საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
| საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის:
ა) ტექნიკური მახასიათებლები (დანართი №1); ბ) ფორმები (დანართები №2.1–№2.4). |
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ. |
3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული, ამ ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტით დამტკიცებული მოწმობების ფორმების შესაბამისი მოწმობები მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ. |
31. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, ამ ბრძანების შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტით დამტკიცებული მოწმობების ფორმების შესაბამისი მოწმობები, ამ ბრძანებით დამტკიცებული მოწმობების ფორმების შესაბამისი მოწმობების ფორმების ამოქმედების შემდეგ, ამ ბრძანების 32 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით შესაძლებელია გაიცეს არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა და მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

32. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტით დამტკიცებული შესაბამისი მოწმობების კანონმდებლობის შესაბამისად გაცემის დროებითი წესის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი მოწმობების გაცემის კრიტერიუმები, გასაცემი მოწმობის სახე და სხვა ორგანიზაციული საკითხები.

4.
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განახორციელოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოწმობების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებები. |
5. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი – 32 პუნქტებისა და ბრძანებით დამტკიცებული დანართებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ. |
6. ამ ბრძანების პირველი – 32 პუნქტები და ბრძანებით დამტკიცებული დანართები:
ა) დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების ნაწილში ამოქმედდეს 2025 წლის 6 ოქტომბრიდან; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმის ნაწილში ამოქმედდეს 2025 წლის 3 ნოემბრიდან; გ) დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმის ნაწილში ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1075 - ვებგვერდი, 31.05.2025 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ. |
|
დანართი №1
|
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები
|
მუხლი 1. მოწმობის მასალა, სტრუქტურა, ფორმატი და მასზე სახელმწიფო სიმბოლოების გამოსახვა
1. საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა (შემდგომ – მოწმობა) დამზადებული უნდა იყოს 100% პოლიკარბონატისგან, მრავალშრიანი ტექნოლოგიით, ბარათის ფირფიტის გამოყენებით. დასაშვებია შეზღუდული რაოდენობით გამოყენებულ იქნეს სხვა მასალები (მაგალითად, მეტალის ანტენა), იმავდროულად დელამინაციის რისკების აღმოფხვრით – პოლიკარბონატის შრეებს უნდა ჰქონდეს საკმარისი ურთიერთკავშირი ლამინირების დროს შეერთების/შედნობისთვის. 2. დამზადების პროცესში პოლიკარბონატის ფენების შეერთება (ლამინირება) ხორციელდება მხოლოდ მაღალი ტემპერატურისა და წნევის გამოყენებით (დაუშვებელია სხვა, დამატებითი ასაკინძი/შემაერთებელი ელემენტის გამოყენება). 3. სტრუქტურა უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტის გამძლეობასა და ელექტრონული კომპონენტის დაცულობას მთლიანი სავარაუდო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (10 წელი პერსონალიზაციის დღიდან), იყოს მდგრადი ფიზიკური და ქიმიური დეკომპოზიციის მიმართ, აგრეთვე ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად ინტეგრირებული დამცავი ნიშნების განმეორებით გამოყენებისადმი. 4. მოწმობის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს ISO/IEC 7810 სტანდარტს: ISO/IEC 7810 standard identification cards – Physical characteristics (საიდენტიფიკაციო ბარათები – ფიზიკური მახასიათებლები). ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება ნომინალური ზომები ID-1 ზომის ბარათისთვის: სიგანე: 85,60 მმ (85,47 მმ – 85,72 მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00 მმ (53,92 მმ – 54,03 მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80 მმ (0,76 მმ – 0,84 მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18 მმ (2,88 მმ – 3,48 მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08 მმ-ს მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან. 5. მოწმობის (eMRTD) ნიშანი და შესაბამისი მანქანაკითხვადი ველი (MRZ) მოწმობაზე დაიტანება ICAO 9303 სტანდარტის შესაბამისად. 6. მოწმობაზე დაიტანება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, ერთ ფერში და საქართველოს სახელმწიფო დროშა. 7. მოწმობაზე დაიტანება დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდებები ინიციალებით, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სემგს) რეგისტრაციის ნომერი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1075 - ვებგვერდი, 31.05.2025 წ.
მუხლი 2. უსაფრთხოების მახასიათებლები მოწმობა შეიცავს უსაფრთხოების შემდეგ მახასიათებლებს: ა) დამზადების პროცესში მოწმობის ზედაპირში უნდა ჩაშენდეს პოზიტიური, ნეგატიური და მქრქალი რელიეფი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მოწმობის ფორმას (დანართები №2.1–№2.4) და რამდენიმე მათგანი კვეთდეს ფოტოსურათის არეს; ბ) მოწმობის სტრუქტურა უნდა იძლეოდეს პოზიტიური (ტაქტილური) რელიეფის მიღების საშუალებას ლაზერული გრავირების ელემენტებისათვის; გ) მოწმობის ფონი (წინა და უკანა მხარეზე) უნდა დაიბეჭდოს უსაფრთხო ტექნოლოგიით; დ) მოწმობის ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ რთული იყოს ფონური გამოსახულების დაშლა (მაგალითად, ობიექტის დანაწევრება პატარა კომპონენტებად) გაყალბების მიზნით და მანიპულაციები ადვილად აღმოსაჩენი იყოს; ე) მოწმობის პოლიკარბონატის ფენები უნდა დამზადდეს მასალისგან, რომელიც არ რეაგირებს ულტრაიისფერ ნათებაზე (UV dull); ვ) პოზიტიურ და ნეგატიურ მრავალფერიან დაბეჭდილ უსაფრთხოების ხაზებს/ორნამენტებს (გილიოში) უნიკალური გადაკვეთების კონტურებითა და გეომეტრიით; ზ) ცისარტყელისებურ ბეჭდვას არანაკლებ ორი ფერის გადასვლით; თ ) პოზიტიურ და ნეგატიურ მიკროტექსტს; ი) ხელოვნურ ორთოგრაფიულ შეცდომებს; კ) ასლის გადაღების საწინააღმდეგო დამცავ ნიშნებს; ლ) დიფრაქციულ ოპტიკურად ცვლად გამოსახულების გარდამქმნელს (DOVID – Diffractive optically variable image device), რომელიც შეიცავს პირველი, მე-2 და მე-3 დონის დამცავ ნიშნებს და არ მდებარეობს მოწმობის ზედა ფენაზე, მაგრამ იცავს დოკუმენტის მფლობელის პირველად ფოტოსურათს; მ) ოპტიკურად ცვლადი მელნით (OVI – Optically Variable Ink) დატანილ დამცავ ნიშანს, რომელიც რეაგირებს ულტრაიისფერ ნათებაზე (UV); ნ) ოპტიკურად ცვალებად საიდენტიფიკაციო ელემენტს (Fuse ID), რომელიც დაიტანება მოწმობის უკანა მხარეს და იცავს არანაკლებ დოკუმენტის მფლობელის ძირითად ფოტოსურათს მოწმობის უკანა მხრიდან შეტევისაგან; ო) ჰოლოგრაფიულ ძაფს ოპტიკურად ცვალებადი ელემენტებით/ორნამენტებით; პ) ოპტიკურად ცვალებად მრავალჯერად ლაზერულ გამოსახულებას (MLI – Multiple Laser Image); ჟ) ოპტიკურად ცვალებად საიდენტიფიკაციო ელემენტს (Magic ID); რ) ოპტიკურად ცვალებად მრავალფეროვან მოწყობილობას (MCD – Multi Color Device); ს) ოპტიკურად ცვალებად იდენტიფიკატორს (ID Optics); ტ) მოწმობის ბლანკის ფონზე (წინა და უკანა მხარეს) ულტრაიისფერ სპექტრში შესრულებულ ფლუორესცენტულ ნაბეჭდს, რომლის მელანი არ არის ხილვადი ჩვეულებრივი განათების პირობებში. მოწმობა (წინა და უკანა მხარეს) უნდა შეიცავდეს ყველა ჩამოთვლილ ელემენტს, ხოლო ერთი და იმავე კატეგორიის რომელიმე ელემენტი/ელემენტები უნდა მეორდებოდეს ორივე გვერდზე, კერძოდ: ტ.