საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (16)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.22.034.008.614
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №634
2006 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.“.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №414 ბრძანება.
3. ეს ბრძანება მე-11 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის გარდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ბრძანების მე-11 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს საქართველოს საბაჟო კოდექსში განხორციელებული შესაბამისი ცვლილების (სსმ III, 28.04.2006, №10, მუხ.72) ძალაში შესვლისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ლ. გვაზავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს წინასწარ გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, იყენებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ იძულების ღონისძიებებს, ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქციებს, უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ახორციელებს სანებართვო საქმიანობას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგისტრაციას, ავტომოტოტრანსპორტის რეგისტრაციას და მათ ტექნიკურ დათვალიერებას, ანიჭებს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებას და გასცემს მართვის უფლების დამადასტურებელ მოწმობას, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 2
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ,“ საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ,“ საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ,“ საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ,“ საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3
დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს სისტემის ოპერატიულ და სხვა დანაყოფებთან, სხვა სამინისტროებთან და მათ დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოქალაქეებთან, უცხო ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.
მუხლი 4
დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს. დეპარტამენტს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია.
მუხლი 5
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით, წარმოადგენს სამინისტროს საბალანსო ერთეულს, აქვს სახაზინო ანგარიში.
თავი II
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
მუხლი 6
დეპარტამენტის საქმიანობაა:
ა) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებით და წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;
გ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება, სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და წარმოება;
ე) სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთის მიზნით დეპარტამენტის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ძალებისა და საშუალებების განაწილება და მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება;
ვ) მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენება;
ზ) საგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელება;
თ) ავარიულ-სამაშველო სამსახურების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილების უზრუნველყოფა;
ი) ავარიების, კატასტროფების, ხანძრების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო მოვლენათა ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
კ) გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვების ან შეწყვეტის ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით;
ლ) დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სარეგისტრაციო საქმიანობის ორგანიზება და მათთვის პრაქტიკული დახმარების გაწევა;
მ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების განხორციელების ორგანიზება და კონტროლი;
ნ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღკვეთა-აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ო) სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი.
მუხლი 7
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) იმ პირის დადგენა, რომელიც ამზადებს, სჩადის ან რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
ბ) საგზაო მოძრაობის მოწესრიგება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმების და სხვა ნორმატიული აქტების თაობაზე წინადადებების შემუშავება, აგრეთვე მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობების გაცემის ორგანიზება;
დ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მათში დაშავებულ პირთა, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა, საგზაო მოძრაობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დანაშაულთა, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი სხვა მაჩვენებლების ერთიან სახელმწიფო აღრიცხვის ღონისძიებებში მონაწილეობა;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 8
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებას ანიჭებს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
გ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურას და საშტატო განრიგს;
დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სამინისტროს სხვა სამსახურებთან;
ზ) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს ოპერატიულ თათბირზე განხილვისათვის;
თ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გამოძიებას;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ლ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;
მ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 9
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ოთხი მოადგილე და თანაშემწე.
2. დეპარტამენტის დირექტორის თითოეული მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალ საკურატორო სტრუქტურულ სამსახურებს, ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებს.
3. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.
4. დირექტორის თანაშემწე კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებს.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 10
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
1. ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო:
ა) I განყოფილება;
ბ) II განყოფილება;
გ) კადრების განყოფლება;
დ) III განყოფილება;
ე) საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება.
2. სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო.
3. კანცელარია.
4. საფინანსო-სამეურნეო სამმართველო:
ა) საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;
ბ) ხაზინის ჯგუფი;
გ) საგეგმო ჯგუფი;
დ) შესყიდვების ქვეგანყოფილება;
ე) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების ჯგუფი;
ვ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება;
ზ) მომარაგების ქვეგანყოფილება;
თ) საწყობი;
ი) ტრანსპორტის ქვეგანყოფილება;
კ) სანომრე ნიშნების დამზადებისა და აღრიცხვა-რეგისტრაციის ქვეგანყოფილება;
ლ) კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული მომსახურების ქვეგანყოფილება;
მ) საკომენდანტო ჯგუფი.
5. ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო.
6. ქვემო ქართლის სამმართველო.
7. შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო.
8. კახეთის სამმართველო.
9. იმერეთის მთავარი სამმართველო.
10. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველო.
11. აჭარის სამმართველო.
დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
თავი V
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
მუხლი 11
ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო:
ა) შეიმუშავებს დეპარტამენტის საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად;
ბ) ამოწმებს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების გაცნობისა და შეფასების მიზნით;
გ) ორგანიზებას უწევს ოპერატიული თათბირების ჩატარებას;
დ) მონაწილეობს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა პროექტების შემუშავებასა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის პროგრესული მეთოდების დანერგვაში;
ე) მონაწილეობს სამთავრობო და საუწყებო კომისიების მუშაობაში;
ვ) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მათ შესრულებას;
ზ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სამართლებრივი ბაზის შექმნას;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად;
ი) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში;
კ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადგილობრივ (რეგიონალურ) დანაყოფებში შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებისა და დეპარტამენტის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების შესრულებაზე კონტროლს;
ლ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი I განყოფილება:
ახორციელებს დეპარტამენტის ერთიანი სისტემის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატარებს გაწეული საქმიანობის, აგრეთვე პატრულირების განხორციელების შემოწმებას, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შემოწმების შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბებას და დეპარტამენტის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;
მ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი II განყოფილება:
მ.ა) სააღრიცხვო ანალიტიკური საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით ახორციელებს ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შემოწმებას და ადგილზე პრაქტიკული დახმარების ორგანიზებას;
მ.ბ) ქვეყანაში სამართალდარღვევათა, ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შესახებ შექმნილი ოპერატიული ვითარებისა და ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს წინადადებებს მათი აღმოფხვრისათვის;
მ.გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას;
მ.დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას;
მ.ე) ახორციელებს ქვეყნის საავტომობილო გზებზე გამოვლენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა აღრიცხვას და ანალიზს, ადმინისტრაციული პრაქტიკისა და ადმინისტრაციული კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადებას;
მ.ვ) ახორციელებს კონტროლს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ გამოვლენილი და განხილული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი შეტყობინებების გადაგზავნის შესრულებაზე;
მ.ზ) დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათების საფუძველზე ახორციელებს საანგარიშო პერიოდში დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგების დაჯამებას, ანალიზსა და სათანადო ინფორმაციის შედგენას;
