სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (31)
შემდგომი ცვლილებები (15)
წინა ცვლილებები (16)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.008.155
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №46/ნ
2006 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ ნ - ვებგვერდი , 07.08.2012 წ .
„სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და 25-ე მუხლის, „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“ (დანართი №1).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
2. დამტკიცდეს „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“(დანართი №2).

3. სსიპ – სოციალური მოსახურების სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ამ ბრძანების შესასრულებლად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №301/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1978
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ვ. მეგრელიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №321/ნ-სსმIII, №171, 21.12.2006წ.; მუხ.2306
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №354/ნ-სსმIII, №180, 20.12.2007წ.; მუხ.1993
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის ბრძანება №79/ნ-სსმIII, №49, 01.04.2008წ.; მუხ.577
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №301/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1978
8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის ბრძანება №199/ნ-სსმIII, №70, 10.06.2009წ.; მუხ.767
9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 3 მაისის ბრძანება №115/ნ-სსმIII, №51, 03.05.2010წ.; მუხ.754
10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №204/ნ-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1215
11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
12. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №01-58/ნ - ვებგვერდი, 30.08.2012წ.
13. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
14. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №01-65/ნ - ვებგვერდი, 24.09.2012წ.
15. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
16. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
დანართი №1

სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – პენსია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს პენსიის ფულადი ნაწილის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს პენსიის ფულადი ნაწილის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. წინამდებარე წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, აგრეთვე, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

მუხლი 2. პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
1. პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. სააგენტო უფლაბემოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პენსია – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი სარგებელი;
ბ) (ამოღებულია - 26.12.2013, №01-48/ნ);
გ) წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
თავი II
პენსიაზე უფლება
მუხლი 4. პენსიაზე უფლების წარმოშობა
1. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან.
2. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ სარგებელზე (პენსიაზე ან სახელმწიფო კომპენსაციაზე), მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის (პენსიის ან სახელმწიფო კომპენსაციის) მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად.
3. პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე.

თავი III
პენსიის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა, განახლება და გადაანგარიშება
მუხლი 5. პენსიის დასანიშნად მიმართვა
1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს მაძიებლის მომართვის შემთხვევაში – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში – დამატებით, კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქემ პენსიის დანიშვნისათვის სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის თაობაზე, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება და ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) გაცემული საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრება.
4. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ.
5. უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
მუხლი 6. გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე
1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.
2. თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და პირი აკმაყოფილებს პენსიის დანიშვნის პირობებს სააგენტოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება პენსიის არდანიშვნის თაობაზე.
3. პენსია ინიშნება:
ა) განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს;
ბ) პენსიაზე უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.

მუხლი 7. პენსიის გაცემა
1. პენსია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.
2. პენსიონერს უფლება აქვს მოითხოვოს პენსიის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა მომდევნო თვის ბოლომდე.
3. პენსიონერისათვის პენსიის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში პენსიის გამცემ საბანკო დაწესებულებაში პენსიონერის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

მუხლი 8. პენსიის შეჩერება და განახლება
1. პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
ა) პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით ;
ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას.
2. პენსია განახლდება განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას.
3. პენსიის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.

მუხლი 9. პენსიის შეწყვეტა
1. პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;
გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება:
გ.ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;
გ.ბ) ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პენსიის შეჩერების შემთხვევაში – პენსიის შეჩერების დღიდან;
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;
ე) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას;
ზ) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას, გარდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპენსაციის მიმღები პირებისა;
ზ1) სოციალური პაკეტის დანიშვნისას;
თ) პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ;
ი) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პენსიის შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც სააგენტოს ინფორმაციას აწვდის შეთანხმებული ფორმატით.
3. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.

მუხლი 10. პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში
1. პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პენსიონერის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი საპენსიო თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით საპენსიო თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე;
ბ) მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში.
2. პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვივდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) საპენსიო თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
3. გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომლებიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.

მუხლი 11. პენსიის გადაანგარიშება
სააგენტოს მიერ პენსიების გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად (პენსიონერის სააგენტოში მიმართვის გარეშე) მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსიის ოდენობების კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილებების შემთხვევაში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №01-58/ნ - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

თავი IV
გარდამავალი დებულებები
მუხლი 12. გარდამავალი დებულება
1. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერებს (მიუხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით აქვს დანიშნული პენსია), რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარს, ხოლო 67 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარს, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხების გაცემა უგრძელდებათ შეჯამებულად „საპენსიო პაკეტის“ ფულადი გასაცემლის სახით ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
2. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერებს (მიუხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით აქვს დანიშნული პენსია), რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარზე, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარზე, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და მათი „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით განისაზღვრება 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარით, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას აგრეთვე გათვალისწინებულ იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით შეჩერებულად ითვლება და თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, მაშინ პენსია შეწყვეტილად ჩაითვლება 2012 წლის 1 სექტემბრიდან.
4. გარდამავალ ეტაპზე, გასული პერიოდის მიუღებელი თანხა ანაზღაურდება შემდეგი წესით:
ა) იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს სააგენტოს 2013 წლის 1 იანვრამდე – 2012 წლის 1 სექტემბრამდე აუნაზღაურდებათ ამ პერიოდამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები, ხოლო 2012 წლის 1 სექტემბრიდან – ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტების შესაბამისად;
ბ) იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს სააგენტოს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ – 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები;
გ) იმ პირებს, რომლებსაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით 6 თვეზე მეტი პერიოდით შეჩერების გამო, 2012 წლის 1 სექტემბრიდან შეწყვეტილი აქვთ პენსია, მიუღებელი თანხის მოთხოვნით სააგენტოსათვის მიმართვის შემთხვევაში, აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა, შეჩერების დღიდან.
5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე პენსიონერის მიერ მოპოვებული ფულადი გასაცემლების ჯამური ოდენობით ერთიანი გასაცემლის სახით ავტომატურ გადაანგარიშებას.
6. 2012 წლის 1 სექტემბრამდე პენსიონერის მიერ მიუღებელი და შემდგომში მემკვიდრეზე გაცემული თანხები, ჩაითვალოს ამ წესის მიხედვით გაცემულად.
7. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე ოჯახისათვის დანიშნული საოჯახო დახმარების ოჯახის თითოეულ წევრზე პროპორციულად გადანაწილებას. ამ სახით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა შედგომში ოჯახის წევრების რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №01-65/ნ - ვებგვერდი, 24.09.2012წ.
დანართი №2
სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კოპენსაცია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს კომპენსაციის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციულ ციკლის რეგულირებას, ადგენს კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. წინამდებარე წესის შემოღების მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად გამართული სისტემის ჩამოყალიბება.

მუხლი 2. კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
1. კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. სააგენტო უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინთა მნიშვნელობებია:
ა) კანონი – „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი;
ბ) (ამოღებულია - 26.12.2013, №01-48/ნ).

კომპენსაციის დანიშვნა

მუხლი 4. კომპენსაციის დანიშვნის ძირითადი საფუძვლები
კომპენსაციის დანიშვნის ძირითადი საფუძვლებია ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დადგომა:
ა) კანონით დადგენილი ნამსახურების ვადის ამოწურვა;
ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
დ) მარჩენალის გარდაცვალება;
ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.

მუხლი 5. კომპენსაციის მიღების უფლება
1. პირს კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დანიშვნის რომელიმე საფუძვლის არსებობისას.
2. კომპენსაციის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის/უზენაესი საბჭოს ყოფილ წევრებზე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე.
3. დაუშვებელია ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის ერთდროულად მიღება. აგრეთვე, კომპენსაციასთან ერთად სახელმწიფო პენსიის ან/და სოციალური პაკეტის მიღება, გარდა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა.

კომპენსაციის ოდენობები

მუხლი 6. კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა
1. ამ წესითა და კანონით გათვალისწინებული გაანგარიშების მიუხედავად, დანიშნული კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს.
2. კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვარი ვრცელდება კომპენსაციის მიმღებ ყველა პირზე დანიშვნის ვადის მიუხედავად, გარდა ამ წესის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაციებისა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით და 2006 წლის 1 იანვრიდან ვრცელდება მის მიმღებ ყველა პირზე კომპენსაციის ვადის მიუხედავად.
4. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით.

კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის ან ასაკის მიღწევის გამო

მუხლი 7. კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო
1. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული შემდეგი პირები:
ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში;
ბ) სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში;
გ) ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიანი, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახების წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით;
დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით);
ე) პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს;
ვ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო სამსახურებიდან დათხოვნილი პენსიონერები, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
2. კომპენსაციის დანიშვნის პირობები:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ, თუ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი;
ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 დან 1995 წლამდე და დათხოვნილნი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი;
დ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ სამხედრო ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი;
ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გააჩნიათ ზემოხსენებულ ორგანოებში წელთა ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ნამსახურობის სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.
3. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლებული პირები, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის ნამსახურობა შემდეგ ორგანოებში: სამხედრო, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე პერიოდი), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, პროკურატურის ორგანოები, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.
31. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი პირი, თუ მას აქვს წელთა ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის ნამსახურობა შემდეგ ორგანოებში: სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და 31 პუნქტებში ჩამოთვლილ პირებს, დადგენილი წელთა ნამსახურობის გამო, კომპენსაცია განესაზღვრებათ შემდეგი ოდენობებით:
ა) 65 წლის და მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – პენსიის ოდენობას დამატებული:
ა.ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 2 ლარზე;
ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 5 ლარზე;
ა.გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 10 ლარზე;
ა.დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 15 ლარზე;
ბ) 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 80%.
5. (ამოღებულია - 26.12.2013, №01-48/ნ).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729