ა) მრავალფერიან ნაბეჭდ უსაფრთხოების ხაზებს/ორნამენტებს (გილიოში) ან/და ნატიფი ხაზებით მოხატულობას, რაც შეძლებისდაგვარად გაართულებს ორიგინალი სურათის მიმსგავსებას და აღწარმოებას; ტ.ბ) ულტრაიისფერი ფლუორესცენტული მელნით შესრულებულ ცისარტყელისებურ ნაბეჭდს, რითაც ულტრაიისფერი ნათების ქვეშ გამოსახულება და ტექსტი ხდება ხილვადი სხვადასხვა ფერში; ტ.გ) მაღალი გარჩევადობის სურათს (True UV) ულტრაიისფერი მრავალფერიანი ფლუორესცენტული მელნის გამოყენებით; ტ.დ) სხვადასხვა რეაგირებას ულტრაიისფერი ნათების სპექტრული პარამეტრების (ტალღის სიგრძის) ცვალებადობისას (UV Bi-Fluor); უ) ცვალებად უსაფრთხო მელნებს: უ.ა) ცვალებადი ფერის მელანი, ორ ფერში: მწვანე და ლურჯი (OVI); უ.ბ) ცვალებადი ფერის მელანი – საიდენტიფიკაციო ელემენტი (Fuse ID); უ.გ) ინფრაწითელ ნათებაზე რეაგირებადი (მშთანთქავი და გამჭვირვალე) მელანი; ფ) ოპტიკურად ცვალებად მოწყობილობას, – კინეგრამს, რომლის ზომაა 22X22 მმ და მასზე სრული სახით არის გამოსახული საქართველოს სახელმწიფო გერბი. კინეგრამი, რომელზეც მიკრო- და ნანოტექსტებია დატანილი, 900 ბრუნვის დროს უნდა იცვლიდეს შეფერილობას (წითელი და მწვანე); ქ) ინტეგრირებულ მე-4 დონის დამცავ ერთ ნიშანს, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც კონფიდენციალური. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1075 - ვებგვერდი, 31.05.2025 წ.
მუხლი 3. მოწმობის ინდივიდუალური ნომრის სპეციფიკაცია 1. დოკუმენტის ნომერი დატანილია მოწმობის ბლანკის წინა მხარეს. 2. მოწმობის ინდივიდუალური ნომერი შეიცავს 9 სიმბოლოს და გრავირებულია (ამოტვიფრულია) „OCR-B“ 2 მმ ზომის შრიფტით. 3. პირადობის ელექტრონული მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია: 00AA00001. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების ნებისმიერ ცვლად კომბინაციას, გარდა კომბინაციებისა – PR, TR, RT და TI, ხოლო შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა – 666XX, X666X, XX666. 4. დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია: 00TR00001/00RT00001. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების მხოლოდ ორ კომბინაციას – TR და – RT, ხოლო შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა − 666XX, X666X, XX666. 5. მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია: 00PR00001. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების მხოლოდ კომბინაციას - PR, ხოლო შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა − 666XX, X666X, XX666. 6. დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია: 00TI00001. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების მხოლოდ კომბინაციას - TI, შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა − 666XX, X666X, XX666. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1075 - ვებგვერდი, 31.05.2025 წ.
მუხლი 4. მიკროსქემა 1. მოწმობა უნდა შეიცავდეს ჩაშენებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ჩაშენებულ მიკროსქემაზე მუშაობს), ხოლო მიკროსქემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს 2 − კონტაქტური და უკონტაქტო − ინტერფეისით. 2. მიკროსქემის მოდული და ანტენა ინტეგრირებული უნდა იყოს ბლანკში ისე, რომ ზედა ფენებში არ წარმოიქმნას ნაპრალები დოკუმენტის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, არ მოახდინოს გავლენა სხვა ინტეგრირებულ დამცავ ნიშნებზე და არ დაზიანდეს ოპტიკური პერსონალიზაციის პროცესში. 3. მიკროსქემის კონტაქტური ფირფიტა სათანადოდ უნდა იყოს დაცული კოროზიის, ცვეთისა და მიკროსქემასთან კავშირის დაკარგვისგან მოწმობის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (პერსონალიზაციიდან 10 წლის განმავლობაში), მოწმობის დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში. 4. მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობას – ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 5. მიკროსქემა სერტიფიცირებული უნდა იყოს საერთო კრიტერიუმების შესაბამისად, არანაკლებ EAL 6+ დონეზე, BSI-CC-PP-0084-2014 ან ეკვივალენტური უსაფრთხოების პროფილის გამოყენებით. 6. მიკროსქემის კონტაქტური ინტერფეისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) მიკროსქემა ISO/IEC 7816-ის შესაბამისად უნდა შეიცავდეს არანაკლებ კონტაქტური ინტერფეისით წვდომად პროცესორს/თანაპროცესორს და FLASH მეხსიერებას. მეხსიერება საკმარისი უნდა იყოს აუცილებელი აპლიკაციების, პერსონალიზაციისთვის საჭირო და მომავალში გაფართოების შემთხვევაში დამატებითი მონაცემების შესანახად. მიკროსქემამ უნდა გაუძლოს 10-წლიან პროგრამულ სასიცოცხლო ციკლს და მუშაობას. მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს როგორც T=0, ისე T=1 ტრანსმისიის პროტოკოლს; ბ) მიკროსქემა აღჭურვილი უნდა იყოს სიმეტრიული და ასიმეტრიული კრიპტოგრაფიული თანაპროცესორებით, რომლებითაც მხარდაჭერილია შემდეგი ალგორითმები: ბ.ა) RSA; ბ.ბ) ECC; ბ.გ) AES. 7. მიკროსქემის უკონტაქტო ინტერფეისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) მიკროსქემა, ISO/IEC 14443 თანახმად, უნდა შეიცავდეს არანაკლებ RF ანტენით წვდომად პროცესორს/თანაპროცესორს და FLASH მეხსიერებას. უკონტაქტო ინტერფეისის მოქმედების მანძილი უნდა იყოს 10 სმ-მდე, ხოლო სიხშირე – 13.56 MHZ; ბ) მიკროსქემა კრიპტოგრაფიული მექანიზმების დაცვით, სხვადასხვა გასაღების გამოყენებით უნდა იძლეოდეს საშუალებას სხვადასხვა უფლებაზე (კითხვა, ჩაწერა); გ) მიკროსქემა უნდა იძლეოდეს თითოეული ელექტრონული მოწყობისათვის დინამიკური დაკავშირების (dynamic binding) გამოყენების საშუალებას; დ) მიკროსქემას უნდა შეეძლოს მონაცემთა მიმოცვლა არანაკლებ 424 კბ/წმ სიჩქარით უკონტაქტო რეჟიმში; ე) მეხსიერება საკმარისი უნდა იყოს აუცილებელი აპლიკაციების, პერსონალიზაციისთვის საჭირო და მომავალში გაფართოების შემთხვევაში დამატებითი მონაცემების შესანახად. 8. მოწმობისათვის ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს JavaCard ოპერაციულ სისტემაზე დაფუძნებული და უნდა შეიცავდეს არანაკლებ ორ სერტიფიცირებულ აპლეტს, სადაც eMRTD (electronic machine-readable travel document აპლიკაცია) და IAS (identification, authentication, signature აპლიკაცია) შეიძლება იყოს გაერთიანებული ერთ აპლეტში. 