მ.თ) უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვიანობის წარმოებას;
მ.ი) უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სააღრიცხვო ბარათების ყოველდღიურ დამუშავებას და აღრიცხვის ორგანიზებას, მათ სრულყოფილ შევსებასა და ადგილებიდან დროულ გამოგზავნაზე კონტროლის დაწესებას, საპატრულო პოლიციის ადგილობრივი დანაყოფებიდან წარმოდგენილ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღრიცხვის ბარათების რეგისტრაციას სპეციალურ სააღრიცხვო ჟურნალებში;
მ.კ) ახორციელებს დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოსა და რეგიონალურ მთავარ სამმართველოებში ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური ზედამხედველობისა და სარეგისტრაციო სამსახურის საქმიანობაზე კონტროლს;
მ.ლ) ყოველთვიურად აჯამებს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს;
მ.მ) განიხილავს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის თაობაზე შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს;
მ.ნ) დეპარტამენტის დირექტორის დავალებით წელიწადში ერთხელ ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების მიერ განხორციელებული რეგისტრაციის ამსახველი პირველადი მასალების დოკუმენტალურ კონტროლს და უწევს მათ პრაქტიკულ დახმარებას;
ნ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი კადრების განყოფილება უზრუნველყოფს:
ნ.ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად საკადრო ღონისძიებების განხორციელებას;
ნ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლის და სპეციალური შემოწმების გახორციელებას;
ნ.გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
ნ.დ) დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალ მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე კონტროლის განხორციელებას და ამ მიზნით სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას;
ნ.ე) დეპარტამენტის მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას;
ნ.ვ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადებას;
ნ.ზ) დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ნ.თ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვისა და დამუშავების წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;
ნ.ი) დოკუმენტაციის მომზადებას დეპარტამენტიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;
ნ.კ) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას;
ნ.ლ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელებას;
ო) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი III განყოფილება ახორციელებს საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის სახით იმ სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმებას, რომლებიც იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოდიან საქართველოში;
პ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი საგზაო ზედამხედველობის და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება:
პ.ა) აანალიზებს საავტომობილო გზებსა და ქუჩებში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს, მათი გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაციისთვის იკვლევენ საგზაო მოძრაობის პირობებს, არსებული წესით შეიმუშავებენ ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად გამიზნულ ღონისძიებებს;
პ.ბ) საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, აუცილებლობის შემთხვევაში კაპიტალური შეკეთების პროექტებს უთანხმებს შესაბამის სამსახურებს;
პ.გ) მონაწილეობას იღებს საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან კაპიტალური შეკეთების შემდეგ ექსპლუატაციაში მიმღებ მუშა და სახელმწიფო კომისიების მუშაობაში;
პ.დ) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებზე, რკინიგზის გადასასვლელების ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას ახორციელებენ ზედამხედველობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე;
პ.ე) ითანხმებს საშიში, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.
მუხლი 12
სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და საზოგადოებრივად საშიში სხვა ქმედების, ასევე საგანგებო შემთხვევების, გზების მდგომარეობის, ამინდის პირობების ამსახველი და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას, რეგისტრაციას, დამუშავებას და მათ დროულ გაცნობას შესაბამისი სამსახურებისა და უწყებებისათვის;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს დეპარტამენტზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვასა და გაცემას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების გადაადგილების დროს უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიღებას და მიწოდებას უფლებამოსილი სამსახურებისათვის; ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს;
დ) უზრუნველყოფს შინაგანაწესის შესრულებასა და სამწყობრო დანაყოფის შენობაზე კონტროლს.
მუხლი 13
კანცელარია:
ა) უზრუნველყოფს შემოსული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას საკანცელარიო ჟურნალებში;
ბ) ახორციელებს ინსპექტირებისათვის კორესპონდენციის დროულად მიწოდებას და კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას;
გ) უზრუნველყოფს საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას.
მუხლი 14
საფინანსო-სამეურნეო სამმართველო მასში შემავალ განყოფილებებთან, ქვეგანყოფილებებთან და ჯგუფებთან ერთად:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებას და სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოში წარდგენას;
ბ) ახორციელებს საბიუჯეტო წლის განმავლობაში სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოდან სათანადო ასიგნებების გამოთხოვას;
გ) მოქმედი კანონმდებლობისა და დადგენილი წესის შესაბამისად, პასუხისმგებელია დეპარტამენტის მატერიალურ უზრუნველყოფაზე, მატერიალურ ფასეულობათა შესყიდვების განხორციელებაზე და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებაზე;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სოციალური ხარჯების დარიცხვას;
ე) უზრუნველყოფს დადგენილი წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ანგარიშგებას და ბალანსის სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ცენტრალურ ბუღალტერიაში წარდგენას (პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორეზე და ცენტრალურ ბუღალტერიაში წარდგენილი ბალანსის რეალობაზე);
ვ) უზრუნველყოფს შეიარაღების, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, ინვენტარის, საწვავის და ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით საბუღალტრო აღრიცხვას;
ზ) დადგენილი წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სალაროს ოპერაციების წარმოებას, პირველადი დოკუმენტების შედგენას, ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების (დებიტორ-კრედიტორების) ძირითადი საშუალებების და სხვა მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
თ) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხების და სხვა დოკუმენტაციის შენახვას და დადგენილი წესით და ვადებში მათ არქივში ჩაბარებას;
ი) ახორციელებს იურიდიული და ფიზიკური პირებისგან უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის საბუღალტრო აღრიცხვას და სათანადო ინფორმაციის სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოში პერიოდულად წარდგენას;
კ) ახორციელებს დეპარტამენტის კავშირგაბმულობით მომარაგებას;
ლ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული კავშირგაბმულობის სისტემების გამართულ მუშაობას;
მ) ორგანიზებას უწევს რადიოსადგური „022“-ის სპეცტექნიკის გამართულ მუშაობაზე კონტროლს;
ნ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების სპეციალური საშუალებებით და ეკიპირებით, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკებით, სახელმწიფო სანომრე ნიშნებით, სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური პასპორტების და მართვის მოწმობების ბლანკებით მომარაგებას.
თავი VI
დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა და მთავარი სამმართველოების სტრუქტურა და კომპეტენცია
მუხლი 15
დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა და მთავარი სამმართველოების სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ქ. თბილისისა და რეგიონების თავისებურებების გათვალისწინებით.
მუხლი 16
1. დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა და მთავარი სამმართველოების ფუნქციებია:
ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე და კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ამ სფეროში დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება;
ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით საპროცესო იძულების ღონისძიებათა გამოყენება;
გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება, იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და წარმოება, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება;
დ) მართლწესრიგის დაცვა, მოქალაქეთა მხრიდან ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენება;
ე) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის შესახებ;
ვ) ცხელ კვალზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული მძღოლების, გატაცებული ან მოპარული ავტოსატრაპორტო საშუალებების ძებნისა და დადგენის მიზნით განსახორციელებელ, მათ შორის ავტოტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალებების გამოყენების ღონისძიებთა განხორციელება ან მათში მონაწილეობა;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების ჩატარება, რეგისტრაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებაზე საკვალიფიკაციო გამოცდების მიღება, მძღოლის მოწმობის გაცემა (როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო), შეცვლა და დაკარგულის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობისა და სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღდგენა (შეცვლა);
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან ერთად საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა;
ი) გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული სანებართვო საქმიანობის განხორციელება;
კ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომელთა მიმართ გაწეული საქმიანობის, ასევე პატრულირების განხორციელების შემოწმება, შემოწმების შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბება და დეპარტამენტისთვის მიწოდება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლება აქვთ დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, ასევე კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილ სხვა თანამდებობის პირებს.
