„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.01.2006 ძალადაკარგული 06.02.2014
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.034.008.011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 5, 13/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.008.011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №9

2006 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „კ“და „ნ“ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №413 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №032 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №1020-სსმIII, №119, 04.09.2006წ.; მუხ.1616

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 ივნისის ბრძანება №800-სსმIII, №80, 30.06.2009წ.; მუხ.869

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №995-სსმIII, №98, 07.08.2009წ.; მუხ.1087

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების (საგანგებო სიტუაცია – მდგომარეობა შექმნილი განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური, სტიქიური ან სხვა რაიმე ხასიათის უბედურების შედეგად, რასაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყვეს ადამიანთა მსხვერპლი, მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგები, საფრთხე შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს.) თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილების და ლიკვიდაციის მიზნით საქმიანობის კოორდინაციას, ასევე საომარი მდგომარეობის პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელების უზრუნველყოფას.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის სამუშაო ორგანოს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

    მუხლი 2

დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, კონვენციები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, წინამდებარე დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 3

დეპარტამენტი დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშავებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პილიტიკის ძირითად მიმართულებებს და ზედამხედველობას უწევს მათ განხორციელებას.

    მუხლი 4

დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთკავშირში.

    მუხლი 5

საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად დეპარტამენტს გააჩნია ემბლემა, ნარინჯისფერ ფონზე ლურჯი ტოლგვერდა სამკუთხედი, რომელიც გამოიყენება ტანსაცმელზე, სატრანსპორტო საშუალებებზე და სხვა ატრიბუტებზე.

    მუხლი 6

დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სახელწოდების აღნიშვნით.

    მუხლი 7

დეპარტამენტის მისამართია: ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. №10.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

 

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები

    მუხლი 8

საგანგებო სიტუაციების დროს ან მათი თავიდან ასაცილებლად დეპარტამენტის ძირითად ამოც ანებს წარმოადგენს:

ა) მოსახლეობისა და ტერიტორიების უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) ხანძრის აღკვეთის და მასთან ბრძოლის საქმეში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის უფლებამოსილებისა და ორგანიზაციის საფუძვლების შემუშავება;

დ) ფართომასშტაბიანი საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელობა;

ე) ქვეყანაში ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკური სისტემის შექმნის ორგანიზება;

ვ) საქართველოს ერთიანი შეტყობინების სისტემის მართვის უზრუნველყოფა;

ზ) მოსახლეობისა და ხელმძღვანელ მუშაკთა მომზადება საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისათვის;

თ) დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების მეთოდური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;

ი) საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაცია;

კ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებისა და განხორციელების წესის შესრულება, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფის კონტროლი;

ლ) რთული და დიდი ხანძრების შემთხვევაში სხვადასხვა სახის სახანძრო დაცვის სამსახურების საქმიანობის ორგანიზება;

მ) პირველადი რეაგირებისათვის სამაშველო ჯგუფების მომზადება და დაზიანების კერებში მათი მუშაობის ორგანიზება;

ნ) სახანძრო, საინჟინრო, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური საგანგებო ვითარებების შეფასება, შესაბამისი დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების თავიდან ასაცილებელი, ბირთვული ავარიის შემთხვევაში დეზაქტივიზაციისა და მოსახლეობის სპეციალური დაცვის სხვა ღონისძიებათა ორგანიზება;

ო) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზება და ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაცია; საერთაშორისო-სამაშველო ჰუმანიტარულ ოპერაციებში მონაწილეობა;

ჟ) კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, საინჟინრო დამცავი ნაგებობების შენახვისა და ექსპლუატაციის კონტროლის განხორციელება;

რ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების სამშენებლო ნორმებისა და წესების შესრულებაზე კონტროლი, მიუხედავად საკუთრების ფორმისა;

ს) საგანგებო სიტუაციების განვითარების დროს მთავრობის განაცხადის საფუძველზე საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებების მოთხოვნა, მათი მიღება და განაწილების კოორდინაცია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

 

თავი III

დეპარტამენტის კომპეტენცია

    მუხლი 9

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) ბუნებრივ და ტექნოგენურ საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავება, სრულყოფა, პრეზიდენტთან დასამტკიცებლად წარდგენა და ქვეყნის მასშტაბით მათი რეალიზაციის კოორდინაცია;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;

