2. მძიმე შედეგიან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების (გარდაიცვალნენ ან დაშავდნენ ადამიანები) ადგილზე გამომძიებლის მოსვლამდე პატრულ-პოლიციელი:
ა) ატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს დაზარალებულთათვის გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად და სამედიცინო დაწესებულებაში მისაყვანად. ადგენს დაზარალებულთა გვარებს, სახელებს, მამის სახელებს და საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილს;
ბ) უზრუნველყოფს შემთხვევის ადგილის დაცვას;
გ) ადგენს შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს, სატრანსპორტო საშუალებებს და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებულ სხვა პირებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით და ფარგლებში ჩამოართმევს შემთხვევის მონაწილეებს მძღოლის მოწმობებს, ხოლო თუ ასეთი არა აქვთ იმ დოკუმენტებს, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს;
დ) ავლენს თვითმხილველებს, აძლევს მათ შეკითხვებს შემთხვევის გარემოებათა შესახებ და იწერს მათ მონაცემებს;
ე) აძლევს ინფორმაციას შემთხვევის ადგილზე მისულ გამომძიებელს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს შემთხვევაში მონაწილე პირებისა და თვითმხილველების შესახებ, გადასცემს მათ შეკრებილ ცნობებს, ნივთმტკიცებებსა და სხვა მასალებს;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში ორგანიზებას უწევს სატრანსპორტო საშუალებათა შემოვლით მოძრაობას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – შემთხვევის მონაწილეთა და დამსწრეთა მონაწილეობით აფიქსირებს სატრანსპორტო საშუალებების განლაგებას, მოძრაობისა და დამუხრუჭების კვალს, რის შემდეგ ათავისუფლებს სავალ ნაწილს საგზაო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებებისაგან და აღადგენს მოძრაობას;
ზ) მძღოლის შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემთხვევაში არკვევს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სავარაუდო მიმართულებას, მის მარკას, ტიპს, სანომრე ნიშანს, ტვირთის სახეობას, სხვა განსაკუთრებულ ნიშნებს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების, შემთხვევის ადგილიდან მიმალული სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის შესახებ თვითმხილველებისგან მიღებულ მონაცემებს დაუყოვნებლივ გადასცემს სამსახურის მორიგეს და გამომძიებელს;
თ) დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სპეციალური ტრანსპორტის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილეობისას, თუ მათი მძღოლები ან მგზავრები არ საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, წინადადებას აძლევს მძღოლს დაესწროს მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებული მასალების შედგენას. თუ მძღოლი ან რომელიმე მგზავრთაგანი უარს ამბობს აღნიშნულზე, იწერს აუცილებელ მონაცემებს შემთხვევის მონაწილის შესახებ და აძლევს გამგზავრების უფლებას.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 26.12.2018
მუხლი 23. 1. პატრულ-პოლიციელი მომხადრი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისას დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის მორიგეს და გადის შემთხვევის ადგილზე
თავი V — პატრულ-პოლიციელის უფლებები და მოვალეობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. 1. პატრულ-პოლიციელმა, აგრეთვე სამსახურის მორიგემ დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე უნდა გამოარკვიოს:
- მუხლი 18. 1. პატრულ-პოლიციელი პირის დანაშაულის ფაქტზე წასწრებისას ვალდებულია:
- მუხლი 19. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში პატრულ-პოლიციელს უფლება აქვს განახორციელოს პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივ
- მუხლი 20. 1. პატრულ-პოლიციელი ახორციელებს კონტროლს საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიერ საგზაო მოძრაობის წესების შესრულებაზე, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს საგზაო მოძრაობის რეგულირებ
- მუხლი 21. 1. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ხდება ხელით გამოხატული ჟესტით ან ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის საშუალებით. პატრულ-პოლიციელის მოქმედება გასაგები უნდა იყოს მძღოლისთვის, ხოლო სიგნალები მიეცეს დროუ
- მუხლი 22. კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების დროს სამსახურის განწესები ახორციელებენ იმ სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას, რომლებსაც ძებნაში მყოფის მსგავსი ნიშნები გააჩნ
- მუხლი 24. 1. პატრულ-პოლიციელს პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეკრძალება:
- მუხლი 25. შემოწმებისათვის გაჩერებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მისვლისას პატრულ-პოლიციელმა პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები:
- მუხლი 26. 1. დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის საქართველოში მყოფ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წეს
- მუხლი 27. პატრულ-პოლიციელი:
- მუხლი 28. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ-პოლიციელის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესები განისაზღვრება ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018. გამოქვეყნება: სსმ, 146, 19/12/2005.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 23, №1310, 15.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.007.938 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62332/muxli-23/