მუხლი 17
1. დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს, ადგილობრივ (რეგიონალურ) მთავარ სამმართველოებსა და სამმართველოებს უფლება აქვთ:
ა) დანაშაულის ფაქტზე წასწრებისას განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებები და მომხდარი დანაშაულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინონ გამომძიებელს და სამსახურის მორიგეს;
ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეებზე ჩაატარონ წინასწარი გამოძიება;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;
დ) სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გააჩერონ სატრანსპორტო საშუალებები, შეამოწმონ მძღოლის მოწმობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო დოკუმენტები, განახორციელონ სატრანსპორტო საშუალებათა ვიზუალური დათვალიერება, ხოლო სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების ან მათი თანმხლები პირების მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში იმოქმედონ კანონით დადგენილი წესით;
ე) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორონ პირი, რომელსაც არა აქვს მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა ან, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის მისაჩნევად, რომ იგი იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ და შეამოწმონ სიმთვრალის დასადგენად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) აკრძალონ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, თუ მათი კონსტრუქცია და ტექნიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.
2. დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო, ადგილობრივი (რეგიონალური) მთავარი სამმართველოები და სამმართველოები ვალდებულნი არიან:
ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს და მგზავრებს აღმოუჩინონ სათანადო დახმარება, უზრუნველყონ შემთხვევის ადგილის დაცვა;
ბ) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისას, ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისას და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს შეატყობინონ შესაბამის სამსახურებს მომხდარის შესახებ და კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ გადაუდებელი ზომები ადამიანთა დასახმარებლად და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დასაცავად;
გ) გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინონ საზოგადოებრივად საშიში ქმედებისა და უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს, უმწეო მდგომარეობაში, აგრეთვე ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფს, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ.
მუხლი 18
დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) მთავარი სამმართველოების სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 19
საპატრულო პოლიციის მუშაობის ძირითადი ფორმებია:
ა) ავტომობილებით პატრულირება;
ბ) ქვეითად პატრულირება;
გ) ასევე სხვა საშუალებებით პატრულირება.
თავი VII
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 20
1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
+

1. დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
1. დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.“.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №414 ბრძანება.
3. ეს ბრძანება მე-11 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის გარდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ბრძანების მე-11 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს საქართველოს საბაჟო კოდექსში განხორციელებული შესაბამისი ცვლილების (სსმ III, 28.04.2006, №10, მუხ.72) ძალაში შესვლისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ლ. გვაზავა
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №148 - სსმ III, №14, 01.02.2007 წ., მუხ.151
2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №1231 – III, №133, 25.09.2007 წ., მუხ.1449
3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №1628 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2068
4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974
5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №254 - სსმ III, №22, 27.02.2009 წ., მუხ.276
6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის ბრძანება №940 - სსმ III, №93, 28.07.2009 წ., მუხ.976
7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №513 - სსმ III, №67, 14.06.2010 წ., მუხ.994
8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №913 - სსმ III, №140, 29.10.2010 წ., მუხ.2012
9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №1015 - სსმ III, №153, 24.11.2010 წ., მუხ.2080
10. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 2 მაისის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.
11. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №978 - ვებგვერდი, 13.12.2012 წ.
12. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 14.01.2013 წ.
13. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 20 თებერვლის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 27.02.2013 წ.
14. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 აპრილის ბრძანება №315 - ვებგვერდი, 24.04.2013წ.
15. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 8 ივლისის ბრძანება №518 – ვებგვერდი, 08.07.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
მუხლი 1🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს წინასწარ გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, იყენებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ იძულების ღონისძიებებს, ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქციებს, უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ახორციელებს სანებართვო საქმიანობას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგისტრაციას, ავტომოტოტრანსპორტის რეგისტრაციას და მათ ტექნიკურ დათვალიერებას, ანიჭებს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებას და გასცემს მართვის უფლების დამადასტურებელ მოწმობას, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში–დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გამოძიებას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, იყენებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ იძულების ღონისძიებებს, ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქციებს, უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს სასაზღვრო საკონტროლო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ,“ საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ,“ საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ,“ საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ,“ საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №1015 - სსმ III, №153, 24.11.2010 წ., მუხ.2080
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №978 - ვებგვერდი, 13.12.2012 წ.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“, საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს კანონი „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს სისტემის ოპერატიულ და სხვა დანაყოფებთან, სხვა სამინისტროებთან და მათ დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოქალაქეებთან, უცხო ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.
მუხლი 4
მუხლი 4🔗
დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს. დეპარტამენტს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია.
მუხლი 5
მუხლი 5🔗
1. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს საბალანსო ერთეულს. დეპარტამენტს აქვს სახელმწიფო ხაზინის მიერ მინიჭებული სახაზინო კოდი, ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით.
2. (ამოღებულია - 11.01.2013, №14).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №1628 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2068
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №978 - ვებგვერდი, 13.12.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 14.01.2013 წ.
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით, წარმოადგენს სამინისტროს საბალანსო ერთეულს, აქვს სახაზინო ანგარიში.
თავი II
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
მუხლი 6
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის საქმიანობაა:
ა) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ბ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებით და წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე;
დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენება;
დ1) (ამოღებულია - 13.12.2012, №978);
დ2) (ამოღებულია - 13.12.2012, №978);
დ3) (ამოღებულია - 13.12.2012, №978);
დ4) (ამოღებულია - 13.12.2012, №978);
დ5) დანაშაულის გახსნისა და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით სხვა სამსახურებთან ურთიერთშეთანხმებული მუშაობის ორგანიზება.
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და წარმოება, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე;
ვ) სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთის მიზნით დეპარტამენტის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ძალებისა და საშუალებების განაწილება და მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება;
ზ) მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენება;
თ) საგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელება;
ი) ავარიულ-სამაშველო სამსახურების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილების უზრუნველყოფა;
კ) ავარიების, კატასტროფების, ხანძრების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო მოვლენათა ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
ლ) გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით;
მ) დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სარეგისტრაციო საქმიანობის ორგანიზება და მათთვის პრაქტიკული დახმარების გაწევა;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებით და წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;
გ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება, სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და წარმოება;
ე) სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთის მიზნით დეპარტამენტის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ძალებისა და საშუალებების განაწილება და მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება;
ვ) მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენება;
ზ) საგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელება;
თ) ავარიულ-სამაშველო სამსახურების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილების უზრუნველყოფა;
ი) ავარიების, კატასტროფების, ხანძრების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო მოვლენათა ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
კ) გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვების ან შეწყვეტის ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით;
ლ) დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სარეგისტრაციო საქმიანობის ორგანიზება და მათთვის პრაქტიკული დახმარების გაწევა;
მ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების განხორციელების ორგანიზება და კონტროლი;
ნ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღკვეთა-აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ო) სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი.
