“საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.10.2005 ძალადაკარგული 28.09.2015
ნომერი
№576
სარეგისტრაციო კოდი
270.090.000.22.022.007.808
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 122, 24/10/2005

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.22.022.007.808

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №576

2005 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საჯარო სკოლების პედაგოგთა შრომის ანაზღაურების ოდენობის და პირობების დადგენის, აგრეთვე ხელფასზე დანამატის გაანგარიშების კრიტერიუმების შექმნისა და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესრულების მიზნით, 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ჭ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ თანდართული ინსტრუქცია.

2. ბრძანების მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის პირველი ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

3. დამტკიცდეს დანართები №1, №2, №3 და №4.

4.    ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

ა. ლომაია

    შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 თებერვლის ბრძანება №128-სსმIII, №31, 28.02.2008წ.;მუხ.329

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  22 აპრილის  ბრძანება №374-სსმIII, №61, 22.04.2008წ.;მუხ.701

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1184-სსმIII, №187, 31.12.2008წ.;მუხ.2023

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1185-სსმIII, №187, 31.12.2008წ.;მუხ.2024

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის  27 სექტემბრის ბრძანება №94/ნ-სსმIII, №125, 30.09.2010წ.;მუხ.1825

7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №111/ნ - 27.06.2011 წ.

8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №170/ნ - ვებგვერდი, 21.10.2011 წ.

9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 14.12.2011 წ.

 

ინსტრუქცია საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ

 

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

მუხლი 1. სქემის დახასიათება

საჯარო სკოლის პედაგოგთა შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს მასწავლებლების ხელფასების და ხელფასებზე დანამატების გაანგარიშების (მინიმალური ზღვარი) პრინციპებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) პედაგოგის განათლება და კვალიფიკაცია;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (სამუშაო სტაჟი);

გ) სამუშაოს სპეციფიკა:

გ.ა) სამუშაო დატვირთვა მოსწავლეების რაოდენობის მიუხედავად;

გ.ბ) კლასკომპლექტი (ორ ან ორზე მეტ გაერთიანებულ კლასთან ერთი მასწავლებლის მუშაობა);

გ.გ) არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება;

გ.დ) კლასის დამრიგებლობა;

გ.ე) სამუშაო დატვირთვა სამუშაო საათების მიხედვით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  22 აპრილის  ბრძანება №374-სსმIII, №61, 22.04.2008წ.;მუხ.701

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 14.12.2011 წ.

 

მუხლი 2. პედაგოგის განათლება და კვალიფიკაცია

1. შრომის ანაზღაურების სქემის მიხედვით განსაზღვრულია პედაგოგთა განათლების და კვა-ლიფიკაციის ხუთი საფეხური:

ა) სრული ზოგადი განათლება;

ბ) პროფესიული განათლება;

გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

დ) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 5-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი, 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება და 5-წლიანი დაუსწრებელი პედაგოგიური საგანმანათლებლო პროგრამის შედეგად გაცემული დიპლომი;

ე) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი).

2. თითოეულ საფეხურს მინიჭებული აქვს კოეფიციენტი, რომელიც საბაზო ხელფასზე (,,ა”) გადამრავლებით განსაზღვრავს პედაგოგის ხელფასს ქვემოთ მოყვანილი ფორმულის (,,ბ”) მიხედვით:

ა) საბაზო ხელფასი უტოლდება 245 ლარს;

ბ) Sal(m) = Sal(b) *Ed(c) + Sal(b) *Ed(c) *WS(c) + Sal(b) *WE(c) *WS(c)  

სადაც:

Sal(m)   =      გასაანგარიშებელი ერთი თვის სახელფასო განაკვეთი;

Sal(b) * =       ერთი თვის საბაზო ხელფასი (245 ლარი);

Ed(c) =        პედაგოგის განათლების შესაბამისი კოეფიციენტი;

WS(c)   =      პედაგოგის სამუშაოს სპეციფიკის კოეფიციენტი (0.15 კლასში მოსწავლეთა ნებისმიერი რაოდენობისათვის);

WE(c  )=      პედაგოგის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტი;

შენიშვნა –            კლასკომპლექტით სწავლება არაქრთულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებათა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები გამოიანგარიშება ცალკეე მინიჭებული კოეფიციენტების საბაზო ხელფაზე გადამვრალებით. აღნიშნული დანამატები არ არის მოცემული ზემოთ მითითებულ ფორმულაში, ვინაიდან ისინი არ არის დამოკიდებული პედაგოგთა ცენზზე და სამუშაო გამოცდილებაზე. აღნიშნული დანამატები მოცემულია წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 დანართში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 თებერვლის ბრძანება №128-სსმIII, №31, 28.02.2008წ.;მუხ.329