გ) სათანადო უწყებებთან და დაწესებულებებთან ერთად ორგანიზება გაუწიოს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების პროგნოზირებას;

დ) კოორდინაცია გაუწიოს ეროვნული და რეგიონალური მიზნობრივი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შემუშავებას, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის უზრუნველყოფის მიზნით;

ე) კოორდინაცია გაუწიოს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, განსაზღვროს მისთვის საჭირო ძალები და საშუალებები, უზრუნველყოს მათი თავმოყრა კატასტროფის რაიონში;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიაზე განსახილველად მოამზადოს შესაბამისი ნოვატორული წინადადებები;

ზ) დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სიტუაციების მართვის საუწყებათაშორისო მუდმივი კომისიის სამუშაო ორგანოს;

თ) ერთიანი საავარიო-სამაშველო ქვედანაყოფების შექმნის მიზნით ორგანიზაცია გაუწიოს შესაბამის სპეციალისტთა მომზადებას და მათ გამოყენებას საგანგებო სიტუაციებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

ი) მოიწვიოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო პირები და მაღალკვალფიციური უცხოელი სპეციალისტები საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მისი შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩასატარებლად;

კ) დახმარება აღმოუჩინოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს მათივე მოთხოვნის საფუძველზე საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ სამაშველო რაზმების ჩამოყალიბებაში;

ლ) ორგანიზება გაუკეთოს საერთაშორისო სემინარებისა და ტრენინგების მოწყობას;

მ) კოორდინაცია გაუწიოს და გააკონტროლოს საშიში საწარმოო და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მათი განვითარების შემთხვევაში შედეგების შერბილების მიზნით სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელებას;

ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გააკონტროლოს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ან სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების შესრულება;

ო) შეიმუშაოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესი ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევებში;

პ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან დასაბუთებული გადახვევების ან ასეთი მოთხოვნების არარსებობის შემთხვევაში განიხილოს და შეითანხმოს მშენებლობის და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაცია;

ჟ) შეითანხმოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი, საშტატო რაოდენობა და სტრუქტურა;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს წინადადებები, რომლებიც აუცილებელია საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მისი შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ორგანიზებისათვის და რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროების, ორგანიზაციების, ასევე ხელმძღვანელი პირებისა და მოქალაქეებისათვის, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციული ფორმისა;

ს) სამინისტროებიდან, უწყებებიდან და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოებიდან თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვს და გასცემს ინფორმაციებს საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის საკოორდინაციო სამუშაოებისათვის;

ტ) შეათანხმოს სასწავლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამები საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისათვის;

უ) იქონიოს სპეციალური ტექნიკა განმასხვავებელი ნიშნით, სპეციალური ხმოვანი სიგნალით, სპეციალური შეფერილობითა და კავშირის სპეციალური საშუალებებით;

ფ) დადგენილი წესით მოიწვიოს ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები შესაძლო მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად და ექსპერტიზის ჩასატარებლად;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ხალშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში;

ღ) ამოღებულია ;

ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაკუთრებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობა და გადამზიდველთან მარშრუტის შეთანხმება;

შ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს ბირთული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული დასკვნა;

 ჩ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით, მეცნიერულად არგუმენტირებული ღონისძიებებისა და სამეცნიერო მიზნობრივი პროგრამების შემუშავების მიზნით შექმნას საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

 

თავი IV

დეპარტამენტის მართვა

    მუხლი 10

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

    მუხლი 11

დეპარტამენტის დირექტორი:

1. ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის მუშაობას, აწესრიგებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს.

2. მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, საქმიანობის ორგანიზაციის შესახებ.

3. პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც დეპარტამენტის მმართველობას განეკუთვნება.

4. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტთან ერთად მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს.

5. ამტკიცებს დეპარტამენტის სამუშაო პროგრამებსა და გეგმებს.

6. კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის წინაშე აყენებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს.

7. ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს.

8. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე, ანაწილებს კომპეტენციას და ფუნქციონალურ მოვალეობებს დეპარტამენტის დანაყოფებსა და ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს.

9. სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად.

10. ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

11. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას.

12. სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება.

13. საქართველოს კანონმდებლობის ან მინისტრის ბრძანების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 12

დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №995-სსმIII, №98, 07.08.2009წ.; მუხ.1087

    მუხლი 13

1. დეპარტამენტის დირექტორის თითოეული მოადგილე:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) დეპარტამენტის დირექტორის დავალებით ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე;

გ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს;

დ) ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ცალ-კეულ დავალებებს.

