცდილება

 

 

 

 

6

5 >

0.3

-

-

-

 

 

 

 

 

 

 

საბაზო ხელფასი = ბაკალავრიატი = 1 თვე

GEL 165.00

 

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

 

დანართი №3

10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია &
სამუშაო გამოცდილება

კოეფიციენტები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი

 

 

კლასში მოსწავლეთა საშ. რაოდენობა

 

 

15>

25<

კოეფიციენტები

 

0.15

0.125

0.1

განათლება და კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

164.18

158.81

153.45

2

პროფესიული განათლება

0.9

183.15

177.38

171.60

3

ბაკალავრიატი

1

202.13

195.94

189.75

4

მაგისტრატურა

1.1

221.10

214.50

207.90

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი

1.2

240.08

233.06

226.05

სამუშაო გამოცდილება

 

 

 

 

6

10 > წელი

0.5

-

-

-

 

 

 

 

 

 

 

საბაზო ხელფასი, ბაკალავრიატი,

1 თვე

GEL 165.00

 

 

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

 

დანართი №4

დ ა ნ ა მ ა ტ ე ბ ი

პედაგოგთა ხელფასებზე სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე

(სრული დატვირთვის შემთხვევაში)

 

 

კლასის დამრიგებელი

კლასკომპლექტით სწავლება

 

მასწავლებლები არაქართულ სკოლებში (ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და საქართველოს გეოგრაფია)

სადამრიგებლო მოსწავლეთა რაოდენობა

 

 

15> 25

25<

0.1

0.1

0.1

0.12

0.123

არი

16.50

16.50

16.50

19.80

20.30

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საბაზო ხელფასი= ბაკალავრიატი = 1 თვე

GEL 165.00

 

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", №576, 21.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.22.022.007.808 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/61822-1/