“გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.12.2005 ძალადაკარგული 11.11.2010
ნომერი
№513
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.007.922
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 144, 12/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.922

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №513

2005 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ

,,გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში (დანართი №1).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 17 მაისის ბრძანება №382-სსმIII, №70, 25.05.2006წ.; მუხ.886

დანართი №1

გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში

1. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას) წარმოადგენს:

ა) მუქი ლურჯი კეპი;

ბ) მუქი ლურჯი კომბინირებული ქურთუკი/მოსახსნელი დასათბუნებლით;

გ) შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი;

დ) ნაცრისფერი პერანგი (ზაფხულის და ზამთრის);

ე) მუქი ლურჯი შარვალი.

2. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის კომბინირებული ქურთუკისა და პერანგის უკანა (ზურგის) მხარეს ამოტვიფრულია ასონიშნები ,,გ დ ი“ (სიტყვების ,,გარემოს დაცვის ინსპექცია” აბრევიატურა), ხოლო წინა მხარეს სიტყვები ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.

3. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის კომბინირებული ქურთუკისა და პერანგის სახელოს, ასევე კეპს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი, და „ელვა“ როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 17 მაისის ბრძანება №382-სსმIII, №70, 25.05.2006წ.; მუხ.886

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ", №513, 07.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.922 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62266-1/