ა) შესამოწმებელ სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდომა, გარდა ამ ინსტრუქციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) სატრანსპორტო საშუალებასთან ახლოს დგომა;
გ) შესამოწმებელ სატრანსპორტო საშუალებასთან მაშუქების მხრიდან მისვლა;
დ) დგომა შესამოწმებელ პირსა და იმ პატრულ-პოლიციელს შორის, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას.
2. პატრულ-პოლიციელმა:
ა) ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებათა გასაჩერებლად უნდა გამოიყენოს სავალი ნაწილის შედარებით განათებული უბანი, თუ ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს გამოიყენება საპატრულო სატრანსპორტო საშუალების მაშუქები. პატრულ-პოლიციელი უნდა მოერიდოს სამართალდარღვევის განხილვას გზის სავალ ნაწილზე, თუ ეს აბრკოლებს ტრანსპორტის მოძრაობას ან საფრთხეს უქმნის მას;
ბ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების დროს აუცილებლად უნდა ჩართოს სპეციალური მაშუქი მოწყობილობა. საპატრულო ტრანსპორტი ყველა შემთხვევაში ჩერდება შესამოწმებელი სატრანსპორტო საშუალების უკან და მზად უნდა იყოს გაჩერებული ავტომანქანის შესაძლო მოულოდნელი მანევრის აღსაკვეთად;
გ) საბუთების შემოწმების და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების დროს უნდა შეარჩიოს მძღოლთან, აგრეთვე მძღოლთან მყოფ პირებთან დგომის უსაფრთხო მანძილი, არ შებრუნდეს მასთან ზურგით და თვალყური ადევნოს სატრანსპორტო საშუალებაში მჯდომ მგზავრებს.
3. ძებნაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების ან დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა აღმოჩენის შემთხვევაში, განწესში მყოფი სხვა პატრულ-პოლიციელები იკავებენ ისეთ პოზიციას, რომელიც მათ მისცემს ურთიერთდაზღვევის საშუალებას.
4. ძებნილი სატრანსპორტო საშუალების გამოვლენის შემთხვევაში პატრულ-პოლიციელი დაუყოვნებლივ მოახსენებს სამსახურის მორიგეს და იღებს ზომებს ამ სატრანსპორტო საშუალებისა და მასში მყოფი პირების დასაკავებლად, ამავე დროს უზრუნველყოფს პირად და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უსაფრთხოებას, აგრეთვე დანაშაულის კვალის, იარაღისა და სხვა ნივთიერი მტკიცებულებების დაცვას.
5. ძებნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირების დაკავებისას შეგროვებული პირველადი მასალები გადაეცემა გამომძიებელს, სატრანსპორტო საშუალებები გადაიყვანება შინაგან საქმეთა შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში, ხოლო ეჭვმიტანილ პირს წარადგენენ პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 26.12.2018
მუხლი 24. 1. პატრულ-პოლიციელს პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეკრძალება:
თავი VI — პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 28. პატრულირების განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 219. პატრულები მოვალეობის შესრულებისას განსხვავებულ დროსა და ადგილზე ოპერაციებს ახორციელებენ დროისა და ადგილის შესაბამისად. დასახლებულ ტერიტორიაზე არსებობს პატრულირების ორი სახეობა:
- მუხლი 31. ღამის საათებში პატრულირების განხორციელების ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 221. ქვეითად პატრულირების დროს თავიდან ასაცილებელი შემთხვევები:
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. 1. პატრულ-პოლიციელი პირის დანაშაულის ფაქტზე წასწრებისას ვალდებულია:
- მუხლი 19. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში პატრულ-პოლიციელს უფლება აქვს განახორციელოს პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივ
- მუხლი 20. 1. პატრულ-პოლიციელი ახორციელებს კონტროლს საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიერ საგზაო მოძრაობის წესების შესრულებაზე, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს საგზაო მოძრაობის რეგულირებ
- მუხლი 21. 1. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ხდება ხელით გამოხატული ჟესტით ან ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის საშუალებით. პატრულ-პოლიციელის მოქმედება გასაგები უნდა იყოს მძღოლისთვის, ხოლო სიგნალები მიეცეს დროუ
- მუხლი 22. კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების დროს სამსახურის განწესები ახორციელებენ იმ სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას, რომლებსაც ძებნაში მყოფის მსგავსი ნიშნები გააჩნ
- მუხლი 23. 1. პატრულ-პოლიციელი მომხადრი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისას დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის მორიგეს და გადის შემთხვევის ადგილზე
- მუხლი 25. შემოწმებისათვის გაჩერებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მისვლისას პატრულ-პოლიციელმა პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები:
- მუხლი 26. 1. დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის საქართველოში მყოფ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წეს
- მუხლი 27. პატრულ-პოლიციელი:
- მუხლი 28. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ-პოლიციელის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესები განისაზღვრება ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი
- მუხლი 29. კავშირის სპეციალური საშუალებები გამოიყენება განწესების მართვისა და მათ შორის ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად. კავშირის არხებით ინფორმაციის გადაცემა, კავშირის სისტემის ორგანიზება და ფუნქციონირება ხორცი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018. გამოქვეყნება: სსმ, 146, 19/12/2005.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 24, №1310, 15.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.007.938 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62332/muxli-24/