სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (31)
შემდგომი ცვლილებები (20)
წინა ცვლილებები (11)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.008.155
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №46/ნ
2006 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების” დამტკიცების თაობაზე
[სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და 25-ე მუხლის, „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის თანდართული წესი” (დანართი №1).
[1. დამტკიცდეს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“ (დანართი №1). (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]

2. დამტკიცდეს „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების დანიშვნის და გაცემის თანდართული წესი” (დანართი №2).
[2. დამტკიცდეს „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“(დანართი №2). (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]

3. სსიპ – სოციალური მოსახურების სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ამ ბრძანების შესასრულებლად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №301/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1978
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ვ. მეგრელიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №321/ნ-სსმIII, №171, 21.12.2006წ.; მუხ.2306
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №354/ნ-სსმIII, №180, 20.12.2007წ.; მუხ.1993
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის ბრძანება №79/ნ-სსმIII, №49, 01.04.2008წ.; მუხ.577
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №301/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1978
8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის ბრძანება №199/ნ-სსმIII, №70, 10.06.2009წ.; მუხ.767
9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 3 მაისის ბრძანება №115/ნ-სსმIII, №51, 03.05.2010წ.; მუხ.754
10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №204/ნ-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1215
11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
· დანართი №1
სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის
წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიის (შემდგომში – პენსია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს პენსიის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს პენსიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. წინამდებარე წესის შემოღების მიზანია სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად გამართული სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთათვის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, რომლებიც პენსიის დანიშვნის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში.
მუხლი 2. პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, გაცემას, შეჩერებას, განახლებას, გადაანგარიშებასა და შეწყვეტას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სრული სახელმწიფო კმაყოფა – კვებით, თავშესაფრითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა ინსტიტუციებში მყოფი პირებისა, რომლებიც არიან სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში;
ბ) შრომისუუნარო – არასრულწლოვანი 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის მქონე პირი;
გ) წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული;
დ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო-კვლევით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ, უმაღლეს, სკოლისგარეშე, სააღმზრდელო დაწესებულებაში სამეცნიერო ან პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
თავი II
პენსიის დანიშვნა
მუხლი 4. პენსიის დანიშვნის ძირითადი საფუძვლები
1. პენსიის დანიშვნის ძირითადი საფუძვლებია ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დადგომა, სახელდობრ:
ა) საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
გ) მარჩენალის გარდაცვალება.
2. ქალებს, ასაკის გამო, პენსიის მიღების უფლება წარმოეშობათ 60 წლის ასაკის მიღწევიდან.
მუხლი 5. პენსიის მიღების უფლება
1. პირს პენსიის მიღების უფლება აქვს პენსიის დანიშვნის რომელიმე საფუძვლის არსებობისას, თუ იგი არ ეწევა საჯარო საქმიანობას.
2. პენსიის მიღების უფლება წყდება პენსიონერის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
3. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს ენიშნებათ, ხოლო დანიშნული პენსიის მიღება უგრძელდებათ საჯარო საქმიანობის განხორციელების მიუხედავად.
4. დაუშვებელია ორი ან მეტი პენსიის ერთდროულად მიღება. აგრეთვე, პენსიასთან ერთად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღება.
5. ორი ან მეტი საფუძვლით პენსიის მიღების უფლების არსებობისას, აგრეთვე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” და „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონებით პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ერთდროულად მიღების უფლების არსებობისას, პირს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთ-ერთი საფუძვლით და ერთ-ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება წერილობითი განცხადების შესაბამისად. ასეთივე უფლებით სარგებლობენ პენსიონერებიც.
მუხლი 6. პენსიის ოდენობა
პენსიის ოდენობას კატეგორიების შესაბამისად ადგენს კანონი.
თავი III
პენსიის დანიშვნა ძირითადი საფუძვლების შესაბამისად
მუხლი 7. პენსია ასაკის გამო
1. საპენსიო ასაკის გამო პენსია ინიშნება 65 წლის ასაკის მიღწევიდან.
2. ქალებს საპენსიო ასაკის გამო პენსიის მიღების უფლება წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან.
3. პენსია ასაკის გამო ინიშნება მინიმალური პენსიის ოდენობის შესაბამისად.
მუხლი 8. პენსია შეზღუდული შესაძლებლობის გამო
1. შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსია ენიშნებათ:
ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს;
ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს.
2. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას ენიშნებათ ერთმანეთის ადეკვატური ოდენობის პენსია.
3. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პენსია განისაზღვრება მინიმალური პენსიის ოდენობით. ამავე ოდენობით პენსია ენიშნებათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომლებიც არ საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას.
4. სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროებას, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული სათანადო ნორმატიული აქტის საფუძველზე, განსაზღვრავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება.
5. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლიდან გამომდინარე, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს უნარჩუნდება თ შეზღუდული შესაძლებლობის გამო დანიშნული პენსიის მიღება მინიმალური პენსიის ოდენობით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მორიგ გადამოწმებამდე, რის შემდეგაც ი მა ვე სტატუსის დადგენის შემთხვევაში უწყდებათ პენსია, გარდა ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პენსიონერებს, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობა დადგენილი აქვთ უვადოდ, უგრძელდებათ პენსიის მიღება მინიმალური პენსიის ოდენობით.
7. ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, ვისაც 18 წლის შემდგომ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ავტომატურად უგრძელდებათ პენსიის მიღება მინიმალური პენსიის ოდენობით. ასეთივე უფლებით სარგებლობენ პირები, თუ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი მინიჭებული აქვთ ბავშვობიდან და 18 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ დაუდგინდებათ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
მუხლი 9. პენსია მარჩენალის გარდაცვალების გამო
1. მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსია ენიშნებათ გარდაცვლილის ყოველ არასრულწლოვან შვილს.
2. მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსია ინიშნება სრულწლოვანების – 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
3. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე დანიშნული „მარჩენალის გარდაცვალების გამო შრომის პენსიის“ 23 წლის ასაკის შესრულებამდე მიღების უფლება სწავლის პერიოდში უნარჩუნდებათ პირებს, რომლებმაც ამავე კანონის ძალაში შესვლამდე გააგრძელეს სწავლა სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და კანონის ძალაში შესვლამდე უკვე მოპოვებული ჰქონდათ სწავლის პერიოდში პენსიის 23 წლამდე მიღების უფლება, თუ არ დადგა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი, გარდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებისა. პენსიის გაცემა ხდება ყოველი სასწავლო წლის პირველ თვეში წარმოდგენილი სწავლის შესახებ ცნობის საფუძველზე. მოცემულ ვადაში აღნიშნული ცნობის წარ-მოუდგენლობის შემთხვევაში პენსიის გაცემა შეჩერდება და განახლდება ამ წესით განსაზღვრულ პირობებით.
4. ერთი და იმავე პირის გარდაცვალების გამო ინიშნება ან პენსია, ან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაცია. დაუშვებელია მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნისას გარდაცვლილის ოჯახის რომელიმე წევრისათვის მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №204/ნ-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1215
თავი IV
პენსიის დანიშვნა კატეგორიების შესაბამისად
მუხლი 10. ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა საპენსიო უზრუნველყოფა
„ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულის პენსია ენიშნებათ:
ა) ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაინვალიდებულ პირებს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიუხედავად;
ბ) ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან/და ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შედეგად დაზარალებულ პირებს მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის გამო;
გ) ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის შემდეგ წევრებს: შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა, არასრულწლოვან შვილს ან/და ნაშვილებს – მინიმალური პენსიის ოდენობით.
მუხლი 11. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფა
„ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე (შემდგომში – ბირთვული ობიექტები) ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პენსია ენიშნებათ:
ა) ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს დაინვალიდებულ პირებს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიუხედავად;
ბ) ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის გამო;
გ) ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს ან მიღებული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და ინვალიდების შრომისუუნარო მშობლებსა და მეუღლეს, აგრეთვე ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში დაბადებულ არასრულწლოვან შვილებს – მინიმალური პენსიის ოდენობით.
მუხლი 12. პოლიტიკური რეპრესიის გამო მსხვერპლად აღიარებულ პირთა და გარდაცვლილის ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფა
„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსია ენიშნებათ:
ა) პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირებს – ასეთი სტატუსის მინიჭების შემდეგ პენსიის მიღების ძირითადი საფუძვლების წარმოშობის მიუხედავად;
ბ) გარდაცვლილი რეპრესირებული პირის, აგრეთვე პოლიტიკური რეპრესიის გამო გარდაცვლილი პირის შვილს (18 წლის ასაკის მიღწევამდე), შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებს, შვილებს (ნაშვილებს).
მუხლი 13. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა პენსია
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე პენსია ენიშნებათ:
ა) ომის ინვალიდებს (მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიუხედავად);
ბ) ომის მონაწილეებს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის გამო;
გ) ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის გამო.
მუხლი 14. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების საპენსიო უზრუნველყოფა:
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, პენსია ინდივიდუალურად ენიშნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ, უგზო-ეკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მებრძოლთა:
ა) შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებსა და შვილებს;
ბ) არასრულწლოვან შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
თავი V
პენსიის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა, განახლება და გადაანგარიშება
მუხლი 15. პენსიის დასანიშნად მიმართვა
1. პენსიის დასანიშნად მიმართვა ხდება პენსიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.
2. პენსიის დანიშვნის თაობაზე წერილობითი განცხადება შეიტანება სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში, მაძიებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
3. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტები:
ა) ასაკით პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, შრომის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ შრომის სტაჟი გააჩნია);
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ბ.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის შემთხვევაში – მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ბ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ქმედუუნარო პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, მისი მეურვის პირადობის მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
გ) მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, მარჩენალდაკარგულის დაბადების მოწმობა;
გ.ა) დედმამით ობოლ ბავშვზე – მეურვის პირადობის მოწმობა, მარჩენალდაკარგულის დაბადების მოწმობა, მშობლების გარდაცვალების მოწმობები;
გ.ბ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ პირებისათვის პენსიის დანიშვნის შემთხვევაში: მშობლებს – პირადობის მოწმობა, გარდაცვლილი პირის დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობები, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, საპენსიო ასაკის მიღწევამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი; მეუღლეს – პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, საპენსიო ასაკის მიღწევამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი; შვილს (ნაშვილებს) – ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ომის მონაწილეებზე პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ომის ინვალიდებზე – პირადობის მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი ომთან;
ვ) ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირებს პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც დაფიქსირებულია სათანადო მიზეზობრივი კავშირი, მისი ამ ობიექტებზე ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (სამხედრო კომისარიატი ან ორგანიზაცია, რომლიდანაც იქნა მივლინებული);
ზ.ა) „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად მონაწილეობის გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, მისი ამ ობიექტებზე ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (სამხედრო კომისარიატი ან ორგანიზაცია, რომლიდანაც იქნა მივლინებული);
თ) „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამოწმებული „9 აპრილის“ მონაწილის საბუთი;
თ.ა) „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა – პირადობის მოწმობა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამოწმებული „9 აპრილის” მონაწილის საბუთი;
ი) „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ”, საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ;
ი.ა) „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვლების გამო მისი ოჯახის შრომისუუნარო წევრისათვის პენსიის დანიშვნის შემთხვევაში: მშობლებმა – პირადობის მოწმობა, გარდაცვლილი პირის დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობები, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი. მეუღლეებმა – პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი; შვილმა (ნაშვილებმა) – პირადობის მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა, გარდაცვლილი მარჩენალის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, საპენსიო ასაკის მიღწევამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.
4. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირმა, პენსიის დანიშვნისათვის, საჭირო საბუთებთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრების შესახებ (აღნიშნული არ ვრცელდება მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში, მშობელზე (მეურვეზე) საპენსიო საქმის გახსნისათვის), ხოლო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა უნდა წარმოადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს არანაირ პენსიას ან სოციალურ დახმარებას იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება.
5. სახელმწიფო პენსიის დანიშვნის დროს პირს, რომელსაც სახელმწიფო პენსიის დანიშვნისათვის წარსადგენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში არ აქვს დაფიქსირებული რეგისტრაციის ადგილი, სახელმწიფო პენსია ენიშნება პირადობის მოწმობის გამცემის ადმინისტრაციული-ტერიტორიული მდებარეობის მიხედვით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
მუხლი 16. განცხადების განხილვა და პენსიის დანიშვნა
1. პენსიის დანიშვნის საკითხს სააგენტო იხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის სრულყოფილად წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.
2. შეზღუდული შესაძლებლობის და საპენსიო ასაკის გამო პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან.
3. მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით პენსია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოში წარდგენილია ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან.

მუხლი 17. პენსიის გაცემა
1. პენსია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.
2. მოქალაქეს უფლება აქვს მოითხოვოს პენსიის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა – მომდევნო თვის ბოლომდე. პენსიის გაცემის კონკრეტული ვადები რეგულირდება სააგენტოსა და პენსიის გამცემ ორგანიზაციას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე.
3. პენსიონერისათვის პენსიის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში პენსიონერის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
4. პენსიის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე კუთვნილი (მიუღებელი) საპენსიო თანხები გაიცემა პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე), ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე). პირველი რიგის მემკვიდრეს გარდაცვლილის კუთვნილი საპენსიო თანხები მიეცემა განცხადების საფუძველზე იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
41. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის თანახმად, გარდაცვალების განცხადებაზე ვალდებული პირები (გარდაცვლილის მეუღლე, ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავები ან სხვა დაინტერესებული პირები და ა.შ.) ვალდებულნი არიან დროულად წარუდგინონ კომპეტენტურ ორგანოს პენსიონერის გარდაცვალების მოწმობა. გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება დაბრუნებას ამ თანხების მიმღები ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან, სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №321/ნ-სსმIII, №171, 21.12.2006წ.; მუხ.2306

მუხლი17 1 . სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი ზოგიერთი კატეგორიის პირის საპენსიო უზრუნველყოფის განსაკუთრებული წესი
1. თუ სააგენტოს მეურვეობა/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს პენსიის მიღების უფლება სააგენტო პენსიის გამცემ საბანკო დაწესებულებაში არასრულწლოვნის სახელზე ხსნის საანაბრე ანგარიშს, სადაც ყოველთვიურად ირიცხება პენსიის თანხა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ საანაბრე ანგარიშზე ჩარიცხული თანხის განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ პირის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ან ამ ვადამდე სააგენტოს ნებართვით, რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვნის საანაბრე ანგარიშზე დაგროვილი თანხა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას სრულწლოვანების მიღწევამდე ამ პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდა შემთხვევისა, როდესაც არსებობს პირის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელიც ასევე იმყოფება სააგენტოს მეურვეობა/მზრუნველობის ქვეშ. ამ შემთხვევაში საანაბრე ანგარიშზე დაგროვილი თანხის გაცემა მოხდება აღნიშნულ მემკვიდრეზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №204/ნ-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1215
მუხლი 18. პენსიის შეჩერება
პენსიის შეჩერების საფუძველია შემდეგი გარემოებები:
ა) საქართველოს მოქალაქის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში, გარდა სააგენტოს მეურვეობა/მზრუნველობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნისა. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი მომსახურე დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობა. სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა). შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებითი დადგენის შემთხვევაში პენსიის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და მიეცემა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერიოდისთვისაც, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემის შეჩერების დღიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 3 მაისის ბრძანება №115/ნ-სსმIII, №51, 03.05.2010წ.; მუხ.754