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  22 აპრილის  ბრძანება №374-სსმIII, №61, 22.04.2008წ.;მუხ.701

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1184-სსმIII, №187, 31.12.2008წ.;მუხ.2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1185-სსმIII, №187, 31.12.2008წ.;მუხ.2024

 

მუხლი 3. სამუშაო სტაჟი

1. პედაგოგთა სამუშაო სტაჟი ითვალისწინებს პედაგოგის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილებას: 5 წლამდე, 5-დან 10 წლის ჩათვლით და 10 წლის ზემოთ. თითოეულ საფეხურს მინიჭებული აქვს შესაბამისი კოეფიციენტი, რომელიც პედაგოგთა განათლებისა და სამუშოა დატვირთვის კოეფიციენტებთან ერთობლიობაში განსაზღვრავს ხელფასის განაკვეთს.

2. 5 წლამდე მუშაობის გამოცდილების მქონე პედაგოგთა ხელფასები განსაზღვრულია წინამდებარე ინსტრუქციის 1-ლ დანართში, 5-დან 10 წლამდე _ მე-2 დანართში, ხოლო 10 წლის ზევით _ მე-3 დანართში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

 

მუხლი 4. სამუშაოს სპეციფიკა

1. პედაგოგთა ხელფასზე დანამატი მოსწავლეების რაოდენობის მიუხედავად განისაზღვრება 0.15 კოეფიციენტით.

2. დანამატი, რომლების განსაზღვრულია კლასკომპლექტით სწავლებისათვის, არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებისათვის და კლასის დამრიგებლობისათვის ასევე განისაზღვრება კოეფიციენტებით. დანამატი კლასის დამრიგებლობისათვის მოსწავლეთა რაოდენობის მიუხედავად განისაზღვრება 0.255 კოეფიციენტით.

3. კლასკომპლექტით, არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები არ არის დამოკიდებული პედაგოგთა ცენზზე და სამუშაო გამოცდილებაზე. აღნიშნული დანამატები მოცემულია წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 დანართში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  22 აპრილის  ბრძანება №374-სსმIII, №61, 22.04.2008წ.;მუხ.701

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1184-სსმIII, №187, 31.12.2008წ.;მუხ.2023

 

მუხლი 5. ხელფასის გამოთვლა სამუშაო დატვირთვის მიხედვით

1. მასწავლებლის ხელფასი გამოითვლება მისი დატვირთვის საფუძველზე. არსებობს 3 ტიპის დატვირთვა: ნაწილობრივი, სრული და სრულზე მეტი.

2. 1-ლ, მე-2 და მე-3 დანართებში მოცემულია სრული დატვირთვის მქონე მასწავლებლის ხელფასი. სრული დატვირთვა ნიშნავს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18–19-20 საგაკვეთილო საათი კვირაში.

3. ნაწილობრივი დატვირთვის მქონე მასწავლებელი კვირაში მუშაობს 36-ზე ნაკლებ სამუშაო საათს, რომელთა შორის საგაკვეთილო საათები 18-ზე ნაკლებია. ნაწილობრივი დატვირთვის დროს მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება ხელფასი, დანამატები, გარდა სადამრიგებლო დანამატისა (მე-4 დანართის მიხედვით) და საერთო სამუშაო საათების ოდენობა. მაგალითად: თუ მასწავლებელი ატარებს 10 საგაკვეთილო საათს, მაშინ მისი ხელფასი=სრული დატვირთვის ხელფასი (დანამატების ჩათვლით), შეფარდებული18*10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა), ხოლო მისი სამუშაო საათების საერთო რაოდენობა=10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა)*2-ზე.

4. სრულზე მეტი დატვირთვა აქვს მასწავლებელს, რომელიც სკოლაში მუშაობს 40 სამუშაო საათს და მათ შორის ატარებს კვირაში 21 ან მეტ საგაკვეთილო საათს. 20-ზე მეტი ნებისმიერი საგაკვეთილო საათის ჩატარებისას (21,22,23 ...) მასწავლებელს ეძლევა სრული განაკვეთის ხელფასზე დანამატი 25 ლარის ოდენობით.