მუხლი 7
ო) სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
პ) უზრუნველყოს უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელება .
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №148 - სსმ III, №14, 01.02.2007 წ., მუხ.151
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №1015 - სსმ III, №153, 24.11.2010 წ., მუხ.2080
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 2 მაისის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №978 - ვებგვერდი, 13.12.2012 წ.
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) იმ პირის დადგენა, რომელიც ამზადებს, სჩადის ან რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
ბ) საგზაო მოძრაობის მოწესრიგება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმების და სხვა ნორმატიული აქტების თაობაზე წინადადებების შემუშავება, აგრეთვე მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი;
გ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მათში დაშავებულ პირთა, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა, საგზაო მოძრაობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დანაშაულთა, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი სხვა მაჩვენებლების ერთიან სახელმწიფო აღრიცხვის ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) სახელმწიფო სასაზღვრო გამტარი პუნქტების დაცვასა და კონტროლთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ე) სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მუშაობის, პრევენციული ღინისძიებების სახეობების განვითარებისა და ოპერატიიული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი კონცეფციების შემუშავება;
ვ) სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მისი შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება;
ზ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების საქმიანობის კოორდინირება, საბაჟო სამსახურთან შეთანხმებით, სასაზღვრო-სამიგრაციო, საბაჟო და სხვა სახის კონტროლის ადგილის, დროისა და თანამიმდევრობის განსაზღვრა;
თ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა შემუშავება და მათი რეალიზაციის კონტროლი;
ი) სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე უცხოელთა ინსპექტირება, მიგრაციისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
კ) შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, უცხო სახელმწიფოების სასაზღვრო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საკითხებში თანამშრომლობა;
ლ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, კერძოდ კომპეტენციის გათვალისწინებით სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ტრეფიკინგის, კონტრაბანდული საქონლის იმპორტისა და ექსპორტის, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების, მასობრივი განადგურების საშუალებების, და სხვა კანონმდებლობით აკრძალული მოქმედებების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დანაშაულებათა გამოვლენა-აღკვეთის და თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელება;
ნ) შესაბამისი უწყებებისთვის სათანადო დახმარების აღმოჩენა კარანტინის გამოცხადებისას, საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით;
ნ1) დანაშაულის გამომწვევი მიზეზების დადგენა და მათი აღკვეთა-აცილება;
ნ2) დამნაშავე პირთა მხილება;
ნ3) (ამოღებულია - 13.12.2012, №978);
ნ4) (ამოღებულია - 13.12.2012, №978);
ნ5) (ამოღებულია - 13.12.2012, №978);
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №148 - სსმ III, №14, 01.02.2007 წ., მუხ.151
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №1015 - სსმ III, №153, 24.11.2010 წ., მუხ.2080
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №978 - ვებგვერდი, 13.12.2012 წ.
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობების გაცემის ორგანიზება;
დ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მათში დაშავებულ პირთა, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა, საგზაო მოძრაობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დანაშაულთა, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი სხვა მაჩვენებლების ერთიან სახელმწიფო აღრიცხვის ღონისძიებებში მონაწილეობა;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 8
მუხლი 8🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებას ანიჭებს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
გ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურას და საშტატო განრიგს;
დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სამინისტროს სხვა სამსახურებთან;
ზ) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს ოპერატიულ თათბირზე განხილვისათვის;
თ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გამოძიებას;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ლ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;
მ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 9
მუხლი 9🔗
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ოთხი მოადგილე და თანაშემწე.
2. დეპარტამენტის დირექტორის თითოეული მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალ საკურატორო სტრუქტურულ სამსახურებს, ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებს.
3. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.
4. დირექტორის თანაშემწე კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებს.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 10
მუხლი 10🔗
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სისტემური მართვის სამმართველო;
ბ) სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო;
გ) საერთო განყოფილება (კანცელარია);
დ) კადრების სამმართველო;
ე) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;
ვ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველო;
ზ) მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო;
თ) ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო;
ი) შიდა ქართლის მთავარი სამმართველო;
კ) სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო;
ლ) კახეთის მთავარი სამმართველო;
მ) იმერეთის მთავარი სამმართველო;
ნ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველო;
ო) აჭარის მთავარი სამმართველო.
2. დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
3. ამ მუხლის „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულები წარმოადგენენ დეპარტამენტის რეგიონულ დანაყოფებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №148 - სსმ III, №14, 01.02.2007 წ., მუხ.151
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №254 - სსმ III, №22, 27.02.2009 წ., მუხ.276
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის ბრძანება №940 - სსმ III, №93, 28.07.2009 წ., მუხ.976
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №513 - სსმ III, №67, 14.06.2010 წ., მუხ.994
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №913 - სსმ III, №140, 29.10.2010 წ., მუხ.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №1015 - სსმ III, №153, 24.11.2010 წ., მუხ.2080
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 2 მაისის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №978 - ვებგვერდი, 13.12.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 20 თებერვლის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 27.02.2013 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 აპრილის ბრძანება №315 - ვებგვერდი, 24.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 8 ივლისის ბრძანება №518 – ვებგვერდი, 08.07.2013წ.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
1. ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო:
ა) I განყოფილება;
ბ) II განყოფილება;
გ) კადრების განყოფლება;
დ) III განყოფილება;
ე) საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება.
2. სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო.
3. კანცელარია.
4. საფინანსო-სამეურნეო სამმართველო:
ა) საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;
ბ) ხაზინის ჯგუფი;
გ) საგეგმო ჯგუფი;
დ) შესყიდვების ქვეგანყოფილება;
ე) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების ჯგუფი;
ვ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება;
ზ) მომარაგების ქვეგანყოფილება;
თ) საწყობი;
ი) ტრანსპორტის ქვეგანყოფილება;
კ) სანომრე ნიშნების დამზადებისა და აღრიცხვა-რეგისტრაციის ქვეგანყოფილება;
ლ) კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული მომსახურების ქვეგანყოფილება;
მ) საკომენდანტო ჯგუფი.
5. ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო.
6. ქვემო ქართლის სამმართველო.
7. შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო.
8. კახეთის სამმართველო.
9. იმერეთის მთავარი სამმართველო.
10. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველო.
11. აჭარის სამმართველო.
დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
თავი V
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
მუხლი 11
მუხლი 11 (ამოღებულია - 24.04.2013, №315)🔗
ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო:
ა) შეიმუშავებს დეპარტამენტის საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად;
ბ) ამოწმებს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების გაცნობისა და შეფასების მიზნით;
გ) ორგანიზებას უწევს ოპერატიული თათბირების ჩატარებას;
დ) მონაწილეობს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა პროექტების შემუშავებასა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის პროგრესული მეთოდების დანერგვაში;
ე) მონაწილეობს სამთავრობო და საუწყებო კომისიების მუშაობაში;
ვ) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მათ შესრულებას;
ზ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სამართლებრივი ბაზის შექმნას;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად;
ი) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში;
კ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადგილობრივ (რეგიონალურ) დანაყოფებში შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებისა და დეპარტამენტის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების შესრულებაზე კონტროლს;
ლ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი I განყოფილება:
ახორციელებს დეპარტამენტის ერთიანი სისტემის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატარებს გაწეული საქმიანობის, აგრეთვე პატრულირების განხორციელების შემოწმებას, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შემოწმების შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბებას და დეპარტამენტის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;
მ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი II განყოფილება:
მ.ა) სააღრიცხვო ანალიტიკური საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით ახორციელებს ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შემოწმებას და ადგილზე პრაქტიკული დახმარების ორგანიზებას;
მ.ბ) ქვეყანაში სამართალდარღვევათა, ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შესახებ შექმნილი ოპერატიული ვითარებისა და ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს წინადადებებს მათი აღმოფხვრისათვის;
მ.გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას;
მ.დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას;
მ.ე) ახორციელებს ქვეყნის საავტომობილო გზებზე გამოვლენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა აღრიცხვას და ანალიზს, ადმინისტრაციული პრაქტიკისა და ადმინისტრაციული კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადებას;
მ.ვ) ახორციელებს კონტროლს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ გამოვლენილი და განხილული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი შეტყობინებების გადაგზავნის შესრულებაზე;
მ.ზ) დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათების საფუძველზე ახორციელებს საანგარიშო პერიოდში დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგების დაჯამებას, ანალიზსა და სათანადო ინფორმაციის შედგენას;
მ.თ) უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვიანობის წარმოებას;
მ.ი) უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სააღრიცხვო ბარათების ყოველდღიურ დამუშავებას და აღრიცხვის ორგანიზებას, მათ სრულყოფილ შევსებასა და ადგილებიდან დროულ გამოგზავნაზე კონტროლის დაწესებას, საპატრულო პოლიციის ადგილობრივი დანაყოფებიდან წარმოდგენილ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღრიცხვის ბარათების რეგისტრაციას სპეციალურ სააღრიცხვო ჟურნალებში;
მ.კ) ახორციელებს დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოსა და რეგიონალურ მთავარ სამმართველოებში ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური ზედამხედველობისა და სარეგისტრაციო სამსახურის საქმიანობაზე კონტროლს;
მ.ლ) ყოველთვიურად აჯამებს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს;
მ.მ) განიხილავს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის თაობაზე შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს;
მ.ნ) დეპარტამენტის დირექტორის დავალებით წელიწადში ერთხელ ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების მიერ განხორციელებული რეგისტრაციის ამსახველი პირველადი მასალების დოკუმენტალურ კონტროლს და უწევს მათ პრაქტიკულ დახმარებას;
ნ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი კადრების განყოფილება უზრუნველყოფს:
ნ.ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად საკადრო ღონისძიებების განხორციელებას;
ნ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლის და სპეციალური შემოწმების გახორციელებას;
ნ.გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
ნ.დ) დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალ მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე კონტროლის განხორციელებას და ამ მიზნით სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას;
ნ.ე) დეპარტამენტის მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას;
ნ.ვ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადებას;
ნ.ზ) დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ნ.თ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვისა და დამუშავების წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;
ნ.ი) დოკუმენტაციის მომზადებას დეპარტამენტიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;
ნ.კ) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას;
ნ.ლ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელებას;
ო) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი III განყოფილება ახორციელებს საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის სახით იმ სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმებას, რომლებიც იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოდიან საქართველოში;
პ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი საგზაო ზედამხედველობის და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება:
პ.ა) აანალიზებს საავტომობილო გზებსა და ქუჩებში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს, მათი გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაციისთვის იკვლევენ საგზაო მოძრაობის პირობებს, არსებული წესით შეიმუშავებენ ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად გამიზნულ ღონისძიებებს;
პ.ბ) საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, აუცილებლობის შემთხვევაში კაპიტალური შეკეთების პროექტებს უთანხმებს შესაბამის სამსახურებს;
პ.გ) მონაწილეობას იღებს საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან კაპიტალური შეკეთების შემდეგ ექსპლუატაციაში მიმღებ მუშა და სახელმწიფო კომისიების მუშაობაში;
პ.დ) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებზე, რკინიგზის გადასასვლელების ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას ახორციელებენ ზედამხედველობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე;
პ.ე) ითანხმებს საშიში, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.
მუხლი 12
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №148 - სსმ III, №14, 01.02.2007 წ., მუხ.151
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №254 - სსმ III, №22, 27.02.2009 წ., მუხ.276
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №513 - სსმ III, №67, 14.06.2010 წ., მუხ.994
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 20 თებერვლის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 27.02.2013 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 აპრილის ბრძანება №315 - ვებგვერდი, 24.04.2013წ.
მუხლი 111🔗
სისტემური მართვის სამმართველო:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებსა და საჩივრებს, ახორციელებს ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოებისას გადაწყვეტილებას იღებს სისტემური მართვის სამმართველოს უფროსი;
დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას და რეგულაციას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან;
ვ) საპატრულო პოლიციის სახელით მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში;
ზ) არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებსა და საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან;
თ) საქართველოს საზღვრის სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და სამიგრაციო კონტროლის განხორციელების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვიზის სახელმწიფო საზღვარზე გაცემის შემთხვევაში უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში მოწვევის საკითხების განხილვას;
ი) უზრუნველყოფს უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით;
ლ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში;
მ) განიხილავს შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს და ამზადებს სათანადო დასკვნებს;
ნ) განიხილავს დეპარტამენტის სხვადასხვა სამსახურებისა და სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ო) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში;
პ) ახორციელებს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განხორციელების მიზნით;
ჟ) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მათ შესრულებას;
რ) ახორციელებს ადმინისტრაციული წარმოების წესით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის მომზადებასა და წარმართვას (ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა);
ს) ახორციელებს საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზების უზრუნველყოფას;
ტ) უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვიანობის წარმოებას;
უ) აანალიზებს საავტომობილო გზებსა და ქუჩებში მომხდარ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევებს, მათი გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაციისთვის იკვლევს საგზაო მოძრაობის პირობებს, არსებული წესით შეიმუშავებს ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად გამიზნულ ღონისძიებებს;
ფ) საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, აუცილებლობის შემთხვევაში კაპიტალური შეკეთების პროექტებს უთანხმებს შესაბამის სამსახურებს;
ქ) მონაწილეობს საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან კაპიტალური შეკეთების შემდეგ ექსპლუატაციაში მიმღები კომისიების მუშაობაში;
ღ) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებზე, რკინიგზის გადასასვლელების ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას ახორციელებს ზედამხედველობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვისათვის;
ყ) ითანხმებს სახიფათო, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;
შ) მონაწილეობს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა პროექტების შემუშავებასა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის პროგრესული მეთოდების დანერგვაში;
ჩ) ახორციელებს სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით ადგილობრივი (რეგიონული) დანაყოფების მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შემოწმებას და ადგილზე პრაქტიკული დახმარების ორგანიზებას;
ც) ახორციელებს ქვეყნის საავტომობილო გზებზე გამოვლენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა აღრიცხვას და ანალიზს, ადმინისტრაციული პრაქტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადებას;
ძ) ახორციელებს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ადგილობრივი (რეგიონული) დანაყოფების მიერ გამოვლენილი და განხილული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი შეტყობინებების გადაგზავნის კონტროლს;
წ) ახორციელებს დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონული) დანაყოფების მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათების საფუძველზე საანგარიშო პერიოდში დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგების დაჯამებას, ანალიზსა და სათანადო ინფორმაციის შედგენას;
ჭ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონული) დანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას;
ხ) უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვიანობის წარმოებას;
ჯ) უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სააღრიცხვო ბარათების დამუშავებას და აღრიცხვის ორგანიზებას, მათ სრულყოფილ შევსებასა და ადგილებიდან დროული გამოგზავნისათვის კონტროლის დაწესებას;
ჰ) ახორციელებს ქვეყანაში სამართალდარღვევათა, ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შესახებ შექმნილი ოპერატიული ვითარებისა და ანალიზის საფუძველზე წინადადებების შემუშავებას მათი აღმოფხვრის მიზნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №513 - სსმ III, №67, 14.06.2010 წ., მუხ.994
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 2 მაისის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 აპრილის ბრძანება №315 - ვებგვერდი, 24.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 8 ივლისის ბრძანება №518 – ვებგვერდი, 08.07.2013წ.
