„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.12.2024 ბოლო ცვლილება 12.02.2025
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016409
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №32

2024 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

+
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 06/08/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016268) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულებაში შევიდეს ცვლილება და დებულების:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება უფლებამოსილების ფარგლებში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრთა (შემდგომში – აფხაზეთის მოსახლეობა) მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა მათი საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აფხაზეთის მოსახლეობის, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სათანადო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების და საქმიანობის კოორდინაცია/ზედამხედველობა;“.

3. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აფხაზეთის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პროგრამების/პროექტების განხორციელება და მართვა;“.

4. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის   „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, მოადგილეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს;“.

5. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის   „ზ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარდგინებით ამტკიცებს მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;“.

6. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აფხაზეთის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სათანადო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების და საქმიანობის კოორდინაცია/ზედამხედველობა;“.

+
მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა  ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტისა, ამოქმედდეს 2025 წლის 14 თებერვლიდან.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №32, 11.12.2024, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016409 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6328773-1/