„ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.03.2006 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№258
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.008.320
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 44, 01/04/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.320

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №258

2006 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის და 97​1 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად.

 მუხლი 2. საგადასახადო ორგანოებმა ამ ბრძანებით გათვალისწინებული მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ლუქების გამოყენება დაიწყონ 2006 წლის 1 მაისიდან და 2008 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ამ ბრძანებით დადგენილი წესით დალუქვა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №966-სსმIII, №109, 16.08.2006წ.; მუხ.1500

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის ბრძანება №61-სსმIII, №14, 01.02.2007წ.; მუხ.154

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 ივნისის ბრძანება №752-სსმIII, №92, 29.06.2007წ.; მუხ.991

 მუხლი 3. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №1076-სსმIII, №135, 27.09.2007წ.; მუხ.1474

    საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №864-სსმIII, №152, 22.11.2010წ; მუხ.2162

 მუხლი 4. საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები ლუქის გარეშე მუშაობისათვის გავრცელდეს მხოლოდ იმ გადამხდელთა მიმართ, რომლებმაც აღნიშნული სამართალდარღვევა ჩაიდინეს ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის შემდეგ.

 მუხლი 5. გადასახადის გადამხდელის მხრიდან ამ ინსტრუქციით დადგენილი წესების დაცვის შესრულებაზე კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება აქვთ როგორც ლუქის დამდებ, ასევე იმ საგადასახადო ორგანოს, სადაც გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.

 მუხლი 6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №966-სსმIII, №109, 16.08.2006წ; მუხ.1500

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის ბრძანება №61-სსმIII, №14, 01.02.2007წ; მუხ.154

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 ივნისის ბრძანება №752-სსმIII, №92, 29.06.2007წ; მუხ.991

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №1076-სსმIII, №135, 27.09.2007წ; მუხ.1474

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №256-სსმIII, №51, 28.04.2009წ; მუხ.588

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №864-სსმIII, №152, 22.11.2010წ; მუხ.2162

 

ინსტრუქცია

ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ინსტრუქცია შემუშავებულია საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის და 97​1 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და განსაზღვრავს ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესებს.

2. ავტოგასამართი სადგურების მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველების მექანიზმების მეტროლოგიურ დამოწმებას ახორციელებს სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (შემდგომში _ სააგენტო) ან აკრედიტებული პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

    მუხლი 2. ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესი

1. ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების პირველად დალუქვას და ყოველ ხელახალ დალუქვას ახორციელებენ სსიპ – შემოსავლების სამსახურის იმ რეგიონული ცენტრის (შემდგომში – რეგიონული ცენტრი) უფროსის/მოადგილის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზეც განთავსებულია ავტოგასამართი სადგური. ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ლუქების მიმოქცევასთან დაკავშირებულ პროცესებზე მართვის და ზედამხედველობის განხორციელების პროცედურები, რისთვისაც რეგიონულ ცენტრებში უნდა გაიხსნას შესაბამისი ჟურნალები ელექტრონული ვერსიით ან ქაღალდური სახით.

2. მრიცხველი და მადოზირებელი მექანიზმების დალუქვას რეგიონული ცენტრი განახორციელებს აღნიშნული მექანიზმების მეტროლოგიური დამოწმების ჩატარების შემდეგ.

3. მრიცხველი და მადოზირებელი მექანიზმების დალუქვა ხორციელდება ტყვიის პლომბით და კანაფის 0,7-0,9 მმ-იანი ძაფით (შესაძლებელია კანაფის ძაფის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს გოფრირებული მავთული ან ძუა), მეტროლოგიური დამოწმების შემდეგ მათზე დადებულ დამღებზე ზემოდან საგადასახადო ორგანოს ლუქის დადების გზით დანართი №1-ით განსაზღვრული ნახაზის სქემის მიხედვით.

4. სააგენტო საგადასახადო ორგანოს უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე ავტოგასამართი სადგურების მარიგებელი სვეტების მეტროლოგიური დამოწმებისათვის გამოყენებული დამღების ანაბეჭდებისა და მოწმობების ნიმუშებით.

5. საგადასახადო ორგანოს მიერ დალუქვას ექვემდებარება ავტოგასამართ სადგურში არსებული ყველა მარეგულირებელი სვეტი, მიუხედავად იმისა, გამოიყენება თუ არა ეს სვეტი საწვავის მისაწოდებლად.

