ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №36 |
|
2025 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2681 მუხლის მე-8 ნაწილისა და 2901 მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესი და პირობები.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის №534 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 31/10/2017; სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016681).
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან. |
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს წესი და პირობები განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს.
მუხლი 2. გამოქვეყნების წესი და პროცედურა 1. სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება/გამოცემული საჯარიმო ქვითარი/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მისი გამოწერის/გამოტანის შემდეგ, იგზავნება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მათი ადრესატისთვის ჩაბარების, გამოქვეყნებისა და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით. 2. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას სამართალდამრღვევს უგზავნის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ სამინისტროს სისტემის საამისოდ დაცულ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. 3. სამართალდამრღვევისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნასთან ერთად სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების ასლის, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდის – „www.police.ge“-ის, შესაბამის ბმულზე გამოქვეყნებას. 4. დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. 5. საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება საჯარიმო ქვითრის ნომრების სრული სია, რომელიც გამოქვეყნების მომენტისთვის არის გამოწერილი. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის შინაარსს საჯარიმო ქვითრის ნომრის მონიშვნის, ან შესაბამის ველში პირადი ნომრის, პირადობის მოწმობის ნომრის და დაბადების თარიღის მითითებით 6. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დადგენილების/გადაწყვეტილების მოძიება შეიძლება საჩივრის/დადგენილების/გადაწყვეტილების ნომრის ან პირადი ნომრისა და მობილური ტელეფონის ნომრის მითითებით. 7. სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის, დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიღებიდან ან/და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მას სათანადო დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების ასლი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ეგზავნება. 8. თუ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების ფოსტის მეშვეობით ჩაბარება ვერ მოხერხდა ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, აღნიშნული დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტი/შეტყობინება შესაძლებელია გამოქვეყნდეს ამ მუხლით დადგენილი წესით. 10. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას სამართალდამრღვევს ადგილზე ჰბარდება საჯარიმო ქვითრის/მიღებული დადგენილების ასლი.
მუხლი 3. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დამატებითი წესები 1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნების სრული სია. 2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს, სადაც შეუძლია გაეცნოს საჯარიმო ქვითრის ნომერს, სამართალდარღვევის ჩადენის თარიღსა და ადგილს, ნორმატიული აქტის შესაბამის მუხლს, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის, დაკისრებულ ჯარიმას, საჯარიმოო ქვითრის გამოქვეყნების თარიღს, ჯარიმის გადახდის ვადას. 3. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრის გარდა, ასევე თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა.
მუხლი 4. მონაცემთა დამუშავება 1. სამინისტრო უფლებამოსილია სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და გადახდის უზრუნველყოფის მიზნით ამ წესის შესაბამისად გამოქვეყნებული ინფორმაცია ელექტრონული პროგრამის გამოყენებით მიაწოდოს კომერციულ ბანკებს, საგადახდო მომსახურების სხვა პროვაიდერებს, აგრეთვე სახელმწიფო უწყებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. 2. საჯარიმო ქვითარი/დადგენილება/გადაწყვეტილება სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე ან ჯარიმის აღსასრულებლად მიქცევისთანავე. 3. თუ დადგენილება/გადაწყვეტილება ითვალისწინებს სახდელის სახით სპეციალური უფლების ჩამორთმევას, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან დადგენილება/გადაწყვეტილება იშლება, სპეციალური უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ.
|
1
+
ბრძანება №36
№36
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2681 მუხლის მე-8 ნაწილისა და 2901 მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
+
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2681 მუხლის მე-8 ნაწილისა და 2901 მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
+
+
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
ეს წესი და პირობები განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს. მუხლი 2. გამოქვეყნების წესი და პროცედურა1. სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ მიღებული დადგენილება/გამოცემული საჯარიმო ქვითარი/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მისი გამოწერის/გამოტანის შემდეგ, იგზავნება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მათი ადრესატისთვის ჩაბარების, გამოქვეყნების ან/და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.
6. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დადგენილების/გადაწყვეტილების მოძიება შეიძლება საჩივრის/დადგენილების/გა დაწყვეტილების ნომრის ან პირადი ნომრისა და მობილური ტელეფონის ნომრის მითითებით.
10. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას სამართალდამრღვევს ადგილზე ჰბარდება საჯარიმო ქვითრის/მიღებული დადგენილების ასლი.
10. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას სამართალდამრღვევს ადგილზე ჰბარდება საჯარიმო ქვითრის/მიღებული დადგენილების ასლი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 05.09.2025წ.
3. თუ დადგენილება/გადაწყვეტილება ითვალისწინებს სახდელის სახით სპეციალური უფლების ჩამორთმევას, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან დადგენილება/გადაწყვეტილება იშლება, სპეციალური უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ.
+
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.04.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №36. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017565.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.12.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №36, 30.04.2025, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017565 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6486485/