2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას პატრულ-პოლიციელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მივიდეს მძღოლთან, საუბრისათვის არ უნდა მისცეს მას სატრანსპორტო საშუალების სალონიდან გადმოსვლის წინადადება. გამონაკლისს წარმოადგენს შემდეგი შემთხვევები:
ა) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრა ან ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა;
ბ) როცა არსებობს იმის საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ნასვამია;
გ) როცა აუცილებელია მძღოლის მონაწილეობა დოკუმენტების გაფორმებაში ან საჭიროა დახმარების აღმოჩენა მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის;
დ) როცა მძღოლის ან მგზავრების მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ მოახდინეს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა ან მონაწილეობდნენ მასში, გაიტაცეს ავტომანქანა ან ჩაიდინეს სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
ე) როცა საჭიროა სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტებში მითითებული აგრეგატების და კვანძების ნომრების შედარება;
ვ) როცა მისი დგომა სატრანსპორტო საშუალების გვერდით დაბრკოლებას უქმნის საგზაო მოძრაობას ან საშიშია მისი პირადი უსაფრთხოებისათვის.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პატრულ-პოლიციელი და გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი საქმის განხილვის მიზნით გზის სავალი ნაწილიდან უნდა გადავიდნენ გვერდულზე.
4. ქვეითად პატრულირებისას უამინდობის შემთხვევაში, პატრულ-პოლიციელს ოქმის ან სხვა დოკუმენტის შესადგენად შეუძლია შევიდეს შინაგან საქმეთა ორგანოს სამსახურებრივ შენობაში ან ისარგებლოს დამრღვევის ავტომობილით, თუ ამის თაობაზე არსებობს მისი თანხმობა.
5. აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევების გარდა, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება შეზღუდული ხილვადობის მქონე საავტომობილო გზებზე, მოსახვევთან, უშუალოდ აღმართის მწვერვალის წინ ან მის შემდეგ, გზაჯვარედინების, გადასასვლელების, რკინიგზის გადასასვლელების წინ და სხვა სახიფათო ადგილებში.
6. თუ მძღოლი ხასიათდება სიმთვრალის ნიშნებით ან იმყოფება ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ, პატრულ-პოლიციელი ჩამოაშორებს მას სატრანსპორტო საშუალებას და წარადგენს სამედიცინო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესამოწმებლად.
7. თუ მძღოლის დოკუმენტების შემოწმებისას გამოვლინდა დოკუმენტების გადაკეთების (გაყალბების) ფაქტი ან მისი უვარგისობა, ასეთი დოკუმენტი ჩამოერთმევა მძღოლს და შედგება შესაბამისი ოქმი. მძღოლის პიროვნება დგინდება მის მიერ წარმოდგენილი სხვა დამადასტურებელი საბუთით, საბუთის მქონე მგზავრის წერილობითი განმარტების მეშვეობით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესით
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 26.12.2018
მუხლი 21. 1. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ხდება ხელით გამოხატული ჟესტით ან ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის საშუალებით. პატრულ-პოლიციელის მოქმედება გასაგები უნდა იყოს მძღოლისთვის, ხოლო სიგნალები მიეცეს დროუ
თავი V — პატრულ-პოლიციელის უფლებები და მოვალეობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 28. პატრულირების განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 221. ქვეითად პატრულირების დროს თავიდან ასაცილებელი შემთხვევები:
- მუხლი 219. პატრულები მოვალეობის შესრულებისას განსხვავებულ დროსა და ადგილზე ოპერაციებს ახორციელებენ დროისა და ადგილის შესაბამისად. დასახლებულ ტერიტორიაზე არსებობს პატრულირების ორი სახეობა:
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. 1. პატრულ-პოლიციელი მოვალეა:
- მუხლი 16. 1. სამოქმედო ტერიტორიაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში კონტროლდება საავტომობილო გზების აღჭურვილობა და მდგომარეობა, საგზაო მოძრაობის რეგულირების საშუალებათა (შუქნიშნების, საგზაო ნიშნები
- მუხლი 17. 1. პატრულ-პოლიციელმა, აგრეთვე სამსახურის მორიგემ დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე უნდა გამოარკვიოს:
- მუხლი 18. 1. პატრულ-პოლიციელი პირის დანაშაულის ფაქტზე წასწრებისას ვალდებულია:
- მუხლი 19. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში პატრულ-პოლიციელს უფლება აქვს განახორციელოს პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივ
- მუხლი 20. 1. პატრულ-პოლიციელი ახორციელებს კონტროლს საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიერ საგზაო მოძრაობის წესების შესრულებაზე, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს საგზაო მოძრაობის რეგულირებ
- მუხლი 22. კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების დროს სამსახურის განწესები ახორციელებენ იმ სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას, რომლებსაც ძებნაში მყოფის მსგავსი ნიშნები გააჩნ
- მუხლი 23. 1. პატრულ-პოლიციელი მომხადრი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისას დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის მორიგეს და გადის შემთხვევის ადგილზე
- მუხლი 24. 1. პატრულ-პოლიციელს პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეკრძალება:
- მუხლი 25. შემოწმებისათვის გაჩერებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მისვლისას პატრულ-პოლიციელმა პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები:
- მუხლი 26. 1. დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის საქართველოში მყოფ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წეს
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018. გამოქვეყნება: სსმ, 146, 19/12/2005.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 21, №1310, 15.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.007.938 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62332/muxli-21/