მუხლი 12🔗
სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და საზოგადოებრივად საშიში სხვა ქმედების, ასევე საგანგებო შემთხვევების, გზების მდგომარეობის, ამინდის პირობების ამსახველი და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას, რეგისტრაციას, დამუშავებას და მათ დროულ გაცნობას შესაბამისი სამსახურებისა და უწყებებისათვის;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს დეპარტამენტზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვასა და გაცემას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების გადაადგილების დროს უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიღებას და მიწოდებას უფლებამოსილი სამსახურებისათვის; ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს;
დ) უზრუნველყოფს შინაგანაწესის შესრულებასა და სამწყობრო დანაყოფის შენობაზე კონტროლს.
მუხლი 13
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და საზოგადოებრივად საშიში სხვა ქმედების, ასევე საგანგებო სიტუაციების, გზების მდგომარეობის, ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების ამსახველი და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას, რეგისტრაციას, დამუშავებას, მათზე რეაგირებას და დროულ გაცნობას შესაბიმისი სამსახურებისა და უწყებებისათვის;
კანცელარია:
ა) უზრუნველყოფს შემოსული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას საკანცელარიო ჟურნალებში;
ბ) ახორციელებს ინსპექტირებისათვის კორესპონდენციის დროულად მიწოდებას და კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას;
გ) უზრუნველყოფს საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას.
მუხლი 14
ბ) დანაშაულთან და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მიღებული ტელეფონოგრამების და ინფორმაციების საფუძველზე უზრუნველყოფს დეპარტამენტის სადღეღამისო კრებსის შედგენას;
გ) უზრუნველყოფს გატაცებული, მოპარული, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული, სისხლის სამართლის დანაშაულში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე დანაშაულში ეჭვმიტანილი, გატაცებული და დაკარგული პირების მონაცემების დადგენილი წესით მიღება-გადაცემას და სამინისტროს სპეციალურ კომპიუტერულ სისტემებში რეგისტრაციას;
დ) კომპენტეციის ფარგლებში აწარმოებს დეპარტამენტზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების, აგრეთვე სპეციალური აღჭურვილობის აღრიცხვას, შენახვასა და გაცემას დეპარტამენტის თანამშრომლებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) სპეციალური გეგმების საფუძველზე უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის განგაშის სქემით გამოძახებას;
ვ) საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობების პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების გადაადგილების დროს უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიღებას და უფლებამოსილი სამსახურებისათვის მიწოდებას; ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის ბრძანება №940 - სსმ III, №93, 28.07.2009 წ., მუხ.976
მუხლი 13🔗
საერთო განყოფილება (კანცელარია):
ა) უზრუნველყოფს შემოსული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტების, მოქალაქეების განცხადებების და საჩივრების მიღებას და მათ აღრიცხვას საკანცელარიო ჟურნალებში;
ბ) ახორციელებს თანამშრომლებისათვის კორესპონდენციის დროულად მიწოდებას, იმ კორესპოდენციის დროულად გაგზავნას, რომელზედაც მოხდა რეაგირება, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას;
გ) უზრუნველყოფს საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას;
დ) უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის ბრძანება №940 - სსმ III, №93, 28.07.2009 წ., მუხ.976
მუხლი 14🔗
1. კადრების სამმართველო:
ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად, ახორციელებს საკადრო ღონისძიებებს;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს დეპარტამენტის დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, უზრუნველყოფს სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლისა და სპეციალური შემოწმების განხორციელებას;
გ) მონაწილეობას იღებს პირად შემადგენლობასთან მუშაობასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მომზადებაში;
დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალ მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ამ მიზნით მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებებში;
ე) მონაწილეობას იღებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზებაში;
ვ) ამზადებს მასალებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე;
ზ) ამზადებს წინადადებებს დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ;
თ) ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეების წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვისა და დამუშავების წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;
ი) ამზადებს დოკუმენტებს დეპარტამენტიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;
კ) განიხილავს ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსულ განცხადებებსა და მასალებს;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით.
2. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მიზნით:
ა) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში, უზრუნველყოფს მისთვის გამოყოფილი სახსრების მართვასა და მიზნობრივ გამოყენებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოფს ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებასა და სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტში წარდგენას;
გ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე გეგმის კორექტირების) პროექტს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს (პროექტს დამტკიცებამდე შესათანხმებლად წარუდგენს სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს; დამტკიცებულ გეგმას წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;
დ) ამზადებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარადგენს ოპერატიულ, სტატისტიკურ, კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;
ე) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურათა დაცვით, ახორციელებს საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვებს;
ვ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგს, შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებულ სამუშაოთა მიღებას;
ზ) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას და ანგარიშგებას;
თ) ადგენს ბალანსს და დადგენილ ვადებში წარადგენს სამინისტროს ცენტრალურ ბუღალტერიაში (პასუხისმგებელია წარდგენილი ბალანსის სისრულეზე, სისწორესა და რეალობაზე);
ი) ახორციელებს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების დარიცხვასა და დროულ გაცემას;
კ) დადგენილი წესის შესაბამისად, აწარმოებს სალაროს ოპერაციებს, ახორციელებს პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენას;
ლ) უზრუნველყოფს ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების (მათ შორის, საწვავის, მობილური სატელეფონო ბარათების, მცირეფასიანი აქტივების, სახარჯი მასალებისა და სხვა) საბუღალტრო აღრიცხვასა და დამუშავებას;
მ) ახორციელებს ძირითადი აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების (დებიტორ-კრედიტორების) ინვენტარიზაციას;
ნ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს წინადადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისათვის;
ო) აღრიცხავს, დადგენილი წესით და ვადებში ინახავს და არქივში აბარებს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების (მათ შორის, საბუღალტრო) დოკუმენტებს;
პ) შეისწავლის და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის, ზრუნავს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაზე;
ჟ) აღრიცხავს სარგებლობაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, აკონტროლებს მის ექსპლუატაციასა და დაცვას;
რ) ორგანიზებას უწევს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების (განთავსების ადგილების - გამოყოფილი ფართობების), სხვადასხვა საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკურ მომსახურებას, მათ ექსპლუატაციას, კომუნალურ მომსახურებას, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას;
ს) ორგანიზებას უწევს დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე ანდა კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და მათ ტექნიკურ ზედამხედველობას;
ტ) დადგენილი წესით წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას კომუნალური და სხვა გადასახადების გადასახდელად;
უ) ორგანიზებას უწევს შესყიდული (გადაცემული) მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვასა და დასაწყობებას, თანამშრომელთა მოთხოვნით, მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებას, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოებას;
ფ) უზრუნველყოფს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული და ორგტექნიკის, კავშირგაბმულობის საშუალებების მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას, მათ გამართულ მუშაობას;
ქ) უზრუნველყოფს სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობას;
ღ) უზრუნველყოფს სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული კავშირგაბმულობის სისტემების გამართულ მუშაობას;
ყ) ორგანიზებას უწევს რადიოსადგურ „022“-ის სპეცტექნიკის გამართულ მუშაობაზე კონტროლს;
შ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №148 - სსმ III, №14, 01.02.2007 წ., მუხ.151
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №1231 – III, №133, 25.09.2007 წ., მუხ.1449
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №1628 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2068
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №978 - ვებგვერდი, 13.12.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 20 თებერვლის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 27.02.2013 წ.
მუხლი 141 (ამოღებულია)🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №254 - სსმ III, №22, 27.02.2009 წ., მუხ.276
(ამოღებულია - 13.12.2012, №978)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №1015 - სსმ III, №153, 24.11.2010 წ., მუხ.2080
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №978 - ვებგვერდი, 13.12.2012 წ.
მუხლი 142 (ამოღებულია - 13.12.2012, №978)🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №1015 - სსმ III, №153, 24.11.2010 წ., მუხ.2080
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №978 - ვებგვერდი, 13.12.2012 წ.
მუხლი 143 (ამოღებულია - 13.12.2012, №978)🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №1015 - სსმ III, №153, 24.11.2010 წ., მუხ.2080
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №978 - ვებგვერდი, 13.12.2012 წ.
მუხლი 144 (ამოღებულია - 13.12.2012, №978)🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №1015 - სსმ III, №153, 24.11.2010 წ., მუხ.2080
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №978 - ვებგვერდი, 13.12.2012 წ.
მუხლი 145 (ამოღებულია - 13.12.2012, №978)🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №1015 - სსმ III, №153, 24.11.2010 წ., მუხ.2080
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №978 - ვებგვერდი, 13.12.2012 წ.
საფინანსო-სამეურნეო სამმართველო მასში შემავალ განყოფილებებთან, ქვეგანყოფილებებთან და ჯგუფებთან ერთად:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებას და სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოში წარდგენას;
ბ) ახორციელებს საბიუჯეტო წლის განმავლობაში სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოდან სათანადო ასიგნებების გამოთხოვას;
გ) მოქმედი კანონმდებლობისა და დადგენილი წესის შესაბამისად, პასუხისმგებელია დეპარტამენტის მატერიალურ უზრუნველყოფაზე, მატერიალურ ფასეულობათა შესყიდვების განხორციელებაზე და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებაზე;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სოციალური ხარჯების დარიცხვას;
ე) უზრუნველყოფს დადგენილი წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ანგარიშგებას და ბალანსის სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ცენტრალურ ბუღალტერიაში წარდგენას (პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორეზე და ცენტრალურ ბუღალტერიაში წარდგენილი ბალანსის რეალობაზე);
ვ) უზრუნველყოფს შეიარაღების, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, ინვენტარის, საწვავის და ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით საბუღალტრო აღრიცხვას;
ზ) დადგენილი წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სალაროს ოპერაციების წარმოებას, პირველადი დოკუმენტების შედგენას, ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების (დებიტორ-კრედიტორების) ძირითადი საშუალებების და სხვა მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
თ) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხების და სხვა დოკუმენტაციის შენახვას და დადგენილი წესით და ვადებში მათ არქივში ჩაბარებას;
ი) ახორციელებს იურიდიული და ფიზიკური პირებისგან უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის საბუღალტრო აღრიცხვას და სათანადო ინფორმაციის სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოში პერიოდულად წარდგენას;
კ) ახორციელებს დეპარტამენტის კავშირგაბმულობით მომარაგებას;
ლ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული კავშირგაბმულობის სისტემების გამართულ მუშაობას;
მ) ორგანიზებას უწევს რადიოსადგური „022“-ის სპეცტექნიკის გამართულ მუშაობაზე კონტროლს;
ნ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების სპეციალური საშუალებებით და ეკიპირებით, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკებით, სახელმწიფო სანომრე ნიშნებით, სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური პასპორტების და მართვის მოწმობების ბლანკებით მომარაგებას.
თავი VI
დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა და მთავარი სამმართველოების სტრუქტურა და კომპეტენცია
მუხლი 15
დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და ადგილობრივი (რეგიონული) მთავარი სამმართველოების სტრუქტურა და კომპეტენცია
დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა და მთავარი სამმართველოების სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ქ. თბილისისა და რეგიონების თავისებურებების გათვალისწინებით.
მუხლი 16
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 20 თებერვლის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 27.02.2013 წ.
1. დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა და მთავარი სამმართველოების ფუნქციებია:
ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე და კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ამ სფეროში დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება;
ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით საპროცესო იძულების ღონისძიებათა გამოყენება;
გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება, იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და წარმოება, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება;
დ) მართლწესრიგის დაცვა, მოქალაქეთა მხრიდან ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენება;
ე) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის შესახებ;
ვ) ცხელ კვალზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული მძღოლების, გატაცებული ან მოპარული ავტოსატრაპორტო საშუალებების ძებნისა და დადგენის მიზნით განსახორციელებელ, მათ შორის ავტოტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალებების გამოყენების ღონისძიებთა განხორციელება ან მათში მონაწილეობა;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების ჩატარება, რეგისტრაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებაზე საკვალიფიკაციო გამოცდების მიღება, მძღოლის მოწმობის გაცემა (როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო), შეცვლა და დაკარგულის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობისა და სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღდგენა (შეცვლა);
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან ერთად საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა;
ი) გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული სანებართვო საქმიანობის განხორციელება;
კ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომელთა მიმართ გაწეული საქმიანობის, ასევე პატრულირების განხორციელების შემოწმება, შემოწმების შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბება და დეპარტამენტისთვის მიწოდება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლება აქვთ დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, ასევე კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილ სხვა თანამდებობის პირებს.