4​1. სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის მოადგილესა და ბუღალტერს, რომელიც არის სერტიფიცირებული პედაგოგი და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ამ ინსტრუქციის 5​1 მუხლით გათვალისწინებული დანამატი მიეცემა ამ ინსტრუქციის 5​1 მუხლით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

5. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასი მასწავლებელს ეძლევა არა მხოლოდ საგაკვეთილო საათების ჩატარებისთვის (სრული დატვირთვის მასწავლებელს 36 საათიანი სამუშაო კვირისთვის), ეს არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი სამუშაო საათებში (საგაკვეთილო საათების გარდა) აუცილებლად იმყოფებოდეს სკოლაში. მასწავლებელს უფლება აქვს საერთო სამუშაო (პედაგოგის განათლების დონის ამაღლება, მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა, სასწავლო მასალის მომზადება და სხვა) შეასრულოს სახლში. თუ სკოლის ადმინისტრაცია თვლის, რომ მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს სწავლებისას, დირექცია უფლებამოსილია მასწავლებელს მოსთხოვოს არასაგაკვეთილო საათების პერიოდში სკოლაში მუშაობა სწავლების შედეგების გაუმჯობესებამდე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 თებერვლის ბრძანება №128-სსმIII, №31, 28.02.2008წ.;მუხ.329

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №170/ნ - ვებგვერდი, 21.10.2011 წ.

       მუხლი 5​1. სერტიფიცირებული პედაგოგის დანამატი

  1. პედაგოგს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდას, უნდა ჰქონდეს სრული ან სრულზე მეტი დატვირთვა და მიეცემა პედაგოგთა ხელფასზე დანამატი ყოველთვიურად 75 ლარის ოდენობით.

  2. სერტიფიცირებულ პედაგოგს მიეცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი იმ შემთხვევაშიც, თუ:

ა) სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია სრული დატვირთვისათვის საჭირო საათების რაოდენობაზე;

ბ) სკოლაში არსებული შესაბამისი საგაკვეთილო საათების სერტიფიცირებულ პედაგოგისათვის სრულ ოდენობამდე განაწილების შედეგად დარჩა სრულ განაკვეთზე ნაკლები საგაკვეთილო საათი.

  3. სერტიფიცირებული პედაგოგი, რომელიც წერილობით უარს იტყვის სრულ დატვირთვაზე, არ მიეცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი.

4. პედაგოგს, რომელსაც ეძლევა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი და აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის – ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დანამატთან ერთად მიეცემა პედაგოგთა ხელფასზე დანამატი ყოველთვიურად 125 ლარის ოდენობით.

 5. პედაგოგს, რომელსაც ეძლევა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი, ჩაბარებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის – ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განეკუთვნება შესაბამის მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის – ცოდნის დამადასტურებელი სასერტიფიკაციო გამოცდის საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, ხელფასი უნდა შეევსოს 1000 ლარამდე, ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ხელფასისა და ხელფასზე დანამატის გათვალისწინებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის  27 სექტემბრის ბრძანება №94/ნ-სსმIII, №125, 30.09.2010წ.;მუხ.1825

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №111/ნ - 27.06.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №170/ნ - ვებგვერდი, 21.10.2011 წ.

 

მუხლი 6. პედაგოგის ხელფასის გაანგარიშების მაგალითი

1. გამოვითვალოთ სრული დატვირთვის მქონე პედაგოგის ხელფასი, რომელსაც გააჩნია:

ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;

ბ) 10-წლიანი სამუშაო სტაჟი;

გ) ამოღებულია.

2. ამავდროულად იგი ასწავლის საქართველოს ისტორიას არაქართულ სკოლაში და დამრიგებლობს 35 მოსწავლეს.

3. მითითებული პედაგოგის ხელფასის გაანგარიშების უმარტივესი გზაა:

ა) განვიხილოთ დანართი №2, სადაც მოცემულია 5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგების ხელფასები (ჩვენს შემთხვევაში პედაგოგის ხელფასი შეადგენს 320.95 ლარს);

ბ) განვიხილოთ დანართი №4, სადაც მოცემულია სწავლება კლასკომპლექტით არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 24.5+62.5=87.00 ლარს);

გ) შევკრიბოთ ამ პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (320.95 +87.00=407.95 ლარი), ანუ პედაგოგის ერთი თვის ხელფასი შეადგენს 407.95 .