9. ოპერაციული სისტემა, რომელიც იყენებს JavaCard პლატფორმას, სერტიფიცირებული უნდა იყოს საერთო კრიტერიუმების შესაბამისად, არანაკლებ EAL 5+ დონეზე, Java Card Protection Profile – Open Configuration-ის (ან ეკვივალენტური პროფილის) გამოყენებით, რაც საშუალებას იძლევა, ელექტრონულ კომპონენტში დამატებითი აპლიკაციები მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ისე დაინსტალირდეს, რომ არ მოახდინოს გავლენა მისი ძირითადი აპლიკაციების ფუნქციონალზე, უსაფრთხოებასა და შესაბამის სერტიფიცირებაზე. 10. მიკროსქემის ოპერაციული სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს: ა) Java Card 3.0.4. CE ან უფრო ახალი (ან მისი ეკვივალენტური) ვერსია; ბ) Global Platform 2.2.1 ან უფრო ახალი (ან მისი ეკვივალენტური) ვერსია; გ) ელექტრონული კომპონენტის ოპერაციული სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს SCP03 დაცული არხის პროტოკოლების მხარდაჭერას. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეკვივალენტობა გულისხმობს მიკროსქემის ოპერაციული სისტემის შესაბამისი სტანდარტის საჯაროდ ცნობილი ფუნქციონალის გამოყენების სრულ ურთიერთთავსებადობას ეკვივალენტურ ვერსიასთან.
მუხლი 5. ტექნიკური სპეციფიკაცია – ანტენა და მიკროსქემა 1. ანტენის სიხშირეა 13.56 MHz (ISO 14443-ის თანახმად). 2. გამოყენებული მიკროსქემა უნდა იყოს SLC37GDA512.
მუხლი 6. მოწმობის რეკვიზიტები 1. მოწმობა უნდა შეიცავდეს: ა) სახელს; ბ) გვარს; გ) სქესს; დ) მოქალაქეობას; ე) დაბადების თარიღს; ვ) დაბადების ადგილს; ზ) პირად ნომერს; თ) ფოტოსურათს; ი) პირადი ხელმოწერის ნიმუშს; კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; ლ) მოწმობის გაცემის თარიღს; მ) მოწმობის მოქმედების ვადას; ნ) სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც განკუთვნილია მოწმობის ან/და მასზე დატანილი (ჩაწერილი) მონაცემების ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისათვის; ო) (ამოღებულია - 30.05.25, №1075); პ) მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number); ჟ) QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია; რ) მფლობელის თითის ანაბეჭდს. 2. საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი შესაძლოა შეიცავდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემებს, ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, ასევე, ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემებს, ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, რომლებიც დაიტანება (ჩაიწერება) მხოლოდ მფლობელის მოთხოვნით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტების გრაფების სახელწოდება მოწმობაზე დაიტანება მისი პერსონალიზაციის დროს. გრაფები მოწმობაზე დაიტანება ერთგვაროვნად, ქართულ (გარდა მოწმობის წვდომის კოდისა (CAN – Card Access Number)) და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO 9303) სტანდარტის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1075 - ვებგვერდი, 31.05.2025 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ. |
2
+
საქართველოს იუსტიციის მინისტრისბრძანება №1064
2025 წლის 10 მარტი ქ. თბილისი| საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის: ა) ტექნიკური მახასიათებლები (დანართი №1); ბ) ფორმები (დანართები №2.1–№2.4). |
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანება;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ.
ბ) „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 15 ნოემბრის №52 ბრძანება.
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით დამტკიცებული მოწმობების ფორმების ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული შესაბამისი მოწმობები მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ.
31. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, ამ ბრძანების შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტით დამტკიცებული მოწმობების ფორმების შესაბამისი მოწმობები, ამ ბრძანებით დამტკიცებული მოწმობების ფორმების შესაბამისი მოწმობების ფორმების ამოქმედების შემდეგ, ამ ბრძანების 32 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით შესაძლებელია გაიცეს არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა და მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ.
32. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტით დამტკიცებული შესაბამისი მოწმობების კანონმდებლობის შესაბამისად გაცემის დროებითი წესის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი მოწმობების გაცემის კრიტერიუმები, გასაცემი მოწმობის სახე და სხვა ორგანიზაციული საკითხები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ.
4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განახორციელოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოწმობების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებები.
5. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი–მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. ამ ბრძანების პირველი–მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
5. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი – 32 პუნქტებისა და ბრძანებით დამტკიცებული დანართებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ.
6. ამ ბრძანების პირველი – 32 პუნქტები და ბრძანებით დამტკიცებული დანართები:
ა) დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების ნაწილში ამოქმედდეს 2025 წლის 6 ოქტომბრიდან;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმის ნაწილში ამოქმედდეს 2025 წლის 3 ნოემბრიდან;
გ) დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმის ნაწილში ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1075 - ვებგვერდი, 31.05.2025 წ.

დანართი №1 საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები მუხლი 1. მოწმობის მასალა, სტრუქტურა, ფორმატი და მასზე სახელმწიფო სიმბოლოების გამოსახვა1. საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა (შემდგომ – მოწმობა) დამზადებული უნდა იყოს 100% პოლიკარბონატისგან, მრავალშრიანი ტექნოლოგიით, ბარათის ფირფიტის გამოყენებით. დასაშვებია შეზღუდული რაოდენობით გამოყენებულ იქნეს სხვა მასალები (მაგალითად, მეტალის ანტენა), იმავდროულად დელამინაციის რისკების აღმოფხვრით – პოლიკარბონატის შრეებს უნდა ჰქონდეს საკმარისი ურთიერთკავშირი ლამინირების დროს შეერთების/შედნობისთვის.
2. დამზადების პროცესში პოლიკარბონატის ფენების შეერთება (ლამინირება) ხორციელდება მხოლოდ მაღალი ტემპერატურისა და წნევის გამოყენებით (დაუშვებელია სხვა, დამატებითი ასაკინძი/შემაერთებელი ელემენტის გამოყენება).
3. სტრუქტურა უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტის გამძლეობასა და ელექტრონული კომპონენტის დაცულობას მთლიანი სავარაუდო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (10 წელი პერსონალიზაციის დღიდან), იყოს მდგრადი ფიზიკური და ქიმიური დეკომპოზიციის მიმართ, აგრეთვე ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად ინტეგრირებული დამცავი ნიშნების განმეორებით გამოყენებისადმი.