მუხლი 71. კომპენსაცია ასაკის გამო
1. პროკურატურის იმ მუშაკებს, რომლებმაც პროკურატურის სისტემაში იმსახურეს 4 წელი მაინც, გააჩნიათ შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების და სასამართლო ხელისუფლების ორგანებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი და არიან პროკურატურიდან დათხოვნილი საპენსიო ასაკის გამო, მათი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს დათხოვნის მომენტისათვის მათი თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.
2. საქართველოს მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებს, მიუხედავად პროკურატურის სისტემაში მუშაობის ვადისა, თუ მათ აქვთ არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვთ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „ბ“ ან „პ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით და კომპენსაციის ოდენობა შეადგენს დათხოვნის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს შრომის საერთო სტაჟზე.
3. პარლამენტის წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის ასაკის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეწყვეტილა „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა ანდა დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თანხმობით ან დაინიშნა საჯარო სამსახურში შეუთავსებელ თანამდებობაზე. ეს შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული პირობებით კომპენსაცია ენიშნებათ 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილ უზენაესი საბჭოს წევრებს, თუ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო, ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის გამო.
4. 1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, მიუხედავად მათი სადეპუტატო უფლება-მოსილების ვადისა.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრის კომპენსაცია შეადგენს დანიშვნის მომენტისათვის მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედს.
6. პარლამენტის/უზენაესი საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც შეუსრულდა 65 წლის ასაკი ან აქვს 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და იგი ეწევა საჯარო საქმიანობას, კომპენსაცია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციამდე შევსების ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს დადგენილი მაქსიმალური ზღვრისა, ხოლო საჯარო საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, კომპენსაცია განახლდება კანონით დადგენილი პირობებით განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის წარმოდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
7. პარლამენტის აპარატის მოხელეს, რომელსაც 65 წლის მიღწევისას გააჩნია 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და მათ შორის პარლამენტის აპარატში მუშაობის 8 წლის სტაჟი, კომპენსაცია დაენიშნება იმავე თანამდებობაზე მყოფი პარლამენტის აპარატის მოხელის ხელფასის მესამედის ოდენობით.
8. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი) 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს მესამედს.
9. საერთო სასამართლოს მოსამართლეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევიდან, თუ უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა ან უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში. ასევე 1999 წლის 15 მაისიდან სასამართლო უფლებამოსილება შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, სასამართლოს ლიკვიდაციის, მოსამართლის თანამდებობის შემცირების, ან საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის გამო და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, აგრეთვე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პენსიაში გასულ მოსამართლეებს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 1999 წლის 15 მაისიდან კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად.
12. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას, თუ: მამაკაცს აქვს – ავიაციაში მუშაობის თორმეტი წელი და ექვსი თვე და ნაფრენი არანაკლებ 6000 საათისა, ან ნაფრენი 6000 საათზე მეტი; ქალს – ავიაციაში მუშაობის ათი წელი და ნაფრენი არანაკლებ 4800 საათისა, ან ნაფრენი 4800 საათზე მეტი.
ა) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის:
ა.ა) „ა.გ“ ქვეპუნქტით 20 წლის ნამსახურობისათვის დადგენილი ოდენობით – ხომალდის მეთაურისათვის;
ა.ბ) „ა.ბ“ ქვეპუნქტით 20 წლის ნამსახურობისათვის დადგენილი ოდენობით – მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან-2“-ის მეთაურისათვის;
ა.გ) „ა.ა“ ქვეპუნქტით 20 წლის ნამსახურობისათვის დადგენილი ოდენობით – ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის, ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, აგრეთვე საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს.
ბ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაცია განისაზღვროს დათხოვნის მომენტისათვის მისი თანამდებობის შესაბამისად.
13. გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაციები ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, გენერალურ აუდიტორს – უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეს (მოადგილეებს) – არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, შესაბამისად გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილისათვის (მოადგილეებისათვის) უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714

მუხლი 8. (ამოღებულია - 07.08.2012, №01-48/ნ)

თავი V
კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო
მუხლი 9. კომპენსაციის დანიშვნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო
1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ მხოლოდ:
ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს;
ბ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს;
გ) საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრებს;
დ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს;
ე) გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს.
2. შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაცია ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია ენიშნებათ:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%. ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – მე–7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%, ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია ენიშნებათ:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს დათხოვნის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს ნამსახურობის 20 წელზე, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში დადგენილი კომპენსაციის 125%-ს.
5. პარლამენტის წევრებისათვის (ყოფილი წევრისათვის) კომპენსაციის დანიშვნისას გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები;
ა) პარლამენტის წევრებს უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით;
ბ) პარლამენტის ყოფილ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შემდგომ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დადგენისას ენიშნებათ პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში პარლამენტის წევრის კომპენსაციის 50%.
6. სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობა შეადგენს:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – 71 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 115%;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – 71 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.

კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო
მუხლი 10. კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო
1. ამ თავის შესაბამისად, მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაცია წარმოადგენს ოჯახისათვის განკუთვნილ სარგებელს, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის.
11. ამ თავის შესაბამისად, კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო ენიშნება ოჯახის შრომისუუნარო იმ წევრებს, რომლებსაც შრომისუუნარობა დაუდგინდათ მარჩენალის გარდაცვალებამდე. ამ თავის შესაბამისად, კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო აგრეთვე ენიშნება ოჯახის შრომისუუნარო იმ წევრებს, რომლებსაც შრომისუუნარობა დაუდგინდათ მარჩენალის გარდაცვალების შემდგომ პერიოდში, მარგამ ამავდროულად დოკუმენტურად დასტურდება, რომ იგი მომდინარეობს მარჩენალის გარდაცვალებამდე პერიოდიდან.
2. ერთი და იმავე პირის გარდაცვალების გამო ინიშნება კომპენსაცია ან სოციალური პაკეტი, გარდა 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.
3. (ამოღებულია - 07.08.2012, №01-48/ნ).
4. კანონითა და წინამდებარე წესის V თავით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება მშვილებლებზე თანაბრად მშობლებისა და ნაშვილებ ბავშვებზე თანაბრად შვილებისა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №354/ნ-სსმIII, №180, 20.12.2007წ.; მუხ.1993
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
მუხლი 11. კომპენსაცია ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე და მასთან გათანაბრებული მუშაკის გარდაცვალების გამო
1. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვლილი მარჩენალის გამო, კომპენსაცია ენიშნებათ შემდეგ პირებს კანონითა და ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად:
ა) კომპენსაცია სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მომუშავე მოსამსახურეთა გარდაცვალების გამო ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს და შვილებს, თუ მარჩენალი გარდაიცვალა სამხედრო სამსახურის დროს, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სამხედრო სამსახურის ან ოპერატიული მუშაობის დროს. ასეთივე უფლებით სარგებლობენ ყოფილი სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები, რომლებიც ნებაყოფლობით არ ჩაბარდნენ ტყვედ და ტყვეობაში ყოფნის დროს არ ჩაიდინეს სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საომარი მოქმედების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი უთანაბრდება ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს;
ბ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობაზე მყოფი პირების გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო მეუღლეს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრისათვის კომპენსაციის ოდენობა შეადგენს ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის 75%-ს, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ თადარიგში დათხოვნისათვის ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთან, გარდაცვლილის ნამსახურების მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.
3. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში პროკურატურის მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, იმ კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, რომელსაც პროკურატურის მუშაკი დაინიშნავდა 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ასეთი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.

მუხლი 12. კომპენსაცია მოსამართლის გარდაცვალების გამო
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის), უზენაესი სასამართლოს მოსამართლის და საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად). აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის ოდენობა შეადგენს გარდაცვლილი მოსამართლის კომპენსაციის 75%-ს, მიუხედავად გარდაცვლილი მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთან, გარდაცვლილი საერთო სასამართლოს მოსამართლის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 10 წელს.
მუხლი 13. კომპენსაცია პარლამენტის წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების გამო
პარლამენტის წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად). მათი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს პარლამენტის წევრის კომპენსაციის 75%-ს. მიუხედავად გარდაცვლილი პარლამენტის წევრის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
მუხლი 14. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის სოციალური დაცვა
საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვა რეგულირდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით.
თავი V1
კომპენსაცია ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო

მუხლი 141.კომპენსაცია ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო
1. ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ენიშნება:
ა) „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22–24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
2. ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახის წევრებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება კანონით.
5. ოჯახიდან ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ-ცალკე მიიღებენ.

თავი VI
კომპენსაციის/სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა და საჭირო დოკუმენტები
მუხლი 15. კომპენსაციის დასანიშნად მიმართვა და საჭირო დოკუმენტები
1. კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს, კანონიერი წარმომადგენლობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები:
ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთათვის ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
ა.ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილმა პირმა, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულმა პირმა შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ა.ბ) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი პირების, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, გარდაცვალების მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ა 1 ) „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვალების ფაქტი, ხოლო ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირის დამადასტურებებლი დოკუმენტი, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ა 2 ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22–24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებებლი ცნობა. საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ბ) პროკურატურის მუშაკებზე 65 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ:
ბ.ა) პროკურატურის მუშაკზე შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ბ.ბ) პროკურატურის მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ, გარდაცვალების მოწმობა. ამასთან დამატებით შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
გ) პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრზე (ყოფილ წევრზე) კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პარლამენტის წევრობის (ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებმა უზენაესი საბჭოს წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 65 წლის ასაკის შესრულებამდე, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, ცნობა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ან ხელფასის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ:
გ.ა) პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრზე (ყოფილ წევრზე) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,, პარლამენტის წევრობის (ყოფილი წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, ცნობა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ან ხელფასის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
გ.ბ) პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
დ) პარლამენტის აპარატის მოხელეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი შრომის საერთო სტაჟისა და მისი პარლამენტში მინიმუმ 8-წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა, იგივე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის შესახებ;
ე) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, „დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უმაღლესი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ;
ვ) საერთო სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ, თუ მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის დაკავშირებული სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის გასვლასთან ან სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციასთან – საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი:
ვ.ა) საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ზ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი:
ზ.ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
თ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი:
თ.ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა. შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ი) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან (შემდგომში – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ;
კ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ლ) გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) კომპენსაციის დასანიშნად – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, უფლებამოსილების ვადის გასვლის (მოადგილისათვის – არანაკლებ 5 წლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ხანგრძლივობის) დამადასტურებელი დოკუმენტები, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის დროისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების შესახებ:
ლ.ა) გენერალურ აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ლ.ბ) გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) გარდაცვალების შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილისათვის კომპენსაციის დასანიშნად – კანონიერი წარმომადგენლის განცხადება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მეურვის ან მზრუნველის მომართვის შემთხვევაში – დამატებით, ამ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა.
3. ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია მაძიებელს/კომპენსაციის მიმღებს მოსთხოვოს დამატებით დოკუმენტის წარმოდგენა, რაც უკავშირდება კომპენსაციის დანიშვნა/გაცემის უფლებრივ საკითხს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
მუხლი 16. კომპენსაციის დანიშვნის ვადები
1. კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე საკითხს სააგენტო განიხილავს, განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან, არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.
2. მარჩენალის გარდაცვლების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება (და ყველა საჭირო დოკუმენტი) სააგენტოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია დაინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

მუხლი 17. კომპენსაციის გაცემა
1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის გაცემა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. მოქალაქეს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაციის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად.
2. მიმდინარე თვის კომპენსაციის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა – მომდევნო თვის ბოლომდე. აღნიშნული პერიოდი არის მაქსიმალურად დასაშვები ვადა სააგენტოსა და კომპენსაციის გამცემ საბანკო დაწესებულებას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე.
3. კომპენსაციის მიტანა ბინაზე ხორციელდება კომპენსაციის გამცემ საბანკო დაწესებულებაში მისი მიმღები პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, აღნიშნულის საჭიროების დასაბუთების მითითებით.
4. კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი კომპენსაციის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
ა) კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი კომპენსაციის თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით კომპენსაციის თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე;
ბ) მოთხოვნა, შეჩერებული კომპენსაციის განახლების შესახებ, კომპენსაციის მიმღები პირის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია კომპენსაციის მიმღები პირის სიცოცხლეში.
5. პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) კომპენსაციის თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
6. 2012 წლის 1 სექტემბრამდე კომპენსაციის მიმღები პირის მიერ მიუღებელი და შემდგომში მემკვიდრეზე გაცემული თანხები ჩაითვალოს ამ წესის მიხედვით გაცემულად.
7. გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომლებიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.

