საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების წარმოების და რეგისტრაციის წესების დამტკიცების თობა

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.02.2006 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№148
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.008.207
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 27/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.008.207

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №148

2006 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების წარმოების და რეგისტრაციის წესების დამტკიცების თაობაზე

 საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის და 971 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების წარმოების და რეგისტრაციის წესი თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2 და №3).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №440-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.941

 

საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების წარმოების და რეგისტრაციის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს წესები შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 971 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და განსაზღვრავს საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების წარმოებისა და რეგისტრაციის პროცედურებს.

    მუხლი 2. საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები და მათი წარმოების წესი

1. პირებმა, რომლებიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) საქმიანობის ამ ნაწილში განხორციელებული ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დასაფიქსირებლად, საკონტროლო-სალარო აპარატის (შემდგომში – სსა) ნაცვლად შეიძლება გამოიყენონ ამ ბრძანებით დადგენილი წესით რეგისტრირებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები (შემდგომში – ჩგდ).

2. ჩგდ-ის გამოყენებისათვის აუცილებელია, რომ საქონლის/მომსახურების მიწოდების და ამ საქონლის/მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ადგილს წარმოადგენდეს მომხმარებლის ერთი და იგივე ტერიტორია. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე ხდება საგადასახადო ა/ფაქტურის გამოწერა, მიმწოდებელი თავისუფლდება როგორც სსა-ის გამოყენებისაგან, ასევე ჩგდ-ის გამოწერის ვალდებულებისაგან.

3. ჩგდ წარმოადგენს ტიპოგრაფიული წესით დაბეჭდილ საბუღალტრო აღრიცხვის პირველად დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლისგან ნაღდი ფულის მიღების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ. დღის განმავლობაში გამოწერილი ჩგდ-ების მიხედვით გამოიწერება ერთი შემოსავლის ორდერი, სადაც უნდა აისახოს ამ ჩგდ-ების მიხედვით მიღებული თანხების ჯამური მაჩვენებელი.

4. ჩეკთან გათანაბრებულად ჩაითვლება მხოლოდ ის დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ პირობას:

ა) ჩგდ-ის ბლანკი შეიცავს შემდეგი რეკვიზიტების ამსახველ გრაფებს:

ა.ა) დოკუმენტის ნომრის (სადაც ტიპოგრაფიული წესით ჩაბეჭდილია დოკუმენტისათვის განკუთვნილი ნომერი);

ა.ბ) დოკუმენტის შედგენის თარიღის;

ა.გ) გადასახადის გადამხდელის (სადაც ტიპოგრაფიული წესით ჩაბეჭდილია საქონლის მიმწოდებლის/მომსახურების გამწევის საიდენტიფიკაციო ნომერი, მისი იურიდიული მისამართი და საქონტაქტო ტელეფონების გრაფა);

ა.დ) მიწოდებული საქონლის/ გაწეული მომსახურების შინაარსის და ღირებულების ამსახველი;

ა.ე) საქონლის/მომსახურების მიმღების რეკვიზიტების (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საქონელი/მომსახურება მიეწოდება გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირს, მაშინ ბლანკზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი მისამართი, სახელი და გვარი ან/და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები);

ა.ვ) ფულის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით ჩგდ-ის ბლანკის ნიმუში უნდა იყოს რეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში;

გ) მომხმარებელზე ჩგდ-ს გაცემისას შევსებული უნდა იყოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ყველა რეკვიზიტის გრაფა.

5. დასაშვებია ჩგდ მოიცავდეს გადასახადის გადამხდელისათვის საჭირო სხვა დამატებით გრაფებსაც.

6. ჩგდ შეიძლება იყოს როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული თვითკოპირებადი ეგზემპლარების ფორმით (რომლის არანაკლებ ერთი პირი გადაეცემა მომხმარებელს), ასევე ერთი ფურცლის ფორმით, რომლის მოსახევი ნაწილი გადაეცემა მომხმარებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლით ჩგდ-ის ბლანკისათვის დადგენილი რეკვიზიტები უნდა იყოს განთავსებული როგორც გადასახადის გადამხდელთან, ასევე მომხმარებელთან დასატოვებელ ბლანკის ნაწილზე.

7. ჩგდ-ზე არ ვრცელდება მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

8. ჩგდ-ების წარმოება გულისხმობს ჩგდ-ების მიმოქცევასთან დაკავშირებული პროცესების აღრიცხვას. იგი მოიცავს:

ა) ტიპოგრაფიულ ან შესაბამისი საწარმოს მიერ ჩგდ-ის დაბეჭდვის/მოწოდების თაობაზე გაცემულ შესაბამის დოკუმენტებს, სადაც ასახული იქნება ჩგდ-ის რაოდენობა მათი ნუმერაციის დიაპაზონის მითითებით;

ბ) პასუხისმგებელი პირის განსაზღვრას, რომელიც კონტროლს გაუწევს ჩგდ-ების მიღებასთან, თანამშრომლებზე მათ გაცემასთან/დაბრუნებასთან დაკავშირებული პროცესების (გაცემის თარიღი, რაოდენობა, ნუმერაციის დიაპაზონი) და შევსებული ჩგდ-ების აღრიცხვას;

გ) გადასახადის გადამხდელის მიერ იმ თანამშრომლების განსაზღვრას, რომლებსაც ექნებათ ჩგდ-ების გაცემის უფლებამოსილება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №440-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.941

    მუხლი 3. საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის წესი

1. პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) ჩგდ-ის რეგისტრაციის მიზნით განცხადებით მიმართავს იმ საგადასახადო ორგანოს, სადაც იგი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე (დანართი №1).

