საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.06.2006 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№570
სარეგისტრაციო კოდი
230.150.080.22.033.008.740
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 78, 12/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.080.22.033.008.740

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №570

2006 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის, საბაჟო სამართალდარღვევისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №390 – სსმ III, 30.04.07, №60, მუხ.663

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის“ (დანართი №2) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული რედაქციით:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის, საბაჟო სამართალდარღვევისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი 1);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №390 – სსმ III, 30.04.07, №60, მუხ.663

ბ) გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტი (დანართი №2).

2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გრიგოლ ფანცულაიას.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ა. ალექსიშვილი

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №89 – სსმ III, 08.02.07, №18, მუხ.390

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №390 – სსმ III, 30.04.07, №60, მუხ.663

დანართი №1

ინსტრუქცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის, საბაჟო სამართალდარღვევისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №390 – სსმ III, 30.04.07, №60, მუხ.663

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. აღნიშნული წესი შემუშავებულია ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის“ (დანართი №2) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფები საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის, საბაჟო სამართალდარღვევისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმების (შემდგომში – ფორმები) გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №390 – სსმ III, 30.04.07, №60, მუხ.663

    მუხლი 2. ფორმებით მომარაგება

1. ფორმების ბლანკებით მომარაგებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული აუცილებელი რაოდენობის შესაბამისად.

2. დამტკიცებული ფორმების ტირაჟირებაზე განაცხადს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

3. პოლიგრაფიული საწარმოდან ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №390 – სსმ III, 30.04.07, №60, მუხ.663

    მუხლი 3. ფორმების შენახვა

1. ფორმების შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

2. სათავსო, სადაც ინახება და გაიცემა ფორმები, უნდა იყოს სათანადოდ აღჭურვილი და დაცული.

3. ფორმების შენახვაზე, გაცემაზე და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირებს განსაზღვრავენ საბაჟო ორგანოების ხელმძღვანელები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №390 – სსმ III, 30.04.07, №60, მუხ.663

    მუხლი 4. ფორმების შევსება

1. მკაცრი აღრიცხვის თითოეული ფორმის შევსება ხორციელდება შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე.

 2. შევსებული ფორმების შესახებ ინფორმაცია ფორმების გამცემს შეაქვს სპეციალურ რეესტრში (საინფორმაციო ბაზაში).

    მუხლი 5. შევსებული ფორმების გაცემა

1. შევსებული ფორმების გაცემა მფლობელზე ხორციელდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე.

2. შევსებული ფორმების გაცემა მესამე პირზე ხორციელდება ფორმის მფლობელის მიერ გაცემული მინდობილობისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე).

3. ფორმის მფლობელი ან მესამე პირი შევსებული ფორმის მიღების ფაქტს ადასტურებს სპეციალურ რეესტრში ხელმოწერით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები სავალდებულო არ არის, თუ ფორმის მფლობელის ან მესამე პირის მიერ შევსებული ფორმის მიღების ფაქტის დადასტურება ხდება ფორმაზე ხელმოწერით და ერთი ეგზემპლარის ხელზე ჩაბარებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №390 – სსმ III, 30.04.07, №60, მუხ.663

    მუხლი 6. შევსებული ფორმების დუბლიკატის გაცემა

1. შევსებული ფორმის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში საბაჟო ორგანო გასცემს დუბლიკატს, კანონმდებლობით დადგენილი წესით მფლობელის ან საბაჟო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული განცხადების წარდგენის საფუძველზე.

 2. ფორმის მფლობელმა შევსებული ფორმის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარადგინოს განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად. საბაჟო ორგანო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მიზნით წარადგენს დასაბუთებულ მოთხოვნას, სადაც უნდა აისახოს ორიგინალის დაკარგვის გარემოებები და გატარებული ღონისძიებები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №89 – სსმ III, 08.02.07, №18, მუხ.390

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №390 – სსმ III, 30.04.07, №60, მუხ.663

    მუხლი 7. გაუქმებული და დაზიანებული ფორმების ჩამოწერა

1. გაუქმებული და დაზიანებული ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გაუქმებული და დაზიანებული ფორმების ჩამოწერა უნდა გაფორმდეს გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტით (დანართი №2). გაუქმებული და დაზიანებული ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს ჩამოწერის აქტში.

3. გაუქმებული და დაზიანებული ფორმების ექსპერტიზა და უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი №2

აქტი №

ქ. თბილისი             ----------------- 200 წელი

გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის შესახებ

 

№

ფორმის დასახელება

რაოდენობა, ცალი

ფორმის ექსკლუზიური ნომერი

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის უვარგისი ფორმების ჩამოწერის სისწორეს.

 

---------------------------------------------                       /---------------/

შემოსავლების სამსახურის (საბაჟო ორგანოს)

სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი

 

ფორმების გამოყენებასა და

აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი:                               /---------------/

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №89 – სსმ III, 08.02.07, №18, მუხ.390

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, №570, 05.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 230.150.080.22.033.008.740 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64876-2/