4. აღნიშნული პედაგოგის ხელფასის გამოთვლა ასევე შეიძლება ზემოთ მოყვანილი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში უნდა დავეყრდნოთ შესაბამის დანართებში მოცემულ კოეფიციენტებს და შევასრულოთ მარტივი არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ ჩვენს შემთხვევაში:

ა) 245*1,1+245*1,1*0,15+245*0,3*0,15=320.95 ლარი (დანართი №2);

ბ) 245*0,1+245*0,255=87 ლარი (დანართი №4);

გ) შევკრიბოთ ამ პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 320,95+87=407.95 ლარი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 თებერვლის ბრძანება №128-სსმIII, №31, 28.02.2008წ.;მუხ.329

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  22 აპრილის  ბრძანება №374-სსმIII, №61, 22.04.2008წ.;მუხ.701

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1184-სსმIII, №187, 31.12.2008წ.;მუხ.2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1185-სსმIII, №187, 31.12.2008წ.;მუხ.2024

                                                                                                                                                          დანართი №1 

5 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია დასამუშაო გამოცდილება

კოეფიციენტები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი

 

 

 

 

კლასში მოსწავლეთა ნებისმიერი რაოდენობა

კოეფიციენტი

 

0.15

 

განათლება და კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

229.08

 

2

პროფესიული განათლება

0.9

257.25

 

3

ბაკალავრიატი

1.0

285.43

 

4

მაგისტრატურა

1.1

313.60

 

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი

1.2

341.78

 

სამუშაო გამოცდილება X

 

 

6

X≤5 წელი

0.1

–

 

 

 

საბაზო ხელფასი = ბაკალავრიატი = 1 თვე

245

 

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 თებერვლის ბრძანება №128-სსმIII, №31, 28.02.2008წ.;მუხ.329

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  22 აპრილის  ბრძანება №374-სსმIII, №61, 22.04.2008წ.;მუხ.701

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1184-სსმIII, №187, 31.12.2008წ.;მუხ.2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1185-სსმIII, №187, 31.12.2008წ.;მუხ.2024

დანართი №2

5-დან 10 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება

კოეფიციენტები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი

 

 

 

 

კლასში მოსწავლეთა ნებისმიერი რაოდენობა

კოეფიციენტი

 

0.15

განათლება და კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

236.43

2

პროფესიული განათლება

0.9

264.60

3

ბაკალავრიატი

1.0

292.78

4

მაგისტრატურა

1.1

320.95

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი

1.2

349.13

სამუშაო გამოცდილება  X

 

 

 

6

5 წელი <X≤10 წელი

0.3

6

 

 

საბაზო ხელფასი = ბაკალავრიატი = 1 თვე

245

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 თებერვლის ბრძანება №128-სსმIII, №31, 28.02.2008წ.;მუხ.329

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  22 აპრილის  ბრძანება №374-სსმIII, №61, 22.04.2008წ.;მუხ.701

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1184-სსმIII, №187, 31.12.2008წ.;მუხ.2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1185-სსმIII, №187, 31.12.2008წ.;მუხ.2024

                                                                                     დანართი №3

10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია დასამუშაო გამოცდილება

კოეფიციენტები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი

 

 

 

 

კლასში მოსწავლეთა ნებისმიერი რაოდენობა

კოეფიციენტები

 

0.15

განათლება და კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

243.78

2

პროფესიული განათლება

0.9

271.95

3

ბაკალავრიატი

1

300.13

4

მაგისტრატურა

1.1

328.30

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი

1.2

356.48

სამუშაო გამოცდილება  X

 

 

6

X > 10წელი

0.5

 

 

 

საბაზო ხელფასი=ბაკალავრიატი=

1 თვე

245

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 თებერვლის ბრძანება №128-სსმIII, №31, 28.02.2008წ.;მუხ.329

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  22 აპრილის  ბრძანება №374-სსმIII, №61, 22.04.2008წ.;მუხ.701

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1184-სსმIII, №187, 31.12.2008წ.;მუხ.2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1185-სსმIII, №187, 31.12.2008წ.;მუხ.2024

დანართი №4 

დ ა ნ ა მ ა ტ ე ბ ი

პედაგოგთა ხელფასებზე სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე

(სრული დატვირთვის შემთხვევაში)

 

 

კლასის დამრიგებელი

კლასკომპლექტით სწავლება

მასწავლებლები არაქართულ სკოლებში (ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და საქართველოს გეოგრაფია)

სადამრიგებლო მოსწავლეთა ნებისმიერი რაოდენობა

0.1

0.1

0.123

22.0

22.0

27.06

 

 

 

 

 

 

საბაზო-ხელფასი=ბაკალავრიატი=1თვე

220

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1285-სსმIII, №182, 24.12.2007წ.;მუხ.2041

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 თებერვლის ბრძანება №128-სსმIII, №31, 28.02.2008წ.;მუხ.329

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  22 აპრილის  ბრძანება №374-სსმIII, №61, 22.04.2008წ.;მუხ.701

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1184-სსმIII, №187, 31.12.2008წ.;მუხ.2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  18 დეკემბრის ბრძანება №1185-სსმIII, №187, 31.12.2008წ.;მუხ.2024

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", №576, 21.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.22.022.007.808 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/61822-9/