“გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.922
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №513
2005 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ
,,გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში (დანართი №1).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
დანართი №1
გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში
1. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას) წარმოადგენს:
ა) შავი კეპი;
ბ) შავი კომბინირებული ქურთუკი/მოსახსნელი დასათბუნებლით/.
გ) შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი;
დ) შავი პერანგი.
2. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის კომბინირებული ქურთუკისა და პერანგის უკანა (ზურგის) მხარეს ამოტვიფრულია ასონიშნები ,,გ დ ი“ (სიტყვების ,,გარემოს დაცვის ინსპექცია” აბრევიატურა).
3. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის კომბინირებული ქურთუკისა და პერანგის სახელოს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და „ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.
+

შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 17 მაისის ბრძანება №382-სსმIII, №70, 25.05.2006წ.; მუხ.886
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის ბრძანება №602-სსმIII, №79, 05.06.2007წ.; მუხ.850
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №642-სსმIII, №141, 24.09.2008წ.; მუხ.1389
დანართი №1
გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში
1. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას) წარმოადგენს:
ა) მუქი ხაკისფერი კეპი;
ბ) მუქი ხაკისფერი დათბუნებული ქურთუკი;
გ) მუქი ხაკისფერი პიჯაკი;
დ) მუქი ხაკისფერი ჟილეტი;
ე) ხაკისფერი პულოვერი;
ვ) მუქი კრემისფერი პერანგი;
ზ) მუქი კრემისფერი მაისური;
თ) შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი;
ი) შავი დაბალყელიანი ფეხსაცმელი
კ) შავი შარვალი (ზაფხულის და ზამთრის);
ლ) შავი ქვედაბოლო.
2. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ქურთუკისა და ჟილეტის უკანა (ზურგის) მხარეს ამოტვიფრულია ასო-ნიშნები ,,გ დ ი“ (სიტყვების ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“ აბრევიატურა), ხოლო წინა (მკერდის) მარცხენა მხარეს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და ,,ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.
3. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის პულოვერის წინა (მკერდის) მარცხენა მხარეს ამოტვიფრულია სიტყვები ,,გარემოს დაცვის დაცვის ინსპექცია“.
4. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის მაისურის წინა (მკერდის) მარცხენა მხარეს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და ,,ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.
5. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის პიჯაკის წინა (მკერდის) მარცხენა მხარეს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და ,,ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.
6. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის კეპს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და ,,ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 17 მაისის ბრძანება №382-სსმIII, №70, 25.05.2006წ.; მუხ.886
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის ბრძანება №602-სსმIII, №79, 05.06.2007წ.; მუხ.850
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №642-სსმIII, №141, 24.09.2008წ.; მუხ.1389
ა) შავი კეპი;
ბ) შავი კომბინირებული ქურთუკი/მოსახსნელი დასათბუნებლით/.
გ) შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი;
დ) შავი პერანგი.
2. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის კომბინირებული ქურთუკისა და პერანგის უკანა (ზურგის) მხარეს ამოტვიფრულია ასონიშნები ,,გ დ ი“ (სიტყვების ,,გარემოს დაცვის ინსპექცია” აბრევიატურა).
3. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის კომბინირებული ქურთუკისა და პერანგის სახელოს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და „ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.11.2010.
- როდის იქნა მიღებული “გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ"?
- “გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ" მიღებულია 07.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №513. სარეგისტრაციო კოდი — 360.160.000.22.023.007.922.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება “გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ"-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.11.2010.
- სად არის “გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.11.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ", №513, 07.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.922 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62266/