4. მოწმობის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს ISO/IEC 7810 სტანდარტს: ISO/IEC 7810 standard identification cards – Physical characteristics (საიდენტიფიკაციო ბარათები – ფიზიკური მახასიათებლები). ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება ნომინალური ზომები ID-1 ზომის ბარათისთვის: სიგანე: 85,60 მმ (85,47 მმ – 85,72 მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00 მმ (53,92 მმ – 54,03 მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80 მმ (0,76 მმ – 0,84 მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18 მმ (2,88 მმ – 3,48 მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08 მმ-ს მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან.
5. მოწმობის (eMRTD) ნიშანი და შესაბამისი მანქანაკითხვადი ველი (MRZ) მოწმობაზე დაიტანება ICAO 9303 სტანდარტის შესაბამისად.
6. მოწმობაზე დაიტანება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, ერთ ფერში და საქართველოს სახელმწიფო დროშა.
7. მოწმობაზე დაიტანება დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდებები ინიციალებით, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სემგს) რეგისტრაციის ნომერი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1075 - ვებგვერდი, 31.05.2025 წ.
მუხლი 2. უსაფრთხოების მახასიათებლები
მოწმობა შეიცავს უსაფრთხოების შემდეგ მახასიათებლებს:
ა) დამზადების პროცესში მოწმობის ზედაპირში უნდა ჩაშენდეს პოზიტიური, ნეგატიური და მქრქალი რელიეფი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მოწმობის ფორმას (დანართები №2.1–№2.4) და რამდენიმე მათგანი კვეთდეს ფოტოსურათის არეს;
ბ) მოწმობის სტრუქტურა უნდა იძლეოდეს პოზიტიური (ტაქტილური) რელიეფის მიღების საშუალებას ლაზერული გრავირების ელემენტებისათვის;
გ) მოწმობის ფონი (წინა და უკანა მხარეზე) უნდა დაიბეჭდოს უსაფრთხო ტექნოლოგიით;
დ) მოწმობის ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ რთული იყოს ფონური გამოსახულების დაშლა (მაგალითად, ობიექტის დანაწევრება პატარა კომპონენტებად) გაყალბების მიზნით და მანიპულაციები ადვილად აღმოსაჩენი იყოს;
ე) მოწმობის პოლიკარბონატის ფენები უნდა დამზადდეს მასალისგან, რომელიც არ რეაგირებს ულტრაიისფერ ნათებაზე (UV dull);
ვ) პოზიტიურ და ნეგატიურ მრავალფერიან დაბეჭდილ უსაფრთხოების ხაზებს/ორნამენტებს (გილიოში) უნიკალური გადაკვეთების კონტურებითა და გეომეტრიით;
ზ) ცისარტყელისებურ ბეჭდვას არანაკლებ ორი ფერის გადასვლით;
თ ) პოზიტიურ და ნეგატიურ მიკროტექსტს;
ი) ხელოვნურ ორთოგრაფიულ შეცდომებს;
კ) ასლის გადაღების საწინააღმდეგო დამცავ ნიშნებს;
ლ) დიფრაქციულ ოპტიკურად ცვლად გამოსახულების გარდამქმნელს (DOVID – Diffractive optically variable image device), რომელიც შეიცავს პირველი, მე-2 და მე-3 დონის დამცავ ნიშნებს და არ მდებარეობს მოწმობის ზედა ფენაზე, მაგრამ იცავს დოკუმენტის მფლობელის პირველად ფოტოსურათს;
მ) ოპტიკურად ცვლადი მელნით (OVI – Optically Variable Ink) დატანილ დამცავ ნიშანს, რომელიც რეაგირებს ულტრაიისფერ ნათებაზე (UV);
ნ) ოპტიკურად ცვალებად საიდენტიფიკაციო ელემენტს (Fuse ID), რომელიც დაიტანება მოწმობის უკანა მხარეს და იცავს არანაკლებ დოკუმენტის მფლობელის ძირითად ფოტოსურათს მოწმობის უკანა მხრიდან შეტევისაგან;
ო) ჰოლოგრაფიულ ძაფს ოპტიკურად ცვალებადი ელემენტებით/ორნამენტებით;
პ) ოპტიკურად ცვალებად მრავალჯერად ლაზერულ გამოსახულებას (MLI – Multiple Laser Image);
ჟ) ოპტიკურად ცვალებად საიდენტიფიკაციო ელემენტს (Magic ID);
რ) ოპტიკურად ცვალებად მრავალფეროვან მოწყობილობას (MCD – Multi Color Device);
ს) ოპტიკურად ცვალებად იდენტიფიკატორს (ID Optics);
ტ) მოწმობის ბლანკის ფონზე (წინა და უკანა მხარეს) ულტრაიისფერ სპექტრში შესრულებულ ფლუორესცენტულ ნაბეჭდს, რომლის მელანი არ არის ხილვადი ჩვეულებრივი განათების პირობებში. მოწმობა (წინა და უკანა მხარეს) უნდა შეიცავდეს ყველა ჩამოთვლილ ელემენტს, ხოლო ერთი და იმავე კატეგორიის რომელიმე ელემენტი/ელემენტები უნდა მეორდებოდეს ორივე გვერდზე, კერძოდ:
ტ.ა) მრავალფერიან ნაბეჭდ უსაფრთხოების ხაზებს/ორნამენტებს (გილიოში) ან/და ნატიფი ხაზებით მოხატულობას, რაც შეძლებისდაგვარად გაართულებს ორიგინალი სურათის მიმსგავსებას და აღწარმოებას;
ტ.ბ) ულტრაიისფერი ფლუორესცენტული მელნით შესრულებულ ცისარტყელისებურ ნაბეჭდს, რითაც ულტრაიისფერი ნათების ქვეშ გამოსახულება და ტექსტი ხდება ხილვადი სხვადასხვა ფერში;
ტ.გ) მაღალი გარჩევადობის სურათს (True UV) ულტრაიისფერი მრავალფერიანი ფლუორესცენტული მელნის გამოყენებით;
ტ.დ) სხვადასხვა რეაგირებას ულტრაიისფერი ნათების სპექტრული პარამეტრების (ტალღის სიგრძის) ცვალებადობისას (UV Bi-Fluor);
უ) ცვალებად უსაფრთხო მელნებს:
უ.ა) ცვალებადი ფერის მელანი, ორ ფერში: მწვანე და ლურჯი (OVI);
უ.ბ) ცვალებადი ფერის მელანი – საიდენტიფიკაციო ელემენტი (Fuse ID);
უ.გ) ინფრაწითელ ნათებაზე რეაგირებადი (მშთანთქავი და გამჭვირვალე) მელანი;
ფ) ოპტიკურად ცვალებად მოწყობილობას, – კინეგრამს, რომლის ზომაა 22X22 მმ და მასზე სრული სახით არის გამოსახული საქართველოს სახელმწიფო გერბი. კინეგრამი, რომელზეც მიკრო- და ნანოტექსტებია დატანილი, 900 ბრუნვის დროს უნდა იცვლიდეს შეფერილობას (წითელი და მწვანე);
ქ) ინტეგრირებულ მე-4 დონის დამცავ ერთ ნიშანს, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც კონფიდენციალური.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1075 - ვებგვერდი, 31.05.2025 წ.