მუხლი 19. პენსიის შეწყვეტა
1. „სახელმწიფო პენსიების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს წარმოადგენს შემდეგი გარემოებები:
ა) პენსიონერის გარდაცვალება;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელება; აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ყველა კატეგორიის პენსიონერზე, მიუხედავად პენსიის მიღების უფლების მოპოვების ვადისა, გარდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა;
გ) პირის საქართველოდან მუდივად საცხოვრებლად წასვლა;
დ) მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას, გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ე) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება;
ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა, როცა პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსიის დანიშვნისათვის საჭირო შესაბამისი სტატუსის დაკარგვა;
თ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობა, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწ ი ნებული საპატიო მიზეზი;
ი) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (გარდა ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და ამ წესის IV თავით გათვალისწინებულ კატეგორიას მიკუთვნებული პირისა) დადგენილ ვადაში გადამოწმების შემდგომ იმავე სტატუსის მინიჭება;
კ) შეჩერებული პენსიების შეწყვეტა მოხდება შეჩერებიდან 3 წლის ვადის გასვლის შემდგომ;
ლ) პირადი განცხადება;
მ) სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნა, გარდა ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში, ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში და მინდობით აღზრდაში ყოფნისა;
ნ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა.
2. აღნიშნული გარემოებებით პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში, პენსიის გაცემა შეწყდება ამ გარემოებების დადგომის მომდევნო თვიდან (სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას – განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან) და განახლდება წერილობითი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის წარდგენის დღიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის ბრძანება №199/ნ-სსმIII, №70, 10.06.2009წ.; მუხ.767
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №204/ნ-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1215
მუხლი 20. პენსიის განახლება-ახლის დანიშვნა
1. შეჩერებული პენსიის განახლება ხდება პენსიონერის მიერ სააგენტოში პენსიის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება პენსიონერის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან.
2. შეწყვეტილი პენსიის განახლება ხდება შეწყვეტის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, დანიშნული პენსიის ოდენობის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
მუხლი 21. პენსიის გადაანგარიშება
დანიშნული პენსიების ოდენობების გადაანგარიშება მოხდება შემდეგი წესით:
ა) კანონით განსაზღვრული საპენსიო ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში, გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად, სააგენტოს მიერ;
ბ) თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გადაყვანილია შესაძლებლობის შეზღუდვის სხვა კატეგორიაში, ახალი სტატუსის შესაბამისად პენსიის გადაანგარიშება მოხდება მომდევნო თვიდან;
გ) თუ მარჩენალდაკარგულ პირს პენსია დანიშნული აქვს ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების გამო, მეორე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში პენსია გადაუანგარიშდება ამ წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

თავი VI
გარდამავალი დებულებები
მუხლი 22. გარდამავალი დებულება
1. ნებისმიერ პენსიის მიმღებ პირს, რომელიც 2006 წლის 1 იანვრიდან არ არის გათვალისწინებული პენსიის მიმღებ კატეგორიად, უნარჩუნდება პენსიის მიღება ძველი კანონმდებლობით პენსიის მიღების უფლების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე და „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთო საფუძვლების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
2. ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დანიშნული პენსიის მიღება უგრძელდებათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენილ ვადაში მორიგ გადამოწმებამდე. გადამოწმების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ხელახლა დადგენის შემთხვევაში უწყდებათ პენსიის მიღება გარდა ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. ამოღებულია.
4. პენსიები, რომლის ოდენობაც „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტია, რჩება უცვლელი და მისი გაცემა გაგრძელდება საერთო წესით.
5. იმ პირებს, რომლებსაც 2006 წლის პირველ იანვრამდე ერთდროულად დანიშნული აქვთ ორი ან მეტი სახეობის პენსია, გაუგრძელდებათ მისი მიღება ერთი მთლიანი ოდენობით „სახელმწიფო პენსიის შესახებ” ან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონების რეგულირების სფეროს მიუხედავად.
6. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პენსია ენიშნებათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ხელახალი გადამოწმებისას ასეთი დახმარების საჭიროების დადგენიდან.

[დანართი №1
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – პენსია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს პენსიის ფულადი ნაწილის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს პენსიის ფულადი ნაწილის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. წინამდებარე წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, აგრეთვე, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
მუხლი 2. პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
1. პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. სააგენტო უფლაბემოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პენსია – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი სარგებელი;
ბ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო-კვლევით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ, უმაღლეს, სკოლისგარეშე, სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში სამეცნიერო ან პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობა;
გ) წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული.
თავი II
პენსიაზე უფლება
მუხლი 4. პენსიაზე უფლების წარმოშობა
1. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან.
2. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ სარგებელზე (პენსიაზე ან სახელმწიფო კომპენსაციაზე), მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის (პენსიის ან სახელმწიფო კომპენსაციის) მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად.
3. პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
თავი III
პენსიის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა, განახლება და გადაანგარიშება
მუხლი 5. პენსიის დასანიშნად მიმართვა
1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქემ პენსიის დანიშვნისათვის სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის თაობაზე, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება და ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) გაცემული საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრება.
4. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ.
5. უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება.
მუხლი 6. გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე
1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.
2. თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და პირი აკმაყოფილებს პენსიის დანიშვნის პირობებს სააგენტოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება პენსიის არდანიშვნის თაობაზე.
3. პენსია ინიშნება:
ა) განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს;
ბ) პენსიაზე უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.
მუხლი 7. პენსიის გაცემა
1. პენსია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.
2. პენსიონერს უფლება აქვს მოითხოვოს პენსიის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა მომდევნო თვის ბოლომდე.
3. პენსიონერისათვის პენსიის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში პენსიის გამცემ საბანკო დაწესებულებაში პენსიონერის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
მუხლი 8. პენსიის შეჩერება და განახლება
1. პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
ა) პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით;
ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას.
2. პენსია განახლდება განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას.
3. პენსიის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
მუხლი 9. პენსიის შეწყვეტა
1. პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;
გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება:
გ.ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;
გ.ბ) ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პენსიის შეჩერების შემთხვევაში – პენსიის შეჩერების დღიდან;
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;
ე) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას;
ზ) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას;
თ) პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ;
ი) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პენსიის შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
3. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 10. პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში
1. პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პენსიონერის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი საპენსიო თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით საპენსიო თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე;
ბ) მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში.
2. პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვივდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) საპენსიო თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
3. გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომლებიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.
მუხლი 11. პენსიის გადაანგარიშება
საპენსიო ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში, პენსიების ოდენობების გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად სააგენტოს მიერ.
თავი IV
გარდამავალი დებულებები
მუხლი 12. გარდამავალი დებულება
1. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერებს (მიხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით აქვს დანიშნული პენსია), რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარს, ხოლო 67 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარს, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხების გაცემა უგრძელდებათ შეჯამებულად „საპენსიო პაკეტის“ ფულადი გასაცემლის სახით ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
2. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერებს (მიხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით აქვს დანიშნული პენსია), რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარზე, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარზე, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და მათი „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით განისაზღვრება 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარით, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას აგრეთვე გათვალისწინებული იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით შეჩერებულად ითვლება და თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, მაშინ პენსია შეწყდება.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე პენსიონერის მიერ მოპოვებული ფულადი გასაცემლების ჯამური ოდენობით ერთიანი გასაცემლის სახით ავტომატურ გადაანგარიშებას.
5. 2012 წლის 1 სექტემბრამდე პენსიონერის მიერ მიუღებელი და შემდგომში მემკვიდრეზე გაცემული თანხები, ჩაითვალოს ამ წესის მიხედვით გაცემულად. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
· დანართი №2
სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის
წესი
[დანართი №2
სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]

1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კომპენსაციისა (შემდგომში – კოპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის (შემდგომში – სტიპენდია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს კომპენსაციის/სტიპენდიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს კომპენსაციის/სტიპენდიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
[1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კოპენსაცია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს კომპენსაციის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციულ ციკლის რეგულირებას, ადგენს კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
2. წინამდებარე წესის შემოღების მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად გამართული სისტემის ჩამოყალიბება.

მუხლი 2. კომპენსაციის/სტიპენდიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
კომპენსაციის/სტიპენდიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნას, გაცემას, შეჩერებას, განახლებას, გადაანგარიშებასა და შეწყვეტას, აგრეთვე კომპენსაციის/სტიპენდიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №301/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1978
[მუხლი 2. კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
1. კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. სააგენტო უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინთა მნიშვნელობებია:
ა) კანონი – „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი;
ბ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა – სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა – საჯარო სამართლის იურიდიულ პირ (სახელმწიფო) აგრეთვე, ლიცენზირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირ – (ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი, სკოლის გარეშე), აგრეთვე იურიდიულ პირ – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში პედაგოგიურ, სამეცნიერო, აკადემიურ ან სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობა.
თავი II
კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნა
[თავი II
კომპენსაციის დანიშვნა (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]

მუხლი 4. კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნის ძირითადი საფუძვლები
კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნის ძირითადი საფუძვლებია ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დადგომა, სახელდობრ:
ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა:
ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
დ) მარჩენალის გარდაცვალება.
[მუხლი 4. კომპენსაციის დანიშვნის ძირითადი საფუძვლები
კომპენსაციის დანიშვნის ძირითადი საფუძვლებია ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დადგომა:
ა) კანონით დადგენილი ნამსახურების ვადის ამოწურვა;

დ) მარჩენალის გარდაცვალება. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]

მუხლი 5. კომპენსაციის/სტიპენდიის მიღების უფლება
1. პირს კომპენსაციის/სტიპენდიის მიღების უფლება აქვს დანიშვნის რომელიმე საფუძვლის არსებობისას, თუ იგი არ ეწევა საჯარო საქმიანობას.
2. კომპენსაციის/სტიპენდიის მიღების უფლება წყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
3. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს ენიშნებათ და დანიშნული კომპენსაციის/სტიპენდიის მიღება უგრძელდება საჯარო საქმიანობის განხორციელების მიუხედავად.
4. დაუშვებელია ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის/სტიპენდიის ერთდროულად მიღება. აგრეთვე, კომპენსაციის/სტიპენდიასთან ერთად სახელმწიფო პენსიის მიღება.
5. ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის/სტიპენდიის მიღების უფლების არსებობისას, აგრეთვე კომპენსაციის/სტიპენდიის და “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო პენსიის ერთდროულად მიღების უფლების არსებობისას, პირს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთ-ერთი საფუძვლით და ერთ-ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება წერილობითი განცხადების შესაბამისად. ასეთივე უფლებით სარგებლობენ პენსიონერებიც.
[მუხლი 5. კომპენსაციის მიღების უფლება
1. პირს კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დანიშვნის რომელიმე საფუძვლის არსებობისას, თუ იგი არ ეწევა საჯარო საქმიანობას.
2. კომპენსაციის მიღების უფლება წყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
3. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს ენიშნებათ და დანიშნული კომპენსაციის მიღება უგრძელდება საჯარო საქმიანობის განხორციელების მიუხედავად.
4. დაუშვებელია ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის ერთდროულად მიღება. აგრეთვე, კომპენსაციასთან ერთად სახელმწიფო პენსიის მიღება.
5. ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის მიღების უფლების არსებობისას, აგრეთვე კომპენსაციის და „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო პენსიის ერთდროულად მიღების უფლების არსებობისას, პირს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთ-ერთი საფუძვლით და ერთ-ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება განცხადების შესაბამისად. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]

კომპენსაციისა და სტიპენდიის ოდენობები
მუხლი 6. კომპენსაციის/სტიპენდიის მაქსიმალური ოდენობა
1. ამ წესითა და კანონით გათვალისწინებული გაანგარიშების მიუხედავად, დანიშნული კომპენსაციის/სტიპენდიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს.
2. კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვარი ვრცელდება კომპენსაციის მიმღებ ყველა პირზე დანიშვნის ვადის მიუხედავად, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაციებისა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით და 2006 წლის 1 იანვრიდან ვრცელდება მის მიმღებ ყველა პირზე კომპენსაციის ვადის მიუხედავად.
4. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით.
[თავი III
კომპენსაციის ოდენობები

მუხლი 6. კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა
1. ამ წესითა და კანონით გათვალისწინებული გაანგარიშების მიუხედავად, დანიშნული კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს.

4. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]

კომპენსაცია/სტიპენდია ნამსახურობის ვადის ამოწურვის ან ასაკის მიღწევის გამო
[თავი IV
კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის ან ასაკის მიღწევის გამო (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]

მუხლი 7. კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო
1. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, აგრეთვე მათთან გათანაბრებული შემდეგი პირები:
ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში;
ბ) სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში;
გ) ოფიცრები, მათ შორის სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიანი, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახების წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით;
დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით);
ე) პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს;
ვ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო სამსახურებიდან დათხოვნილი პენსიონერები, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
[1. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული შემდეგი პირები:

გ) ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიანი, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახების წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით;
დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით);