6. ავტოგასამართ სადგურებში მარეგულირებელი სვეტების საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ყოველი შემდგომი დალუქვის ან ლუქის მოხსნის დროს ფორმდება აქტი დანართი №2-ის მიხედვით.

7. აქტი დგება ორ ეგემპლარად, რომლებზეც ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი და გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრული პირი, რომელსაც გადაეცემა აქტის ერთი ეგზემპლარი.

8. ავტოგასამართ სადგურში არსებულ მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე საგადასახადო ორგანოს ლუქის არქონა (მ.შ. ლუქის მთლიანობის დარღვევა, თუ გადამხდელმა ამ მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით არ შეატყობინა შესაბამის საგადასახადო ორგანოს აღნიშნულის შესახებ), განიხილება საგადასახადო სამართალდარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით დადგენილი წესით.

9. გადასახადის გადამხდელს უნდა განემარტოს, რომ საგადასახადო ორგანოს ლუქის გარეშე მუშაობა ითვლება საგადასახადო სამართალდარღვევად.

10. მარიგებელი სვეტის დაზიანების შემთხვევაში, თუ მისი შეკეთება მოითხოვს მადოზირებელ და/ან მრიცხველ მექანიზმებზე საგადასახადო და მეტროლოტიური დამოწმების ორგანოების მიერ დადებული ლუქის მოხსნას (მ.შ. მათი შეკეთების ან შეცვლის მიზნით) ან იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელმა აღმოაჩინა ლუქის დაზიანების ფაქტი, იგი ვალდებულია დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს საწვავის მიწოდება. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით უნდა ეცნობოს ლუქის დამდებ საგადასახადო და მეტროლოგიური დამოწმების ორგანოებს, რომლებიც ხსნიან თავის დადებულ ლუქებს და გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის შემდგომ დადგენილი წესით ახდენენ მექანიზმების ხელახალ დალუქვას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №966-სსმIII, №109, 16.08.2006წ.; მუხ.1500

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №256-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.588

    საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №864-სსმIII, №152, 22.11.2010წ; მუხ.2162

 

 

 

 

დანართი №2

შემოსავლების სამსახური

აქტი №

ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელ და მრიცხველ

მექანიზმებზე ლუქის დადების/ახსნის შესახებ

____________________________   ____________________________   ____________________________

 (აქტის შედგენის ადგილი)                                  (რიცხვი, თვე, წელი)                                   (საათი, წუთი)

 

_______________________________________________________________________________________

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

___________________________________განვახორციელე_____________________________________

(რეგიონული ცენტრის უფლებამოსილი პირის                                  (გადასახადის გადამხდელის დასახელება/

თანამდებობა, სახელი, გვარი)                                                                  სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/

                                                                                                                                                              პირადი ნომერი)

 

კუთვნილ __________________________________________ მდებარე ავტოგასამართ სადგურში

 (ავტოგასამართი სადგურის მისამართი)

 

მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე ლუქის _______ გადასახადის გადამხდელის ან/და

                                                                                (დადება/ახსნა)

 

მისი წარმომადგენლის ________________________________________________ თანდასწრებით.

 (სახელი და გვარი, პირადი ნომერი)

 

დადებული /ახსნილი ლუქების რაოდენობა:

ა) მრიცხველზე: ---------------------------------------------------------------------------------------------

ბ) მადოზირებელ მექანიზმზე: ----------------------------------------------------------------------------

დადებული /ახსნილი ლუქების ნომრები:

ა) მრიცხველზე: --------------------------------------------------------------------------------------------

ბ) მადოზირებელ მექანიზმზე: ---------------------------------------------------------------------------

მარიგებელი სვეტის მრიცხველის ჩვენება (ლუქის დადების/ახსნის დროს) -----------------------

 

გადასახადის გადამხდელს განემარტა, რომ ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების საგადასახადო ორგანოს ლუქების გარეშე ან დაზიანებული ლუქით საქმიანობა, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

აქტი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მის სისწორეს ვადასტურებთ ხელმოწერით:

 

რეგიონული ცენტრის უფლებამოსილი პირი:            _________________

                            (ხელმოწერა)

 

გადასახადის გადამხდელი ან/და მისი წარმომადგენელი:                _________________

     (ხელმოწერა)

 

შენიშვნა:_________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №256-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.588  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №864-სსმIII, №152, 22.11.2010წ; მუხ.2162

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ, №258, 28.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.320 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63676-6/