მუხლი 3. მოწმობის ინდივიდუალური ნომრის სპეციფიკაცია
1. დოკუმენტის ნომერი დატანილია მოწმობის ბლანკის წინა მხარეს.
2. მოწმობის ინდივიდუალური ნომერი შეიცავს 9 სიმბოლოს და გრავირებულია (ამოტვიფრულია) „OCR-B“ 2 მმ ზომის შრიფტით.
3. პირადობის ელექტრონული მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია: 00AA00001. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების ნებისმიერ ცვლად კომბინაციას, გარდა კომბინაციებისა – PR, TR, RT და TI, ხოლო შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა – 666XX, X666X, XX666.
4. დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია: 00TR00001/00RT00001. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების მხოლოდ ორ კომბინაციას – TR და – RT, ხოლო შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა − 666XX, X666X, XX666.
5. მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია: 00PR00001. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების მხოლოდ კომბინაციას - PR, ხოლო შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა − 666XX, X666X, XX666.
6. დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია: 00TI00001. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების მხოლოდ კომბინაციას - TI, შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა − 666XX, X666X, XX666.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1075 - ვებგვერდი, 31.05.2025 წ.
მუხლი 4. მიკროსქემა🔗
1. მოწმობა უნდა შეიცავდეს ჩაშენებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ჩაშენებულ მიკროსქემაზე მუშაობს), ხოლო მიკროსქემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს 2 − კონტაქტური და უკონტაქტო − ინტერფეისით.
2. მიკროსქემის მოდული და ანტენა ინტეგრირებული უნდა იყოს ბლანკში ისე, რომ ზედა ფენებში არ წარმოიქმნას ნაპრალები დოკუმენტის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, არ მოახდინოს გავლენა სხვა ინტეგრირებულ დამცავ ნიშნებზე და არ დაზიანდეს ოპტიკური პერსონალიზაციის პროცესში.
3. მიკროსქემის კონტაქტური ფირფიტა სათანადოდ უნდა იყოს დაცული კოროზიის, ცვეთისა და მიკროსქემასთან კავშირის დაკარგვისგან მოწმობის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (პერსონალიზაციიდან 10 წლის განმავლობაში), მოწმობის დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში.
4. მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობას – ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
5. მიკროსქემა სერტიფიცირებული უნდა იყოს საერთო კრიტერიუმების შესაბამისად, არანაკლებ EAL 6+ დონეზე, BSI-CC-PP-0084-2014 ან ეკვივალენტური უსაფრთხოების პროფილის გამოყენებით.
6. მიკროსქემის კონტაქტური ინტერფეისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:
ა) მიკროსქემა ISO/IEC 7816-ის შესაბამისად უნდა შეიცავდეს არანაკლებ კონტაქტური ინტერფეისით წვდომად პროცესორს/თანაპროცესორს და FLASH მეხსიერებას. მეხსიერება საკმარისი უნდა იყოს აუცილებელი აპლიკაციების, პერსონალიზაციისთვის საჭირო და მომავალში გაფართოების შემთხვევაში დამატებითი მონაცემების შესანახად. მიკროსქემამ უნდა გაუძლოს 10-წლიან პროგრამულ სასიცოცხლო ციკლს და მუშაობას. მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს როგორც T=0, ისე T=1 ტრანსმისიის პროტოკოლს;
ბ) მიკროსქემა აღჭურვილი უნდა იყოს სიმეტრიული და ასიმეტრიული კრიპტოგრაფიული თანაპროცესორებით, რომლებითაც მხარდაჭერილია შემდეგი ალგორითმები:
ბ.ა) RSA;
ბ.ბ) ECC;
ბ.გ) AES.
7. მიკროსქემის უკონტაქტო ინტერფეისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:
ა) მიკროსქემა, ISO/IEC 14443 თანახმად, უნდა შეიცავდეს არანაკლებ RF ანტენით წვდომად პროცესორს/თანაპროცესორს და FLASH მეხსიერებას. უკონტაქტო ინტერფეისის მოქმედების მანძილი უნდა იყოს 10 სმ-მდე, ხოლო სიხშირე – 13.56 MHZ;
ბ) მიკროსქემა კრიპტოგრაფიული მექანიზმების დაცვით, სხვადასხვა გასაღების გამოყენებით უნდა იძლეოდეს საშუალებას სხვადასხვა უფლებაზე (კითხვა, ჩაწერა);
გ) მიკროსქემა უნდა იძლეოდეს თითოეული ელექტრონული მოწყობისათვის დინამიკური დაკავშირების (dynamic binding) გამოყენების საშუალებას;
დ) მიკროსქემას უნდა შეეძლოს მონაცემთა მიმოცვლა არანაკლებ 424 კბ/წმ სიჩქარით უკონტაქტო რეჟიმში;
ე) მეხსიერება საკმარისი უნდა იყოს აუცილებელი აპლიკაციების, პერსონალიზაციისთვის საჭირო და მომავალში გაფართოების შემთხვევაში დამატებითი მონაცემების შესანახად.
8. მოწმობისათვის ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს JavaCard ოპერაციულ სისტემაზე დაფუძნებული და უნდა შეიცავდეს არანაკლებ ორ სერტიფიცირებულ აპლეტს, სადაც eMRTD (electronic machine-readable travel document აპლიკაცია) და IAS (identification, authentication, signature აპლიკაცია) შეიძლება იყოს გაერთიანებული ერთ აპლეტში.
9. ოპერაციული სისტემა, რომელიც იყენებს JavaCard პლატფორმას, სერტიფიცირებული უნდა იყოს საერთო კრიტერიუმების შესაბამისად, არანაკლებ EAL 5+ დონეზე, Java Card Protection Profile – Open Configuration-ის (ან ეკვივალენტური პროფილის) გამოყენებით, რაც საშუალებას იძლევა, ელექტრონულ კომპონენტში დამატებითი აპლიკაციები მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ისე დაინსტალირდეს, რომ არ მოახდინოს გავლენა მისი ძირითადი აპლიკაციების ფუნქციონალზე, უსაფრთხოებასა და შესაბამის სერტიფიცირებაზე.
10. მიკროსქემის ოპერაციული სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს:
ა) Java Card 3.0.4. CE ან უფრო ახალი (ან მისი ეკვივალენტური) ვერსია;
ბ) Global Platform 2.2.1 ან უფრო ახალი (ან მისი ეკვივალენტური) ვერსია;
გ) ელექტრონული კომპონენტის ოპერაციული სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს SCP03 დაცული არხის პროტოკოლების მხარდაჭერას.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეკვივალენტობა გულისხმობს მიკროსქემის ოპერაციული სისტემის შესაბამისი სტანდარტის საჯაროდ ცნობილი ფუნქციონალის გამოყენების სრულ ურთიერთთავსებადობას ეკვივალენტურ ვერსიასთან.
მუხლი 5. ტექნიკური სპეციფიკაცია – ანტენა და მიკროსქემა
1. ანტენის სიხშირეა 13.56 MHz (ISO 14443-ის თანახმად).
2. გამოყენებული მიკროსქემა უნდა იყოს SLC37GDA512.