ვ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო სამსახურებიდან დათხოვნილი პენსიონერები, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
2. კომპენსაციის დანიშვნის პირობები:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ, თუ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი;
ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 დან 1995 წლამდე და დათხოვნილნი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი;
დ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ სამხედრო ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი.
3. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი (მათ შორის, არანაკლებ 2 წელი ფინანსურ პოლიციაში ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საგადასახადო/საბაჟო ორგანოების თანამდებობებზე). საგადასახადო/საბაჟო ორგანოებში ნამსახურობის მიზნებისათვის გათვალისწინებული იქნება მხოლოდ 2007 წლის 1 იანვრიდან ნამსახურები წლები.
[3. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლებული პირები, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის ნამსახურობა შემდეგ ორგანოებში: სამხედრო, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე პერიოდი), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, პროკურატურის ორგანოები, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის პირველ და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილ პირებს, დადგენილი წელთა ნამსახურობის გამო, კომპენსაცია განესაზღვრებათ შემდეგი ოდენობებით:
ა) 55 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 0.75% ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე;
ბ) 55-დან 60 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 1%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე;
გ) 60-დან 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 1.25%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე;
დ) 65 წლის ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 1.5%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.
5. პირს შეუძლია აირჩიოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა-დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნის უფლება. აღნიშნული არჩევანი შემდგომ გადასინჯვას არ ექვემდებარება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 71. კომპენსაცია ასაკის გამო
1. პროკურატურის იმ მუშაკებს, რომლებმაც პროკურატურის სისტემაში იმსახურეს 4 წელი მაინც, გააჩნიათ შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების და სასამართლო ხელისუფლების ორგანებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი და არიან პროკურატურიდან დათხოვნილი საპენსიო ასაკის გამო, მათი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს დათხოვნის მომენტისათვის მათი თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.
2. გენერალურ პროკურორს და მის მოადგილეებს, მიუხედავად პროკურატურის სისტემაში მუშაობის ვადისა, თუ მათ აქვთ არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და გათავისუფლდნენ პროკურატურის ორგანოებიდან გენერალური პროკურორის უფლებამოსილების შეწყვეტის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარსების, მძიმე დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების გამო, დანიშვნის აგრეთვე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის, საკუთარი ნებასურვილით, ან საპენსიო ასაკის გამო, მათი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს შრომის საერთო სტაჟზე.
3. პარლამენტის წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის ასაკის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეწყვეტილა „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა ანდა დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თანხმობით ან დაინიშნა საჯარო სამსახურში შეუთავსებელ თანამდებობაზე. ეს შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული პირობებით კომპენსაცია ენიშნებათ 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილ უზენაესი საბჭოს წევრებს, თუ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო, ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის გამო.
4. 1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, მიუხედავად მათი სადეპუტატო უფლება-მოსილების ვადისა.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრის კომპენსაცია შეადგენს დანიშვნის მომენტისათვის მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედს.
6. ყოფილი პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრს, რომელსაც შეუსრულდა 65 წლის ასაკი ან აქვს 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და იგი ეწევა საჯარო საქმიანობას, მისი საშუალო თვიური ანაზღაურების შევსება მოხდება კანონით დადგენილი კომპენსაციის მაქსიმალურ ზღვრამდე.
7. პარლამენტის აპარატის მოხელეს, რომელსაც 65 წლის მიღწევისას გააჩნია 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და მათ შორის პარლამენტის აპარატში მუშაობის 8 წლის სტაჟი, კომპენსაცია დაენიშნება იმავე თანამდებობაზე მყოფი პარლამენტის აპარატის მოხელის ხელფასის მესამედის ოდენობით.
8. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი) 65 წლის ასაკის მიღწევისას კომპენსაცია დაენიშნება დათხოვნის მომენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მისი ხელფასის მესამედის ოდენობით.
9. საერთო სასამართლოს მოსამართლეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევიდან, თუ უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა ან უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში. ასევე 1999 წლის 15 მაისიდან სასამართლო უფლებამოსილება შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, სასამართლოს ლიკვიდაციის, მოსამართლის თანამდებობის შემცირების, ან საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის გამო და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, აგრეთვე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პენსიაში გასულ მოსამართლეებს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 1999 წლის 15 მაისიდან, კომპენსაციის ოდენობა განესაზღვრება მოქმედი მოსამართლისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლით საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.
[8. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი) 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს მესამედს.
9. საერთო სასამართლოს მოსამართლეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევიდან, თუ უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა ან უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში. ასევე 1999 წლის 15 მაისიდან სასამართლო უფლებამოსილება შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, სასამართლოს ლიკვიდაციის, მოსამართლის თანამდებობის შემცირების, ან საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის გამო და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, აგრეთვე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პენსიაში გასულ მოსამართლეებს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 1999 წლის 15 მაისიდან კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად.
[11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
12. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას, თუ: მამაკაცს აქვს – ავიაციაში მუშაობის თორმეტი წელი და ექვსი თვე და ნაფრენი არანაკლებ 6000 საათისა, ან ნაფრენი 6000 საათზე მეტი; ქალს – ავიაციაში მუშაობის ათი წელი და ნაფრენი არანაკლებ 4800 საათისა, ან ნაფრენი 4800 საათზე მეტი.
ა) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს:
ა.ა) 100%-ის ოდენობით – ხომალდის მეთაურისათვის;
ა.ბ) 80%-ის ოდენობით – მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან-2”-ის მეთაურისათვის;
ა.გ) 70%-ის ოდენობით – ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის, ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის;
ბ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაცია განისაზღვროს დათხოვნის მომენტისათვის მისი თანამდებობის შესაბამისად.
13. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს – უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეს (მოადგილეებს) – არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატის მოქმედი თავმჯდომარისა და მისი მოადგილის (მოადგილეების) თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით.
[13. გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაციები ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, გენერალურ აუდიტორს – უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეს (მოადგილეებს) – არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, შესაბამისად გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილისათვის (მოადგილეებისათვის) უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 8. სტიპენდია ასაკის მიღწევის გამო
1. სტიპენდია ასაკის მიღწევის გამო ენიშნება პირს, რომელსაც შეუსრულდა 50 წელი და აქვს 20 წლის სამეცნიერო ან პედაგოგიური მუშაობის სტაჟი. ამასთან, დასაქმებული იყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორ-მასწავლებლის ან დამხმარე თანამდებობაზე, ან სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სამეცნიერო ან დამხმარე თანამდებობაზე (დანართი №1-ის შესაბამისად) და 2005 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლდნენ შესაბამისი თანამდებობიდან პირადი სურვილით ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, პირადი ნება-სურვილით გათავისუფლების შემთხვევაში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5 წლის მუშაობის სტაჟი დაწესებულებაში, რომლიდანაც იგი გათავისუფლდა.
3. აღნიშნულ პირთათვის სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს:
ა) 80%-ის ოდენობით – მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის;
ბ) 60%-ის ოდენობით – მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის;
გ) 40% ოდენობით – სამეცნიერო ხარისხის არმქონე პირზე.

მუხლი 8. (ამოღებულია - 07.08.2012, №01-48/ნ) ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
თავი V
კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო
მუხლი 9. კომპენსაციის დანიშვნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო
1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ მხოლოდ:
ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
[ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს; (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
ბ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ პირებს;
გ) პარლამენტის წევრებს (ყოფილ წევრებს);
დ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს;
ე) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს (მოადგილეებს).
ე) გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
2. შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაცია ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან (შრომითი დასახიჩრება).
3. სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებსა და პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ პირებს:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს სტატუსის დადგენის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს ნამსახურობის 20 წელზე, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში დადგენილი კომპენსაციის 125%-ს.
[3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია ენიშნებათ:

ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში დადგენილი კომპენსაციის 125%-ს. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
4. პარლამენტის წევრებს (ყოფილი წევრები) კომპენსაციისას გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები;
ა) პარლამენტის წევრებს უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით;
ბ) პარლამენტის ყოფილ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შემდგომ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დადგენისას – პარლამენტარის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – პარლამენტარის კომპენსაციის 50%.
5. სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობა შეადგენს:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ამ წესის 71 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიებისათვის დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის 70%-ს;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ამ წესის 71 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიებისათვის დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის 80%-ს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
თავი V
კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო
მუხლი 10. კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო
1. ამ თავის შესაბამისად, მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაცია წარმოადგენს ოჯახისათვის განკუთვნილ სარგებელს, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის.
11. ამ თავის შესაბამისად, კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო ენიშნება ოჯახის შრომისუუნარო იმ წევრებს, რომლებსაც შრომისუუნარობა დაუდგინდათ მარჩენალის გარდაცვალებამდე. ამ თავის შესაბამისად, კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო აგრეთვე ენიშნება ოჯახის შრომისუუნარო იმ წევრებს, რომლებსაც შრომისუუნარობა დაუდგინდათ მარჩენალის გარდაცვალების შემდგომ პერიოდში, მარგამ ამავდროულად დოკუმენტურად დასტურდება, რომ იგი მომდინარეობს მარჩენალის გარდაცვალებამდე პერიოდიდან.
2. ერთი და იმავე პირის გარდაცვალების გამო ინიშნება ან კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია. დაუშვებელია მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის დანიშვნისას, გარდაცვლილის ოჯახის რომელიმე წევრისათვის მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.
[2. ერთი და იმავე პირის გარდაცვალების გამო ინიშნება კომპენსაცია ან საპენსიო/სოციალური პაკეტი. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
3. იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაციის ოდენობა ნაკლებია მთელი ოჯახისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დასანიშნი სარგებლის ოდენობის ჯამისა, ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს ამ წესის ან „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით ოჯახისათვის განსაზღვრული სარგებლის მიღების უფლება.
[3. (ამოღებულია - 07.08.2012, №01-48/ნ). ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
4. კანონითა და წინამდებარე წესის V თავით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება მშვილებლებზე თანაბრად მშობლებისა და ნაშვილებ ბავშვებზე თანაბრად შვილებისა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №354/ნ-სსმIII, №180, 20.12.2007წ.; მუხ.1993

მუხლი 11. კომპენსაცია ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე და მასთან გათანაბრებული მუშაკის გარდაცვალების გამო
1. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვლილი მარჩენალის გამო, კომპენსაცია ენიშნებათ შემდეგ პირებს კანონითა და ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად:
ა) კომპენსაცია სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მომუშავე მოსამსახურეთა გარდაცვალების გამო ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს და შვილებს, თუ მარჩენალი გარდაიცვალა სამხედრო სამსახურის დროს, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სამხედრო სამსახურის ან ოპერატიული მუშაობის დროს. ასეთივე უფლებით სარგებლობენ ყოფილი სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები, რომლებიც ნებაყოფლობით არ ჩაბარდნენ ტყვედ და ტყვეობაში ყოფნის დროს არ ჩაიდინეს სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საომარი მოქმედების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი უთანაბრდება ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებზე მყოფი პირების, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო მეუღლეს.
[ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობაზე მყოფი პირების გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო მეუღლეს. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრისათვის კომპენსაციის ოდენობა შეადგენს გარდაცვლილი პირის ხელფასის 1.5%-ის შესაბამის ორგანოში ნამსახურებ წლებზე ნამრავლის 75%-ს. ამასთან, გარდაცვლილის ნამსახურობის მიმინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. მიუხედავად გარდაცვლილის მიერ თადარიგში დათხოვნისათვის ასეთი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.

მუხლი 12. კომპენსაცია მოსამართლის გარდაცვალების გამო
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის), უზენაესი სასამართლოს მოსამართლის და საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად). აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის ოდენობა შეადგენს გარდაცვლილი მოსამართლის კომპენსაციის 75%-ს, მიუხედავად გარდაცვლილი მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთან, გარდაცვლილი საერთო სასამართლოს მოსამართლის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 10 წელს.
მუხლი 13. კომპენსაცია პარლამენტის წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების გამო
პარლამენტის წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად). მათი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს პარლამენტის წევრის კომპენსაციის 75%-ს. მიუხედავად გარდაცვლილი პარლამენტის წევრის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
მუხლი 14. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის სოციალური დაცვა
საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვა რეგულირდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით.
თავი VI
კომპენსაციის/სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა და საჭირო დოკუმენტები
მუხლი 15. კომპენსაციის/სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა და საჭირო დოკუმენტები
1. კომპენსაციას და სტიპენდიას, შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი.
2. პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები:
ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ფულადი ატესტატი (ფორმა №1).
ა.ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილმა პირმა შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს შესახებ ან ფულადი ატესტატი (ფორმა №1), შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ა.ბ) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ფულადი ატესტატი (ფორმა №1), გარდაცვალების მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე- ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ბ) პროკურატურის მუშაკებზე 65 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ;
ბ.ა) პროკურატურის მუშაკზე შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურის სისტემიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ბ.ბ) ამოღებულია;
გ) პარლამენტის წევრზე (ყოფილ წევრზე) კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, პარლამენტის წევრობის (ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებმა – უზენაესი საბჭოს წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 65 წლის ასაკის შესრულებამდე, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს. ცნობა ხელფასის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
გ.ა) პარლამენტის წევრზე (ყოფილ წევრზე) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, პარლამენტის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, ცნობა ხელფასის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
გ.ბ) პარლამენტის წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა. შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
დ) პარლამენტის აპარატის მოხელეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, შრომის საერთო სტაჟისა და მისი პარლამენტში მინიმუმ 8-წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა, იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის შესახებ;
ე) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის №93 „საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ” ბრძანების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უმაღლესი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა დათხოვნის მომენტისათვის მისი საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი ხელფასის შესახებ;
ვ) საერთო სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, თუ მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის დაკავშირებული სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის გასვლასთან ან სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციასთან – საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ.ა) საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ზ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი;
ზ.ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა.
თ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი;
თ.ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ი) სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებ პირზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, საიდანაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი, პირადი სურვილის ან შტატების შემცირების საფუძველზე გამოცემული დამსაქმებლის ბრძანება დანართი №1-ით გათვალისწინებულ რომელიმე თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ასევე სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. პირადი სურვილით პირის გათავისუფლების შემთხვევაში, შრომის წიგნაკის ამონაწერიდან უნდა დასტურდებოდეს აგრეთვე, რომ პირს აქვს არანაკლებ 5 წლის სამუშაო სტაჟი იმ დაწესებულებაში, საიდანაც გათავისუფლდა;
კ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიიდან წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ;
ლ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციიდან წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
[მუხლი 15. კომპენსაციის დასანიშნად მიმართვა და საჭირო დოკუმენტები
1. კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი.
2. პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები:
ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ფულადი ატესტატი ან საფინანსო ცნობა:
ა.ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირმა შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს შესახებ ან ფულადი ატესტატი ან საფინანსო ცნობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ა.ბ) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ფულადი ატესტატი ან საფინანსო ცნობა, გარდაცვალების მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ბ) პროკურატურის მუშაკებზე 65 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ:
ბ.ა) პროკურატურის მუშაკზე შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
გ) პარლამენტის წერზე (ყოფილ წევრზე) კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, პარლამენტის წევრობის (ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებმა უზენაესი საბჭოს წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 65 წლის ასაკის შესრულებამდე, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს ცნობა ხელფასის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ:
გ.ა) პარლამენტის წევრზე (ყოფილ წევრზე) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, პარლამენტის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, ცნობა ხელფასის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
გ.ბ) პარლამენტის წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
დ) პარლამენტის აპარატის მოხელეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, შრომის საერთო სტაჟისა და მისი პარლამენტში მინიმუმ 8-წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა, იგივე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის შესახებ;
ე) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, „დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უმაღლესი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ;
ვ) საერთო სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ, თუ მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის დაკავშირებული სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის გასვლასთან ან სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციასთან – საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი:
ვ.ა) საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ზ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი:
ზ.ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუნებტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
თ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი:
თ.ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა. შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ი) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან (შემდგომში – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ;
კ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ლ) გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) კომპენსაციის დასანიშნად – განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, უფლებამოსილების ვადის გასვლის (მოადგილისათვის – არანაკლებ 5 წლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ხანგრძლივობის) დამადასტურებელი დოკუმენტები, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის დროისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების შესახებ:
ლ.ა) გენერალურ აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ლ.ბ) გენერალურ აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) გარდაცვალების შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილისათვის კომპენსაციის დასანიშნად – კანონიერი წარმომადგენლის განცხადება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მეურვის ან მზრუნველის მომართვის შემთხვევაში – დამატებით, ამ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 16. კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნის ვადები
1. კომპენსაციის/სტიპენდიების დანიშვნის თაობაზე საკითხს სააგენტო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.
2. მარჩენალის გარდაცვლების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება (და ყველა საჭირო დოკუმენტი) სააგენტოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია დაინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან.
3. ახალი სტიპენდიები დაინიშნება ამ წესის შესაბამისად, ჩვეულებრივი წესით, ხოლო კანონის ამოქმედებამდე დანიშნული სტიპენდიების გაცემა გაგრძლდება კანონის ამოქმედების დღიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
[მუხლი 16. კომპენსაციის დანიშვნის ვადები
1. კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე საკითხს სააგენტო განიხილავს, განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან, არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.
2. მარჩენალის გარდაცვლების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება (და ყველა საჭირო დოკუმენტი) სააგენტოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია დაინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]

მუხლი 17. კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემა
1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. მოქალაქეს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაციის/სტიპენდიის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად.
2. მიმდინარე თვის კომპენსაციის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა – მომდევნო თვის ბოლომდე. აღნიშნული პერიოდი არის მაქსიმალურად დასაშვები ვადა სააგენტოსა და კომპენსაციის გამცემ ორგანიზაციას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე.
3. კომპენსაციის/სტიპენდიის მიტანა ბინაზე ხორციელდება მისი მიმღები პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, აღნიშნულის საჭიროების დასაბუთების მითითებით.
4. კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მასზე რიცხული კომპენსაციის/სტიპენდიის თანხების გაცემა ხდება მის მემკიდრეებზე, თუ მათი მომართვა განხორციელდა ერთი წლის განმავლობაში, ასევე, მიუღებელი თანხები მემკვიდრეებს შორის გადანაწილდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. სტიპენდიის გაცემის მაქსიმალური ვადაა პირის გათავისუფლებიდან 5 წლის განმავლობაში.