2. განცხადებაში უნდა აღინიშნოს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება (საქონლის მიმწოდებლის/მომსახურების გამწევის) საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) იურიდიული მისამართი;

გ) მითითება, რომ იგი აპირებს განახორციელოს საქონლის/მომსახურების მიწოდება და ნაღდი ფულის მიღება მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) ჩგდ-ის მეშვეობით;

დ) (ამოღებულია);

ე) დასარეგისტრირებელი დოკუმენტის რაოდენობა (ნომრების დიაპაზონი) და მათი გახარჯვის სავარაუდო პერიოდი.

3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ჩგდ-ის ნიმუშის ასლი და ტიპოგრაფიული ან შესაბამისი საწარმოს მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ჩგდ-ების მოწოდების თაობაზე (შესაბამისი რაოდენობის და ნუმერაციის დიაპაზონის მითითებით) გაცემული დოკუმენტის ასლი.

4. საგადასახადო ორგანო:

ა) განცხადების და ჩგდ-ის ნიმუშის ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, განცხადებას და ჩგდ-ის სარეგისტრაციო მონაცემებს (დანართი №2) ატარებს მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში. აღნიშნული ინფორმაცია მონაცემთა ერთიანი კომპიუტერული ბაზიდან შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ ყოველწლიურად (არა უგვიანეს მომდევნო წლის ხუთი იანვრისა) უნდა იქნეს ამობეჭდილი, ზონარგაყრილი და დამოწმებული შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ბეჭდით, შემდგომში არქივში შენახვის მიზნით;

ბ) განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში განმცხადებელზე გასცემს ცნობას ჩგდ-ის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის შესახებ (დანართი №3), რომელიც წარმოადგენს ჩგდ-ების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ) იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ჩგდ არ რეგისტრირდება და გადასახადის გადამხდელს 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობებს შესაბამისი ხარვეზების თაობაზე, რომლის გამოსწორების გარეშე არ მოხდება ჩგდ-ების რეგისტრაცია საგადასახადო ორგანოში.

5. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №440-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.941

 

 

 

 

 

დანართი №1

----------------------------------------------

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

------------------------------------------------------------

(გადასახადის გადამხდელის (საქონლის მიმწოდებლის/მომსახურების

გამწევის დასახელება, სამართლებრივი ფორმა))

   ----------------------------------------------------

(საიდენტიფიკაციო ნომერი და იურიდიული მისამართი)

----------------------------------

 (საკონტაქტო ტელეფონის ნომერი)

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

№-----------------

 

ვაპირებთ მოვახდინოთ საქონლის/მომსახურების მიწოდება და ნაღდი ფულის მიღება მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში/ორგანიზაციებში/საწარმოებში) ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მეშვებით.

გთხოვთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოთ საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების რეგისტრაცია --------------------- ცალის ოდენობით, რომელთა სავარაუდო გახარჯვის პერიოდია --------------------------- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების სერია/ნომერი --------------- დან----------------მდე.

------------------------------------

(გადასახადის გადამხდელის, ან

წარმომადგენლის ხელმოწერა)

-----------------------------

(რიცხვი, თვე, წელი)

განცხადებასთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტები:

1. ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის ნიმუშის ასლი;

2. ტიპოგრაფიული ან შესაბამისი საწარმოს მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ჩგდ-ების მიწოდების თაობაზე (შესაბამისი რაოდენობისა და ნუმერაციის დიაპაზონის მითითებით) გაცემული დოკუმენტის ასლი.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №440-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.941

 


დანართი №2

საგადასახადო ორგანოში საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების

სარეგისტრაციო მონაცემები

№

საიდენტი-ფიკაციო ნომერი

გადასახადის გადამხდელის დასახელება

მისამარ-თი

განცხადე-ბის მიღების თარიღი

განცხადე-ბის ნომერი

ცნობის გაცემის თარიღი

ცნობის გაცემის ნომერი

ჩგდ-ის დიაპაზო-ნის საწყისი ნომერი

ჩგდ-ის დიაპაზო-ნის ბოლო ნომერი

ჩგდ-ის გახარჯვის სავარაუდო პერიოდი

სტატუსი

შესაბამისი საგადასა-ხადო ორგანოს დასახელება

რეგისტრა-ციაზე პასუხისმგე-ბელი პირი

შენიშ-ვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №440-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.941

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

დანართი №3

ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების საგადასახადო

ორგანოში რეგისტრაციის შესახებ 

ც ნ ო ბ ა

№-----------------------

-------------------------------------------------------------------------

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

-----------------------------------------

(საიდენტიფიკაციო ნომერი)

--------------------------------------------------------------------------------------

(გადასახადის გადამხდელის დასახელება)

-------------------------------------------------------------------------------------

(იურიდიული მისამართი)

ცნობა გაიცა მასზედ, რომ მან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინა საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების რეგისტრაცია.

დარეგისტრირებული დოკუმენტების რაოდენობა (ნომრების დიაპაზონი)

შეადგენს №----------დან №----------მდე

                                                                   --------------------------------------------

(რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი

პირის ხელმოწერა)

   -------------------------------

(რიცხვი, თვე, წელი)

ბ.ა.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №440-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.941

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების წარმოების და რეგისტრაციის წესების დამტკიცების თობა“, №148, 27.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.008.207 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63214-1/