მუხლი 6. მოწმობის რეკვიზიტები
1. მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა) სახელს;
ბ) გვარს;
გ) სქესს;
დ) მოქალაქეობას;
ე) დაბადების თარიღს;
ვ) დაბადების ადგილს;
ზ) პირად ნომერს;
თ) ფოტოსურათს;
ი) პირადი ხელმოწერის ნიმუშს;
კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას;
ლ) მოწმობის გაცემის თარიღს;
მ) მოწმობის მოქმედების ვადას;
ნ) სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც განკუთვნილია მოწმობის ან/და მასზე დატანილი (ჩაწერილი) მონაცემების ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისათვის;
ო) (ამოღებულია - 30.05.25, №1075);
პ) მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number);
ჟ) QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია;
რ) მფლობელის თითის ანაბეჭდს.
2. ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი შესაძლოა შეიცავდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემებს, ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, ასევე, ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემებს, ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, რომლებიც დაიტანება (ჩაიწერება) მხოლოდ მფლობელის მოთხოვნით.
2. საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი შესაძლოა შეიცავდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემებს, ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, ასევე, ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემებს, ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, რომლებიც დაიტანება (ჩაიწერება) მხოლოდ მფლობელის მოთხოვნით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტების გრაფების სახელწოდება მოწმობაზე დაიტანება მისი პერსონალიზაციის დროს. გრაფები მოწმობაზე დაიტანება ერთგვაროვნად, ქართულ (გარდა მოწმობის წვდომის კოდისა (CAN – Card Access Number)) და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO 9303) სტანდარტის შესაბამისად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1075 - ვებგვერდი, 31.05.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ.
2
+
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1064
ბრძანება
№1064
2025 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის:
1. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის:
ა) ტექნიკური მახასიათებლები (დანართი №1);
ბ) ფორმები (დანართები №2.1–№2.4).
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ.
ა) „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანება;
ბ) „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 15 ნოემბრის №52 ბრძანება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ.
31. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, ამ ბრძანების შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტით დამტკიცებული მოწმობების ფორმების შესაბამისი მოწმობები, ამ ბრძანებით დამტკიცებული მოწმობების ფორმების შესაბამისი მოწმობების ფორმების ამოქმედების შემდეგ, ამ ბრძანების 32 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით შესაძლებელია გაიცეს არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა და მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ.
32. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტით დამტკიცებული შესაბამისი მოწმობების კანონმდებლობის შესაბამისად გაცემის დროებითი წესის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი მოწმობების გაცემის კრიტერიუმები, გასაცემი მოწმობის სახე და სხვა ორგანიზაციული საკითხები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ.
4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განახორციელოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოწმობების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებები.
5. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი – 32 პუნქტებისა და ბრძანებით დამტკიცებული დანართებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ.
6. ამ ბრძანების პირველი – 32 პუნქტები და ბრძანებით დამტკიცებული დანართები:
ა) დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების ნაწილში ამოქმედდეს 2025 წლის 6 ოქტომბრიდან;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმის ნაწილში ამოქმედდეს 2025 წლის 3 ნოემბრიდან;
გ) დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმის ნაწილში ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1075 - ვებგვერდი, 31.05.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ.
|
+
3.
ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით დამტკიცებული მოწმობების ფორმების ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული შესაბამისი მოწმობები მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
4.
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განახორციელოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოწმობების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებები.
5.
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი–მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
6.
ამ ბრძანების პირველი–მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 4 ივნისიდან.საქართველოს იუსტიციის მინისტრიანრი ოხანაშვილი
დანართი №1
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები
მუხლი 1. მოწმობის მასალა, სტრუქტურა, ფორმატი და მასზე სახელმწიფო სიმბოლოების გამოსახვა🔗
1. საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა (შემდგომ – მოწმობა) დამზადებული უნდა იყოს 100% პოლიკარბონატისგან, მრავალშრიანი ტექნოლოგიით, ბარათის ფირფიტის გამოყენებით. დასაშვებია შეზღუდული რაოდენობით გამოყენებულ იქნეს სხვა მასალები (მაგალითად, მეტალის ანტენა), იმავდროულად დელამინაციის რისკების აღმოფხვრით – პოლიკარბონატის შრეებს უნდა ჰქონდეს საკმარისი ურთიერთკავშირი ლამინირების დროს შეერთების/შედნობისთვის.
2. დამზადების პროცესში პოლიკარბონატის ფენების შეერთება (ლამინირება) ხორციელდება მხოლოდ მაღალი ტემპერატურისა და წნევის გამოყენებით (დაუშვებელია სხვა, დამატებითი ასაკინძი/შემაერთებელი ელემენტის გამოყენება).
3. სტრუქტურა უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტის გამძლეობასა და ელექტრონული კომპონენტის დაცულობას მთლიანი სავარაუდო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (10 წელი პერსონალიზაციის დღიდან), იყოს მდგრადი ფიზიკური და ქიმიური დეკომპოზიციის მიმართ, აგრეთვე ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად ინტეგრირებული დამცავი ნიშნების განმეორებით გამოყენებისადმი.
4. მოწმობის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს ISO/IEC 7810 სტანდარტს: ISO/IEC 7810 standard identification cards – Physical characteristics (საიდენტიფიკაციო ბარათები – ფიზიკური მახასიათებლები). ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება ნომინალური ზომები ID-1 ზომის ბარათისთვის: სიგანე: 85,60 მმ (85,47 მმ – 85,72 მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00 მმ (53,92 მმ – 54,03 მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80 მმ (0,76 მმ – 0,84 მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18 მმ (2,88 მმ – 3,48 მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08 მმ-ს მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან.
5. მოწმობის (eMRTD) ნიშანი და შესაბამისი მანქანაკითხვადი ველი (MRZ) მოწმობაზე დაიტანება ICAO 9303 სტანდარტის შესაბამისად.
6. მოწმობაზე დაიტანება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, ერთ ფერში და საქართველოს სახელმწიფო დროშა.
7. მოწმობაზე დაიტანება დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდებები ინიციალებით, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სემგს) რეგისტრაციის ნომერი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1075 - ვებგვერდი, 31.05.2025 წ.