[მუხლი 17. კომპენსაციის გაცემა
1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის გაცემა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. მოქალაქეს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაციის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად.
2. მიმდინარე თვის კომპენსაციის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა – მომდევნო თვის ბოლომდე. აღნიშნული პერიოდი არის მაქსიმალურად დასაშვები ვადა სააგენტოსა და კომპენსაციის გამცემ საბანკო დაწესებულებას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე.
3. კომპენსაციის მიტანა ბინაზე ხორციელდება კომპენსაციის გამცემ საბანკო დაწესებულებაში მისი მიმღები პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, აღნიშნულის საჭიროების დასაბუთების მითითებით.
4. კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი კომპენსაციის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
ა) კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი კომპენსაციის თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით კომპენსაციის თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე;
ბ) მოთხოვნა, შეჩერებული კომპენსაციის განახლების შესახებ, კომპენსაციის მიმღები პირის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია კომპენსაციის მიმღები პირის სიცოცხლეში.
5. პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) კომპენსაციის თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
6. 2012 წლის 1 სექტემბრამდე კომპენსაციის მიმღები პირის მიერ მიუღებელი და შემდგომში მემკვიდრეზე გაცემული თანხები ჩაითვალოს ამ წესის მიხედვით გაცემულად.
7. გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომლებიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]

მუხლი 18. კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემის შეჩერება
1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის/სტიპენდიის შეჩერების საფუძველია შემდეგი გარემოებები:
ა) პირის მიერ კომპენსაციის/სტიპენდიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც ამ პირის მიერ არ ხდება მისი კუთვნილი ანგარიშიდან თანხის მოძრაობა 6 თვის განმავლობაში. ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს პენსიის გამცემი მომსახურე დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას. სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა).
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებითი დადგენის შემთხვევაში პენსიის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და მიეცემა წარსული დროისთვისაც, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემის შეჩერების დღიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 3 მაისის ბრძანება №115/ნ-სსმIII, №51, 03.05.2010წ.; მუხ.754
[მუხლი 18. კომპენსაციის გაცემის შეჩერება
1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის შეჩერების საფუძველია შემდეგი გარემოებები:
ა) პირის მიერ კომპენსაციის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც ამ პირის მიერ არ ხდება მისი კუთვნილი ანგარიშიდან თანხის მოძრაობა 6 თვის განმავლობაში. ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც შესაბამისი ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს შესაბამის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს კომპენსაციის გამცემი მომსახურე დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას. სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა);
გ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა.
2. კომპენსაციის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულება, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]

მუხლი 19. კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემის შეწყვეტა
1. კანონის თანახმად კომპენსაციის/სტიპენდიის შეწყვეტის საფუძვლებს შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი გარემოებები:
ა) კომპენსაციის/სტიპენდიის მიმღები პირის გარდაცვალება;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელება (გარდა ყოფილი პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელებისა, რომლის დროსაც კომპენსაცია გაიცება მისი საშუალო თვიური ანაზღაურების პარლამენტის (უზენასი საბჭოს) წევრისათვის კანონით განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობამდე შევსების პრინციპით);
გ) პირის საქართველოდან მუდმივ საცხოვრებლად წასვლა;
დ) მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას. პირებს, რომლებსაც სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო 2006 წლის 1 იანვრამდე დანიშნული აქვთ კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო, უგრძელდებათ მისი მიღება 23 წლის ასაკამდე, თუ არ დადგა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი. გარდა, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა. კომპენსაციის გაცემა ხდება ყოველი სასწავლო წლის პირველ თვეში წარმოდგენილი სწავლის შესახებ ცნობის საფუძველზე. მოცემულ ვადაში აღნიშნული ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა შეჩერდება და განახლდება ამ წესით განსაზღვრული პირობებით;
ე) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
ვ) კანონით გათვალისწინებული საფუძვლით კომპესაციის დანიშვნისათვის საჭირო შესაბამისი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დაკარგვა;
ზ) პირადი განცხადება;
თ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობა, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი;
ი) სახელმწიფო პენსიის დანიშვნა;
კ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება;
ლ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა.
2. შეჩერებული კომპენსაცია/სტიპენდიების შეწყვეტა მოხდება შეჩერებიდან 3 წლის ვადის გასვლის შემდგომ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებით კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემა შეწყდება ამ გარემოებების დადგომის მომდევნო თვიდან (სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას – განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან) და განახლდება წერილობითი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის წარდგენის დღიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
[მუხლი 19. კომპენსაციის შეწყვეტა
კომპენსაცია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვისას;
დ) არასრულწლოვანი პირის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს კომპენსაციის შეჩერების ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება;
ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა – კომპენსაციის ამ წესის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების დღიდან;
ზ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
თ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას;
ი) კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალებისას;
კ) კომპენსაციის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]

მუხლი 20. კომპენსაციის/სტიპენდიების აღდგენა-განახლება
1. შეჩერებული კომპენსაციის/სტიპენდიის განახლება მოხდება: კომპენსაციის/სტიპენდიის მიმღები პირის მიერ სააგენტოში კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/სტიპენდიის შეჩერების დღიდან.
2. შეწყვეტილი კომპენსაციის/სტიპენდიის აღდგენა (განახლება) მოხდება კომპენსაციის/სტიპენდიის განახლებისათვის საჭირო წერილობითი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის დღიდან, კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.
3. იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი კომპენსაციის/სტიპენდიის მიმღებს კომპენსაციის/სტიპენდიის შეწყვეტის შემდეგ წარმოეშობა კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნის ახალი საფუძველი, შესაძლებელია განხორციელდეს ადრე დანიშნული კომპენსაციის/სტიპენდიის აღდგენა ან ახლის დანიშვნა კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად. ასეთი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, კომპენსაციის/სტიპენდიის მიღება ხორციელდება პირის არჩევანის საფუძველზე.

[მუხლი 20. კომპენსაციის განახლება
1. შეჩერებული კომპენსაციის განახლება მოხდება კომპენსაციის მიმღები პირის მიერ სააგენტოში კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის შეჩერების დღიდან.
2. შეწყვეტილი კომპენსაციის განახლება მოხდება კომპენსაციის განახლებისათვის საჭირო წერილობითი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის დღიდან, კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.
3. იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი კომპენსაციის მიმღებს კომპენსაციის შეწყვეტის შემდეგ წარმოეშობა კომპენსაციის დანიშვნის ახალი საფუძველი, შესაძლებელია განხორციელდეს ადრე დანიშნული კომპენსაციის აღდგენა ან ახლის დანიშვნა კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად. ასეთი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, კომპენსაციის მიღება ხორციელდება პირის არჩევანის საფუძველზე.
4. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებითი დადგენის შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და მიეცემა წარსული დროისთვისაც, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის გაცემის შეჩერების დღიდან. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]

მუხლი 21. კომპენსაციის/სტიპენდიის გადაანგარიშება
1. კანონის თანახმად, განსაზღვრული კომპენსაციის/სტიპენდიის ოდენობების გადაანგარიშება მოხდება შემდეგი სახით:
ა) კანონით, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხების მაქსიმალური ოდენობების გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად, 2006 წლის 1 იანვრიდან.
ბ) თუ ხელახალი შემოწმების დროს პირი გადაყვანილია შესაძლებლობის შეზღუდვის სხვა კატეგორიაში, ამ შემთხვევაში პენსიის გადაანგარიშება ახალი სტატუსის შესაბამისად მოხდება მომდევნო თვიდან.
2. კანონით დადგენილი კომპენსაციის/სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი არ ვრცელდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით დანიშნულ ოდენობებზე.
[მუხლი 21. კომპენსაციის გადაანგარიშება
1. კანონის თანახმად, განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობების გადაანგარიშება მოხდება შემდეგი სახით:
ა) კანონით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხების მაქსიმალური ოდენობების გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად, 2006 წლის 1 იანვრიდან;
ბ) თუ ხელახალი შემოწმების დროს პირი გადაყვანილია შესაძლებლობის შეზღუდვის სხვა კატეგორიაში, ამ შემთხვევაში კომპენსაციის გადაანგარიშება ახალი სტატუსის შესაბამისად მოხდება მომდევნო თვიდან.
2. კანონით დადგენილი კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი არ ვრცელდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით დანიშნულ ოდენობებზე. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 22. გარდამავალი დებულებები
1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე, ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ კომპენსაციებზე ვრცელდება მხოლოდ შესაბამისი კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარი.
2. კანონის ამოქმედებამდე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, კერძოდ, შესაძლებლობის შეზღუდვის იმ მიზეზობრივი კავშირის დროს, როდესაც შესაძლებლობის შეზღუდვა არ არის დაკავშირებული სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულების დროს მიღებულ ტრამვასთან ან დაავადებასთან, მარჩენალდაკარგულის კომპენსაციის მიღებისას 14 წლის ასაკამდე შვილის მოვლისათვის, 18 წლის ასაკის ზემოთ სწავლის შემთხვევაში, გარდაცვლილი სამხედრო პენსიონერების მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები და, ასევე, ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები გაგრძელდეს ძველი კანონმდებლობით მისი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებისათვის ნებისმიერ ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, პირის მიერ ანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობა ჩაითვლება საერთო შრომის სტაჟად, ამასთან, საერთო შრომით სტაჟში ჩაითვლება სწავლის პერიოდი იმ შემთხვევაში, თუ პირი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე ეწეოდა შრომით საქმიანობას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი.
4. საერთო შრომითი სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება:
ა) შრომის წიგნაკი;
ბ) სამუშაო ადგილიდან გაცემული ცნობები, მოწმობები, შრომითი ხელშეკრულებები;
გ) იმ სისტემის ზემდგომ დაწესებულებათა ცნობები, რომელშიც მუშაობდა ესა თუ ის პირი;
დ) საარქივო დაწესებულებებიდან გაცემული ცნობები;
ე) შემოქმედებითი კავშირების გამგეობათა სამდივნოების და არასამთავრობი ორგანიზაციების დადგენილებები პირის სტაჟის დადასტურების შესახებ;
ვ) ცნობა სავალდებულო სამხედრო ან მასთან გათანაბრებულ სხვა სამსახურში ყოფნის პერიოდზე;
ზ) ცნობა დროებითი შრომისუუნარობის დროს შესაბამისი დახმარების მიღების შესახებ;
თ) ცნობა პირთა უსაფუძვლოდ დაპატიმრების და სისხლის სამართლის პასუხისგებაში უსაფუძვლოდ მიცემის პერიოდზე, ასევე ამ პირთა მიერ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდის იმ პერიოდზე, რომელიც აღემატება საქმის გადასინჯვის შედეგად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთის პერიოდს;
ი) დავის არსებობის შემთხვევაში, საკითხი წყდება სასამართლო წესით.
5. „პოლიციის შესახებ“ და „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და ფინანსური პოლიციის რიგებიდან დათხოვნილ პირთათვის კომპენსაციების გაანგარიშებისათვის საჭირო ხელფასის ოდენობა შეადგენს თანამდებობრივი სარგოსა და სამხედრო ან სპეციალური წოდებისათვის დადგენილი სარგოების ჯამს. ასეთივე წესით გაანგარიშდება ხელფასი საზღვრის დაცვის, სასჯელაღსრულების და სხვა ძალოვანი სტრუქტურის მუშაკთა კომპენსაციის ოდენობის დაანგარიშებისას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
[5. ,,პოლიციის შესახებ” და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან დათხოვნილ პირთათვის კომპენსაციების გაანგარიშებისათვის საჭირო ხელფასის ოდენობა შეადგენს თანამდებობრივი სარგოსა და სამხედრო ან სპეციალური წოდებისათვის დადგენილი სარგოების ჯამს. ასეთივე წესით გაანგარიშდება ხელფასი საზღვრის დაცვის, სასჯელაღსრულების და სხვა ძალოვანი სტრუქტურის მუშაკთა კომპენსაციის ოდენობის დააგნარიშებისას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან) ] .
6. თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან დათხოვნილ პირთათვის კომპენსაციების გაანგარიშებისათვის საჭირო ხელფასის ოდენობა შეადგენს: თანამდებობრივ სარგოს, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის სარგოს და სამხედრო წოდებისათვის დადგენილი სარგოების ჯამს.
7. სახელმწიფო პენსია 70 ლარის ოდენობით 2008 წლის 1 აპრილიდან ავტომატურად გადაუანგარიშდებათ იმ პენსიონერებს, რომელთა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის საფუძველია საპენსიო ასაკის მიღწევა (სპეციალური სტატუსის ან კატეგორიის მიუხედავად) და სახელმწიფო პენსიის ოდენობა ნაკლებია 70 ლარზე.
8. სახელმწიფო პენსიის მიმღებ სხვა პირებს, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო სახელმწიფო პენსია 70 ლარის ოდენობით მიეცემათ საპენსიო ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის შემთხვევაში, ამ წესის მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის ბრძანება №79/ნ-სსმIII, №49, 01.04.2008წ.; მუხ.577

აკადემიური, სამეცნიერო და დამხმარე თანამდებობების ჩამონათვალი
1. პროფესორი;
2. დოცენტი;
3. კონსულტანტი;
4. მთავარი კონსულტანტი;
5. უმცროსი მასწავლებელი;
6. მასწავლებელი;
7. უფროსი მასწავლებელი;
8. ლაბორანტი;
9. უფროსი ლაბორანტი;
10. სტაჟიორი-მკვლევარი;
11. ასისტენტი;
12. უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი;
13. მეცნიერი თანამშრომელი;
14. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
15. წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი;
16. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
17. მეცნიერი კონსულტანტი;
18. მთავარი მეცნიერი კონსულტანტი;
19. საპატიო დოქტორი;
20. სამეცნიერო/სასწავლო განყოფილების (ლაბორატორიის, ცენტრის, სექტორის) გამგე/უფროსი;
21. სწავლული მდივანი;
22. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში;
23. ინსტიტუტის დირექტორი;
24. ინჟინერი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
25. უფროსი ინჟინერი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
26. წამყვანი ინჟინერი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
27. პროგრამისტი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
28. ინჟინერი პროგრამისტი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
29. უფროსი ინჟინერი პროგრამისტი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
30. ტექნიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
31. მთარგმნელი/თარჯიმანი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
32. ელექტრიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
33. მეთევზე (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
34. მყვინთავი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
35. ზოოტექნიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
36. უფროსი ზოოტექნიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
37. ვეტექიმი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
38. უფროსი ვეტექიმი(შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
39. ტექნოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
40. უფროსი ტექნოლოგი ( შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
41. უფროსი ქიმიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
42. აგრონომი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
43. უფროსი აგრონომი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
44. მიკრობიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
45. უფროსი მიკრობიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
46. ბიბლიოთეკის/ფონოტეკის თანამშრომელი (მათ შორის ბიბლიოთეკის არქივარიუსი);
47. სეისმური ქსელის უფროსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
48. მთავარი გეოფიზიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
49. წამყვანი გეოფიზიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
50. გეოფიზიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
51. მეტყევე (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
52. მეთოდისტი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
53. კაბინეტის გამგე (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
54. სასწავლო ნაწილის წამყვანი და უფროსი სპეციალისტები (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
55. ბიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
56. პროზექტორი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
57. რენტგენოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
58. ორდინატორი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
59. მთავარი ბაქტერიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
60. ბაქტერიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში).