2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მინისტრის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №995-სსმIII, №98, 07.08.2009წ.; მუხ.1087

 

თავი V

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია

    მუხლი 14

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ცენტრი (სამმართველო);

დ) სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველო:

დ.ა) კატასტროფების ანალიზის განყოფილება;

დ.ბ) ჰუმანიტარულ საქმეთა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განყოფილება;

დ.გ) ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური ავარიების კოორდინაციის ჯგუფი.

ე) ინფორმაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამსახური;

ვ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური (სამმართველო):

ვ.ა) სახანძრო დაცვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება;

ვ.ბ) გლობალური ხანძრის ქრობის ორგანიზაციის განყოფილება;

ვ.გ) ხანძრების კვლევის ქვეგანყოფილება;

ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამშველო მომზადებისა და რეაგირების სამსახური.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 ივნისის ბრძანება №800-სსმIII, №80, 30.06.2009წ.; მუხ.869

    მუხლი 15

ადმინისტრაცია:

ა) ახორციელებს დეპარტამენტში საქმისწარმოების, მათ შორის, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზებას;

ბ) ახორციელებს დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტაციის თარგმნას;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხილავს და ამზადებს საკადრო საქმეებს და წარუდგენს სამინისტროს შესაბამის სამსახურს განსახორციელებლად;

დ) ახორციელებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას;

ე) ორგანიზებას უკეთებს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანასა და დამუშავებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

    მუხლი 16

ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში საოფისე მომსახურებას;

ბ) ახორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვას და შენახვას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ტექნიკურ გამართულობას;

დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტს საჭირო ინვენტარით, ორგტექნიკით, ოპერატიულ-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, საკვები პროდუქტებით და სხვა მატერიალური საშუალებებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 ივნისის ბრძანება №800-სსმIII, №80, 30.06.2009წ.; მუხ.869

    მუხლი 17

სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ცენტრი (სამმართველო):

ა) ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირება;

ბ) დისლოკაციის ადგილზე სამაშველო ოცეულების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის;

გ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობის მიღება;

დ) პროფესიული მომზადების გეგმების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება. შესაბამისი სწავლებების ჩატარება მაშველ-მეხანძრეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სამაშველო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების ორგანიზება და განხორციელება;

ვ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი მუშაკების საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გადამზადების ხელშეწყობა;

ზ) საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებში და ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად სამაშველო ჯგუფების მომზადება;

თ) სამაშველო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ნომენკლატურის შემუშავება, სამაშველო ოპერაციებში გამოცდა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ი) სამაშველო-საძიებო ოპერაციების ჩასატარებლად ძაღლების გაწვრთნა და გამოყენება;

კ) დადგენილი წესით მაშველ-მეხანძრეთა ატესტაცია-სერტიფიცირების განახორციელება.

ლ) საერთაშორისო-სამაშველო ჰუმანიტარულ ოპერაციებში მონაწილეობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

    მუხლი 18

სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს კომპეტენციას წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით შესაძლო საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილების, ლიკვიდაციის ღონისძიებათა ორგანიზება და კოორდინირება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

 

    მუხლი 19

კატასტროფების ანალიზის განყოფილების კომპეტენციას წარმოადგენს:

ა) ორგანიზაცია გაუწიოს დაინტერესებულ უწყებებთან და დაწესებულებთან ერთად ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების პროგნოზირებას და მისი წინმსწრები მოვლენების მონიტორინგს;

ბ) ითანამშრომლოს ბუნებრივი და ტექტოგენური კატასტროფების პროგნოზირების მიზნით სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან.