მუხლი 2. უსაფრთხოების მახასიათებლები🔗
მოწმობა შეიცავს უსაფრთხოების შემდეგ მახასიათებლებს:
ა) დამზადების პროცესში მოწმობის ზედაპირში უნდა ჩაშენდეს პოზიტიური, ნეგატიური და მქრქალი რელიეფი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მოწმობის ფორმას (დანართები №2.1–№2.4) და რამდენიმე მათგანი კვეთდეს ფოტოსურათის არეს;
ბ) მოწმობის სტრუქტურა უნდა იძლეოდეს პოზიტიური (ტაქტილური) რელიეფის მიღების საშუალებას ლაზერული გრავირების ელემენტებისათვის;
გ) მოწმობის ფონი (წინა და უკანა მხარეზე) უნდა დაიბეჭდოს უსაფრთხო ტექნოლოგიით;
დ) მოწმობის ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ რთული იყოს ფონური გამოსახულების დაშლა (მაგალითად, ობიექტის დანაწევრება პატარა კომპონენტებად) გაყალბების მიზნით და მანიპულაციები ადვილად აღმოსაჩენი იყოს;
ე) მოწმობის პოლიკარბონატის ფენები უნდა დამზადდეს მასალისგან, რომელიც არ რეაგირებს ულტრაიისფერ ნათებაზე (UV dull);
ვ) პოზიტიურ და ნეგატიურ მრავალფერიან დაბეჭდილ უსაფრთხოების ხაზებს/ორნამენტებს (გილიოში) უნიკალური გადაკვეთების კონტურებითა და გეომეტრიით;
ზ) ცისარტყელისებურ ბეჭდვას არანაკლებ ორი ფერის გადასვლით;
თ ) პოზიტიურ და ნეგატიურ მიკროტექსტს;
ი) ხელოვნურ ორთოგრაფიულ შეცდომებს;
კ) ასლის გადაღების საწინააღმდეგო დამცავ ნიშნებს;
ლ) დიფრაქციულ ოპტიკურად ცვლად გამოსახულების გარდამქმნელს (DOVID – Diffractive optically variable image device), რომელიც შეიცავს პირველი, მე-2 და მე-3 დონის დამცავ ნიშნებს და არ მდებარეობს მოწმობის ზედა ფენაზე, მაგრამ იცავს დოკუმენტის მფლობელის პირველად ფოტოსურათს;
მ) ოპტიკურად ცვლადი მელნით (OVI – Optically Variable Ink) დატანილ დამცავ ნიშანს, რომელიც რეაგირებს ულტრაიისფერ ნათებაზე (UV);
ნ) ოპტიკურად ცვალებად საიდენტიფიკაციო ელემენტს (Fuse ID), რომელიც დაიტანება მოწმობის უკანა მხარეს და იცავს არანაკლებ დოკუმენტის მფლობელის ძირითად ფოტოსურათს მოწმობის უკანა მხრიდან შეტევისაგან;
ო) ჰოლოგრაფიულ ძაფს ოპტიკურად ცვალებადი ელემენტებით/ორნამენტებით;
პ) ოპტიკურად ცვალებად მრავალჯერად ლაზერულ გამოსახულებას (MLI – Multiple Laser Image);
ჟ) ოპტიკურად ცვალებად საიდენტიფიკაციო ელემენტს (Magic ID);
რ) ოპტიკურად ცვალებად მრავალფეროვან მოწყობილობას (MCD – Multi Color Device);
ს) ოპტიკურად ცვალებად იდენტიფიკატორს (ID Optics);
ტ) მოწმობის ბლანკის ფონზე (წინა და უკანა მხარეს) ულტრაიისფერ სპექტრში შესრულებულ ფლუორესცენტულ ნაბეჭდს, რომლის მელანი არ არის ხილვადი ჩვეულებრივი განათების პირობებში. მოწმობა (წინა და უკანა მხარეს) უნდა შეიცავდეს ყველა ჩამოთვლილ ელემენტს, ხოლო ერთი და იმავე კატეგორიის რომელიმე ელემენტი/ელემენტები უნდა მეორდებოდეს ორივე გვერდზე, კერძოდ:
ტ.ა) მრავალფერიან ნაბეჭდ უსაფრთხოების ხაზებს/ორნამენტებს (გილიოში) ან/და ნატიფი ხაზებით მოხატულობას, რაც შეძლებისდაგვარად გაართულებს ორიგინალი სურათის მიმსგავსებას და აღწარმოებას;
ტ.ბ) ულტრაიისფერი ფლუორესცენტული მელნით შესრულებულ ცისარტყელისებურ ნაბეჭდს, რითაც ულტრაიისფერი ნათების ქვეშ გამოსახულება და ტექსტი ხდება ხილვადი სხვადასხვა ფერში;
ტ.გ) მაღალი გარჩევადობის სურათს (True UV) ულტრაიისფერი მრავალფერიანი ფლუორესცენტული მელნის გამოყენებით;
ტ.დ) სხვადასხვა რეაგირებას ულტრაიისფერი ნათების სპექტრული პარამეტრების (ტალღის სიგრძის) ცვალებადობისას (UV Bi-Fluor);
უ) ცვალებად უსაფრთხო მელნებს:
უ.ა) ცვალებადი ფერის მელანი, ორ ფერში: მწვანე და ლურჯი (OVI);
უ.ბ) ცვალებადი ფერის მელანი – საიდენტიფიკაციო ელემენტი (Fuse ID);
უ.გ) ინფრაწითელ ნათებაზე რეაგირებადი (მშთანთქავი და გამჭვირვალე) მელანი;
ფ) ოპტიკურად ცვალებად მოწყობილობას, – კინეგრამს, რომლის ზომაა 22X22 მმ და მასზე სრული სახით არის გამოსახული საქართველოს სახელმწიფო გერბი. კინეგრამი, რომელზეც მიკრო- და ნანოტექსტებია დატანილი, 900 ბრუნვის დროს უნდა იცვლიდეს შეფერილობას (წითელი და მწვანე);
ფ) ოპტიკურად ცვალებად მოწყობილობას, – კინეგრამს, რომლის ზომაა 22X22 მმ და მასზე სრული სახით არის გამოსახული საქართველოს სახელმწიფო გერბი. კინეგრამი, რომელზეც მიკრო- და ნანოტექსტებია დატანილი, 900 ბრუნვის დროს უნდა იცვლიდეს შეფერილობას (წითელი და მწვანე).
ქ) ინტეგრირებულ მე-4 დონის დამცავ ერთ ნიშანს, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც კონფიდენციალური.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1075 - ვებგვერდი, 31.05.2025 წ.
მუხლი 3. მოწმობის ინდივიდუალური ნომრის სპეციფიკაცია🔗
1. დოკუმენტის ნომერი დატანილია მოწმობის ბლანკის წინა მხარეს.
2. მოწმობის ინდივიდუალური ნომერი შეიცავს 9 სიმბოლოს და გრავირებულია (ამოტვიფრულია) „OCR-B“ 2 მმ ზომის შრიფტით.
3. პირადობის ელექტრონული მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია: 00AA00001. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების ნებისმიერ ცვლად კომბინაციას, გარდა კომბინაციებისა – PR, TR, RT და TI, ხოლო შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა – 666XX, X666X, XX666.
3. მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია 00AA00001, რომლიდანაც პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების ნებისმიერ ცვლად კომბინაციას, გარდა კომბინაციებისა PR, TR, RT და TI, ხოლო შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა 666XX, X666X, XX666.
4. დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია: 00TR00001/00RT00001. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების მხოლოდ ორ კომბინაციას – TR და – RT, ხოლო შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა − 666XX, X666X, XX666.
5. მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია: 00PR00001. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების მხოლოდ კომბინაციას - PR, ხოლო შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა − 666XX, X666X, XX666.
6. დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია: 00TI00001. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების მხოლოდ კომბინაციას - TI, შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა − 666XX, X666X, XX666.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1075 - ვებგვერდი, 31.05.2025 წ.
მუხლი 4. მიკროსქემა🔗
1. მოწმობა უნდა შეიცავდეს ჩაშენებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ჩაშენებულ მიკროსქემაზე მუშაობს), ხოლო მიკროსქემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს 2 − კონტაქტური და უკონტაქტო − ინტერფეისით.
2. მიკროსქემის მოდული და ანტენა ინტეგრირებული უნდა იყოს ბლანკში ისე, რომ ზედა ფენებში არ წარმოიქმნას ნაპრალები დოკუმენტის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, არ მოახდინოს გავლენა სხვა ინტეგრირებულ დამცავ ნიშნებზე და არ დაზიანდეს ოპტიკური პერსონალიზაციის პროცესში.