· [დანართი №1

(ამოღებულია - 07. 08.2012, №01-48/ნ) ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]

1
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.008.155
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №46/ნ
2006 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების” დამტკიცების თაობაზე
[სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და 25-ე მუხლის, „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის თანდართული წესი” (დანართი №1).
[1. დამტკიცდეს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“ (დანართი №1). (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
2. დამტკიცდეს „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების დანიშვნის და გაცემის თანდართული წესი” (დანართი №2).
[2. დამტკიცდეს „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“(დანართი №2). (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
3. სსიპ – სოციალური მოსახურების სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ამ ბრძანების შესასრულებლად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №301/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1978
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ვ. მეგრელიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №321/ნ-სსმIII, №171, 21.12.2006წ.; მუხ.2306
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №354/ნ-სსმIII, №180, 20.12.2007წ.; მუხ.1993
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის ბრძანება №79/ნ-სსმIII, №49, 01.04.2008წ.; მუხ.577
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №301/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1978
8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის ბრძანება №199/ნ-სსმIII, №70, 10.06.2009წ.; მუხ.767
9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 3 მაისის ბრძანება №115/ნ-სსმIII, №51, 03.05.2010წ.; მუხ.754
10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №204/ნ-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1215
11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
დანართი №1
· დანართი №1
სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის
წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიის (შემდგომში – პენსია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს პენსიის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს პენსიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. წინამდებარე წესის შემოღების მიზანია სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად გამართული სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთათვის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, რომლებიც პენსიის დანიშვნის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში.
მუხლი 2. პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, გაცემას, შეჩერებას, განახლებას, გადაანგარიშებასა და შეწყვეტას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №301/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1978
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სრული სახელმწიფო კმაყოფა – კვებით, თავშესაფრითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა ინსტიტუციებში მყოფი პირებისა, რომლებიც არიან სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში;
ბ) შრომისუუნარო – არასრულწლოვანი 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის მქონე პირი;
გ) წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული;
დ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო-კვლევით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ, უმაღლეს, სკოლისგარეშე, სააღმზრდელო დაწესებულებაში სამეცნიერო ან პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
თავი II
პენსიის დანიშვნა
მუხლი 4. პენსიის დანიშვნის ძირითადი საფუძვლები
1. პენსიის დანიშვნის ძირითადი საფუძვლებია ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დადგომა, სახელდობრ:
ა) საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
გ) მარჩენალის გარდაცვალება.
2. ქალებს, ასაკის გამო, პენსიის მიღების უფლება წარმოეშობათ 60 წლის ასაკის მიღწევიდან.
მუხლი 5. პენსიის მიღების უფლება
1. პირს პენსიის მიღების უფლება აქვს პენსიის დანიშვნის რომელიმე საფუძვლის არსებობისას, თუ იგი არ ეწევა საჯარო საქმიანობას.
2. პენსიის მიღების უფლება წყდება პენსიონერის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
3. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს ენიშნებათ, ხოლო დანიშნული პენსიის მიღება უგრძელდებათ საჯარო საქმიანობის განხორციელების მიუხედავად.
4. დაუშვებელია ორი ან მეტი პენსიის ერთდროულად მიღება. აგრეთვე, პენსიასთან ერთად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღება.
5. ორი ან მეტი საფუძვლით პენსიის მიღების უფლების არსებობისას, აგრეთვე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” და „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონებით პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ერთდროულად მიღების უფლების არსებობისას, პირს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთ-ერთი საფუძვლით და ერთ-ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება წერილობითი განცხადების შესაბამისად. ასეთივე უფლებით სარგებლობენ პენსიონერებიც.
მუხლი 6. პენსიის ოდენობა
პენსიის ოდენობას კატეგორიების შესაბამისად ადგენს კანონი.
თავი III
პენსიის დანიშვნა ძირითადი საფუძვლების შესაბამისად
მუხლი 7. პენსია ასაკის გამო
1. საპენსიო ასაკის გამო პენსია ინიშნება 65 წლის ასაკის მიღწევიდან.
2. ქალებს საპენსიო ასაკის გამო პენსიის მიღების უფლება წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან.
3. პენსია ასაკის გამო ინიშნება მინიმალური პენსიის ოდენობის შესაბამისად.
მუხლი 8. პენსია შეზღუდული შესაძლებლობის გამო
1. შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსია ენიშნებათ:
ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს;
ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს.
2. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას ენიშნებათ ერთმანეთის ადეკვატური ოდენობის პენსია.
3. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პენსია განისაზღვრება მინიმალური პენსიის ოდენობით. ამავე ოდენობით პენსია ენიშნებათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომლებიც არ საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას.
4. სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროებას, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული სათანადო ნორმატიული აქტის საფუძველზე, განსაზღვრავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება.
5. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლიდან გამომდინარე, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს უნარჩუნდებათ შეზღუდული შესაძლებლობის გამო დანიშნული პენსიის მიღება მინიმალური პენსიის ოდენობით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მორიგ გადამოწმებამდე, რის შემდეგაც იმა ვე სტატუსის დადგენის შემთხვევაში უწყდებათ პენსია, გარდა ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი171 . სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი ზოგიერთი კატეგორიის პირის საპენსიო უზრუნველყოფის განსაკუთრებული წესი
1. თუ სააგენტოს მეურვეობა/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს პენსიის მიღების უფლება სააგენტო პენსიის გამცემ საბანკო დაწესებულებაში არასრულწლოვნის სახელზე ხსნის საანაბრე ანგარიშს, სადაც ყოველთვიურად ირიცხება პენსიის თანხა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ საანაბრე ანგარიშზე ჩარიცხული თანხის განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ პირის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ან ამ ვადამდე სააგენტოს ნებართვით, რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვნის საანაბრე ანგარიშზე დაგროვილი თანხა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას სრულწლოვანების მიღწევამდე ამ პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდა შემთხვევისა, როდესაც არსებობს პირის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელიც ასევე იმყოფება სააგენტოს მეურვეობა/მზრუნველობის ქვეშ. ამ შემთხვევაში საანაბრე ანგარიშზე დაგროვილი თანხის გაცემა მოხდება აღნიშნულ მემკვიდრეზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №204/ნ-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1215
მუხლი 18. პენსიის შეჩერება
პენსიის შეჩერების საფუძველია შემდეგი გარემოებები:
ა) საქართველოს მოქალაქის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში, გარდა სააგენტოს მეურვეობა/მზრუნველობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნისა. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი მომსახურე დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობა. სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა). შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებითი დადგენის შემთხვევაში პენსიის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და მიეცემა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერიოდისთვისაც, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემის შეჩერების დღიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 3 მაისის ბრძანება №115/ნ-სსმIII, №51, 03.05.2010წ.; მუხ.754
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №204/ნ-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1215
მუხლი 19. პენსიის შეწყვეტა
1. „სახელმწიფო პენსიების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს წარმოადგენს შემდეგი გარემოებები:
ა) პენსიონერის გარდაცვალება;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელება; აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ყველა კატეგორიის პენსიონერზე, მიუხედავად პენსიის მიღების უფლების მოპოვების ვადისა, გარდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა;
გ) პირის საქართველოდან მუდივად საცხოვრებლად წასვლა;
დ) მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას, გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ე) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება;
ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა, როცა პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსიის დანიშვნისათვის საჭირო შესაბამისი სტატუსის დაკარგვა;
თ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობა, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწი ნებული საპატიო მიზეზი;

დანართი №2

მუხლი 71. კომპენსაცია ასაკის გამო🔗

მუხლი 8. (ამოღებულია - 07.08.2012, №01-48/ნ) ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]🔗

სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე
[სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და 25-ე მუხლის, „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის თანდართული წესი” (დანართი №1).
1. დამტკიცდეს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“ (დანართი №1).
[1. დამტკიცდეს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“ (დანართი №1). (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
2. დამტკიცდეს „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების დანიშვნის და გაცემის თანდართული წესი” (დანართი №2).
2. დამტკიცდეს „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“(დანართი №2).
[2. დამტკიცდეს „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“(დანართი №2). (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
3. სსიპ – სოციალური მოსახურების სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ამ ბრძანების შესასრულებლად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №301/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1978
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ვ. მეგრელიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №321/ნ-სსმIII, №171, 21.12.2006წ.; მუხ.2306
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №354/ნ-სსმIII, №180, 20.12.2007წ.; მუხ.1993
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის ბრძანება №79/ნ-სსმIII, №49, 01.04.2008წ.; მუხ.577
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №301/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1978
8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის ბრძანება №199/ნ-სსმIII, №70, 10.06.2009წ.; მუხ.767
9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 3 მაისის ბრძანება №115/ნ-სსმIII, №51, 03.05.2010წ.; მუხ.754
10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №204/ნ-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1215
11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
· დანართი №1
12. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №01-58/ნ - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – პენსია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს პენსიის ფულადი ნაწილის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს პენსიის ფულადი ნაწილის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. წინამდებარე წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, აგრეთვე, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 2. პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო🔗
1. პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. სააგენტო უფლაბემოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პენსია – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი სარგებელი;
ბ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო-კვლევით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ, უმაღლეს, სკოლისგარეშე, სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში სამეცნიერო ან პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობა;
გ) წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
პენსიაზე უფლება
მუხლი 4. პენსიაზე უფლების წარმოშობა🔗
1. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან.
2. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ სარგებელზე (პენსიაზე ან სახელმწიფო კომპენსაციაზე), მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის (პენსიის ან სახელმწიფო კომპენსაციის) მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად.
3. პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
პენსიის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა, განახლება და გადაანგარიშება
პენსიის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა, განახლება და გადაანგარიშება
მუხლი 5. პენსიის დასანიშნად მიმართვა🔗
1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქემ პენსიის დანიშვნისათვის სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის თაობაზე, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება და ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) გაცემული საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრება.
4. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ.
5. უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 6. გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე🔗
1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.
2. თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და პირი აკმაყოფილებს პენსიის დანიშვნის პირობებს სააგენტოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება პენსიის არდანიშვნის თაობაზე.
3. პენსია ინიშნება:
ა) განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს;
ბ) პენსიაზე უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 7. პენსიის გაცემა🔗
1. პენსია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.
2. პენსიონერს უფლება აქვს მოითხოვოს პენსიის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა მომდევნო თვის ბოლომდე.
3. პენსიონერისათვის პენსიის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში პენსიის გამცემ საბანკო დაწესებულებაში პენსიონერის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 8. პენსიის შეჩერება და განახლება🔗
1. პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
ა) პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით;
ა) პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით ;
ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას.
2. პენსია განახლდება განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას.
3. პენსიის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 9. პენსიის შეწყვეტა🔗
1. პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;
გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება:
გ.ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;
გ.ბ) ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პენსიის შეჩერების შემთხვევაში – პენსიის შეჩერების დღიდან;
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;
ე) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას;
ზ) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას;
თ) პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ;
ი) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პენსიის შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
3. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 10. პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში🔗
1. პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პენსიონერის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი საპენსიო თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით საპენსიო თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე;
ბ) მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში.
2. პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვივდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) საპენსიო თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
3. გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომლებიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.
მუხლი 11. პენსიის გადაანგარიშება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საპენსიო ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში, პენსიების ოდენობების გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად სააგენტოს მიერ.
მუხლი 11. პენსიის გადაანგარიშება🔗
სააგენტოს მიერ პენსიების გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად (პენსიონერის სააგენტოში მიმართვის გარეშე) მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
ა) პენსიის ოდენობების კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილებების შემთხვევაში;
ბ) 67 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში, თუ 67 წლის ასაკის მიღწევამდე პენსიონერი იღებდა ამ კატეგორიისათვის კანონმდებლობით დადგენილზე ნაკლები ოდენობის პენსიას .
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №01-58/ნ - ვებგვერდი, 30.08.2012წ.
გარდამავალი დებულებები
მუხლი 12. გარდამავალი დებულება
მუხლი 12. გარდამავალი დებულება🔗
1. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერებს (მიხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით აქვს დანიშნული პენსია), რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარს, ხოლო 67 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარს, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხების გაცემა უგრძელდებათ შეჯამებულად „საპენსიო პაკეტის“ ფულადი გასაცემლის სახით ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
1. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერებს (მიხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით აქვს დანიშნული პენსია), რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის „ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა ), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარს, ხოლო 67 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარს, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხების გაცემა უგრძელდებათ შეჯამებულად „საპენსიო პაკეტის“ ფულადი გასაცემლის სახით ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
2. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერებს (მიხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით აქვს დანიშნული პენსია), რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარზე, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარზე, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და მათი „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით განისაზღვრება 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარით, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარით.
2. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერებს (მიხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით აქვს დანიშნული პენსია), რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა ), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარზე, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარზე, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და მათი „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით განისაზღვრება 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარით, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას აგრეთვე გათვალისწინებული იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით შეჩერებულად ითვლება და თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, მაშინ პენსია შეწყდება.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა ) ჯამური ოდენობის გამოთვლისას აგრეთვე გათვალისწინებული იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა ), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით შეჩერებულად ითვლება და თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, მაშინ პენსია შეწყვეტილად ჩაითვლება 2012 წლის 1 სექტემბრიდან.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე პენსიონერის მიერ მოპოვებული ფულადი გასაცემლების ჯამური ოდენობით ერთიანი გასაცემლის სახით ავტომატურ გადაანგარიშებას.
4. გარდამავალ ეტაპზე, გასული პერიოდის მიუღებელი თანხა ანაზღაურდება შემდეგი წესით:
5. 2012 წლის 1 სექტემბრამდე პენსიონერის მიერ მიუღებელი და შემდგომში მემკვიდრეზე გაცემული თანხები, ჩაითვალოს ამ წესის მიხედვით გაცემულად. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
ა) იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს 2013 წლის 1 იანვრამდე – 2012 წლის 1 სექტემბრამდე აუნაზღაურდებათ ამ პერიოდამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები, ხოლო 2012 წლის 1 სექტემბრიდან – ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტების შესაბამისად;
· დანართი №2
ბ) იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არაუმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ – 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები;
სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის
გ) იმ პირებს, რომლებსაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით 6 თვეზე მეტი პერიოდით შეჩერების გამო, 2012 წლის 1 სექტემბრიდან შეწყვეტილი აქვთ პენსია, მიუღებელი თანხის მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა, შეჩერების დღიდან.
წესი
5 . ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე პენსიონერის მიერ მოპოვებული ფულადი გასაცემლების ჯამური ოდენობით ერთიანი გასაცემლის სახით ავტომატურ გადაანგარიშებას.
[დანართი №2
6 . 2012 წლის 1 სექტემბრამდე პენსიონერის მიერ მიუღებელი და შემდგომში მემკვიდრეზე გაცემული თანხები ჩაითვალოს ამ წესის მიხედვით გაცემულად.
სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
7. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე ოჯახისათვის დანიშნული საოჯახო დახმარების ოჯახის თითოეულ წევრზე პროპორციულად გადანაწილებას. ამ სახით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა შედგომში ოჯახის წევრების რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში გადაანგარიშებას არ ექვემდებარება .
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №01-58/ნ - ვებგვერდი, 30.08.2012წ.
დანართი №2
სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კომპენსაციისა (შემდგომში – კოპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის (შემდგომში – სტიპენდია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს კომპენსაციის/სტიპენდიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს კომპენსაციის/სტიპენდიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კოპენსაცია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს კომპენსაციის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციულ ციკლის რეგულირებას, ადგენს კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
[1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კოპენსაცია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს კომპენსაციის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციულ ციკლის რეგულირებას, ადგენს კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
2. წინამდებარე წესის შემოღების მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად გამართული სისტემის ჩამოყალიბება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 2. კომპენსაციის/სტიპენდიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
მუხლი 2. კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო🔗
კომპენსაციის/სტიპენდიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნას, გაცემას, შეჩერებას, განახლებას, გადაანგარიშებასა და შეწყვეტას, აგრეთვე კომპენსაციის/სტიპენდიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
1. კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად .
2. სააგენტო უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №301/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1978
1. კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. სააგენტო უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება🔗
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინთა მნიშვნელობებია:
ა) კანონი – „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი;
ბ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა – სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა – საჯარო სამართლის იურიდიულ პირ (სახელმწიფო) აგრეთვე, ლიცენზირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირ – (ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი, სკოლის გარეშე), აგრეთვე იურიდიულ პირ – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში პედაგოგიურ, სამეცნიერო, აკადემიურ ან სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობა.
კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნა
კომპენსაციის დანიშვნა
[თავი II
კომპენსაციის დანიშვნა (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 4. კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნის ძირითადი საფუძვლები
მუხლი 4. კომპენსაციის დანიშვნის ძირითადი საფუძვლები🔗
კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნის ძირითადი საფუძვლებია ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დადგომა, სახელდობრ:
ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა:
ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
დ) მარჩენალის გარდაცვალება.
[მუხლი 4. კომპენსაციის დანიშვნის ძირითადი საფუძვლები
კომპენსაციის დანიშვნის ძირითადი საფუძვლებია ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დადგომა:
ა) კანონით დადგენილი ნამსახურების ვადის ამოწურვა;
ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
დ) მარჩენალის გარდაცვალება. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
დ) მარჩენალის გარდაცვალება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 5. კომპენსაციის/სტიპენდიის მიღების უფლება
მუხლი 5. კომპენსაციის მიღების უფლება🔗
1. პირს კომპენსაციის/სტიპენდიის მიღების უფლება აქვს დანიშვნის რომელიმე საფუძვლის არსებობისას, თუ იგი არ ეწევა საჯარო საქმიანობას.
2. კომპენსაციის/სტიპენდიის მიღების უფლება წყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
3. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს ენიშნებათ და დანიშნული კომპენსაციის/სტიპენდიის მიღება უგრძელდება საჯარო საქმიანობის განხორციელების მიუხედავად.
4. დაუშვებელია ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის/სტიპენდიის ერთდროულად მიღება. აგრეთვე, კომპენსაციის/სტიპენდიასთან ერთად სახელმწიფო პენსიის მიღება.
5. ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის/სტიპენდიის მიღების უფლების არსებობისას, აგრეთვე კომპენსაციის/სტიპენდიის და “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო პენსიის ერთდროულად მიღების უფლების არსებობისას, პირს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთ-ერთი საფუძვლით და ერთ-ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება წერილობითი განცხადების შესაბამისად. ასეთივე უფლებით სარგებლობენ პენსიონერებიც.
[მუხლი 5. კომპენსაციის მიღების უფლება
1. პირს კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დანიშვნის რომელიმე საფუძვლის არსებობისას, თუ იგი არ ეწევა საჯარო საქმიანობას.
2. კომპენსაციის მიღების უფლება წყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
3. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს ენიშნებათ და დანიშნული კომპენსაციის მიღება უგრძელდება საჯარო საქმიანობის განხორციელების მიუხედავად.
4. დაუშვებელია ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის ერთდროულად მიღება. აგრეთვე, კომპენსაციასთან ერთად სახელმწიფო პენსიის მიღება.
5. ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის მიღების უფლების არსებობისას, აგრეთვე კომპენსაციის და „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო პენსიის ერთდროულად მიღების უფლების არსებობისას, პირს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთ-ერთი საფუძვლით და ერთ-ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება განცხადების შესაბამისად. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
5. ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის მიღების უფლების არსებობისას, აგრეთვე კომპენსაციის და „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო პენსიის ერთდროულად მიღების უფლების არსებობისას, პირს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთ-ერთი საფუძვლით და ერთ-ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება განცხადების შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
კომპენსაციისა და სტიპენდიის ოდენობები
მუხლი 6. კომპენსაციის/სტიპენდიის მაქსიმალური ოდენობა
1. ამ წესითა და კანონით გათვალისწინებული გაანგარიშების მიუხედავად, დანიშნული კომპენსაციის/სტიპენდიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს.
2. კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვარი ვრცელდება კომპენსაციის მიმღებ ყველა პირზე დანიშვნის ვადის მიუხედავად, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაციებისა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით და 2006 წლის 1 იანვრიდან ვრცელდება მის მიმღებ ყველა პირზე კომპენსაციის ვადის მიუხედავად.
4. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით.
[თავი III
კომპენსაციის ოდენობები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 6. კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა🔗
1. ამ წესითა და კანონით გათვალისწინებული გაანგარიშების მიუხედავად, დანიშნული კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს.
2. კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვარი ვრცელდება კომპენსაციის მიმღებ ყველა პირზე დანიშვნის ვადის მიუხედავად, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაციებისა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით და 2006 წლის 1 იანვრიდან ვრცელდება მის მიმღებ ყველა პირზე კომპენსაციის ვადის მიუხედავად.
4. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
4. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
კომპენსაცია/სტიპენდია ნამსახურობის ვადის ამოწურვის ან ასაკის მიღწევის გამო
კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის ან ასაკის მიღწევის გამო
[თავი IV
კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის ან ასაკის მიღწევის გამო (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 7. კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო🔗
1. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, აგრეთვე მათთან გათანაბრებული შემდეგი პირები:
1. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული შემდეგი პირები:
ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში;
ბ) სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში;
გ) ოფიცრები, მათ შორის სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიანი, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახების წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით;
დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით);
ე) პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს;
ვ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო სამსახურებიდან დათხოვნილი პენსიონერები, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
[1. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული შემდეგი პირები:
ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში;
ბ) სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში;
გ) ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიანი, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახების წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით;
დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით);
ე) პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს;
ვ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო სამსახურებიდან დათხოვნილი პენსიონერები, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
ვ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო სამსახურებიდან დათხოვნილი პენსიონერები, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
2. კომპენსაციის დანიშვნის პირობები:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ, თუ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი;
ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 დან 1995 წლამდე და დათხოვნილნი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი;
დ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ სამხედრო ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი.
3. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი (მათ შორის, არანაკლებ 2 წელი ფინანსურ პოლიციაში ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საგადასახადო/საბაჟო ორგანოების თანამდებობებზე). საგადასახადო/საბაჟო ორგანოებში ნამსახურობის მიზნებისათვის გათვალისწინებული იქნება მხოლოდ 2007 წლის 1 იანვრიდან ნამსახურები წლები.
3. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლებული პირები, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის ნამსახურობა შემდეგ ორგანოებში: სამხედრო, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე პერიოდი), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, პროკურატურის ორგანოები, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.
[3. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლებული პირები, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის ნამსახურობა შემდეგ ორგანოებში: სამხედრო, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე პერიოდი), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, პროკურატურის ორგანოები, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის პირველ და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილ პირებს, დადგენილი წელთა ნამსახურობის გამო, კომპენსაცია განესაზღვრებათ შემდეგი ოდენობებით:
ა) 55 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 0.75% ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე;
ბ) 55-დან 60 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 1%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე;
გ) 60-დან 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 1.25%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე;
დ) 65 წლის ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 1.5%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.