მუხლი 18. კომპენსაციის გაცემის შეჩერება და განახლება
1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის შეჩერების საფუძველია შემდეგი გარემოებები:
ა) პირის მიერ კომპენსაციის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც ამ პირის მიერ არ ხდება მისი კუთვნილი ანგარიშიდან თანხის მოძრაობა 6 თვის განმავლობაში. ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც შესაბამისი ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს შესაბამის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს კომპენსაციის გამცემი მომსახურე დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობა. სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა);
გ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა.
2. შეჩერებული კომპენსაცია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის შეჩერების დღიდან:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − კომპენსაციის მიმღები პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომპენსაციის მიმღები პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში:
ბ.ა) თუ სტატუსი მინიჭებულია წინა სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე;
ბ.ბ) თუ სტატუსი მინიჭებულია წინა სტატუსის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, არაუმეტეს 3 თვის ვადაში და არსებობს წინა სტატუსის მოქმედების ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი (საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნა). თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსი, მაშინ წარსული დროისათვის კომპენსაცია გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის წინა სტატუსის მიხედვით.
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას განცხადებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) წარდგენის შემდეგ.
3. კომპენსაციის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულება, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 3 მაისის ბრძანება №115/ნ-სსმIII, №51, 03.05.2010წ.; მუხ.754

მუხლი 19. კომპენსაციის შეწყვეტა
1. კომპენსაცია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვისას;
დ) არასრულწლოვანი პირის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს კომპენსაციის შეჩერების ამ წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება;
ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება – კომპენსაციის შეჩერების დღიდან, ხოლო იმ პირების მიმართ, რომლებსაც ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეუჩერდათ კომპენსაცია – მისი შეჩერების დღიდან;
ზ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
თ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას, გარდა ამ წესის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა;
ი) კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალებისას;
კ) კომპენსაციის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც სააგენტოს ინფორმაციას აწვდის შეთანხმებული ფორმატით.
3. შეწყვეტილი კომპენსაციის ხელახალი დანიშვნა განხორციელდება კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების კომპეტენტურ ორგანოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამ შემთხვევაში კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს მასთან დაცული კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტები.

მუხლი 20. (ამოღებულია - 15.07.2013, №01-28/ნ)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
მუხლი 21. კომპენსაციის გადაანგარიშება
1. კანონის თანახმად, განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობების გადაანგარიშება მოხდება შემდეგი სახით:
ა) კანონით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხების მაქსიმალური ოდენობების გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად, 2006 წლის 1 იანვრიდან;
ბ) თუ ხელახალი შემოწმების დროს პირი გადაყვანილია შესაძლებლობის შეზღუდვის სხვა კატეგორიაში, ამ შემთხვევაში კომპენსაციის გადაანგარიშება ახალი სტატუსის შესაბამისად მოხდება მომდევნო თვიდან.
2. კანონით დადგენილი კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი არ ვრცელდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით დანიშნულ ოდენობებზე.
3. კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშებას ექვემდებარება ამ წესის მე-7 მუხლით, 71 მუხლის მე–12 პუნქტით, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის.
4. კომპენსაციის გადაანგარიშება ავტომატურად განხორციელდება:
ა) პენსიის ოდენობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად;
ბ) მე–7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის 65 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 22. გარდამავალი დებულებები
1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე, ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ კომპენსაციებზე ვრცელდება მხოლოდ შესაბამისი კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარი.
2. კანონის ამოქმედებამდე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, კერძოდ, შესაძლებლობის შეზღუდვის იმ მიზეზობრივი კავშირის დროს, როდესაც შესაძლებლობის შეზღუდვა არ არის დაკავშირებული სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულების დროს მიღებულ ტრამვასთან ან დაავადებასთან, მარჩენალდაკარგულის კომპენსაციის მიღებისას 14 წლის ასაკამდე შვილის მოვლისათვის, 18 წლის ასაკის ზემოთ სწავლის შემთხვევაში, გარდაცვლილი სამხედრო პენსიონერების მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები და, ასევე, ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები გაგრძელდეს ძველი კანონმდებლობით მისი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებისათვის ნებისმიერ ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, პირის მიერ ანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობა ჩაითვლება საერთო შრომის სტაჟად, ამასთან, საერთო შრომით სტაჟში ჩაითვლება სწავლის პერიოდი იმ შემთხვევაში, თუ პირი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე ეწეოდა შრომით საქმიანობას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი.
4. საერთო შრომითი სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება:
ა) შრომის წიგნაკი;
ბ) სამუშაო ადგილიდან გაცემული ცნობები, მოწმობები, შრომითი ხელშეკრულებები;
გ) იმ სისტემის ზემდგომ დაწესებულებათა ცნობები, რომელშიც მუშაობდა ესა თუ ის პირი;
დ) საარქივო დაწესებულებებიდან გაცემული ცნობები;
ე) შემოქმედებითი კავშირების გამგეობათა სამდივნოების და არასამთავრობი ორგანიზაციების დადგენილებები პირის სტაჟის დადასტურების შესახებ;
ვ) ცნობა სავალდებულო სამხედრო ან მასთან გათანაბრებულ სხვა სამსახურში ყოფნის პერიოდზე;
ზ) ცნობა დროებითი შრომისუუნარობის დროს შესაბამისი დახმარების მიღების შესახებ;
თ) ცნობა პირთა უსაფუძვლოდ დაპატიმრების და სისხლის სამართლის პასუხისგებაში უსაფუძვლოდ მიცემის პერიოდზე, ასევე ამ პირთა მიერ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდის იმ პერიოდზე, რომელიც აღემატება საქმის გადასინჯვის შედეგად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთის პერიოდს;
ი) დავის არსებობის შემთხვევაში, საკითხი წყდება სასამართლო წესით.
5. იმ პირებს, რომელთა კომპენსაციის ოდენობა აღემატება კანონის 28-ე მუხლით გადაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდებათ 2013 წლის 1 აპრილამდე დანიშნული კომპენსაცია კანონის 31–ე მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე. ამავდროულად, იმ პირებს, რომელთაც 2013 წლის 1 აპრილამდე შეჩერებული ჰქონდათ კომპენსაცია, კომპეტენტურ ორგანოში მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდებათ 2013 წლის 1 აპრილამდე არსებული წესით განსაზღვრული ოდენობით, ხოლო 2013 წლის 1 აპრილიდან გადაანგარიშებული ოდენობით.
6. (ამოღებულია - 15.07.2013, № 01-28/ნ).
7. (ამოღებულია - 10.09.2012, №01-62/ნ).
8. (ამოღებულია - 10.09.2012, №01-62/ნ).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის ბრძანება №79/ნ-სსმIII, №49, 01.04.2008წ.; მუხ.577
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
· დანართი №1
აკადემიური, სამეცნიერო და დამხმარე თანამდებობების ჩამონათვალი
(ამოღებულია - 07. 08.2012, №01-48/ნ)