გ) შეიმუშაოს და წარუდგინოს შემდგომი მსვლელობისათვის სამმართველოს უფროსს საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმები;

დ) შეიმუშაოს და წარუდგინოს სამმართველოს უფროსს დასამტკიცებლად სამუშაო გეგმები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №1020-სსმIII, №119, 04.09.2006წ.; მუხ.1616

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

    მუხლი 20

ჰუმანიტარულ საქმეთა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განყოფილების კომპეტენციას წარმოადგენს:

ა) რეგიონალურ ი და რაიონულ ი (საქალაქო) მართველობის დონეზე შესაძლო საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კოორდინაცია, მათთვის რეკომენდაციების, მეთოდური და ფორმალიზებული დოკუმენტების მომზადება და მიწოდება;

ბ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული დახმარებებისა და სამაშველო ჯგუფების მიღება, გაგზავნა და გადაგზავნა დანიშნულებისამებრ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ჰუმანიტარული დახმარებების და სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გამოუყენებელი ნაშთების გადაცემა დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთთავის გასანაწილებლად;

გ) ერთიანი კოორდინაცია გაუწიოს და რეკომენდაციები მისცეს საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმების მიხედვით სამინისტროებსა და უწყებებში ამ საკითხებით დაკავებულ დანაყოფებს;

დ) ორგანიზაცია გაუკეთოს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობას ქვეყნის ტერიტორიაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

    მუხლი 21

ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური ავარიების კოორდინაციის ჯგუფის კომპეტენციას წარმოადგენს ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური ხასიათის ინციდენტებზე რეაგირების მიზნით ვითარებათა შეფასება, სამაშველო ძალების კოორდინირება, ადგილზე დეკონტამინაციის ორგანიზება და განხორციელება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

    მუხლი 22

ინფორმაციის და პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენციას წარმოადგენს:

ა) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში მართვის პროცესების ორგანიზება და განხორციელება;

ბ) კრიზის მართვის უზრუნველსაყოფად სამინისტროების წარმომადგენელთა შეტყობინება და მათი საქმიანობის უზრუნველყოფა;

გ) კრიზის მართვის უზრუნველსაყოფად საინფორმაციო ტექნოლოგიების შემუშავება და საინფორმაციო ბანკის შექმნა;

დ) შექმნილი ვითარებების შეფასების მიზნით, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, გეოგრაფიულ კოორდინატებთან მიბმული მონაცემთა ბაზებისა და კომპიუტერული მოდელირების საფუძველზე სპეციალური მეთოდიკის და პროგრამების შემუშავება;

ე) საგანგებო სიტუაციების შესახებ შემოსული შეტყობინებების მიღება და დამუშავება;

ვ) ხანძრისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გამოძახების ადგილზე სახანძრო დაცვისა და დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფების ძალებისა და საშუალებების გაგზავნა;

ზ) ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის განკარგულებებთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება და სახანძრო დაცვის დანაყოფებისათვის მიწოდება;

თ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დავალებაზე გასვლის, მათი მუშაობისა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სამსახურებისათვის მიწოდება;

ი) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის დროული მიღება და დამუშავება;

კ) საჭიროების შემთხვევაში შეტყობინება-გამოძახების გეგმის განხორციელება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

    მუხლი 23

სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის (სამმართველოს) კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ დებულებებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 ივნისის ბრძანება №800-სსმIII, №80, 30.06.2009წ.; მუხ.869

    მუხლი 24

სახანძრო დაცვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების კომპეტენციას წარმოადგენს:

ა) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი და სახანძრო-ტექნიკური საშუალებების გამოყენების მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში შემუშავებული და შესათანხმებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და წინადადებების მომზადება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

    მუხლი 25

გლობალური ხანძრის ქრობის ორგანიზების განყოფილების კომპეტენციას წარმოადგენს:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების და უწყებრივი სახანძრო დაცვის სამსახურების საქმიანობის ინსპექტირება და მეთოდური დახმარება;

ბ) სხვადასხვა სახის სახანძრო დაცვის სამსახურების კოორდინაცია;

გ) ქვეყანაში ხანძრებისა და მათი შედეგების, საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკური სისტემის შექმნის ორგანიზება და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშების მომზადება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

    მუხლი 26

ხანძრების კვლევის ქვეგანყოფილების კომპეტენციას წარმოადგენს რთული, ფართომასშტაბიანი და ადამიანთა მსხვერპლთან დაკავშირებული ხანძრების მიზეზების კვლევის და ანალიზის განხორციელება; მათი თავიდან აცილებისა და შედეგების შერბილების ღონისძიებების შემუშავება; სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციულ და ტექნიკურ გადაწყვეტილებათა გამოკვლევა-შესწავლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

    მუხლი 27

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამსახური, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, ახორციელებს მასზე დელეგირებულ უფლებამოვალეობებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანება №761-სსმIII, №75, 19.06.2009წ.; მუხ.826

თავი VI

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 28

დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 29

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №9, 06.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.008.011 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62584-4/