5. პირს შეუძლია აირჩიოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა-დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნის უფლება. აღნიშნული არჩევანი შემდგომ გადასინჯვას არ ექვემდებარება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 71. კომპენსაცია ასაკის გამო🔗
1. პროკურატურის იმ მუშაკებს, რომლებმაც პროკურატურის სისტემაში იმსახურეს 4 წელი მაინც, გააჩნიათ შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების და სასამართლო ხელისუფლების ორგანებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი და არიან პროკურატურიდან დათხოვნილი საპენსიო ასაკის გამო, მათი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს დათხოვნის მომენტისათვის მათი თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.
2. გენერალურ პროკურორს და მის მოადგილეებს, მიუხედავად პროკურატურის სისტემაში მუშაობის ვადისა, თუ მათ აქვთ არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და გათავისუფლდნენ პროკურატურის ორგანოებიდან გენერალური პროკურორის უფლებამოსილების შეწყვეტის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარსების, მძიმე დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების გამო, დანიშვნის აგრეთვე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის, საკუთარი ნებასურვილით, ან საპენსიო ასაკის გამო, მათი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს შრომის საერთო სტაჟზე.
3. პარლამენტის წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის ასაკის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეწყვეტილა „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა ანდა დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თანხმობით ან დაინიშნა საჯარო სამსახურში შეუთავსებელ თანამდებობაზე. ეს შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული პირობებით კომპენსაცია ენიშნებათ 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილ უზენაესი საბჭოს წევრებს, თუ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო, ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის გამო.
4. 1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, მიუხედავად მათი სადეპუტატო უფლება-მოსილების ვადისა.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრის კომპენსაცია შეადგენს დანიშვნის მომენტისათვის მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედს.
6. ყოფილი პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრს, რომელსაც შეუსრულდა 65 წლის ასაკი ან აქვს 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და იგი ეწევა საჯარო საქმიანობას, მისი საშუალო თვიური ანაზღაურების შევსება მოხდება კანონით დადგენილი კომპენსაციის მაქსიმალურ ზღვრამდე.
7. პარლამენტის აპარატის მოხელეს, რომელსაც 65 წლის მიღწევისას გააჩნია 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და მათ შორის პარლამენტის აპარატში მუშაობის 8 წლის სტაჟი, კომპენსაცია დაენიშნება იმავე თანამდებობაზე მყოფი პარლამენტის აპარატის მოხელის ხელფასის მესამედის ოდენობით.
8. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი) 65 წლის ასაკის მიღწევისას კომპენსაცია დაენიშნება დათხოვნის მომენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მისი ხელფასის მესამედის ოდენობით.
8. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი) 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს მესამედს.
9. საერთო სასამართლოს მოსამართლეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევიდან, თუ უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა ან უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში. ასევე 1999 წლის 15 მაისიდან სასამართლო უფლებამოსილება შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, სასამართლოს ლიკვიდაციის, მოსამართლის თანამდებობის შემცირების, ან საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის გამო და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, აგრეთვე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პენსიაში გასულ მოსამართლეებს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 1999 წლის 15 მაისიდან, კომპენსაციის ოდენობა განესაზღვრება მოქმედი მოსამართლისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლით საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.
9. საერთო სასამართლოს მოსამართლეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევიდან, თუ უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა ან უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში. ასევე 1999 წლის 15 მაისიდან სასამართლო უფლებამოსილება შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, სასამართლოს ლიკვიდაციის, მოსამართლის თანამდებობის შემცირების, ან საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის გამო და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, აგრეთვე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პენსიაში გასულ მოსამართლეებს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 1999 წლის 15 მაისიდან კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.
[8. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი) 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს მესამედს.
9. საერთო სასამართლოს მოსამართლეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევიდან, თუ უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა ან უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში. ასევე 1999 წლის 15 მაისიდან სასამართლო უფლებამოსილება შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, სასამართლოს ლიკვიდაციის, მოსამართლის თანამდებობის შემცირების, ან საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის გამო და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, აგრეთვე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პენსიაში გასულ მოსამართლეებს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 1999 წლის 15 მაისიდან კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად.
[11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
12. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას, თუ: მამაკაცს აქვს – ავიაციაში მუშაობის თორმეტი წელი და ექვსი თვე და ნაფრენი არანაკლებ 6000 საათისა, ან ნაფრენი 6000 საათზე მეტი; ქალს – ავიაციაში მუშაობის ათი წელი და ნაფრენი არანაკლებ 4800 საათისა, ან ნაფრენი 4800 საათზე მეტი.
ა) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს:
ა.ა) 100%-ის ოდენობით – ხომალდის მეთაურისათვის;
ა.ბ) 80%-ის ოდენობით – მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან-2”-ის მეთაურისათვის;
ა.გ) 70%-ის ოდენობით – ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის, ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის;
ბ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაცია განისაზღვროს დათხოვნის მომენტისათვის მისი თანამდებობის შესაბამისად.
13. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს – უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეს (მოადგილეებს) – არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატის მოქმედი თავმჯდომარისა და მისი მოადგილის (მოადგილეების) თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით.
13. გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაციები ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, გენერალურ აუდიტორს – უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეს (მოადგილეებს) – არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, შესაბამისად გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილისათვის (მოადგილეებისათვის) უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით.
[13. გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაციები ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, გენერალურ აუდიტორს – უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეს (მოადგილეებს) – არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, შესაბამისად გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილისათვის (მოადგილეებისათვის) უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 8. სტიპენდია ასაკის მიღწევის გამო
მუხლი 8. (ამოღებულია - 07.08.2012, №01-48/ნ)🔗
1. სტიპენდია ასაკის მიღწევის გამო ენიშნება პირს, რომელსაც შეუსრულდა 50 წელი და აქვს 20 წლის სამეცნიერო ან პედაგოგიური მუშაობის სტაჟი. ამასთან, დასაქმებული იყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორ-მასწავლებლის ან დამხმარე თანამდებობაზე, ან სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სამეცნიერო ან დამხმარე თანამდებობაზე (დანართი №1-ის შესაბამისად) და 2005 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლდნენ შესაბამისი თანამდებობიდან პირადი სურვილით ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, პირადი ნება-სურვილით გათავისუფლების შემთხვევაში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5 წლის მუშაობის სტაჟი დაწესებულებაში, რომლიდანაც იგი გათავისუფლდა.
3. აღნიშნულ პირთათვის სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს:
ა) 80%-ის ოდენობით – მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის;
ბ) 60%-ის ოდენობით – მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის;
გ) 40% ოდენობით – სამეცნიერო ხარისხის არმქონე პირზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
მუხლი 8. (ამოღებულია - 07.08.2012, №01-48/ნ) ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო
მუხლი 9. კომპენსაციის დანიშვნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო🔗
1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ მხოლოდ:
ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს;
[ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს; (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)]
ბ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ პირებს;
გ) პარლამენტის წევრებს (ყოფილ წევრებს);
დ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს;
ე) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს (მოადგილეებს).
ე) გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს.
ე) გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
2. შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაცია ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან (შრომითი დასახიჩრება).
3. სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებსა და პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ პირებს:
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია ენიშნებათ:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს სტატუსის დადგენის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს ნამსახურობის 20 წელზე, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში დადგენილი კომპენსაციის 125%-ს.
[3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია ენიშნებათ:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს სტატუსის დადგენის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს ნამსახურობის 20 წელზე, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში დადგენილი კომპენსაციის 125%-ს. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
4. პარლამენტის წევრებს (ყოფილი წევრები) კომპენსაციისას გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები;
ა) პარლამენტის წევრებს უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით;
ბ) პარლამენტის ყოფილ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შემდგომ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დადგენისას – პარლამენტარის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – პარლამენტარის კომპენსაციის 50%.
5. სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობა შეადგენს:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ამ წესის 71 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიებისათვის დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის 70%-ს;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ამ წესის 71 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიებისათვის დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის 80%-ს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო
მუხლი 10. კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო🔗
1. ამ თავის შესაბამისად, მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაცია წარმოადგენს ოჯახისათვის განკუთვნილ სარგებელს, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის.
11. ამ თავის შესაბამისად, კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო ენიშნება ოჯახის შრომისუუნარო იმ წევრებს, რომლებსაც შრომისუუნარობა დაუდგინდათ მარჩენალის გარდაცვალებამდე. ამ თავის შესაბამისად, კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო აგრეთვე ენიშნება ოჯახის შრომისუუნარო იმ წევრებს, რომლებსაც შრომისუუნარობა დაუდგინდათ მარჩენალის გარდაცვალების შემდგომ პერიოდში, მარგამ ამავდროულად დოკუმენტურად დასტურდება, რომ იგი მომდინარეობს მარჩენალის გარდაცვალებამდე პერიოდიდან.
2. ერთი და იმავე პირის გარდაცვალების გამო ინიშნება ან კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია. დაუშვებელია მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის დანიშვნისას, გარდაცვლილის ოჯახის რომელიმე წევრისათვის მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.
2. ერთი და იმავე პირის გარდაცვალების გამო ინიშნება კომპენსაცია ან საპენსიო/სოციალური პაკეტი.
[2. ერთი და იმავე პირის გარდაცვალების გამო ინიშნება კომპენსაცია ან საპენსიო/სოციალური პაკეტი. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
3. (ამოღებულია - 07.08.2012, №01-48/ნ).
3. იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაციის ოდენობა ნაკლებია მთელი ოჯახისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დასანიშნი სარგებლის ოდენობის ჯამისა, ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს ამ წესის ან „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით ოჯახისათვის განსაზღვრული სარგებლის მიღების უფლება.
[3. (ამოღებულია - 07.08.2012, №01-48/ნ). ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
4. კანონითა და წინამდებარე წესის V თავით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება მშვილებლებზე თანაბრად მშობლებისა და ნაშვილებ ბავშვებზე თანაბრად შვილებისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №354/ნ-სსმIII, №180, 20.12.2007წ.; მუხ.1993
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 11. კომპენსაცია ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე და მასთან გათანაბრებული მუშაკის გარდაცვალების გამო🔗
1. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვლილი მარჩენალის გამო, კომპენსაცია ენიშნებათ შემდეგ პირებს კანონითა და ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად:
ა) კომპენსაცია სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მომუშავე მოსამსახურეთა გარდაცვალების გამო ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს და შვილებს, თუ მარჩენალი გარდაიცვალა სამხედრო სამსახურის დროს, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სამხედრო სამსახურის ან ოპერატიული მუშაობის დროს. ასეთივე უფლებით სარგებლობენ ყოფილი სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები, რომლებიც ნებაყოფლობით არ ჩაბარდნენ ტყვედ და ტყვეობაში ყოფნის დროს არ ჩაიდინეს სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საომარი მოქმედების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი უთანაბრდება ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებზე მყოფი პირების, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო მეუღლეს.
ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობაზე მყოფი პირების გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო მეუღლეს.
[ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობაზე მყოფი პირების გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო მეუღლეს. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრისათვის კომპენსაციის ოდენობა შეადგენს გარდაცვლილი პირის ხელფასის 1.5%-ის შესაბამის ორგანოში ნამსახურებ წლებზე ნამრავლის 75%-ს. ამასთან, გარდაცვლილის ნამსახურობის მიმინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. მიუხედავად გარდაცვლილის მიერ თადარიგში დათხოვნისათვის ასეთი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
3. ამოღებულია.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 12. კომპენსაცია მოსამართლის გარდაცვალების გამო🔗
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის), უზენაესი სასამართლოს მოსამართლის და საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად). აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის ოდენობა შეადგენს გარდაცვლილი მოსამართლის კომპენსაციის 75%-ს, მიუხედავად გარდაცვლილი მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთან, გარდაცვლილი საერთო სასამართლოს მოსამართლის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 10 წელს.
მუხლი 13. კომპენსაცია პარლამენტის წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების გამო🔗
პარლამენტის წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად). მათი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს პარლამენტის წევრის კომპენსაციის 75%-ს. მიუხედავად გარდაცვლილი პარლამენტის წევრის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
მუხლი 14. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის სოციალური დაცვა🔗
საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვა რეგულირდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით.
კომპენსაციის/სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა და საჭირო დოკუმენტები
მუხლი 15. კომპენსაციის/სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა და საჭირო დოკუმენტები
მუხლი 15. კომპენსაციის დასანიშნად მიმართვა და საჭირო დოკუმენტები🔗
1. კომპენსაციას და სტიპენდიას, შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი.
2. პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები:
ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ფულადი ატესტატი (ფორმა №1).
ა.ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილმა პირმა შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს შესახებ ან ფულადი ატესტატი (ფორმა №1), შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ა.ბ) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ფულადი ატესტატი (ფორმა №1), გარდაცვალების მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე- ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ბ) პროკურატურის მუშაკებზე 65 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ;
ბ.ა) პროკურატურის მუშაკზე შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურის სისტემიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ბ.ბ) ამოღებულია;
გ) პარლამენტის წევრზე (ყოფილ წევრზე) კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, პარლამენტის წევრობის (ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებმა – უზენაესი საბჭოს წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 65 წლის ასაკის შესრულებამდე, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს. ცნობა ხელფასის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
გ.ა) პარლამენტის წევრზე (ყოფილ წევრზე) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, პარლამენტის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, ცნობა ხელფასის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
გ.ბ) პარლამენტის წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა. შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
დ) პარლამენტის აპარატის მოხელეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, შრომის საერთო სტაჟისა და მისი პარლამენტში მინიმუმ 8-წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა, იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის შესახებ;
ე) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის №93 „საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ” ბრძანების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უმაღლესი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა დათხოვნის მომენტისათვის მისი საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი ხელფასის შესახებ;
ვ) საერთო სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, თუ მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის დაკავშირებული სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის გასვლასთან ან სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციასთან – საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ.ა) საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ზ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი;
ზ.ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა.
თ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი;
თ.ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ი) სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებ პირზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, საიდანაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი, პირადი სურვილის ან შტატების შემცირების საფუძველზე გამოცემული დამსაქმებლის ბრძანება დანართი №1-ით გათვალისწინებულ რომელიმე თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ასევე სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. პირადი სურვილით პირის გათავისუფლების შემთხვევაში, შრომის წიგნაკის ამონაწერიდან უნდა დასტურდებოდეს აგრეთვე, რომ პირს აქვს არანაკლებ 5 წლის სამუშაო სტაჟი იმ დაწესებულებაში, საიდანაც გათავისუფლდა;
კ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიიდან წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ;
ლ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციიდან წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729 [მუხლი 15. კომპენსაციის დასანიშნად მიმართვა და საჭირო დოკუმენტები
1. კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი.
2. პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები:
ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ფულადი ატესტატი ან საფინანსო ცნობა:
ა.ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირმა შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს შესახებ ან ფულადი ატესტატი ან საფინანსო ცნობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ა.ბ) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ფულადი ატესტატი ან საფინანსო ცნობა, გარდაცვალების მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ბ) პროკურატურის მუშაკებზე 65 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ:
ბ.ა) პროკურატურის მუშაკზე შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
გ) პარლამენტის წერზე (ყოფილ წევრზე) კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, პარლამენტის წევრობის (ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებმა უზენაესი საბჭოს წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 65 წლის ასაკის შესრულებამდე, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს ცნობა ხელფასის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ:
გ.ა) პარლამენტის წევრზე (ყოფილ წევრზე) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, პარლამენტის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, ცნობა ხელფასის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
გ.ბ) პარლამენტის წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
დ) პარლამენტის აპარატის მოხელეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, შრომის საერთო სტაჟისა და მისი პარლამენტში მინიმუმ 8-წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა, იგივე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის შესახებ;
ე) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, „დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უმაღლესი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ;
ვ) საერთო სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ, თუ მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის დაკავშირებული სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის გასვლასთან ან სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციასთან – საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი:
ვ.ა) საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ზ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი:
ზ.ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუნებტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
თ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი:
თ.ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა. შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ი) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან (შემდგომში – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ;
კ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ლ) გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) კომპენსაციის დასანიშნად – განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, უფლებამოსილების ვადის გასვლის (მოადგილისათვის – არანაკლებ 5 წლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ხანგრძლივობის) დამადასტურებელი დოკუმენტები, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის დროისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების შესახებ:
ლ.ა) გენერალურ აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ლ.ბ) გენერალურ აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) გარდაცვალების შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილისათვის კომპენსაციის დასანიშნად – კანონიერი წარმომადგენლის განცხადება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მეურვის ან მზრუნველის მომართვის შემთხვევაში – დამატებით, ამ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
ლ.ბ) გენერალურ აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) გარდაცვალების შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილისათვის კომპენსაციის დასანიშნად – კანონიერი წარმომადგენლის განცხადება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მეურვის ან მზრუნველის მომართვის შემთხვევაში – დამატებით, ამ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
მუხლი 16. კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნის ვადები
1. კომპენსაციის/სტიპენდიების დანიშვნის თაობაზე საკითხს სააგენტო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.
2. მარჩენალის გარდაცვლების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება (და ყველა საჭირო დოკუმენტი) სააგენტოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია დაინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან.
3. ახალი სტიპენდიები დაინიშნება ამ წესის შესაბამისად, ჩვეულებრივი წესით, ხოლო კანონის ამოქმედებამდე დანიშნული სტიპენდიების გაცემა გაგრძლდება კანონის ამოქმედების დღიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
[მუხლი 16. კომპენსაციის დანიშვნის ვადები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
1. კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე საკითხს სააგენტო განიხილავს, განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან, არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.
2. მარჩენალის გარდაცვლების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება (და ყველა საჭირო დოკუმენტი) სააგენტოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია დაინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 17. კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემა
მუხლი 16. კომპენსაციის დანიშვნის ვადები🔗
1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. მოქალაქეს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაციის/სტიპენდიის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად.
1. კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე საკითხს სააგენტო განიხილავს, განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან, არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.
2. მიმდინარე თვის კომპენსაციის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა – მომდევნო თვის ბოლომდე. აღნიშნული პერიოდი არის მაქსიმალურად დასაშვები ვადა სააგენტოსა და კომპენსაციის გამცემ ორგანიზაციას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე.
2. მარჩენალის გარდაცვლების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება (და ყველა საჭირო დოკუმენტი) სააგენტოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია დაინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან.
3. კომპენსაციის/სტიპენდიის მიტანა ბინაზე ხორციელდება მისი მიმღები პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, აღნიშნულის საჭიროების დასაბუთების მითითებით.
4. კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მასზე რიცხული კომპენსაციის/სტიპენდიის თანხების გაცემა ხდება მის მემკიდრეებზე, თუ მათი მომართვა განხორციელდა ერთი წლის განმავლობაში, ასევე, მიუღებელი თანხები მემკვიდრეებს შორის გადანაწილდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. სტიპენდიის გაცემის მაქსიმალური ვადაა პირის გათავისუფლებიდან 5 წლის განმავლობაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
[მუხლი 17. კომპენსაციის გაცემა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 17. კომპენსაციის გაცემა🔗
1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის გაცემა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. მოქალაქეს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაციის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად.
2. მიმდინარე თვის კომპენსაციის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა – მომდევნო თვის ბოლომდე. აღნიშნული პერიოდი არის მაქსიმალურად დასაშვები ვადა სააგენტოსა და კომპენსაციის გამცემ საბანკო დაწესებულებას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე.
3. კომპენსაციის მიტანა ბინაზე ხორციელდება კომპენსაციის გამცემ საბანკო დაწესებულებაში მისი მიმღები პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, აღნიშნულის საჭიროების დასაბუთების მითითებით.
4. კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი კომპენსაციის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
ა) კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი კომპენსაციის თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით კომპენსაციის თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე;
ბ) მოთხოვნა, შეჩერებული კომპენსაციის განახლების შესახებ, კომპენსაციის მიმღები პირის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია კომპენსაციის მიმღები პირის სიცოცხლეში.
5. პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) კომპენსაციის თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
6. 2012 წლის 1 სექტემბრამდე კომპენსაციის მიმღები პირის მიერ მიუღებელი და შემდგომში მემკვიდრეზე გაცემული თანხები ჩაითვალოს ამ წესის მიხედვით გაცემულად.
7. გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომლებიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
8. კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომლებიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 18. კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემის შეჩერება
მუხლი 18. კომპენსაციის გაცემის შეჩერება🔗
1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის/სტიპენდიის შეჩერების საფუძველია შემდეგი გარემოებები:
1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის შეჩერების საფუძველია შემდეგი გარემოებები:
ა) პირის მიერ კომპენსაციის/სტიპენდიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც ამ პირის მიერ არ ხდება მისი კუთვნილი ანგარიშიდან თანხის მოძრაობა 6 თვის განმავლობაში. ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს პენსიის გამცემი მომსახურე დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით.
ა) პირის მიერ კომპენსაციის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც ამ პირის მიერ არ ხდება მისი კუთვნილი ანგარიშიდან თანხის მოძრაობა 6 თვის განმავლობაში. ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც შესაბამისი ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს შესაბამის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს კომპენსაციის გამცემი მომსახურე დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით ;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას. სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა).
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას. სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა) ;
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებითი დადგენის შემთხვევაში პენსიის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და მიეცემა წარსული დროისთვისაც, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემის შეჩერების დღიდან.
გ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა.
2. კომპენსაციის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულება, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 3 მაისის ბრძანება №115/ნ-სსმIII, №51, 03.05.2010წ.; მუხ.754
[მუხლი 18. კომპენსაციის გაცემის შეჩერება
1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის შეჩერების საფუძველია შემდეგი გარემოებები:
ა) პირის მიერ კომპენსაციის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც ამ პირის მიერ არ ხდება მისი კუთვნილი ანგარიშიდან თანხის მოძრაობა 6 თვის განმავლობაში. ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც შესაბამისი ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს შესაბამის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს კომპენსაციის გამცემი მომსახურე დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას. სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა);
გ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა.
2. კომპენსაციის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულება, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 19. კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემის შეწყვეტა
მუხლი 19. კომპენსაციის შეწყვეტა🔗
1. კანონის თანახმად კომპენსაციის/სტიპენდიის შეწყვეტის საფუძვლებს შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი გარემოებები:
ა) კომპენსაციის/სტიპენდიის მიმღები პირის გარდაცვალება;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელება (გარდა ყოფილი პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელებისა, რომლის დროსაც კომპენსაცია გაიცება მისი საშუალო თვიური ანაზღაურების პარლამენტის (უზენასი საბჭოს) წევრისათვის კანონით განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობამდე შევსების პრინციპით);
გ) პირის საქართველოდან მუდმივ საცხოვრებლად წასვლა;
დ) მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას. პირებს, რომლებსაც სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო 2006 წლის 1 იანვრამდე დანიშნული აქვთ კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო, უგრძელდებათ მისი მიღება 23 წლის ასაკამდე, თუ არ დადგა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი. გარდა, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა. კომპენსაციის გაცემა ხდება ყოველი სასწავლო წლის პირველ თვეში წარმოდგენილი სწავლის შესახებ ცნობის საფუძველზე. მოცემულ ვადაში აღნიშნული ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა შეჩერდება და განახლდება ამ წესით განსაზღვრული პირობებით;
ე) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
ვ) კანონით გათვალისწინებული საფუძვლით კომპესაციის დანიშვნისათვის საჭირო შესაბამისი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დაკარგვა;
ზ) პირადი განცხადება;
თ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობა, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი;
ი) სახელმწიფო პენსიის დანიშვნა;
კ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება;
ლ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა.
2. შეჩერებული კომპენსაცია/სტიპენდიების შეწყვეტა მოხდება შეჩერებიდან 3 წლის ვადის გასვლის შემდგომ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებით კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემა შეწყდება ამ გარემოებების დადგომის მომდევნო თვიდან (სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას – განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან) და განახლდება წერილობითი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის წარდგენის დღიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
[მუხლი 19. კომპენსაციის შეწყვეტა
კომპენსაცია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვისას;
დ) არასრულწლოვანი პირის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს კომპენსაციის შეჩერების ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება;
ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა – კომპენსაციის ამ წესის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების დღიდან;
ზ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
თ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას;
ი) კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალებისას;
კ) კომპენსაციის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
კ) კომპენსაციის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
მუხლი 20. კომპენსაციის/სტიპენდიების აღდგენა-განახლება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
1. შეჩერებული კომპენსაციის/სტიპენდიის განახლება მოხდება: კომპენსაციის/სტიპენდიის მიმღები პირის მიერ სააგენტოში კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/სტიპენდიის შეჩერების დღიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
2. შეწყვეტილი კომპენსაციის/სტიპენდიის აღდგენა (განახლება) მოხდება კომპენსაციის/სტიპენდიის განახლებისათვის საჭირო წერილობითი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის დღიდან, კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.
მუხლი 20. კომპენსაციის განახლება🔗
3. იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი კომპენსაციის/სტიპენდიის მიმღებს კომპენსაციის/სტიპენდიის შეწყვეტის შემდეგ წარმოეშობა კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნის ახალი საფუძველი, შესაძლებელია განხორციელდეს ადრე დანიშნული კომპენსაციის/სტიპენდიის აღდგენა ან ახლის დანიშვნა კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად. ასეთი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, კომპენსაციის/სტიპენდიის მიღება ხორციელდება პირის არჩევანის საფუძველზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
[მუხლი 20. კომპენსაციის განახლება
1. შეჩერებული კომპენსაციის განახლება მოხდება კომპენსაციის მიმღები პირის მიერ სააგენტოში კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის შეჩერების დღიდან.
2. შეწყვეტილი კომპენსაციის განახლება მოხდება კომპენსაციის განახლებისათვის საჭირო წერილობითი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის დღიდან, კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.
3. იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი კომპენსაციის მიმღებს კომპენსაციის შეწყვეტის შემდეგ წარმოეშობა კომპენსაციის დანიშვნის ახალი საფუძველი, შესაძლებელია განხორციელდეს ადრე დანიშნული კომპენსაციის აღდგენა ან ახლის დანიშვნა კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად. ასეთი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, კომპენსაციის მიღება ხორციელდება პირის არჩევანის საფუძველზე.
4. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებითი დადგენის შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და მიეცემა წარსული დროისთვისაც, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის გაცემის შეჩერების დღიდან. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
4. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებითი დადგენის შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და მიეცემა წარსული დროისთვისაც, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის გაცემის შეჩერების დღიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 21. კომპენსაციის/სტიპენდიის გადაანგარიშება
მუხლი 21. კომპენსაციის გადაანგარიშება🔗
1. კანონის თანახმად, განსაზღვრული კომპენსაციის/სტიპენდიის ოდენობების გადაანგარიშება მოხდება შემდეგი სახით:
ა) კანონით, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხების მაქსიმალური ოდენობების გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად, 2006 წლის 1 იანვრიდან.
ბ) თუ ხელახალი შემოწმების დროს პირი გადაყვანილია შესაძლებლობის შეზღუდვის სხვა კატეგორიაში, ამ შემთხვევაში პენსიის გადაანგარიშება ახალი სტატუსის შესაბამისად მოხდება მომდევნო თვიდან.
2. კანონით დადგენილი კომპენსაციის/სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი არ ვრცელდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით დანიშნულ ოდენობებზე.
[მუხლი 21. კომპენსაციის გადაანგარიშება
1. კანონის თანახმად, განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობების გადაანგარიშება მოხდება შემდეგი სახით:
ა) კანონით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხების მაქსიმალური ოდენობების გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად, 2006 წლის 1 იანვრიდან;
ბ) თუ ხელახალი შემოწმების დროს პირი გადაყვანილია შესაძლებლობის შეზღუდვის სხვა კატეგორიაში, ამ შემთხვევაში კომპენსაციის გადაანგარიშება ახალი სტატუსის შესაბამისად მოხდება მომდევნო თვიდან.
2. კანონით დადგენილი კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი არ ვრცელდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით დანიშნულ ოდენობებზე. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
2. კანონით დადგენილი კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი არ ვრცელდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით დანიშნულ ოდენობებზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 22. გარდამავალი დებულებები🔗
1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე, ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ კომპენსაციებზე ვრცელდება მხოლოდ შესაბამისი კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარი.
2. კანონის ამოქმედებამდე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, კერძოდ, შესაძლებლობის შეზღუდვის იმ მიზეზობრივი კავშირის დროს, როდესაც შესაძლებლობის შეზღუდვა არ არის დაკავშირებული სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულების დროს მიღებულ ტრამვასთან ან დაავადებასთან, მარჩენალდაკარგულის კომპენსაციის მიღებისას 14 წლის ასაკამდე შვილის მოვლისათვის, 18 წლის ასაკის ზემოთ სწავლის შემთხვევაში, გარდაცვლილი სამხედრო პენსიონერების მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები და, ასევე, ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები გაგრძელდეს ძველი კანონმდებლობით მისი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებისათვის ნებისმიერ ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, პირის მიერ ანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობა ჩაითვლება საერთო შრომის სტაჟად, ამასთან, საერთო შრომით სტაჟში ჩაითვლება სწავლის პერიოდი იმ შემთხვევაში, თუ პირი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე ეწეოდა შრომით საქმიანობას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი.
4. საერთო შრომითი სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება:
ა) შრომის წიგნაკი;
ბ) სამუშაო ადგილიდან გაცემული ცნობები, მოწმობები, შრომითი ხელშეკრულებები;
გ) იმ სისტემის ზემდგომ დაწესებულებათა ცნობები, რომელშიც მუშაობდა ესა თუ ის პირი;
დ) საარქივო დაწესებულებებიდან გაცემული ცნობები;
ე) შემოქმედებითი კავშირების გამგეობათა სამდივნოების და არასამთავრობი ორგანიზაციების დადგენილებები პირის სტაჟის დადასტურების შესახებ;
ვ) ცნობა სავალდებულო სამხედრო ან მასთან გათანაბრებულ სხვა სამსახურში ყოფნის პერიოდზე;
ზ) ცნობა დროებითი შრომისუუნარობის დროს შესაბამისი დახმარების მიღების შესახებ;
თ) ცნობა პირთა უსაფუძვლოდ დაპატიმრების და სისხლის სამართლის პასუხისგებაში უსაფუძვლოდ მიცემის პერიოდზე, ასევე ამ პირთა მიერ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდის იმ პერიოდზე, რომელიც აღემატება საქმის გადასინჯვის შედეგად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთის პერიოდს;
ი) დავის არსებობის შემთხვევაში, საკითხი წყდება სასამართლო წესით.
5. „პოლიციის შესახებ“ და „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და ფინანსური პოლიციის რიგებიდან დათხოვნილ პირთათვის კომპენსაციების გაანგარიშებისათვის საჭირო ხელფასის ოდენობა შეადგენს თანამდებობრივი სარგოსა და სამხედრო ან სპეციალური წოდებისათვის დადგენილი სარგოების ჯამს. ასეთივე წესით გაანგარიშდება ხელფასი საზღვრის დაცვის, სასჯელაღსრულების და სხვა ძალოვანი სტრუქტურის მუშაკთა კომპენსაციის ოდენობის დაანგარიშებისას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
5. ,,პოლიციის შესახებ” და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან დათხოვნილ პირთათვის კომპენსაციების გაანგარიშებისათვის საჭირო ხელფასის ოდენობა შეადგენს თანამდებობრივი სარგოსა და სამხედრო ან სპეციალური წოდებისათვის დადგენილი სარგოების ჯამს. ასეთივე წესით გაანგარიშდება ხელფასი საზღვრის დაცვის, სასჯელაღსრულების და სხვა ძალოვანი სტრუქტურის მუშაკთა კომპენსაციის ოდენობის დააგნარიშებისას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
[5. ,,პოლიციის შესახებ” და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან დათხოვნილ პირთათვის კომპენსაციების გაანგარიშებისათვის საჭირო ხელფასის ოდენობა შეადგენს თანამდებობრივი სარგოსა და სამხედრო ან სპეციალური წოდებისათვის დადგენილი სარგოების ჯამს. ასეთივე წესით გაანგარიშდება ხელფასი საზღვრის დაცვის, სასჯელაღსრულების და სხვა ძალოვანი სტრუქტურის მუშაკთა კომპენსაციის ოდენობის დააგნარიშებისას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან) ] .
6. თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან დათხოვნილ პირთათვის კომპენსაციების გაანგარიშებისათვის საჭირო ხელფასის ოდენობა შეადგენს: თანამდებობრივ სარგოს, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის სარგოს და სამხედრო წოდებისათვის დადგენილი სარგოების ჯამს.
7. სახელმწიფო პენსია 70 ლარის ოდენობით 2008 წლის 1 აპრილიდან ავტომატურად გადაუანგარიშდებათ იმ პენსიონერებს, რომელთა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის საფუძველია საპენსიო ასაკის მიღწევა (სპეციალური სტატუსის ან კატეგორიის მიუხედავად) და სახელმწიფო პენსიის ოდენობა ნაკლებია 70 ლარზე.
8. სახელმწიფო პენსიის მიმღებ სხვა პირებს, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო სახელმწიფო პენსია 70 ლარის ოდენობით მიეცემათ საპენსიო ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის შემთხვევაში, ამ წესის მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის ბრძანება №79/ნ-სსმIII, №49, 01.04.2008წ.; მუხ.577
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
· დანართი №1
აკადემიური, სამეცნიერო და დამხმარე თანამდებობების ჩამონათვალი
1. პროფესორი;
(ამოღებულია - 07. 08.2012, №01-48/ნ)
2. დოცენტი;
3. კონსულტანტი;
4. მთავარი კონსულტანტი;
5. უმცროსი მასწავლებელი;
6. მასწავლებელი;
7. უფროსი მასწავლებელი;
8. ლაბორანტი;
9. უფროსი ლაბორანტი;
10. სტაჟიორი-მკვლევარი;
11. ასისტენტი;
12. უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი;
13. მეცნიერი თანამშრომელი;
14. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
15. წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი;
16. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
17. მეცნიერი კონსულტანტი;
18. მთავარი მეცნიერი კონსულტანტი;
19. საპატიო დოქტორი;
20. სამეცნიერო/სასწავლო განყოფილების (ლაბორატორიის, ცენტრის, სექტორის) გამგე/უფროსი;
21. სწავლული მდივანი;
22. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში;
23. ინსტიტუტის დირექტორი;
24. ინჟინერი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
25. უფროსი ინჟინერი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
26. წამყვანი ინჟინერი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
27. პროგრამისტი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
28. ინჟინერი პროგრამისტი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
29. უფროსი ინჟინერი პროგრამისტი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
30. ტექნიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
31. მთარგმნელი/თარჯიმანი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
32. ელექტრიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
33. მეთევზე (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
34. მყვინთავი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
35. ზოოტექნიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
36. უფროსი ზოოტექნიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
37. ვეტექიმი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
38. უფროსი ვეტექიმი(შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
39. ტექნოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
40. უფროსი ტექნოლოგი ( შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
41. უფროსი ქიმიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
42. აგრონომი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
43. უფროსი აგრონომი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
44. მიკრობიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
45. უფროსი მიკრობიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
46. ბიბლიოთეკის/ფონოტეკის თანამშრომელი (მათ შორის ბიბლიოთეკის არქივარიუსი);
47. სეისმური ქსელის უფროსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
48. მთავარი გეოფიზიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
49. წამყვანი გეოფიზიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
50. გეოფიზიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
51. მეტყევე (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
52. მეთოდისტი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
53. კაბინეტის გამგე (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
54. სასწავლო ნაწილის წამყვანი და უფროსი სპეციალისტები (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
55. ბიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
56. პროზექტორი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
57. რენტგენოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
58. ორდინატორი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
59. მთავარი ბაქტერიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
60. ბაქტერიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
· [დანართი №1
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
აკადემიური, სამეცნიერო და დამხმარე თანამდებობების ჩამონათვალი
(ამოღებულია - 07. 08.2012, №01-48/ნ) ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“, №46/ნ, 10.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.008.155 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63028-11/