1
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.008.155
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №46/ნ
2006 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ ნ - ვებგვერდი , 07.08.2012 წ .
„სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და 25-ე მუხლის, „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“ (დანართი №1).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
2. დამტკიცდეს „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“(დანართი №2).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
3. სსიპ – სოციალური მოსახურების სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ამ ბრძანების შესასრულებლად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №301/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1978
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ვ. მეგრელიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №321/ნ-სსმIII, №171, 21.12.2006წ.; მუხ.2306
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №354/ნ-სსმIII, №180, 20.12.2007წ.; მუხ.1993
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის ბრძანება №79/ნ-სსმIII, №49, 01.04.2008წ.; მუხ.577
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №301/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1978
8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის ბრძანება №199/ნ-სსმIII, №70, 10.06.2009წ.; მუხ.767
9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 3 მაისის ბრძანება №115/ნ-სსმIII, №51, 03.05.2010წ.; მუხ.754
10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №204/ნ-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1215
11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
12. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №01-58/ნ - ვებგვერდი, 30.08.2012წ.
13. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
14. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №01-65/ნ - ვებგვერდი, 24.09.2012წ.
15. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
16. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
დანართი №1
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – პენსია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს პენსიის ფულადი ნაწილის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს პენსიის ფულადი ნაწილის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. წინამდებარე წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, აგრეთვე, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 2. პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
1. პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. სააგენტო უფლაბემოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პენსია – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი სარგებელი;
ბ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო-კვლევით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ, უმაღლეს, სკოლისგარეშე, სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში სამეცნიერო ან პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობა;
ბ) (ამოღებულია - 26.12.2013, №01-48/ნ);
გ) წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
თავი II
პენსიაზე უფლება
მუხლი 4. პენსიაზე უფლების წარმოშობა
1. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან.
2. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ სარგებელზე (პენსიაზე ან სახელმწიფო კომპენსაციაზე), მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის (პენსიის ან სახელმწიფო კომპენსაციის) მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად.
3. პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
თავი III
პენსიის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა, განახლება და გადაანგარიშება
პენსიის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა, განახლება და გადაანგარიშება
მუხლი 5. პენსიის დასანიშნად მიმართვა🔗
1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს მაძიებლის მომართვის შემთხვევაში – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში – დამატებით, კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქემ პენსიის დანიშვნისათვის სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის თაობაზე, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება და ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) გაცემული საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრება.
4. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ.
5. უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
მუხლი 6. გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე
1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.
2. თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და პირი აკმაყოფილებს პენსიის დანიშვნის პირობებს სააგენტოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება პენსიის არდანიშვნის თაობაზე.
3. პენსია ინიშნება:
ა) განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს;
ბ) პენსიაზე უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 7. პენსიის გაცემა
1. პენსია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.
2. პენსიონერს უფლება აქვს მოითხოვოს პენსიის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა მომდევნო თვის ბოლომდე.
3. პენსიონერისათვის პენსიის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში პენსიის გამცემ საბანკო დაწესებულებაში პენსიონერის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 8. პენსიის შეჩერება და განახლება
1. პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
ა) პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით ;
ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას.
2. პენსია განახლდება განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას.
3. პენსიის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 9. პენსიის შეწყვეტა
1. პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;
გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება:
გ.ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;
გ.ბ) ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პენსიის შეჩერების შემთხვევაში – პენსიის შეჩერების დღიდან;
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;
ე) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას;
ზ) სახელმწიფო კომპენსაციის ან/და სოციალური პაკეტის დანიშვნისას;
ზ) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას, გარდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპენსაციის მიმღები პირებისა;
ზ1) სოციალური პაკეტის დანიშვნისას;
თ) პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ;
ი) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პენსიის შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პენსიის შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც სააგენტოს ინფორმაციას აწვდის შეთანხმებული ფორმატით.
3. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
მუხლი 10. პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში
1. პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პენსიონერის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი საპენსიო თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით საპენსიო თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე;
ბ) მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში.
2. პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვივდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) საპენსიო თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
3. გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომლებიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 11. პენსიის გადაანგარიშება
სააგენტოს მიერ პენსიების გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად (პენსიონერის სააგენტოში მიმართვის გარეშე) მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
სააგენტოს მიერ პენსიების გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად (პენსიონერის სააგენტოში მიმართვის გარეშე) მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსიის ოდენობების კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილებების შემთხვევაში.
ა) პენსიის ოდენობების კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილებების შემთხვევაში;
ბ) 67 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში, თუ 67 წლის ასაკის მიღწევამდე პენსიონერი იღებდა ამ კატეგორიისათვის კანონმდებლობით დადგენილზე ნაკლები ოდენობის პენსიას .
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №01-58/ ნ - ვებგვერდი , 30.08.2012 წ .
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №01-58/ნ - ვებგვერდი, 30.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
თავი IV
გარდამავალი დებულებები
მუხლი 12. გარდამავალი დებულება
1. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერებს (მიუ ხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით აქვს დანიშნული პენსია), რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარს, ხოლო 67 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარს, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხების გაცემა უგრძელდებათ შეჯამებულად „საპენსიო პაკეტის“ ფულადი გასაცემლის სახით ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
1. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერებს (მიუხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით აქვს დანიშნული პენსია), რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარს, ხოლო 67 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარს, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხების გაცემა უგრძელდებათ შეჯამებულად „საპენსიო პაკეტის“ ფულადი გასაცემლის სახით ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
2. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერებს (მიუ ხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით აქვს დანიშნული პენსია), რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარზე, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარზე, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და მათი „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით განისაზღვრება 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარით, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარით.
2. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერებს (მიუხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით აქვს დანიშნული პენსია), რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარზე, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარზე, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და მათი „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით განისაზღვრება 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარით, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას აგრეთვე გათვალისწინებულ იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა ), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით შეჩერებულად ითვლება და თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, მაშინ პენსია შეწყვეტილად ჩაითვლება 2012 წლის 1 სექტემბრიდან.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას აგრეთვე გათვალისწინებულ იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით შეჩერებულად ითვლება და თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, მაშინ პენსია შეწყვეტილად ჩაითვლება 2012 წლის 1 სექტემბრიდან.
4. გარდამავალ ეტაპზე, გასული პერიოდის მიუღებელი თანხა ანაზღაურდება შემდეგი წესით:
ა) იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს სააგენტოს 2013 წლის 1 იანვრამდე – 2012 წლის 1 სექტემბრამდე აუნაზღაურდებათ ამ პერიოდამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები, ხოლო 2012 წლის 1 სექტემბრიდან – ამ მუხლის პირველი ან მე -2 პუნქტების შესაბამისად;
ა) იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს სააგენტოს 2013 წლის 1 იანვრამდე – 2012 წლის 1 სექტემბრამდე აუნაზღაურდებათ ამ პერიოდამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები, ხოლო 2012 წლის 1 სექტემბრიდან – ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტების შესაბამისად;
ბ) იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს სააგენტოს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ – 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები;
გ) იმ პირებს, რომლებსაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით 6 თვეზე მეტი პერიოდით შეჩერების გამო, 2012 წლის 1 სექტემბრიდან შეწყვეტილი აქვთ პენსია, მიუღებელი თანხის მოთხოვნით სააგენტოსათვის მიმართვის შემთხვევაში, აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა, შეჩერების დღიდან.
5 . ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე პენსიონერის მიერ მოპოვებული ფულადი გასაცემლების ჯამური ოდენობით ერთიანი გასაცემლის სახით ავტომატურ გადაანგარიშებას.
5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე პენსიონერის მიერ მოპოვებული ფულადი გასაცემლების ჯამური ოდენობით ერთიანი გასაცემლის სახით ავტომატურ გადაანგარიშებას.
6 . 2012 წლის 1 სექტემბრამდე პენსიონერის მიერ მიუღებელი და შემდგომში მემკვიდრეზე გაცემული თანხები, ჩაითვალოს ამ წესის მიხედვით გაცემულად.
6. 2012 წლის 1 სექტემბრამდე პენსიონერის მიერ მიუღებელი და შემდგომში მემკვიდრეზე გაცემული თანხები, ჩაითვალოს ამ წესის მიხედვით გაცემულად.
7. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე ოჯახისათვის დანიშნული საოჯახო დახმარების ოჯახის თითოეულ წევრზე პროპორციულად გადანაწილებას. ამ სახით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა შედგომში ოჯახის წევრების რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში გადაანგარიშებას არ ექვემდებარება .
7. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე ოჯახისათვის დანიშნული საოჯახო დახმარების ოჯახის თითოეულ წევრზე პროპორციულად გადანაწილებას. ამ სახით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა შედგომში ოჯახის წევრების რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №01-58/ ნ - ვებგვერდი , 30.08.2012 წ .
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №01-58/ნ - ვებგვერდი, 30.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №01-65/ ნ - ვებგვერდი , 24.09.2012 წ .
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №01-65/ნ - ვებგვერდი, 24.09.2012წ.
დანართი №2
სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კოპენსაცია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს კომპენსაციის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციულ ციკლის რეგულირებას, ადგენს კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. წინამდებარე წესის შემოღების მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად გამართული სისტემის ჩამოყალიბება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 2. კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
1. კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად .
1. კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. სააგენტო უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №301/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1978
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინთა მნიშვნელობებია:
ა) კანონი – „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი;
ბ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა – სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა – საჯარო სამართლის იურიდიულ პირ (სახელმწიფო) აგრეთვე, ლიცენზირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირ – (ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი, სკოლის გარეშე), აგრეთვე იურიდიულ პირ – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში პედაგოგიურ, სამეცნიერო, აკადემიურ ან სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობა.
ბ) (ამოღებულია - 26.12.2013, №01-48/ნ).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
თავი II
კომპენსაციის დანიშვნა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 4. კომპენსაციის დანიშვნის ძირითადი საფუძვლები
კომპენსაციის დანიშვნის ძირითადი საფუძვლებია ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დადგომა:
ა) კანონით დადგენილი ნამსახურების ვადის ამოწურვა;
ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
დ) მარჩენალის გარდაცვალება.
დ) მარჩენალის გარდაცვალება;
ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
მუხლი 5. კომპენსაციის მიღების უფლება
1. პირს კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დანიშვნის რომელიმე საფუძვლის არსებობისას.
2. კომპენსაციის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის/უზენაესი საბჭოს ყოფილ წევრებზე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე.
3. დაუშვებელია ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის ერთდროულად მიღება. აგრეთვე, კომპენსაციასთან ერთად სახელმწიფო პენსიის ან/და სოციალური პაკეტის მიღება, გარდა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
თავი III
კომპენსაციის ოდენობები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 6. კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა
1. ამ წესითა და კანონით გათვალისწინებული გაანგარიშების მიუხედავად, დანიშნული კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს.
2. კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვარი ვრცელდება კომპენსაციის მიმღებ ყველა პირზე დანიშვნის ვადის მიუხედავად, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაციებისა.
2. კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვარი ვრცელდება კომპენსაციის მიმღებ ყველა პირზე დანიშვნის ვადის მიუხედავად, გარდა ამ წესის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაციებისა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით და 2006 წლის 1 იანვრიდან ვრცელდება მის მიმღებ ყველა პირზე კომპენსაციის ვადის მიუხედავად.
4. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
თავი IV
კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის ან ასაკის მიღწევის გამო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 7. კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო
1. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული შემდეგი პირები:
ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში;
ბ) სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში;
გ) ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიანი, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახების წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით;
დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით);
ე) პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს;
ვ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო სამსახურებიდან დათხოვნილი პენსიონერები, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
2. კომპენსაციის დანიშვნის პირობები:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ, თუ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი;
ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 დან 1995 წლამდე და დათხოვნილნი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი;
დ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ სამხედრო ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი;
ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გააჩნიათ ზემოხსენებულ ორგანოებში წელთა ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ნამსახურობის სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.
3. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლებული პირები, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის ნამსახურობა შემდეგ ორგანოებში: სამხედრო, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე პერიოდი), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, პროკურატურის ორგანოები, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.
31. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი პირი, თუ მას აქვს წელთა ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის ნამსახურობა შემდეგ ორგანოებში: სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და 31 პუნქტებში ჩამოთვლილ პირებს, დადგენილი წელთა ნამსახურობის გამო, კომპენსაცია განესაზღვრებათ შემდეგი ოდენობებით:
ა) 65 წლის და მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – პენსიის ოდენობას დამატებული:
ა.ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 2 ლარზე;
ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 5 ლარზე;
ა.გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 10 ლარზე;
ა.დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 15 ლარზე;
ბ) 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 80%.
5. პირს შეუძლია აირჩიოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა-დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნის უფლება. აღნიშნული არჩევანი შემდგომ გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. (ამოღებულია - 26.12.2013, №01-48/ნ).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
მუხლი 71. კომპენსაცია ასაკის გამო🔗
1. პროკურატურის იმ მუშაკებს, რომლებმაც პროკურატურის სისტემაში იმსახურეს 4 წელი მაინც, გააჩნიათ შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების და სასამართლო ხელისუფლების ორგანებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი და არიან პროკურატურიდან დათხოვნილი საპენსიო ასაკის გამო, მათი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს დათხოვნის მომენტისათვის მათი თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.
2. საქართველოს მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებს, მიუხედავად პროკურატურის სისტემაში მუშაობის ვადისა, თუ მათ აქვთ არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვთ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „ბ“ ან „პ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით და კომპენსაციის ოდენობა შეადგენს დათხოვნის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს შრომის საერთო სტაჟზე.
3. პარლამენტის წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის ასაკის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეწყვეტილა „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა ანდა დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თანხმობით ან დაინიშნა საჯარო სამსახურში შეუთავსებელ თანამდებობაზე. ეს შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული პირობებით კომპენსაცია ენიშნებათ 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილ უზენაესი საბჭოს წევრებს, თუ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო, ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის გამო.
4. 1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, მიუხედავად მათი სადეპუტატო უფლება-მოსილების ვადისა.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრის კომპენსაცია შეადგენს დანიშვნის მომენტისათვის მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედს.
6. პარლამენტის/უზენაესი საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც შეუსრულდა 65 წლის ასაკი ან აქვს 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და იგი ეწევა საჯარო საქმიანობას, კომპენსაცია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციამდე შევსების ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს დადგენილი მაქსიმალური ზღვრისა, ხოლო საჯარო საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, კომპენსაცია განახლდება კანონით დადგენილი პირობებით განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის წარმოდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
7. პარლამენტის აპარატის მოხელეს, რომელსაც 65 წლის მიღწევისას გააჩნია 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და მათ შორის პარლამენტის აპარატში მუშაობის 8 წლის სტაჟი, კომპენსაცია დაენიშნება იმავე თანამდებობაზე მყოფი პარლამენტის აპარატის მოხელის ხელფასის მესამედის ოდენობით.
8. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი) 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს მესამედს.
9. საერთო სასამართლოს მოსამართლეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევიდან, თუ უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა ან უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში. ასევე 1999 წლის 15 მაისიდან სასამართლო უფლებამოსილება შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, სასამართლოს ლიკვიდაციის, მოსამართლის თანამდებობის შემცირების, ან საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის გამო და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, აგრეთვე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პენსიაში გასულ მოსამართლეებს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 1999 წლის 15 მაისიდან კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად.
12. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას, თუ: მამაკაცს აქვს – ავიაციაში მუშაობის თორმეტი წელი და ექვსი თვე და ნაფრენი არანაკლებ 6000 საათისა, ან ნაფრენი 6000 საათზე მეტი; ქალს – ავიაციაში მუშაობის ათი წელი და ნაფრენი არანაკლებ 4800 საათისა, ან ნაფრენი 4800 საათზე მეტი.
ა) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის:
ა.ა) „ა.გ“ ქვეპუნქტით 20 წლის ნამსახურობისათვის დადგენილი ოდენობით – ხომალდის მეთაურისათვის;
ა.ბ) „ა.ბ“ ქვეპუნქტით 20 წლის ნამსახურობისათვის დადგენილი ოდენობით – მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან-2“-ის მეთაურისათვის;
ა.გ) „ა.ა“ ქვეპუნქტით 20 წლის ნამსახურობისათვის დადგენილი ოდენობით – ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის, ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, აგრეთვე საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს.
ბ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაცია განისაზღვროს დათხოვნის მომენტისათვის მისი თანამდებობის შესაბამისად.
13. გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაციები ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, გენერალურ აუდიტორს – უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეს (მოადგილეებს) – არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, შესაბამისად გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილისათვის (მოადგილეებისათვის) უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
მუხლი 8. (ამოღებულია - 07.08.2012, №01-48/ნ)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
თავი V
კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო
მუხლი 9. კომპენსაციის დანიშვნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო
1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ მხოლოდ:
ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს;
ბ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს;
გ) საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრებს;
დ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს;
ე) გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს.
2. შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაცია ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია ენიშნებათ:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%. ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს;
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%. ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – მე–7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%, ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია ენიშნებათ:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს დათხოვნის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს ნამსახურობის 20 წელზე, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში დადგენილი კომპენსაციის 125%-ს.
5. პარლამენტის წევრებისათვის (ყოფილი წევრისათვის) კომპენსაციის დანიშვნისას გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები;
ა) პარლამენტის წევრებს უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით;
ბ) პარლამენტის ყოფილ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შემდგომ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დადგენისას ენიშნებათ პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში პარლამენტის წევრის კომპენსაციის 50%.
6. სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობა შეადგენს:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – 71 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 115%;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – 71 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
თავი V
კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო
მუხლი 10. კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო
1. ამ თავის შესაბამისად, მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაცია წარმოადგენს ოჯახისათვის განკუთვნილ სარგებელს, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის.
11. ამ თავის შესაბამისად, კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო ენიშნება ოჯახის შრომისუუნარო იმ წევრებს, რომლებსაც შრომისუუნარობა დაუდგინდათ მარჩენალის გარდაცვალებამდე. ამ თავის შესაბამისად, კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო აგრეთვე ენიშნება ოჯახის შრომისუუნარო იმ წევრებს, რომლებსაც შრომისუუნარობა დაუდგინდათ მარჩენალის გარდაცვალების შემდგომ პერიოდში, მარგამ ამავდროულად დოკუმენტურად დასტურდება, რომ იგი მომდინარეობს მარჩენალის გარდაცვალებამდე პერიოდიდან.
2. ერთი და იმავე პირის გარდაცვალების გამო ინიშნება კომპენსაცია ან საპენსიო/სოციალური პაკეტი.
2. ერთი და იმავე პირის გარდაცვალების გამო ინიშნება კომპენსაცია ან სოციალური პაკეტი, გარდა 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.
3. (ამოღებულია - 07.08.2012, №01-48/ნ).
4. კანონითა და წინამდებარე წესის V თავით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება მშვილებლებზე თანაბრად მშობლებისა და ნაშვილებ ბავშვებზე თანაბრად შვილებისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №354/ნ-სსმIII, №180, 20.12.2007წ.; მუხ.1993
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
მუხლი 11. კომპენსაცია ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე და მასთან გათანაბრებული მუშაკის გარდაცვალების გამო
1. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვლილი მარჩენალის გამო, კომპენსაცია ენიშნებათ შემდეგ პირებს კანონითა და ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად:
ა) კომპენსაცია სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მომუშავე მოსამსახურეთა გარდაცვალების გამო ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს და შვილებს, თუ მარჩენალი გარდაიცვალა სამხედრო სამსახურის დროს, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სამხედრო სამსახურის ან ოპერატიული მუშაობის დროს. ასეთივე უფლებით სარგებლობენ ყოფილი სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები, რომლებიც ნებაყოფლობით არ ჩაბარდნენ ტყვედ და ტყვეობაში ყოფნის დროს არ ჩაიდინეს სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საომარი მოქმედების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი უთანაბრდება ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს;
ბ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობაზე მყოფი პირების გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო მეუღლეს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრისათვის კომპენსაციის ოდენობა შეადგენს ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის 75%-ს, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ თადარიგში დათხოვნისათვის ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთან, გარდაცვლილის ნამსახურების მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.
3. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში პროკურატურის მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, იმ კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, რომელსაც პროკურატურის მუშაკი დაინიშნავდა 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ასეთი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
მუხლი 12. კომპენსაცია მოსამართლის გარდაცვალების გამო
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის), უზენაესი სასამართლოს მოსამართლის და საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად). აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის ოდენობა შეადგენს გარდაცვლილი მოსამართლის კომპენსაციის 75%-ს, მიუხედავად გარდაცვლილი მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთან, გარდაცვლილი საერთო სასამართლოს მოსამართლის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 10 წელს.
მუხლი 13. კომპენსაცია პარლამენტის წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების გამო
პარლამენტის წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად). მათი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს პარლამენტის წევრის კომპენსაციის 75%-ს. მიუხედავად გარდაცვლილი პარლამენტის წევრის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
მუხლი 14. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის სოციალური დაცვა
საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვა რეგულირდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით.
კომპენსაცია ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
მუხლი 141.კომპენსაცია ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო
1. ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ენიშნება:
ა) „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22–24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
2. ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახის წევრებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება კანონით.
5. ოჯახიდან ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ-ცალკე მიიღებენ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
თავი VI
კომპენსაციის/სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა და საჭირო დოკუმენტები
მუხლი 15. კომპენსაციის დასანიშნად მიმართვა და საჭირო დოკუმენტები
1. კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს, კანონიერი წარმომადგენლობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები:
2. პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები:
ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთათვის ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
ა.ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილმა პირმა, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულმა პირმა შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ა.ბ) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი პირების, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, გარდაცვალების მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ა1 ) „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვალების ფაქტი, ხოლო ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირის დამადასტურებებლი დოკუმენტი, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ა2 ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22–24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებებლი ცნობა. საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ბ) პროკურატურის მუშაკებზე 65 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ:
ბ.ა) პროკურატურის მუშაკზე შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ბ.ბ) პროკურატურის მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ, გარდაცვალების მოწმობა. ამასთან დამატებით შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
გ) პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრზე (ყოფილ წევრზე) კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პარლამენტის წევრობის (ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებმა უზენაესი საბჭოს წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 65 წლის ასაკის შესრულებამდე, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, ცნობა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ან ხელფასის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ:
გ.ა) პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრზე (ყოფილ წევრზე) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,, პარლამენტის წევრობის (ყოფილი წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, ცნობა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ან ხელფასის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
გ.ბ) პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
დ) პარლამენტის აპარატის მოხელეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი შრომის საერთო სტაჟისა და მისი პარლამენტში მინიმუმ 8-წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა, იგივე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის შესახებ;
ე) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, „დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უმაღლესი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ;
ვ) საერთო სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ, თუ მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის დაკავშირებული სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის გასვლასთან ან სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციასთან – საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი:
ვ.ა) საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ზ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი:
ზ.ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
თ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი:
თ.ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა. შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ი) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან (შემდგომში – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ;