მუხლი 17
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 8 ივლისის ბრძანება №518 – ვებგვერდი, 08.07.2013წ.
მუხლი 15🔗
დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და ადგილობრივი (რეგიონული) მთავარი სამმართველოების სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ქ. თბილისისა და რეგიონების თავისებურებების გათვალისწინებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 20 თებერვლის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 27.02.2013 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 8 ივლისის ბრძანება №518 – ვებგვერდი, 08.07.2013წ.
მუხლი 16🔗
დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და ადგილობრივი (რეგიონული) მთავარი სამმართველოების ფუნქციებია:
ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე და კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ამ სფეროში დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში;
ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით საპროცესო იძულების ღონისძიებათა გამოყენება, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში გამოვლენილ დანაშულებრივ ქმედებებზე;
გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება, იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და წარმოება, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე;
დ) მართლწესრიგის დაცვა, მოქალაქეთა მხრიდან ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენება, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში;
ე) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის შესახებ;
ვ) ცხელ კვალზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული მძღოლების, გატაცებული ან მოპარული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძებნისა და დადგენის მიზნით განსახორციელებელ, მათ შორის, ავტოტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალებების გამოყენების ღონისძიებათა განხორციელება ან მათში მონაწილეობა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან ერთად საქართველოში ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა;
თ) როგორც საავტომობილო, ასევე სხვა სახის მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელება;
ი) განსაკუთრებულ შემთხვევებში ნება დართოს უცხოელს სახელმწიფო საზღვრის სამგზავრო დოკუმენტის გარეშე გადმოკვეთისა და 3 თვემდე ვადით საქართველოში ყოფნისათვის;
კ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში გასცეს ვიზა/სამთვიანი შემოსვლის ნებართვა;
ლ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სამართლებრივი რეჟიმის დაცვა, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად;
მ) გაწეული საქმიანობის ამსახველი სტატისტიკის წარმოება და სტატისტიკური მონაცემების მთავარი სამმართველოს უფროსისათვის ყოველთვიურად წარდგენა;
ნ) დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება;
ო) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღრიცხვის ბარათების რეგისტრაცია სპეციალურ სააღრიცხვო ჟურნალებში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №148 - სსმ III, №14, 01.02.2007 წ., მუხ.151
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №1015 - სსმ III, №153, 24.11.2010 წ., მუხ.2080
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №978 - ვებგვერდი, 13.12.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 20 თებერვლის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 27.02.2013 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 8 ივლისის ბრძანება №518 – ვებგვერდი, 08.07.2013წ.
მუხლი 17🔗
1. დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსა და ადგილობრივ (რეგიონული) მთავარ სამმართველოებს უფლება აქვთ:
1. დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს, ადგილობრივ (რეგიონალურ) მთავარ სამმართველოებსა და სამმართველოებს უფლება აქვთ:
ა) დანაშაულის ფაქტზე წასწრებისას განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებები და მომხდარი დანაშაულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინონ გამომძიებელს და სამსახურის მორიგეს;
ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეებზე ჩაატარონ წინასწარი გამოძიება;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ჩადენილ სამართალდარღვევებზე;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;
დ) სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გააჩერონ სატრანსპორტო საშუალებები, შეამოწმონ მძღოლის მოწმობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო დოკუმენტები, განახორციელონ სატრანსპორტო საშუალებათა ვიზუალური დათვალიერება, ხოლო სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების ან მათი თანმხლები პირების მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში იმოქმედონ კანონით დადგენილი წესით;
ე) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორონ პირი, რომელსაც არ აქვს მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა, ან თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის მისაჩნევად, რომ იგი იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ, შეამოწმონ სიმთვრალის დასადგენად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) აკრძალონ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, თუ მათი კონსტრუქცია და ტექნიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე სავიზო და საპასპორტო კონტროლი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად.
2. დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველო და ადგილობრივი (რეგიონული) მთავარი სამმართველოები ვალდებული არიან:
ე) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორონ პირი, რომელსაც არა აქვს მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა ან, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის მისაჩნევად, რომ იგი იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ და შეამოწმონ სიმთვრალის დასადგენად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) აკრძალონ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, თუ მათი კონსტრუქცია და ტექნიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.
2. დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო, ადგილობრივი (რეგიონალური) მთავარი სამმართველოები და სამმართველოები ვალდებულნი არიან:
ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს და მგზავრებს აღმოუჩინონ სათანადო დახმარება, უზრუნველყონ შემთხვევის ადგილის დაცვა;
ბ) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისას, ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისას და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს შეატყობინონ შესაბამის სამსახურებს მომხდარის შესახებ და კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ გადაუდებელი ზომები ადამიანთა დასახმარებლად და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დასაცავად;
გ) გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინონ საზოგადოებრივად საშიში ქმედებისა და უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს, უმწეო მდგომარეობაში, აგრეთვე ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფს, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ.
მუხლი 18
ბ) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისას, ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს შეატყობინონ შესაბამის სამსახურებს მომხდარის შესახებ და კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ გადაუდებელი ზომები ადამიანთა დასახმარებლად და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დასაცავად;
დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) მთავარი სამმართველოების სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 19
გ) გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინონ საზოგადოებრივად საშიში ქმედებისა და უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს, უმწეო მდგომარეობაში, აგრეთვე ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფს, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 20 თებერვლის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 27.02.2013 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 8 ივლისის ბრძანება №518 – ვებგვერდი, 08.07.2013წ.
მუხლი 18🔗
დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და ადგილობრივი (რეგიონული) მთავარი სამმართველოების სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 20 თებერვლის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 27.02.2013 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 8 ივლისის ბრძანება №518 – ვებგვერდი, 08.07.2013წ.
მუხლი 19🔗
საპატრულო პოლიციის მუშაობის ძირითადი ფორმებია:
ა) ავტომობილებით პატრულირება;
ბ) ქვეითად პატრულირება;
გ) ასევე სხვა საშუალებებით პატრულირება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 8 ივლისის ბრძანება №518 – ვებგვერდი, 08.07.2013წ.
თავი VII
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 20
მუხლი 20🔗
1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 16.05.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №634. სარეგისტრაციო კოდი — 140.030.000.22.034.008.614.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 16 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2013.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №634, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.22.034.008.614 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64630/