მუხლი 29. კავშირის სპეციალური საშუალებები გამოიყენება განწესების მართვისა და მათ შორის ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად. კავშირის არხებით ინფორმაციის გადაცემა, კავშირის სისტემის ორგანიზება და ფუნქციონირება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და განისაზღვრება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით სამწყობრო დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ. იკრძალება კავშირის საშუალებების გამოყენება იმ მიზნებისათვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან.🔗