კ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ლ) გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) კომპენსაციის დასანიშნად – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, უფლებამოსილების ვადის გასვლის (მოადგილისათვის – არანაკლებ 5 წლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ხანგრძლივობის) დამადასტურებელი დოკუმენტები, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის დროისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების შესახებ:
ლ.ა) გენერალურ აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ლ.ბ) გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) გარდაცვალების შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილისათვის კომპენსაციის დასანიშნად – კანონიერი წარმომადგენლის განცხადება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მეურვის ან მზრუნველის მომართვის შემთხვევაში – დამატებით, ამ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა.
3. ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია მაძიებელს/კომპენსაციის მიმღებს მოსთხოვოს დამატებით დოკუმენტის წარმოდგენა, რაც უკავშირდება კომპენსაციის დანიშვნა/გაცემის უფლებრივ საკითხს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
მუხლი 16. კომპენსაციის დანიშვნის ვადები
1. კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე საკითხს სააგენტო განიხილავს, განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან, არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.
2. მარჩენალის გარდაცვლების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება (და ყველა საჭირო დოკუმენტი) სააგენტოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია დაინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან.
2. მარჩენალის გარდაცვლების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება (და ყველა საჭირო დოკუმენტი) სააგენტოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია დაინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
მუხლი 17. კომპენსაციის გაცემა
1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის გაცემა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. მოქალაქეს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაციის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად.
2. მიმდინარე თვის კომპენსაციის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა – მომდევნო თვის ბოლომდე. აღნიშნული პერიოდი არის მაქსიმალურად დასაშვები ვადა სააგენტოსა და კომპენსაციის გამცემ საბანკო დაწესებულებას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე.
3. კომპენსაციის მიტანა ბინაზე ხორციელდება კომპენსაციის გამცემ საბანკო დაწესებულებაში მისი მიმღები პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, აღნიშნულის საჭიროების დასაბუთების მითითებით.
4. კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი კომპენსაციის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
ა) კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი კომპენსაციის თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით კომპენსაციის თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე;
ბ) მოთხოვნა, შეჩერებული კომპენსაციის განახლების შესახებ, კომპენსაციის მიმღები პირის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია კომპენსაციის მიმღები პირის სიცოცხლეში.
5. პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) კომპენსაციის თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
6. 2012 წლის 1 სექტემბრამდე კომპენსაციის მიმღები პირის მიერ მიუღებელი და შემდგომში მემკვიდრეზე გაცემული თანხები ჩაითვალოს ამ წესის მიხედვით გაცემულად.
7. გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომლებიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 18. კომპენსაციის გაცემის შეჩერება და განახლება
1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის შეჩერების საფუძველია შემდეგი გარემოებები:
ა) პირის მიერ კომპენსაციის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც ამ პირის მიერ არ ხდება მისი კუთვნილი ანგარიშიდან თანხის მოძრაობა 6 თვის განმავლობაში. ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც შესაბამისი ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს შესაბამის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს კომპენსაციის გამცემი მომსახურე დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობა. სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა);
გ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა.
2. შეჩერებული კომპენსაცია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის შეჩერების დღიდან:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − კომპენსაციის მიმღები პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომპენსაციის მიმღები პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში:
ბ.ა) თუ სტატუსი მინიჭებულია წინა სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე;
ბ.ბ) თუ სტატუსი მინიჭებულია წინა სტატუსის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, არაუმეტეს 3 თვის ვადაში და არსებობს წინა სტატუსის მოქმედების ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი (საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნა). თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსი, მაშინ წარსული დროისათვის კომპენსაცია გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის წინა სტატუსის მიხედვით.
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას განცხადებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) წარდგენის შემდეგ.
3. კომპენსაციის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულება, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 3 მაისის ბრძანება №115/ნ-სსმIII, №51, 03.05.2010წ.; მუხ.754
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
მუხლი 19. კომპენსაციის შეწყვეტა
1. კომპენსაცია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვისას;
დ) არასრულწლოვანი პირის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს კომპენსაციის შეჩერების ამ წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება;
ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება – კომპენსაციის შეჩერების დღიდან, ხოლო იმ პირების მიმართ, რომლებსაც ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეუჩერდათ კომპენსაცია – მისი შეჩერების დღიდან;
ზ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
თ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას;
თ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას, გარდა ამ წესის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა;
ი) კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალებისას;
კ) კომპენსაციის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც სააგენტოს ინფორმაციას აწვდის შეთანხმებული ფორმატით.
3. შეწყვეტილი კომპენსაციის ხელახალი დანიშვნა განხორციელდება კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების კომპეტენტურ ორგანოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამ შემთხვევაში კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს მასთან დაცული კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტები.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
მუხლი 20. (ამოღებულია - 15.07.2013, №01-28/ნ)🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
მუხლი 21. კომპენსაციის გადაანგარიშება
1. კანონის თანახმად, განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობების გადაანგარიშება მოხდება შემდეგი სახით:
ა) კანონით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხების მაქსიმალური ოდენობების გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად, 2006 წლის 1 იანვრიდან;
ბ) თუ ხელახალი შემოწმების დროს პირი გადაყვანილია შესაძლებლობის შეზღუდვის სხვა კატეგორიაში, ამ შემთხვევაში კომპენსაციის გადაანგარიშება ახალი სტატუსის შესაბამისად მოხდება მომდევნო თვიდან.
2. კანონით დადგენილი კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი არ ვრცელდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით დანიშნულ ოდენობებზე.
3. კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშებას ექვემდებარება ამ წესის მე-7 მუხლით, 71 მუხლის მე–12 პუნქტით, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის.
4. კომპენსაციის გადაანგარიშება ავტომატურად განხორციელდება:
ა) პენსიის ოდენობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად;
ბ) მე–7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის 65 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
თავი VI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 22. გარდამავალი დებულებები
1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე, ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ კომპენსაციებზე ვრცელდება მხოლოდ შესაბამისი კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარი.
2. კანონის ამოქმედებამდე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, კერძოდ, შესაძლებლობის შეზღუდვის იმ მიზეზობრივი კავშირის დროს, როდესაც შესაძლებლობის შეზღუდვა არ არის დაკავშირებული სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულების დროს მიღებულ ტრამვასთან ან დაავადებასთან, მარჩენალდაკარგულის კომპენსაციის მიღებისას 14 წლის ასაკამდე შვილის მოვლისათვის, 18 წლის ასაკის ზემოთ სწავლის შემთხვევაში, გარდაცვლილი სამხედრო პენსიონერების მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები და, ასევე, ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები გაგრძელდეს ძველი კანონმდებლობით მისი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებისათვის ნებისმიერ ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, პირის მიერ ანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობა ჩაითვლება საერთო შრომის სტაჟად, ამასთან, საერთო შრომით სტაჟში ჩაითვლება სწავლის პერიოდი იმ შემთხვევაში, თუ პირი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე ეწეოდა შრომით საქმიანობას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი.
4. საერთო შრომითი სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება:
ა) შრომის წიგნაკი;
ბ) სამუშაო ადგილიდან გაცემული ცნობები, მოწმობები, შრომითი ხელშეკრულებები;
გ) იმ სისტემის ზემდგომ დაწესებულებათა ცნობები, რომელშიც მუშაობდა ესა თუ ის პირი;
დ) საარქივო დაწესებულებებიდან გაცემული ცნობები;
ე) შემოქმედებითი კავშირების გამგეობათა სამდივნოების და არასამთავრობი ორგანიზაციების დადგენილებები პირის სტაჟის დადასტურების შესახებ;
ვ) ცნობა სავალდებულო სამხედრო ან მასთან გათანაბრებულ სხვა სამსახურში ყოფნის პერიოდზე;
ზ) ცნობა დროებითი შრომისუუნარობის დროს შესაბამისი დახმარების მიღების შესახებ;
თ) ცნობა პირთა უსაფუძვლოდ დაპატიმრების და სისხლის სამართლის პასუხისგებაში უსაფუძვლოდ მიცემის პერიოდზე, ასევე ამ პირთა მიერ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდის იმ პერიოდზე, რომელიც აღემატება საქმის გადასინჯვის შედეგად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთის პერიოდს;
ი) დავის არსებობის შემთხვევაში, საკითხი წყდება სასამართლო წესით.
5. იმ პირებს, რომელთა კომპენსაციის ოდენობა აღემატება კანონის 28-ე მუხლით გადაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდებათ 2013 წლის 1 აპრილამდე დანიშნული კომპენსაცია კანონის 31–ე მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე. ამავდროულად, იმ პირებს, რომელთაც 2013 წლის 1 აპრილამდე შეჩერებული ჰქონდათ კომპენსაცია, კომპეტენტურ ორგანოში მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდებათ 2013 წლის 1 აპრილამდე არსებული წესით განსაზღვრული ოდენობით, ხოლო 2013 წლის 1 აპრილიდან გადაანგარიშებული ოდენობით.
6. (ამოღებულია - 15.07.2013, № 01-28/ნ).
7. (ამოღებულია - 10.09.2012, №01-62/ნ).
8. (ამოღებულია - 10.09.2012, №01-62/ნ).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის ბრძანება №79/ნ-სსმIII, №49, 01.04.2008წ.; მუხ.577
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
· დანართი №1
აკადემიური, სამეცნიერო და დამხმარე თანამდებობების ჩამონათვალი
(ამოღებულია - 07. 08.2012, №01-48/ნ)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
1
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.008.155
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №46/ნ
2006 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ ნ - ვებგვერდი , 07.08.2012 წ .
„სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და 25-ე მუხლის, „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“ (დანართი №1).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
2. დამტკიცდეს „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“(დანართი №2).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
3. სსიპ – სოციალური მოსახურების სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ამ ბრძანების შესასრულებლად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №301/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1978
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ვ. მეგრელიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №321/ნ-სსმIII, №171, 21.12.2006წ.; მუხ.2306
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №354/ნ-სსმIII, №180, 20.12.2007წ.; მუხ.1993
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის ბრძანება №79/ნ-სსმIII, №49, 01.04.2008წ.; მუხ.577
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №301/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1978
8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის ბრძანება №199/ნ-სსმIII, №70, 10.06.2009წ.; მუხ.767
9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 3 მაისის ბრძანება №115/ნ-სსმIII, №51, 03.05.2010წ.; მუხ.754
10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №204/ნ-სსმIII, №84, 12.07.2010წ.; მუხ.1215
11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
12. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №01-58/ნ - ვებგვერდი, 30.08.2012წ.
13. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
14. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №01-65/ნ - ვებგვერდი, 24.09.2012წ.
15. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
16. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
17. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 21.01.2014წ.
დანართი №1
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – პენსია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს პენსიის ფულადი ნაწილის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს პენსიის ფულადი ნაწილის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. წინამდებარე წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, აგრეთვე, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 2. პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო🔗
1. პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. სააგენტო უფლაბემოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პენსია – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი სარგებელი;
ბ) (ამოღებულია - 26.12.2013, №01-48/ნ);
გ) წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
პენსიაზე უფლება
მუხლი 4. პენსიაზე უფლების წარმოშობა🔗
1. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან.
2. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ სარგებელზე (პენსიაზე ან სახელმწიფო კომპენსაციაზე), მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის (პენსიის ან სახელმწიფო კომპენსაციის) მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად.
3. პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
პენსიის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა, განახლება და გადაანგარიშება
მუხლი 5. პენსიის დასანიშნად მიმართვა🔗
1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს მაძიებლის მომართვის შემთხვევაში – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში – დამატებით, კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქემ პენსიის დანიშვნისათვის სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის თაობაზე, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება და ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) გაცემული საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრება.
4. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ.
5. უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
მუხლი 6. გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე🔗
1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.
2. თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და პირი აკმაყოფილებს პენსიის დანიშვნის პირობებს სააგენტოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება პენსიის არდანიშვნის თაობაზე.
3. პენსია ინიშნება:
ა) განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს;
ბ) პენსიაზე უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 7. პენსიის გაცემა🔗
1. პენსია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.
2. პენსიონერს უფლება აქვს მოითხოვოს პენსიის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა მომდევნო თვის ბოლომდე.
3. პენსიონერისათვის პენსიის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში პენსიის გამცემ საბანკო დაწესებულებაში პენსიონერის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 8. პენსიის შეჩერება და განახლება🔗
1. პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
ა) პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით ;
ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას.
2. პენსია განახლდება განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას.
3. პენსიის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 9. პენსიის შეწყვეტა🔗
1. პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;
გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება:
გ.ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;
გ.ბ) ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პენსიის შეჩერების შემთხვევაში – პენსიის შეჩერების დღიდან;
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;
ე) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას;
ზ) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას, გარდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპენსაციის მიმღები პირებისა;
ზ1) სოციალური პაკეტის დანიშვნისას;
თ) პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ;
ი) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პენსიის შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც სააგენტოს ინფორმაციას აწვდის შეთანხმებული ფორმატით.
3. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
მუხლი 10. პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში🔗
1. პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პენსიონერის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი საპენსიო თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით საპენსიო თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე;
ბ) მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში.
2. პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვივდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) საპენსიო თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
3. გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომლებიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 11. პენსიის გადაანგარიშება🔗