3. მიკროსქემის კონტაქტური ფირფიტა სათანადოდ უნდა იყოს დაცული კოროზიის, ცვეთისა და მიკროსქემასთან კავშირის დაკარგვისგან მოწმობის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (პერსონალიზაციიდან 10 წლის განმავლობაში), მოწმობის დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში.
4. მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობას – ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
5. მიკროსქემა სერტიფიცირებული უნდა იყოს საერთო კრიტერიუმების შესაბამისად, არანაკლებ EAL 6+ დონეზე, BSI-CC-PP-0084-2014 ან ეკვივალენტური უსაფრთხოების პროფილის გამოყენებით.
6. მიკროსქემის კონტაქტური ინტერფეისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:
ა) მიკროსქემა ISO/IEC 7816-ის შესაბამისად უნდა შეიცავდეს არანაკლებ კონტაქტური ინტერფეისით წვდომად პროცესორს/თანაპროცესორს და FLASH მეხსიერებას. მეხსიერება საკმარისი უნდა იყოს აუცილებელი აპლიკაციების, პერსონალიზაციისთვის საჭირო და მომავალში გაფართოების შემთხვევაში დამატებითი მონაცემების შესანახად. მიკროსქემამ უნდა გაუძლოს 10-წლიან პროგრამულ სასიცოცხლო ციკლს და მუშაობას. მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს როგორც T=0, ისე T=1 ტრანსმისიის პროტოკოლს;
ბ) მიკროსქემა აღჭურვილი უნდა იყოს სიმეტრიული და ასიმეტრიული კრიპტოგრაფიული თანაპროცესორებით, რომლებითაც მხარდაჭერილია შემდეგი ალგორითმები:
ბ.ა) RSA;
ბ.ბ) ECC;
ბ.გ) AES.
7. მიკროსქემის უკონტაქტო ინტერფეისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:
ა) მიკროსქემა, ISO/IEC 14443 თანახმად, უნდა შეიცავდეს არანაკლებ RF ანტენით წვდომად პროცესორს/თანაპროცესორს და FLASH მეხსიერებას. უკონტაქტო ინტერფეისის მოქმედების მანძილი უნდა იყოს 10 სმ-მდე, ხოლო სიხშირე – 13.56 MHZ;
ბ) მიკროსქემა კრიპტოგრაფიული მექანიზმების დაცვით, სხვადასხვა გასაღების გამოყენებით უნდა იძლეოდეს საშუალებას სხვადასხვა უფლებაზე (კითხვა, ჩაწერა);
გ) მიკროსქემა უნდა იძლეოდეს თითოეული ელექტრონული მოწყობისათვის დინამიკური დაკავშირების (dynamic binding) გამოყენების საშუალებას;
დ) მიკროსქემას უნდა შეეძლოს მონაცემთა მიმოცვლა არანაკლებ 424 კბ/წმ სიჩქარით უკონტაქტო რეჟიმში;
ე) მეხსიერება საკმარისი უნდა იყოს აუცილებელი აპლიკაციების, პერსონალიზაციისთვის საჭირო და მომავალში გაფართოების შემთხვევაში დამატებითი მონაცემების შესანახად.
8. მოწმობისათვის ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს JavaCard ოპერაციულ სისტემაზე დაფუძნებული და უნდა შეიცავდეს არანაკლებ ორ სერტიფიცირებულ აპლეტს, სადაც eMRTD (electronic machine-readable travel document აპლიკაცია) და IAS (identification, authentication, signature აპლიკაცია) შეიძლება იყოს გაერთიანებული ერთ აპლეტში.
9. ოპერაციული სისტემა, რომელიც იყენებს JavaCard პლატფორმას, სერტიფიცირებული უნდა იყოს საერთო კრიტერიუმების შესაბამისად, არანაკლებ EAL 5+ დონეზე, Java Card Protection Profile – Open Configuration-ის (ან ეკვივალენტური პროფილის) გამოყენებით, რაც საშუალებას იძლევა, ელექტრონულ კომპონენტში დამატებითი აპლიკაციები მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ისე დაინსტალირდეს, რომ არ მოახდინოს გავლენა მისი ძირითადი აპლიკაციების ფუნქციონალზე, უსაფრთხოებასა და შესაბამის სერტიფიცირებაზე.
10. მიკროსქემის ოპერაციული სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს:
ა) Java Card 3.0.4. CE ან უფრო ახალი (ან მისი ეკვივალენტური) ვერსია;
ბ) Global Platform 2.2.1 ან უფრო ახალი (ან მისი ეკვივალენტური) ვერსია;
გ) ელექტრონული კომპონენტის ოპერაციული სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს SCP03 დაცული არხის პროტოკოლების მხარდაჭერას.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეკვივალენტობა გულისხმობს მიკროსქემის ოპერაციული სისტემის შესაბამისი სტანდარტის საჯაროდ ცნობილი ფუნქციონალის გამოყენების სრულ ურთიერთთავსებადობას ეკვივალენტურ ვერსიასთან.
მუხლი 5. ტექნიკური სპეციფიკაცია – ანტენა და მიკროსქემა🔗
1. ანტენის სიხშირეა 13.56 MHz (ISO 14443-ის თანახმად).
2. გამოყენებული მიკროსქემა უნდა იყოს SLC37GDA512.
მუხლი 6. მოწმობის რეკვიზიტები🔗
1. მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა) სახელს;
ბ) გვარს;
გ) სქესს;
დ) მოქალაქეობას;
ე) დაბადების თარიღს;
ვ) დაბადების ადგილს;
ზ) პირად ნომერს;
თ) ფოტოსურათს;
ი) პირადი ხელმოწერის ნიმუშს;
კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას;
ლ) მოწმობის გაცემის თარიღს;
მ) მოწმობის მოქმედების ვადას;
ნ) სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც განკუთვნილია მოწმობის ან/და მასზე დატანილი (ჩაწერილი) მონაცემების ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისათვის;
ნ) ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს;
ო) (ამოღებულია - 30.05.25, №1075);
ო) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს;
პ) მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number);
ჟ) QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია;
ჟ) QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია.
რ) მფლობელის თითის ანაბეჭდს.
2. დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე პირის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით.
2. საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი შესაძლოა შეიცავდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემებს, ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, ასევე, ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემებს, ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, რომლებიც დაიტანება (ჩაიწერება) მხოლოდ მფლობელის მოთხოვნით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტების გრაფების სახელწოდება მოწმობაზე დაიტანება მისი პერსონალიზაციის დროს. გრაფები მოწმობაზე დაიტანება ერთგვაროვნად, ქართულ (გარდა მოწმობის წვდომის კოდისა (CAN – Card Access Number)) და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO 9303) სტანდარტის შესაბამისად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1075 - ვებგვერდი, 31.05.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტების გრაფების სახელწოდება მოწმობაზე დაიტანება მისი პერსონალიზაციის დროს. გრაფები მოწმობაზე დაიტანება ერთგვაროვნად, ქართულ (გარდა მოწმობის წვდომის კოდისა (CAN – Card Access Number)) და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO 9303) სტანდარტის შესაბამისად.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“, №1064, 10.03.2025, სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.017549 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6442842-2/