სააგენტოს მიერ პენსიების გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად (პენსიონერის სააგენტოში მიმართვის გარეშე) მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსიის ოდენობების კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილებების შემთხვევაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №01-58/ნ - ვებგვერდი, 30.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
გარდამავალი დებულებები
მუხლი 12. გარდამავალი დებულება🔗
1. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერებს (მიუხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით აქვს დანიშნული პენსია), რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარს, ხოლო 67 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარს, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხების გაცემა უგრძელდებათ შეჯამებულად „საპენსიო პაკეტის“ ფულადი გასაცემლის სახით ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
2. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერებს (მიუხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით აქვს დანიშნული პენსია), რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარზე, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარზე, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და მათი „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით განისაზღვრება 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარით, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას აგრეთვე გათვალისწინებულ იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით შეჩერებულად ითვლება და თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, მაშინ პენსია შეწყვეტილად ჩაითვლება 2012 წლის 1 სექტემბრიდან.
4. გარდამავალ ეტაპზე, გასული პერიოდის მიუღებელი თანხა ანაზღაურდება შემდეგი წესით:
ა) იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს სააგენტოს 2013 წლის 1 იანვრამდე – 2012 წლის 1 სექტემბრამდე აუნაზღაურდებათ ამ პერიოდამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები, ხოლო 2012 წლის 1 სექტემბრიდან – ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტების შესაბამისად;
ბ) იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს სააგენტოს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ – 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები;
გ) იმ პირებს, რომლებსაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით 6 თვეზე მეტი პერიოდით შეჩერების გამო, 2012 წლის 1 სექტემბრიდან შეწყვეტილი აქვთ პენსია, მიუღებელი თანხის მოთხოვნით სააგენტოსათვის მიმართვის შემთხვევაში, აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა, შეჩერების დღიდან.
5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე პენსიონერის მიერ მოპოვებული ფულადი გასაცემლების ჯამური ოდენობით ერთიანი გასაცემლის სახით ავტომატურ გადაანგარიშებას.
6. 2012 წლის 1 სექტემბრამდე პენსიონერის მიერ მიუღებელი და შემდგომში მემკვიდრეზე გაცემული თანხები, ჩაითვალოს ამ წესის მიხედვით გაცემულად.
7. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე ოჯახისათვის დანიშნული საოჯახო დახმარების ოჯახის თითოეულ წევრზე პროპორციულად გადანაწილებას. ამ სახით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა შედგომში ოჯახის წევრების რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №01-58/ნ - ვებგვერდი, 30.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №01-65/ნ - ვებგვერდი, 24.09.2012წ.
დანართი №2
სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კოპენსაცია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს კომპენსაციის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციულ ციკლის რეგულირებას, ადგენს კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. წინამდებარე წესის შემოღების მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად გამართული სისტემის ჩამოყალიბება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 2. კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო🔗
1. კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. სააგენტო უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №301/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1978
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება🔗
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინთა მნიშვნელობებია:
ა) კანონი – „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი;
ბ) (ამოღებულია - 26.12.2013, №01-48/ნ).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
კომპენსაციის დანიშვნა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 4. კომპენსაციის დანიშვნის ძირითადი საფუძვლები🔗
კომპენსაციის დანიშვნის ძირითადი საფუძვლებია ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დადგომა:
ა) კანონით დადგენილი ნამსახურების ვადის ამოწურვა;
ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
დ) მარჩენალის გარდაცვალება;
ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
მუხლი 5. კომპენსაციის მიღების უფლება🔗
1. პირს კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დანიშვნის რომელიმე საფუძვლის არსებობისას.
2. კომპენსაციის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის/უზენაესი საბჭოს ყოფილ წევრებზე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე.
3. დაუშვებელია ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის ერთდროულად მიღება. აგრეთვე, კომპენსაციასთან ერთად სახელმწიფო პენსიის ან/და სოციალური პაკეტის მიღება, გარდა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
კომპენსაციის ოდენობები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 6. კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა🔗
1. ამ წესითა და კანონით გათვალისწინებული გაანგარიშების მიუხედავად, დანიშნული კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს.
2. კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვარი ვრცელდება კომპენსაციის მიმღებ ყველა პირზე დანიშვნის ვადის მიუხედავად, გარდა ამ წესის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაციებისა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით და 2006 წლის 1 იანვრიდან ვრცელდება მის მიმღებ ყველა პირზე კომპენსაციის ვადის მიუხედავად.
4. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის ან ასაკის მიღწევის გამო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 7. კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო🔗
1. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული შემდეგი პირები:
ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში;
ბ) სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში;
გ) ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიანი, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახების წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით;
დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით);
ე) პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს;
ვ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო სამსახურებიდან დათხოვნილი პენსიონერები, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
2. კომპენსაციის დანიშვნის პირობები:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ, თუ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი;
ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 დან 1995 წლამდე და დათხოვნილნი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი;
დ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ სამხედრო ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი;
ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გააჩნიათ ზემოხსენებულ ორგანოებში წელთა ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ნამსახურობის სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.
3. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლებული პირები, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის ნამსახურობა შემდეგ ორგანოებში: სამხედრო, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე პერიოდი), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, პროკურატურის ორგანოები, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.
31. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი პირი, თუ მას აქვს წელთა ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის ნამსახურობა შემდეგ ორგანოებში: სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და 31 პუნქტებში ჩამოთვლილ პირებს, დადგენილი წელთა ნამსახურობის გამო, კომპენსაცია განესაზღვრებათ შემდეგი ოდენობებით:
ა) 65 წლის და მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – პენსიის ოდენობას დამატებული:
ა.ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 2 ლარზე;
ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 5 ლარზე;
ა.გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 10 ლარზე;
ა.დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 15 ლარზე;
ბ) 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 80%.
5. (ამოღებულია - 26.12.2013, №01-48/ნ).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
მუხლი 71. კომპენსაცია ასაკის გამო🔗
1. პროკურატურის იმ მუშაკებს, რომლებმაც პროკურატურის სისტემაში იმსახურეს 4 წელი მაინც, გააჩნიათ შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების და სასამართლო ხელისუფლების ორგანებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი და არიან პროკურატურიდან დათხოვნილი საპენსიო ასაკის გამო, მათი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს დათხოვნის მომენტისათვის მათი თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.
2. საქართველოს მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებს, მიუხედავად პროკურატურის სისტემაში მუშაობის ვადისა, თუ მათ აქვთ არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვთ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „ბ“ ან „პ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით და კომპენსაციის ოდენობა შეადგენს დათხოვნის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს შრომის საერთო სტაჟზე.
3. პარლამენტის წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის ასაკის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეწყვეტილა „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა ანდა დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თანხმობით ან დაინიშნა საჯარო სამსახურში შეუთავსებელ თანამდებობაზე. ეს შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული პირობებით კომპენსაცია ენიშნებათ 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილ უზენაესი საბჭოს წევრებს, თუ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო, ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის გამო.
4. 1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, მიუხედავად მათი სადეპუტატო უფლება-მოსილების ვადისა.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრის კომპენსაცია შეადგენს დანიშვნის მომენტისათვის მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედს.
6. პარლამენტის/უზენაესი საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც შეუსრულდა 65 წლის ასაკი ან აქვს 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და იგი ეწევა საჯარო საქმიანობას, კომპენსაცია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციამდე შევსების ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს დადგენილი მაქსიმალური ზღვრისა, ხოლო საჯარო საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, კომპენსაცია განახლდება კანონით დადგენილი პირობებით განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის წარმოდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
7. პარლამენტის აპარატის მოხელეს, რომელსაც 65 წლის მიღწევისას გააჩნია 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და მათ შორის პარლამენტის აპარატში მუშაობის 8 წლის სტაჟი, კომპენსაცია დაენიშნება იმავე თანამდებობაზე მყოფი პარლამენტის აპარატის მოხელის ხელფასის მესამედის ოდენობით.
8. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი) 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს მესამედს.
9. საერთო სასამართლოს მოსამართლეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევიდან, თუ უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა ან უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში. ასევე 1999 წლის 15 მაისიდან სასამართლო უფლებამოსილება შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, სასამართლოს ლიკვიდაციის, მოსამართლის თანამდებობის შემცირების, ან საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის გამო და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, აგრეთვე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პენსიაში გასულ მოსამართლეებს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 1999 წლის 15 მაისიდან კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად.
12. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას, თუ: მამაკაცს აქვს – ავიაციაში მუშაობის თორმეტი წელი და ექვსი თვე და ნაფრენი არანაკლებ 6000 საათისა, ან ნაფრენი 6000 საათზე მეტი; ქალს – ავიაციაში მუშაობის ათი წელი და ნაფრენი არანაკლებ 4800 საათისა, ან ნაფრენი 4800 საათზე მეტი.
ა) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის:
ა.ა) „ა.გ“ ქვეპუნქტით 20 წლის ნამსახურობისათვის დადგენილი ოდენობით – ხომალდის მეთაურისათვის;
ა.ბ) „ა.ბ“ ქვეპუნქტით 20 წლის ნამსახურობისათვის დადგენილი ოდენობით – მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან-2“-ის მეთაურისათვის;
ა.გ) „ა.ა“ ქვეპუნქტით 20 წლის ნამსახურობისათვის დადგენილი ოდენობით – ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის, ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, აგრეთვე საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს.
ბ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაცია განისაზღვროს დათხოვნის მომენტისათვის მისი თანამდებობის შესაბამისად.
13. გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაციები ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, გენერალურ აუდიტორს – უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეს (მოადგილეებს) – არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, შესაბამისად გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილისათვის (მოადგილეებისათვის) უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
მუხლი 8. (ამოღებულია - 07.08.2012, №01-48/ნ)🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო
მუხლი 9. კომპენსაციის დანიშვნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო🔗
1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ მხოლოდ:
ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს;
ბ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს;
გ) საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრებს;
დ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს;
ე) გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს.
2. შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაცია ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია ენიშნებათ:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%. ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს;
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%. ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – მე–7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%, ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია ენიშნებათ:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს დათხოვნის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს ნამსახურობის 20 წელზე, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში დადგენილი კომპენსაციის 125%-ს.
5. პარლამენტის წევრებისათვის (ყოფილი წევრისათვის) კომპენსაციის დანიშვნისას გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები;
ა) პარლამენტის წევრებს უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით;
ბ) პარლამენტის ყოფილ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შემდგომ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დადგენისას ენიშნებათ პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში პარლამენტის წევრის კომპენსაციის 50%.
6. სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობა შეადგენს:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – 71 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 115%;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – 71 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო
მუხლი 10. კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო🔗
1. ამ თავის შესაბამისად, მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაცია წარმოადგენს ოჯახისათვის განკუთვნილ სარგებელს, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის.
11. ამ თავის შესაბამისად, კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო ენიშნება ოჯახის შრომისუუნარო იმ წევრებს, რომლებსაც შრომისუუნარობა დაუდგინდათ მარჩენალის გარდაცვალებამდე. ამ თავის შესაბამისად, კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო აგრეთვე ენიშნება ოჯახის შრომისუუნარო იმ წევრებს, რომლებსაც შრომისუუნარობა დაუდგინდათ მარჩენალის გარდაცვალების შემდგომ პერიოდში, მარგამ ამავდროულად დოკუმენტურად დასტურდება, რომ იგი მომდინარეობს მარჩენალის გარდაცვალებამდე პერიოდიდან.
2. ერთი და იმავე პირის გარდაცვალების გამო ინიშნება კომპენსაცია ან სოციალური პაკეტი, გარდა 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.
3. (ამოღებულია - 07.08.2012, №01-48/ნ).
4. კანონითა და წინამდებარე წესის V თავით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება მშვილებლებზე თანაბრად მშობლებისა და ნაშვილებ ბავშვებზე თანაბრად შვილებისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №354/ნ-სსმIII, №180, 20.12.2007წ.; მუხ.1993
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
მუხლი 11. კომპენსაცია ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე და მასთან გათანაბრებული მუშაკის გარდაცვალების გამო🔗
1. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვლილი მარჩენალის გამო, კომპენსაცია ენიშნებათ შემდეგ პირებს კანონითა და ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად:
ა) კომპენსაცია სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მომუშავე მოსამსახურეთა გარდაცვალების გამო ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს და შვილებს, თუ მარჩენალი გარდაიცვალა სამხედრო სამსახურის დროს, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სამხედრო სამსახურის ან ოპერატიული მუშაობის დროს. ასეთივე უფლებით სარგებლობენ ყოფილი სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები, რომლებიც ნებაყოფლობით არ ჩაბარდნენ ტყვედ და ტყვეობაში ყოფნის დროს არ ჩაიდინეს სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საომარი მოქმედების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი უთანაბრდება ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს;
ბ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობაზე მყოფი პირების გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო მეუღლეს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრისათვის კომპენსაციის ოდენობა შეადგენს ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის 75%-ს, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ თადარიგში დათხოვნისათვის ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთან, გარდაცვლილის ნამსახურების მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.
3. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში პროკურატურის მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, იმ კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, რომელსაც პროკურატურის მუშაკი დაინიშნავდა 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ასეთი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
მუხლი 12. კომპენსაცია მოსამართლის გარდაცვალების გამო🔗
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის), უზენაესი სასამართლოს მოსამართლის და საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად). აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის ოდენობა შეადგენს გარდაცვლილი მოსამართლის კომპენსაციის 75%-ს, მიუხედავად გარდაცვლილი მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთან, გარდაცვლილი საერთო სასამართლოს მოსამართლის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 10 წელს.
მუხლი 13. კომპენსაცია პარლამენტის წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების გამო🔗
პარლამენტის წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად). მათი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს პარლამენტის წევრის კომპენსაციის 75%-ს. მიუხედავად გარდაცვლილი პარლამენტის წევრის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
მუხლი 14. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის სოციალური დაცვა🔗
საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვა რეგულირდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით.
კომპენსაცია ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
მუხლი 141.კომპენსაცია ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო
1. ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ენიშნება:
ა) „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22–24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
2. ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახის წევრებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება კანონით.
5. ოჯახიდან ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ-ცალკე მიიღებენ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 21.01.2014წ.
კომპენსაციის/სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა და საჭირო დოკუმენტები
მუხლი 15. კომპენსაციის დასანიშნად მიმართვა და საჭირო დოკუმენტები🔗
1. კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს, კანონიერი წარმომადგენლობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები:
ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთათვის ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
ა.ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილმა პირმა, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულმა პირმა შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ა.ბ) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი პირების, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, გარდაცვალების მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ა1 ) „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვალების ფაქტი, ხოლო ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირის დამადასტურებებლი დოკუმენტი, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ა2 ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22–24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებებლი ცნობა. საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ბ) პროკურატურის მუშაკებზე 65 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ:
ბ.ა) პროკურატურის მუშაკზე შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ბ.ბ) პროკურატურის მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ, გარდაცვალების მოწმობა. ამასთან დამატებით შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
გ) პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრზე (ყოფილ წევრზე) კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პარლამენტის წევრობის (ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებმა უზენაესი საბჭოს წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 65 წლის ასაკის შესრულებამდე, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, ცნობა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ან ხელფასის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ:
გ.ა) პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრზე (ყოფილ წევრზე) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,, პარლამენტის წევრობის (ყოფილი წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, ცნობა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ან ხელფასის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
გ.ბ) პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
დ) პარლამენტის აპარატის მოხელეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი შრომის საერთო სტაჟისა და მისი პარლამენტში მინიმუმ 8-წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა, იგივე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის შესახებ;
ე) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, „დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უმაღლესი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ;
ვ) საერთო სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ, თუ მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის დაკავშირებული სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის გასვლასთან ან სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციასთან – საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი:
ვ.ა) საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ზ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი:
ზ.ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
თ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი:
თ.ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა. შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ი) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან (შემდგომში – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ;
კ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ლ) გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) კომპენსაციის დასანიშნად – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, უფლებამოსილების ვადის გასვლის (მოადგილისათვის – არანაკლებ 5 წლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ხანგრძლივობის) დამადასტურებელი დოკუმენტები, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის დროისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების შესახებ:
ლ.ა) გენერალურ აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ლ.ბ) გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) გარდაცვალების შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილისათვის კომპენსაციის დასანიშნად – კანონიერი წარმომადგენლის განცხადება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მეურვის ან მზრუნველის მომართვის შემთხვევაში – დამატებით, ამ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა.
3. ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია მაძიებელს/კომპენსაციის მიმღებს მოსთხოვოს დამატებით დოკუმენტის წარმოდგენა, რაც უკავშირდება კომპენსაციის დანიშვნა/გაცემის უფლებრივ საკითხს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
მუხლი 16. კომპენსაციის დანიშვნის ვადები🔗
1. კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე საკითხს სააგენტო განიხილავს, განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან, არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.
2. მარჩენალის გარდაცვლების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება (და ყველა საჭირო დოკუმენტი) სააგენტოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია დაინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
მუხლი 17. კომპენსაციის გაცემა🔗
1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის გაცემა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. მოქალაქეს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაციის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად.
2. მიმდინარე თვის კომპენსაციის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა – მომდევნო თვის ბოლომდე. აღნიშნული პერიოდი არის მაქსიმალურად დასაშვები ვადა სააგენტოსა და კომპენსაციის გამცემ საბანკო დაწესებულებას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე.
3. კომპენსაციის მიტანა ბინაზე ხორციელდება კომპენსაციის გამცემ საბანკო დაწესებულებაში მისი მიმღები პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, აღნიშნულის საჭიროების დასაბუთების მითითებით.
4. კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი კომპენსაციის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
ა) კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი კომპენსაციის თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით კომპენსაციის თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე;
ბ) მოთხოვნა, შეჩერებული კომპენსაციის განახლების შესახებ, კომპენსაციის მიმღები პირის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია კომპენსაციის მიმღები პირის სიცოცხლეში.
5. პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) კომპენსაციის თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
6. 2012 წლის 1 სექტემბრამდე კომპენსაციის მიმღები პირის მიერ მიუღებელი და შემდგომში მემკვიდრეზე გაცემული თანხები ჩაითვალოს ამ წესის მიხედვით გაცემულად.
7. გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომლებიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
მუხლი 18. კომპენსაციის გაცემის შეჩერება და განახლება🔗
1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის შეჩერების საფუძველია შემდეგი გარემოებები:
ა) პირის მიერ კომპენსაციის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც ამ პირის მიერ არ ხდება მისი კუთვნილი ანგარიშიდან თანხის მოძრაობა 6 თვის განმავლობაში. ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც შესაბამისი ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს შესაბამის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს კომპენსაციის გამცემი მომსახურე დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობა. სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა);
გ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა.
2. შეჩერებული კომპენსაცია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის შეჩერების დღიდან:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − კომპენსაციის მიმღები პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომპენსაციის მიმღები პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში:
ბ.ა) თუ სტატუსი მინიჭებულია წინა სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე;
ბ.ბ) თუ სტატუსი მინიჭებულია წინა სტატუსის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, არაუმეტეს 3 თვის ვადაში და არსებობს წინა სტატუსის მოქმედების ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი (საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნა). თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსი, მაშინ წარსული დროისათვის კომპენსაცია გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის წინა სტატუსის მიხედვით.
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას განცხადებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) წარდგენის შემდეგ.
3. კომპენსაციის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულება, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 3 მაისის ბრძანება №115/ნ-სსმIII, №51, 03.05.2010წ.; მუხ.754
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
მუხლი 19. კომპენსაციის შეწყვეტა🔗
1. კომპენსაცია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვისას;
დ) არასრულწლოვანი პირის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს კომპენსაციის შეჩერების ამ წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება;
ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება – კომპენსაციის შეჩერების დღიდან, ხოლო იმ პირების მიმართ, რომლებსაც ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეუჩერდათ კომპენსაცია – მისი შეჩერების დღიდან;
ზ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
თ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას, გარდა ამ წესის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა;
ი) კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალებისას;
კ) კომპენსაციის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც სააგენტოს ინფორმაციას აწვდის შეთანხმებული ფორმატით.
3. შეწყვეტილი კომპენსაციის ხელახალი დანიშვნა განხორციელდება კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების კომპეტენტურ ორგანოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამ შემთხვევაში კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს მასთან დაცული კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტები.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №306/ნ-სსმIII, №156, 06.11.2007წ.; მუხ.1729
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
მუხლი 20. (ამოღებულია - 15.07.2013, №01-28/ნ)🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №193/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.970
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
მუხლი 21. კომპენსაციის გადაანგარიშება🔗
1. კანონის თანახმად, განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობების გადაანგარიშება მოხდება შემდეგი სახით:
ა) კანონით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხების მაქსიმალური ოდენობების გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად, 2006 წლის 1 იანვრიდან;
ბ) თუ ხელახალი შემოწმების დროს პირი გადაყვანილია შესაძლებლობის შეზღუდვის სხვა კატეგორიაში, ამ შემთხვევაში კომპენსაციის გადაანგარიშება ახალი სტატუსის შესაბამისად მოხდება მომდევნო თვიდან.
2. კანონით დადგენილი კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი არ ვრცელდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით დანიშნულ ოდენობებზე.
3. კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშებას ექვემდებარება ამ წესის მე-7 მუხლით, 71 მუხლის მე–12 პუნქტით, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის.
4. კომპენსაციის გადაანგარიშება ავტომატურად განხორციელდება:
ა) პენსიის ოდენობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად;
ბ) მე–7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის 65 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 22. გარდამავალი დებულებები🔗
1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე, ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ კომპენსაციებზე ვრცელდება მხოლოდ შესაბამისი კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარი.
2. კანონის ამოქმედებამდე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, კერძოდ, შესაძლებლობის შეზღუდვის იმ მიზეზობრივი კავშირის დროს, როდესაც შესაძლებლობის შეზღუდვა არ არის დაკავშირებული სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულების დროს მიღებულ ტრამვასთან ან დაავადებასთან, მარჩენალდაკარგულის კომპენსაციის მიღებისას 14 წლის ასაკამდე შვილის მოვლისათვის, 18 წლის ასაკის ზემოთ სწავლის შემთხვევაში, გარდაცვლილი სამხედრო პენსიონერების მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები და, ასევე, ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები გაგრძელდეს ძველი კანონმდებლობით მისი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებისათვის ნებისმიერ ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, პირის მიერ ანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობა ჩაითვლება საერთო შრომის სტაჟად, ამასთან, საერთო შრომით სტაჟში ჩაითვლება სწავლის პერიოდი იმ შემთხვევაში, თუ პირი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე ეწეოდა შრომით საქმიანობას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი.
4. საერთო შრომითი სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება:
ა) შრომის წიგნაკი;
ბ) სამუშაო ადგილიდან გაცემული ცნობები, მოწმობები, შრომითი ხელშეკრულებები;
გ) იმ სისტემის ზემდგომ დაწესებულებათა ცნობები, რომელშიც მუშაობდა ესა თუ ის პირი;
დ) საარქივო დაწესებულებებიდან გაცემული ცნობები;
ე) შემოქმედებითი კავშირების გამგეობათა სამდივნოების და არასამთავრობი ორგანიზაციების დადგენილებები პირის სტაჟის დადასტურების შესახებ;
ვ) ცნობა სავალდებულო სამხედრო ან მასთან გათანაბრებულ სხვა სამსახურში ყოფნის პერიოდზე;
ზ) ცნობა დროებითი შრომისუუნარობის დროს შესაბამისი დახმარების მიღების შესახებ;
თ) ცნობა პირთა უსაფუძვლოდ დაპატიმრების და სისხლის სამართლის პასუხისგებაში უსაფუძვლოდ მიცემის პერიოდზე, ასევე ამ პირთა მიერ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდის იმ პერიოდზე, რომელიც აღემატება საქმის გადასინჯვის შედეგად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთის პერიოდს;
ი) დავის არსებობის შემთხვევაში, საკითხი წყდება სასამართლო წესით.
5. იმ პირებს, რომელთა კომპენსაციის ოდენობა აღემატება კანონის 28-ე მუხლით გადაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდებათ 2013 წლის 1 აპრილამდე დანიშნული კომპენსაცია კანონის 31–ე მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე. ამავდროულად, იმ პირებს, რომელთაც 2013 წლის 1 აპრილამდე შეჩერებული ჰქონდათ კომპენსაცია, კომპეტენტურ ორგანოში მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდებათ 2013 წლის 1 აპრილამდე არსებული წესით განსაზღვრული ოდენობით, ხოლო 2013 წლის 1 აპრილიდან გადაანგარიშებული ოდენობით.
6. (ამოღებულია - 15.07.2013, № 01-28/ნ).
7. (ამოღებულია - 10.09.2012, №01-62/ნ).
8. (ამოღებულია - 10.09.2012, №01-62/ნ).
9. ამ წესის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში არაუგვიანეს 2014 წლის 1 თებერვლამდე წარდგენის შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა განხორციელდება 2014 წლის 1 იანვრის პერიოდიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის ბრძანება №79/ნ-სსმIII, №49, 01.04.2008წ.; მუხ.577
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 15.07.2013წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 21.01.2014წ.
· დანართი №1
აკადემიური, სამეცნიერო და დამხმარე თანამდებობების ჩამონათვალი
(ამოღებულია - 07. 08.2012, №01-48/ნ)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №249/ნ-სსმIII, №129, 20.09.2006წ.; მუხ.1714
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“, №46/ნ, 10.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.008.155 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63028-16/